20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე წასვლის უფლება 55 კილოგრამში ევროპის ვიცე-ჩემპიონმა ლერი ჭელიძემ მოიპოვა, 66-ში - გელა კელიხაშვილმა
გორში შეკრებაზე მყოფმა ახალგაზრდა ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრებმა საკონტროლო შეხვედრები გამართა და საბოლოოდ გაირკვა ვაკანტურად დარჩენილი ბოლო ორი წონის საკითხიც - ლუბლიანაში, 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე წასვლის უფლება 55 კილოგრამში ევროპის ვიცე-ჩემპიონმა ლერი ჭელიძემ მოიპოვა, 66-ში - გელა კელიხაშვილმა.

ჭელიძეს კონკურენციას გიორგი საჩალელი უწევდა, 66-ში კი წინააღმდეგობა ბევრად მძაფრი იყო - ბოლო სანაკრებო ადგილზე პრეტენზიას, კელიხაშვილის გარდა, ანდრო ბერუაშვილი და ტრისტან ფეიქრიშვილიც აცხადებდნენ.

უფრო აღსანიშნავიც აქ განვითარებული მოვლენებია - ფეიქრიშვილი უფროსებში საქართველოს მოქმედი ჩემპიონი და თბილისის საერთაშორისო ტურნირის მესამე პრიზიორია, თუმცა აგერ, ახალგაზრდულ ნაკრებშიც ვერ მოხვდა. ეს ფაქტი კელიხაშვილის წარმატებას კიდევ უფრო ფასეულს ხდის.

აღსანიშნავია, რომ ერთი თვის წინათ, სარაევოში, ევროპის პირველობაზე სწორედ ამ ორ წონაში - 55-სა და 66-ში არ გვყავდა მონაწილე, სლოვენიაში კი ასეთი 60 კილოგრამი იქნება.

ლუბლიანაში სხვა წონებში საასპარეზოდ ახალგაზრდული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გია გუგავამ შემადგენლობა ადრევე შეარჩია: ლევან გუგავა, ფრიდონ გიგანი (ორივე - 73), ბექა დონღვანი (81), ბექა ღვინიაშვილი, ლაშა ტაველური (ორივე - 90), გურამ თუშიშვილი (100), ლევან მატიაშვილი, გიორგი ზაქარიაძე (ორივე - +100).

ამდენად, გუგავამ კვოტა სრულად გამოიყენა და სლოვენიაში მაქსიმალური რაოდენობა - 10 კაცი მიჰყავს. ამათგან ევროპის პირველობაზე მხოლოდ გიგანსა და დონღვანს არ უჭიდავიათ.

ღვინიაშვილი და თუშიშვილი სარაევოში ჩემპიონები გახდნენ, მატიაშვილი მეორეზე გავიდა, გუგავა და ზაქარიაძე - მესამეზე.

გორში შეკრება ჯერაც გრძელდება, როგორც - საკონტროლო შეხვედრები. მსოფლიოს პირველობა ოთხ დღეს გრძელდება და გუგავამ საშეჯიბრო ატმოსფეროს შესაქმნელად საკონტროლოებიც ამდენივე დღეზე გადაანაწილა. ის 18 ოქტომბერს დამთავრდება, მეორე დღეს კი ნაკრები თბილისში დაბრუნდება. უკვე 20 ოქტომბერს სლოვენიაში გაემგზავრებიან.

მსოფლიოს ჩემპიონატი იქ 23-27 ოქტომბერს ტარდება. აქედან პირველი ოთხი დღე პირად პირველობას დაეთმობა, 27-ში კი გუნდური პირველობა ტარდება, რაც პირველი შემთხვევაა მსოფლიოს ახალგაზრდული პირველობების ისტორიაში.

შეგახსენებთ, რომ ამ ასაკში მსოფლიოს ჩემპიონატი შარშან ოლიმპიადის გამო არ გამართულა, 2011 წელს კი კეიპტაუნში გამართულ ანალოგიურ შეჯიბრებაზე გუგავას შეგირდებმა 3 ბრინჯაო მოიპოვეს.

ერთი მათგანი მომავალი ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი (66) იყო, ვისაც მომავალ მესამე პრიზიორთან, კორეელ დონგ კიო ლეესთან უფრო მათემატიკაში წააგებინეს, ვიდრე ძიუდოში - მსაჯმა ვითომ არასწორი ჩავლებები დაუთვალა და ისეთი საჭოჭმანო გადაწყვეტილებები მიიღო, დღემდე საკამათოა, რითაც ჩვენებურს სეზონში დუბლის გაკეთების საშუალება არ მისცა.

კეიპტაუნში დანარჩენ მედლებს გიორგი მესაბლიშვილი (55) და ბექა ღვინიაშვილი დაეუფლნენ, ოღონდ ეს მაშინ ჯერ კიდევ ჭაბუკთა ნაკრების წევრი იყო და 81 კილოგრამში გამოდიოდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] ქართული ფინალი ავსტრიის გრან-პრიზე - ტატო გრიგალაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა
[VIDEO] ავსტრიის გრან-პრიზე ქართული ფინალი შედგება
[VIDEO] პირველი დღე უმედლოდ - მარგველაშვილი ავსტრიის გრან-პრიზე ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში დამარცხდა
დიდი 10 | აია 41:21 წიქარა
"მესი თუ რონალდო?" - აზარმა არჩევანი გააკეთა
მიქაუტაძე მწყობრში ჩადგა და "ალავესთან" მატჩში სასტარტოშია
"არსენალი" რაისს კონტრაქტის გაგრძელების სანაცვლოდ ანაზღაურების გაზრდას სთავაზობს
ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე
ბრანდტი ლა ლიგისკენ მიიწევს - გერმანელი სავარაუდოდ, "დორტმუნდს" უფასოდ დატოვებს
გაშვების ვარიანტს განიხილავენ - "რეალი" კამავინგას ტრანსფერზე დააყენებს
ფეხბურთს დაუბრუნდა - დავიდ ვილია "ატლეტიკოში" დასაქმდა
ზლატან იბრაჰიმოვიჩმა თავისი საფეხბურთო კერპი დაასახელა
თუ მსოფლიო ჩემპიონატზე უარს იტყვიან - ირანს სერიოზული სანქციები ელის
მეტოქე მატჩზე არ გამოცხადდა - ბასილაშვილმა მიმდინარე სეზონში ორი წრე პირველად დაძლია
ევროტურნირებზე ინგლისური გუნდებიდან მხოლოდ "ასტონ ვილამ" გაიმარჯვა
ჩვენებურების გარეშე - კონფერენს ლიგაზე "შახტარმა" გაიმარჯვა, "რიეკა" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 0:1 მეშახტე. ყოჩაღი დებიუტანტის ისტორიული გამარჯვება
კარში კურტუა, შეტევაში კვარაცხელია ალვარესთან და ოლისესთან ერთად - უეფას სიმბოლური
VIDEO | ეროვნული ლიგა| სამგურალი 1:1 დინამო ბთ. ფრეებს დაეჩვივნენ...
დონარუმას ნაკვალევზე - პსჟ-დან "სიტიში" შეიძლება კიდევ ერთი ფეხბურთელი გადავიდეს
ვალვერდე კვირის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს - ნომინაციაში კვარაცხელია იყო წარდგენილი
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგაზე სუპერმატჩი ჩაატარა
შმეიხელი: ვისიამოვნე - კვარაცხელიამ 28 წუთში პსჟ გარდასახა და მასთან ერთად განსხვავებული გუნდია