"შევარდენის სანაკრებო ბაზაზე" "ჯიქებმა", უაღრესად საინტერესო მატჩში, მოქმედ ჩემპიონ "ლელოს" უმასპინძლა
"შევარდენის სანაკრებო ბაზაზე" მიმდინარე ჩემპიონატის ერთ-ერთმა მთავარმა აღმოჩენამ "ჯიქებმა", უაღრესად საინტერესო მატჩში, მოქმედ ჩემპიონ "ლელოს" უმასპინძლა.

სტადიონზე მისულმა გულშემატკივარმა თავდადებული ბრძოლა და დრამატული ბოლო წუთები იხილა, რამაც უფრო მეტი ხიბლი შესძინა მატჩს.

ამ გუნდების უკანასკნელი დაპირისპირება გასულ სეზონში შედგა, რომელშიც "ჯიქებმა" ექვსქულიანი სხვაობით იმარჯვეს, თუმცა საქართველოს რაგბის კავშირის სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებით, გამარჯვება "ლელოს" ჩაეთვალა. ეს ფაქტი კიდევ უფრო ზრდიდა დაძაბულობას.

ლევან მაისაშვილის გაწვრთნილ გუნდს მეექვსე ტურის წინ სერიოზული საკადრო პრობლემები გააჩნდა, სხვადასხვა სახის ტრავმის გამო არ გახლდნენ მწყობრში გუნდის ლიდერები: ლაშა ხმალაძე, ლექსო გუგავა და გიორგი კაჭარავა. მასპინძელთა დანაკლისი კი მხოლოდ გარემარბი რამაზ ხარაზიშვილი იყო.

მოლოდინისამებრ, შეხვედრა თანაბარ ბრძოლაში წარიმართა. პირველი ტაიმის განმავლობაში ორივე გუნდმა ლელოს გატანის არაერთი მშვენიერი შანსი გაუშვა.

ბოლო მომენტში მორაგბეებს მაღალი ტექნიკური წუნი არ აძლევდათ ამის საშუალებას. ამ ფაქტორთა გათვალისწინებით, შეხვედრა "ლელოს" ფულბეკ ირაკლი ყიასაშვილისა და "ჯიქების" მგეზავ ნუგზარ გიორგაძის პირად დუელად იქცა. ორივე მათგანმა სამ-სამი საჯარიმო დარტყმა გაიტანა და მატჩის პირველი ნახევარი ფრედ დასრულდა - 9:9.

მეორე ტაიმის სტარტზე "ლელომ" სათამაშო ტემპს უმატა და გაზარდა ზეწოლა მეტოქეზე, რამაც შედეგი მალევე გამოიღო. 51-ე წუთზე ყიასაშვილმა კიდევ ერთი ზუსტი დარტყმით სამ ქულამდე გაზარდა საკუთარი გუნდის უპირატესობა - 12:9.

მასპინძლებს მალევე მიეცათ ანგარიშის გათანაბრების მშვენიერი შესაძლებლობა, თუმცა გიორგაძის შორი მანძილიდან დარტყმულმა ბურთმა კარამდე არ მიაღწია.

"ჯიქებმა" არჩეული ტაქტიკა შეცვალეს და აქცენტი ლელოს გატანაზე გადაიტანეს, მაგრამ სტუმრები თავს წარმატებით იცავდნენ.

მატჩის საფინალო სასტვენის მოახლოებასთან ერთად, ორივე გუნდს ნერვიულობა დაეტყო, რამაც კიდევ უფრო მეტად დაძაბა შეხვედრა. 68-ე წუთზე გულშემატკივარმა მასშტაბური მუშტი-კრივი იხილა.

მოჩხუბართა გაშველება სამიოდე წუთის შემდეგღა მოხერხდა. უჩვეულოდ მოწყალე გახლდათ მსაჯი, რომელმაც ორივე გუნდის მხრიდან თითო-თითო მორაგბე დასაჯა სინბინით: "ლელოდან" შერკინების ბურჯი გიორგი სანიკიძე, ხოლო "ჯიქებიდან" მეორეხაზელი ვლადიმერ გოგოლიძე.

მასპინძლებს უკან დასახევი გზა აღარ ჰქონდათ და თავგანწირვით შეუტიეს, თუმცა შეხვედრის ბოლო წუთზე კონტრშეტევა გაეპარათ. შეცვლაზე შესულმა რეზო ბელქანიამ მეტოქის ხაზი გაჭრა და 30 მეტრი ირბინა.

"ჯიქებმა" მისი შეჩერება მხოლოდ წესის დარღვევით მოახერხეს. "ლელომ" ხელსაყრელი პოზიციიდან უარი თქვა კარში დარტყმაზე და აუტში გადაიტანა ბურთი.

მოქმედმა ჩემპიონებმა ადვილად მოიგეს დერეფანი და ხუთფაზიანი შეტევა აკინძეს, რომელიც მეორეხაზელი სანდრო ქოიავას ლელოთი დასრულდა.

ყიასაშვილმა იოლად გარდასახა და მატჩის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა - 19:9. "ლელოს" ზედიზედ მოგებულ მატჩთა სერია ხუთამდე გაიზარდა.

ჯიქები - ლელო 9:19

ჯიქები (15-9) კიკნაძე, ბიწაძე, ჯინჯიხაძე (ბერძული 56), კუპრეიშვილი, ჯიმუხაძე, გიორგაძე, ჭინჭარაული; (1-8) ბარბაქაძე (ხატიაშვილი 43), ოქრომელიძე (გაგნიძე 52), ოქრიაშვილი (ჯინჭარაძე 54), გოგოლიძე, გ. მჭედლიშვილი, შენგელია, მამრიკიშვილი (ა.ტრაპაიძე 53), სუხაშვილი;

3ს: გიორგაძე

სინბინი: გოგოლიძე (68)

ლელო (15-9) ყიასაშვილი, ჯოგლიძე (სარჯველაძე 71), კორკელია, ცერცვაძე, ზაალიშვილი, უ. მჭედლიშვილი, მინდიაშვილი; (1-8) სანიკიძე, ლომთაძე (ბელქანია 40), პატარაია, ხორბალაძე (ნიკოლაიშვილი 70), ქოიავა, მძინარიშვილი (სურგულაძე 45), კოლელიშვილი, ჭყოიძე;

ლ: ქოიავა; 3ს,გ: ყიასაშვილი (3)

სინბინი: სანიკიძე (68)

მსაჯი: გ. ჩიხლაძე

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დიდი 10 | ყაზბეგი 0:16 ხვამლი
crocobet დიდი 10-ის განახლება ერთი კვირით გადაიდო
დიდი 10 | არმია 23:19 ლელო
[VIDEO] თრილერი "სენტ ჯეიმს პარკზე" - 10-კაციანმა "ნიუკასლმა" "მანჩესტერ იუნაიტედი" ბოლო წამებზე ულამაზესი გოლით დაამარცხა
"ვამაყობ ჩემი გუნდით, შეცდომებზე უნდა ვისწავლოთ" - საქართველოს ნაკრების მწვთნელის კომენტარი საბერძნეთთან წაგების შემდეგ
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
შემცვლელი მალევე იპოვნეს - "ფლამენგოს" ახალი მწვრთნელი ჰყავს
მარცხი კვალიფიკაციის ფინალში - ბასილაშვილი "ინდიან უელსის" ძირითად ბადეში ვერ შევიდა
"არ იყიდება" - "ატლეტიკო" ალვარესის გაშვებას არ აპირებს
[VIDEO] ბითაძეს სათამაშო დრო მიეცა - გოგას კარგი მატჩი "ვაშინგტონის" წინააღმდეგ
ქოჩორაშვილი ისევ ტრავმირებულია - "სპორტინგმა" "პორტუს" მოუგო
[VIDEO] აუტსაიდერმა ალისონს ორი გაუტანა - "ლივერპული" დამარცხდა
[VIDEO] ფინალში გასასვლელად "ბარსელონას" "ატლეტიკოს" 3:0 ძლევა არ ეყო
დონარუმას გამო ტრაფორდმა "მანჩესტერ სიტის" დატოვება გადაწყვიტა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
WU17 | ჩრდ. ირლანდია 3:1 საქართველო
ზურაბ მუსელიანი "დილას" ფეხბურთელია
"რეალისკენ" გზა ეხსნება? - Red Bull-მა შესაძლოა, კლოპი დაითხოვოს
პაზი "რეალში" დაბრუნებას შიშობს - არგენტინელი "კომოში" ყოფნით ბედნიერია
პირველად 1994 წლის შემდეგ - "ტოტენჰემს" პრემიერ ლიგაში ძალიან ცუდი სერია აქვს
იამალი რეკორდების დამყარებას განაგრძობს - "ბარსელონას" ვარსკვლავმა მორიგი მიღწევა დააფიქსირა
[VIDEO] "სად არის შენი "ოქროს ბურთი"?! - ვინისიუსი მორიგ სკანდალშია... ბრაზილიელს "ხეტაფეს" ფეხბურთელმა სამაგიერო გადაუხადა
მოგებული მატჩი სეტის 0:6 წაგების შემდეგ - ბასილაშვილს პრესტიჟული "ინდიან უელსის" მასტერსის ძირითად ბადემდე ერთი ნაბიჯი აშორებს
ᓥᓣᓗᓐᓘᓡᓘᓡ "ᓐᓘᓐ" ᓡᓐᓠᓐᓒᓑᓝ ᓡᓔᓖᓝᓜᓡ ᓐᓮᓐᓚ ᓡᓢᓐᓓᓘᓝᓜᓖᓔ ᓓᓐᓘᓬᓧᓔᓑᓡ [PHOTO]
ჭაბუკთა "ა" ლიგა | "ლელომ" ტიტული უმძიმეს ბრძოლაში დაიცვა
დიდი 10. VIII ტურის წინ: "ბორჯღალოსნები" დაბრუნდნენ
ჭაბუკთა B ლიგა: "ხომლი" ჩემპიონია
დიდი 10 | "აია" საქართველოს ჩემპიონია!

ᓡᓐᓥᓐᓠᓗᓕᓔ
ᓠᓐᕒᓑᓘᓡ ᓩᕔᓛᓞᕘᕝᓜᓐᓢᕘ. ᓞᕚᓔᓘ ᓝᕤᓘ: ᓔᓠᕗᓛᓐ ᓚᕔᓚᓝᓛ ᓒᓐᕓᓐᓬᓧᕕᓘᕢᕐ
ᓒᓣᕚᓨᕔᓛᓐᓢᕙᓘᓕᕠᓘᓡ ᓡᓕᓔᓢᓘ: ᓡᓐᓥᓐᓠᓗᓕᓔᓚᓝᕡ ᓔᓠᓝᓕᓜᕣᕚᓘ ᓩᓔᓛᓞᓘᓝᕜᕐᓢᕘᓡ ᓨᓔᓯᓐᓛᕔᓑᓐ
ᓡᓐᓥᓐᕠᓗᓕᓔᓚᓝᓡ ᓠᓐᓒᓑᕘᕡ ᓩ
დიდი 10: "ლოკომოტივი" - "არმია" 40:22
ლევან ჩილაჩავამ "გრენობლს" ლელო დაუდო [VIDEO]