სინგაპურის პოლიციამ 680 მატჩის ჩამწყობი 15 პირი დააკავა
"ასოშიეიტედ პრესის" ცნობით, სინგაპურის პოლიციამ გარიგებული თამაშების ორგანიზებაში ეჭვმიტანილი 15 ადამიანი დააკავა. მათ შორის 13 მამაკაცია და 2 ქალი.

რაც მთავარია, დაკავებულთა შორის არის ჯგუფის ორგანიზატორი, მავანი ტატ სენ ენი, ვისზეც იტალიასა და უნგრეთში აქამდე ძებნა იყო გამოცხადებული. სენ ენის გარდა, წინასწარი დაკავების იზოლატორში დარჩება 5 ადამიანი, 9 კი გირაოს სანაცვლოდ სასამართლომდე გათავისუფლდება.

პოლიციის წარმომადგენელთა ინფორმაციით, აღნიშნულ ჯგუფს ბრალად ედება 680 თამაშის ჩაწყობა, რომელთაგან 380 ევროპის 15 ქვეყანაშია გამართული. მათ შორის, ლაპარაკია იტალიის, გერმანიის, ავსტრიის, უნგრეთის, სერბეთის, მაკედონიის, ხორვატიის, ფინეთის, საბერძნეთის, ბულგარეთის, სლოვენიის, სლოვაკეთისა და შვეიცარიის ჩემპიონატებზე, ასევე, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპისა და მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის შეხვედრებზე.

BBC-ის მტკიცებით, გამოძიება ძირითადად 2008/11 წლებში ჩადენილ უკანონო ქმედებებზე მიმდინარეობს. ერთია საფეხბურთო თამაშებით მანიპულირება და მეორე ის, რომ ჯგუფის კრიმინალური დოსიე მხოლოდ საფეხბურთო "საქმიანობით" არ შემოიფარგლება.

გამოძიება მიმდინარე წლის თებერვალში ინტერპოლმა დაიწყო. სულ გამოვლენილია 425 ადამიანის სახელი და გვარი, ვინც ამა თუ იმ ფორმით იყო ჩართული ამ საქმეში. მათ შორის - ფეხბურთელები, მსაჯები და საფეხბურთო ჩინოვნიკები. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე დაკავებულთა და სხვა ეჭვმიტანილთა არათუ ვინაობა, მოქალაქეობაც კი არ სახელდება.

რუსული წყაროები კი წერენ, რომ კრიმინალები აქტიურად თანამშრომლობდნენ მათი ქვეყნის შავ სამყაროსთანაც. ინტერპოლის გენერალურმა მდივანმა რონალდ ნოუბლმა კოლეგებს აქტიური თანამშრომლობისთვის დიდი მადლობა გადაუხადა.

საკითხავია, რამდენად შეეხება ეს სკანდალი ჩვენს ქვეყანას...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"არსენალს" რეკორდსმენი აუტების მწვრთნელი ეყოლება
"თასიდან გამოვარდნა სერიოზული დარტყმაა" - ზაბარნიმ "პარიზთან" მარცხის შემდეგ ისაუბრა
"ამას გრანდებთან ხომ არ იზამდა?" - "ბარნსლის" მწვრთნელი სობოსლაის საჩუქრით უკმაყოფილო დარჩა
საქართველოს ნაკრებმა ბოლო საკონტროლო შეხვედრა ალჟირთან ჩაატარა და ორი ბურთის სხვაობით დამარცხდა
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა
"თასიდან გამოვარდნა სერიოზული დარტყმაა" - ზაბარნიმ "პარიზთან" მარცხის შემდეგ ისაუბრა
ლუის ენრიკემ "პარიზთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
მამარდაშვილი "ბარნსლისთან" მატჩის სასტარტოშია
"რეალმა" ჩაბი ალონსო გადააყენა და მის ნაცვლად არბელოა დანიშნა
"შავი ლომი" | "მონტობანთან" ისტორიული გამარჯვების შეფასება - ილია მაისურაძე და მიხეილ ბაბუნაშვილი
ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობას საკვალიფიკაციო ეტაპიდანვე დაემშვიდობა
იუნაიტედი FA თასზე მესამე წრიდან გამოვარდა
იანისის სუპერმატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა... ლიდერების გარეშე დარჩენილმა "დენვერმა" "ბაქსი" დაამარცხა
[VIDEO] სანდროს კარგი მატჩი არ გამოუვიდა... "რეპტორსმა" 12 წამით ადრე 4 ქულა ამოიღო და ოვერტაიმში მოიგო
ნინო ბაციაშვილი სწრაფ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონი გახდა!
ზურაბ საკანდილიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ
[VIDEO] "ტაშს ნუ უკრავთ!" - მბაპეს ამ ქმედებას დიდი კრიტიკა მოჰყვა
სულშერი ფავორიტი აღარაა - "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობა მწვრთნელის პოსტზე ორ კანდიდატს განიხილავს
[VIDEO] "ელ კლასიკო" მთელი თავისი დიდებულებით - "ბარსელონამ" სუპერთასის ფინალში "რეალი" დაამარცხა
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები საბერძნეთთან დამარცხდა
[VIDEO] როგორ დაარბიეს "მგლები" "ალიანც არენაზე"...
"არსენალს" რეკორდსმენი აუტების მწვრთნელი ეყოლება
დღეს კვარაცხელია და მამარდაშვილი ერთდროულად ითამაშებენ