დნეპროპეტროვსკის "დნიპროს" ნახევარმცველი საქართველოს ნაკრების შეკრებაზე თვალჩალურჯებული გამოცხადდა
ევროპალიგის პლეი ოფში ესტონურ "კალიუსთან" მატჩისას სანდრო კობახიძეს უხეშად ეთამაშნენ.

მართალია, დნეპროპეტროვსკის "დნიპროს" შემტევმა ნახევარმცველმა შეხვედრა სრულად ჩაატარა და გოლიც გაიტანა, მაგრამ ესტონელებმა სახეზე კვალი მაინც დაატყვეს - კობახიძე საქართველოს ნაკრების შეკრებაზე თვალჩალურჯებული გამოცხადდა, წარბთან კი ნაკერები ედო.

საქართველოს ეროვნული ნაკრები უახლოესი შესარჩევი მატჩებისთვის 2 სექტემბრიდან ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" ემზადება.

კობახიძეს მცირე ინტერვიუ ვთხოვეთ...

- ასეთ მდგომარეობაში ვარჯიში საშიში არ არის?

- სერიოზული არაფერია. იმდენ ხანს არ მქონდა ნათამაშები, ამას ვინ ჩივის. ფეხბურთში ასეთები ხდება და თვალის ჩალურჯების გამო შეკრებაზე არჩამოსვლა გამორიცხული იყო.

- სხვათა შორის, თემურ ქეცბაიამ თქვა - კლუბში არ ათამაშებენ, მაგრამ ნაკრებში მაინც ერთ-ერთი საუკეთესოაო. უთამაშებლობის ფონზე ეს მართლა უცნაურია...

- სასიამოვნოა, როცა მწვრთნელი ამას ამბობს და ამდენი წარუმატებლობის მიუხედავად, გულშემატკივრებიც თუ მაფასებენ. ყოველთვის ვცდილობ, მოედანზე ჩემი საქმე გულიანად და წესიერად გავაკეთო, ისე, როგორც ამას მწვრთნელი ითხოვს.

- საფრანგეთთან და ფინეთთან შეხვედრები გადაწყვეტს, ჯგუფში რომელ ადგილს დავიკავებთ. უმძიმესი თამაშები გელით...

- ორივე ძალზე მნიშვნელოვანი მატჩია. მე არც მახსოვს, შესარჩევი ციკლის ბოლოსკენ როდის იყო, რომ გარკვეული ამოცანებისთვის გვებრძოლა. მესამე ადგილის დაკავება გვსურს და საამისოდ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.

გარდა ამისა, ვიცით, რომ საქართველოს ნაკრებს ბევრი აკრიტიკებს და გულშემატკივარი გაბრაზებულია.

ეს ლოგიკურიც არის, ბოლო დროს ბევრი წარუმატებელი მატჩი ჩავატარეთ, მაგრამ ვეცდებით, მდგომარეობა ბოლო ორ შეხვედრაში მაინც გამოვასწოროთ.

ასევე იხილეთ:

თემურ ქეცბაია: ყენია ჩემს მოთხოვნებს ვერც პიროვნულად აკმაყოფილებს

სანდრო კობახიძე: მეც დავზიანდი, მაგრამ მოედნიდან გასვლა არაფრით მინდოდა

სანდრო კობახიძის გოლი და სამი ქართველი ევროპის ლიგაში [VIDEO]

ვაკო
ვისაც ნაპოლის მიმართ სიმპათია გაგაჩნიათ დაგვალაიქეთ ---->
ვაკო
ვისაც ნაპოლის მიმართ სიმპათია გაგაჩნიათ დაგვალაიქეთ ---->
ვალიკო
ვიცი ვნახე უკვე ეს თამაში,კარგად ვითამაშეთ,მაგრამ....
guja_kakhadze
დროა ფრანგების დასახვედრად მოვემზადებით! არარეალურ მესამე ადგილზე ვიოცნებებთ და თავის მართლებაში აქედანვე ვივარჯიშებთ. ეს კი ნამდვილად გვეხერხება!
"ვილი საქართველოს ნაკრებისთვის საუკეთესო მწვრთნელია და მომავალშიც იქნება" - სანიოლის და იაშვილის პრესკონფერენცია
ორი დებიუტანტით - ნოემბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
პედრი თბილისში ვერ ჩამოვა
კაშიას 72 წუთი და აზაროვის სრული მატჩი. "სლოვანი" ისევ დამარცხდა - "შახტარმა" გაიმარჯვა
თორნიკე შენგელიამ შეიძლება "რეალთან" ითამაშოს
მესის მაიამის გასაღები გადასცეს
FIFA-ს მშვიდობის პრიზი - მისი პირველი მფლობელი სავარაუდოდ, დონალდ ტრამპი გახდება
მბაპეს აღარ შეეცილებიან - "რეალში" პენალტების შემსრულებელი ფრანგი იქნება
მესი 4 თვით ევროპაში დაბრუნდება? - არგენტინელის დამატება თურქულ გუნდს სურს
ორი დებიუტანტით - ნოემბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
შესაძლოა, დარჩეს - ნეიმარის მიზანი 2026 წლის მუნდიალზე თამაშია
"ფიორენტინამ" ახალი მთავარი მწვრთნელი შეარჩია
[VIDEO] კრიშტიანოსა და მესის გარეშე - მოდრიჩმა მისთვის ყველა დროის 5 საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა
5 წლის შემდეგ - რობერტო დონადონიმ სამწვრთნელო საქმიანობა განაახლა
კარიერაში მეცხრედ - ალექსი დავითაშვილი ვეტერანთა შორის მსოფლიო ჩემპიონია!
ოსიმენის ჰეთ-თრიკი, "ბრიუგესა" და" ბარსელონას" საბრძოლო ფრე და ზარია "სან სიროზე"
პსჟ მძიმე სიტუაციაშია - კიდევ სამი წამყვანი ფეხბურთელი გამოაკლდა
[VIDEO] მიქაუტაძის 56 წუთი - "ვილიარეალი" "პაფოსთან" დამარცხდა
თბილისის "დინამოს" ახალგაზრდული გუნდი ჩემპიონთა ლიგის მესამე ეტაპზე გავიდა
ნადირობა პსჟ-ს ფეხბურთელებზე. "კვარა" გადარჩა, ჰაკიმი - ვერა
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ 2026 წლის ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
გიორგი ყრუაშვილი ევროპა ლიგის მატჩს განსჯის
[საქართველოს დ. ყიფიანის სახელობის თასი] ფინალის თარიღი და ადგილი ცნობილია...