11 ოქტომბერს "სკუადრა აძურა" დანიის ეროვნულ გუნდს ესტუმრება, ოთხი დღის შემდეგ კი ნეაპოლში სომხეთის ნაკრებს შეეჭიდება
იტალიის ნაკრებმა უკვე მოიპოვა მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური და შესარჩევი ეტაპის ბოლო ორ შეხვედრას მშვიდად ეგებება. დიდი ალბათობით, ჩეზარე პრანდელი რამდენიმე ახალწვეულს გამოიძახებს და არც ტაქტიკა-სტრატეგიაში მოერიდება ექსპერიმენტებს.

თუმცა, იმასაც ღიად ამბობს, რომ ძირითადი ბირთვი შერჩეული ჰყავს და მთავარი გუნდის კიდევ უფრო შეთამაშებაა.

11 ოქტომბერს "სკუადრა აძურა" დანიის ეროვნულ გუნდს ესტუმრება, ოთხი დღის შემდეგ კი ნეაპოლში, "სტადიო სან პაოლოზე" სომხეთის ნაკრებს შეეჭიდება.

ცნობილი ამბავია, რომ ჩეზარე პრანდელი უდიდეს ყურადღებას აქცევს ფეხბურთელთა დისციპლინას და ქცევის წესებს, სხვადასხვა დარღვევისთვის კი არაერთი ფეხბურთელი დაუტოვებია განაცხადს მიღმა. გახსოვთ, ალბათ, ამ მიზეზით სენიორ ჩეზარემ პაბლო დანიელ ოსვალდო კონფედერაციათა თასის გარეშე დატოვა.

მოკლედ, ამ მხრივ პრანდელი დაუნდობელია და ბევრს გაუჩნდა ეჭვი, რომ ამჯერად რჩეულთა შორის მარიო ბალოტელის ადგილი არ მოიძებნება. შეგახსენებთ, რომ მარიო "მილანი"-"ნაპოლის" შეხვედრისას "აფეთქდა" და სამ-მატჩიანი დისკვალიფიკაცია გამოიწერა.

რას აპირებს პრანდელი? - ამას თავად მწვრთნელისგან შეიტყობთ:

"ბალოტელის კიდევ ერთხელ უმტყუნა ნერვებმა და ეს ძალიან ცუდია. "მილანის" მესვეურთა საქციელი კი მხოლოდ ქებას იმსახურებს, რადგან მათ არ გაასაჩივრეს დისციპლინართა გადაწყვეტილება.

ლომბარდიელებმა საჭიროდ ჩათვალეს, რომ მარიოს სასჯელი უნდა მოეხადა და ეს სწორი გადაწყვეტილება იყო.

გამოვიძახებ თუ არა ბალოტელის უახლოესი სანაკრებო თამაშებისთვის? - კი, აუცილებლად გამოვიძახებ.

მარიომ 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო, ორი თამაში უკვე გამოტოვა და როდესაც ეროვნული გუნდის განაცხადს დავასახელებ, სასჯელი მთლიანად ექნება მოხდილი.

მაშინ რაღა საჭიროა მისი კიდევ ერთხელ დასჯა? - ასე რომ, ბალოტელი ეროვნულ გუნდთან ერთად იქნება".

ჩეზარე პრანდელიმ დანიელებთან და სომხებთან მოახლოებულ პაექრობებზე ისაუბრა:

"მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე ბევრი დრო არაა დარჩენილი და ამ ეტაპზე მთავარი გუნდის კიდევ უფრო შეთამაშებაა. თუმცა, სეზონი გრძელია და კარგად მესმის, რომ პერიოდულად წამყვან ფეხბურთელებს დასვენება არ აწყენდათ.

გამოვიძახებ ახალ ფეხბურთელებსაც და ვნახავთ, ვინ შეიძლება გამოგვადგეს ბრაზილიურ მუნდიალზე.

დანიასთან გასვლაზე თამაში ურთულესი იქნება, სომხებს კი ნეაპოლში ვხვდებით, სადაც ცუდ თამაშს არავინ გვაპატიებს. მოკლედ, წინ საინტერესო ბატალიები გველის".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

"მილანი" მარიო ბალოტელის 3-მატჩიან დისკვალიფიკაციას არ გააპროტესტებს

ბრაზილიაში სურთ, მუნდიალზე გერმანიასთან 1:7 წაგება კალენდარში "შავი ასოებით" აისახოს
ლიონელ მესი: მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს ყოველთვის ვინანებ
ფიფამ კლუბებს ფეხბურთელების მუნდიალზე გაშვების სანაცვლოდ ფული გადაუხადა
ლეონარდუ სანტუში თბილისის "დინამოში" ჩაირიცხა
ქართველი ფეხბურთელი იტალიაში გუნდს გამოიცვლის
ოფიციალურად: ტერ შტეგენი კარიერას "ჟირონაში" განაგრძობს
შეთანხმება მიღწეულია - ედინ ჯეკო კარიერას გერმანიაში განაგრძობს
[VIDEO] 4-დან 4 სამქულიანი და ორმაგი დუბლი - მამუკელაშვილის 26 წუთი "გოლდენ სტეიტთან"
"ეს დაწყევლილი ფეხბურთი!" - გაბრაზებულმა ენრიკემ "სპორტინგთან" მარცხის შემდეგ ემოციები ვერ შეიკავა
„არქი“ ფარიკაობაში მსოფლიო ჩემპიონის, სანდრო ბაზაძის მხარდამჭერი გახდა
[VIDEO] "რეალი" და "არსენალი" წინ მიიწევენ - "ნაპოლიმ" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
როგორი შეფასებები მიიღო მიქაუტაძემ "აიაქსთან"?
[VIDEO] მიქაუტაძის 18 წუთი ყოფილ გუნდთან - "ვილიარეალი" "აიაქსთან" დამარცხდა
ევრო 2026 | ლატვია - საქართველო | ევროპის ჩემპიონატის პირველი მატჩი რიგაში
მიხაელ აპელგრენი: საქართველო ბევრად უკეთესია ამ ჩემპიონატზე, ვიდრე მეგონა
ტიტე კალანდაძე: ვფიქრობ, შვედეთთან მატჩში არ გვქონდა საბრძოლო სულისკვეთება
[VIDEO] "ბოდო გლიმტმა" "მანჩესტერ სიტისთან" ისტორიული გამარჯვება მოიპოვა
ლუის ენრიკეს მოულოდნელი გადაწყვეტილება - "სპორტინგისა" და პსჟ-ს შემადგენლობები ცნობილია
წიტაიშვილს და აბუაშვილს "მეცში" ახალი მწვრთნელი ჰყავთ
შეუსაბამო ფასი და ხელფასი - "აიაქსს" ზინჩენკოს დამატება უნდა
"არსენალი" "ინტერის" მცველის შეძენას შეეცდება
იური ტაბატაძის ტრავმა მძიმე აღმოჩნდა
ახალგაზრდა დანიელი - "ლიონმა" 10 მილიონიანი ტრანსფერი დახურა
ოფიციალურად: ბალოტელი "ჯენოას" ფეხბურთელია
ᓩᓔᕖᓐᓠᓔ ᓞᓠᓐᓜᕓᕔᓚᓘ: ᕕᓘᓪᕘᓗ, ᓠᕝᕒᓝᕠ ᓒᓐᓕᕘᕓᕔᓗ ᓛᕣᓜᕓᕘᓐᓚᓘᕡ ᓤᓘᓜᕐᓚᓨᓘ!
პაბლო ოსვალდო: გასახდელში სიგარეტს ჯანლუიჯი ბუფონთან ერთად ვეწეოდი
პრანდელის ჯერია - "ჯენოამ" მიმდინარე სეზონში უკვე მე-3 მწვრთნელი დანიშნა
ᓒᓔᓠᓛᓐᓜᓘᓘᓡ ᓜᓐᕙᕠᓔᓑᕘ: ᓚᓘᓝᓕᕘᓡ ᓞᕠᓝᓑᓚᓔᕛᓣᕠᓘ ᓢᓠᓘᓝ
ბალოტელიმ "ჯენოაში" გადასვლიდან ორ თვეში შეიძლება გუნდი გამოიცვალოს
ᓤᓔᓚᓘᓥᓡ ᓛᓐᓒᕐᓗᕡ ᓘᓝᓐᓮᓘᓛ ᓚᓘᓝᓕᓘ ᓨᓔᓛᓝᕔᓚᕐᓜᓫᕦᕐ
"გაგიკვირდებათ, მაგრამ საუკეთესოა ვისთანაც მითამაშია" - ბალოტელიმ ყოფილი თანაგუნდელი გამოარჩია
"ნაპოლისთვის" კარგია, რომ ტრავმა მიიღო და ვერ ითამაშებს" - პრანდელი კვარაცხელიაზე
ბრაზილიაში სურთ, მუნდიალზე გერმანიასთან 1:7 წაგება კალენდარში "შავი ასოებით" აისახოს
პაბლო ოსვალდო: ფეხბურთს ბარბეკიუ და ლუდი მირჩევნია
ოსვალდო: ერთხელ ტოტის ვუთხარი, რომ ცოლი ღალატობდა...
"თუ სერია A-ში დავბრუნდები, იქაურობას დავანგრევ" - ბალოტელის პირობა "ჯენოას" მწვრთნელს
"ღამურების" ბუდეში - რატომ წავიდა პრანდელი სინამდვილეში "ვალენსიიდან"
16 წლის ასაკში ამ გადარეულმა ისეთი რამ გააკეთა, არ დაიჯერებთ" - მაიკონმა ბალოტელიზე ისტორია გაიხსენა
გახსოვთ როკერი ოსვალდო? არგენტინელ-იტალიელმა კარიერა განაახლა
პოლონეთის ნაკრების თავკაცი შესაძლოა ცნობილი იტალიელი სპეციალისტი გახდეს
ანხელ დი მარია - "ეშმაკებში" გაქცეული ანხელი
ყველა დროის ტოპ-5 გაუქმებული გოლი ფეხბურთში [VIDEO]
ᓥᓐᓚᓔᓑᓛᓐ ᓓᓐᕒᓦᓣᓞᓔᓡ ᓨᓔᓜ, ᓥᓐᓚᓔᓑᓛᓐ! - ᓐᓘ, ᓠᕐᓢᓝᓛ ᓐᓠ ᓛᓘᓰᓧᓐᓕᓡ ᓚᕘᓝᓕᓡ ᓙᓠᓣᕖᕔ
"ბოლო 20 წლის განმავლობაში საუკეთესო იტალიელი მე-9 ნომერია" - "ჯენოას" პრეზიდენტი ბალოტელიზე
"ჯენოა" თასიდან მესამე ლიგის გუნდმა გამოაგდო და მისი მწვრთნელი იურიჩი მოხსნეს
პაბლო ოსვალდო "პორტოს" ფეხბურთელი გახდა