მონტელა გომესს და ილიჩიჩს ელოდება
"ფიორენტინა"-"იუვენტუსის" შეხვედრა იტალიურ სპორტულ პრესაში კვლავ განხილვის საგანია და ეს არც არის გასაკვირი, რადგან "არტემიო ფრანკიზე" მართლაც ბრწყინვალე სპექტაკლი დაიდგა...

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ანტონიო კონტეს გაწვრთნილმა "იუვენტუსმა" ოთხი გოლი გაუშვა და თანაც, ერთ ტაიმში.

მოკლედ, "ვიოლამ" გაგვაოცა, გამარჯვების მთავარი შემოქმედი კი 26 წლის ჯუზეპე როსი გახლდათ, რომელმაც ჯანლუიჯი ბუფონს სამი გოლი გაუტანა. არადა, როსიმ უმძიმესი ტრავმა გადაიტანა და როგორც ექიმები ამბობენ, ჯერჯერობით შესაძლებლობების მხოლოდ 70%-ს ავლენს - ამის შესახებ კომენტარი კლუბის სპორტულმა დირექტორმა დანიელე პრადემ გააკეთა:

"როსის ტრავმის გამო წელიწადნახევარი გაუცდა - ბევრს იმაშიც ეპარებოდა ეჭვი, რომ საერთოდ დაუბრუნდებოდა ფეხბურთს, ჩვენ კი მასზე ფსონს ჩამოვედით და დიდი თანხაც გადავიხადეთ. მაშინ ბორხა ვალეროსთან და გონსალო როდრიგესთან გვქონდა კონსულტაციები, რომლებმაც ჯუზეპეს ყიდვა გვირჩიეს.

ბედნიერი ვარ, რომ ჩვენ ეს ნაბიჯი გადავდგით, რადგან როსი არა მარტო ბრწყინვალე ფეხბურთელი, შესანიშნავი ადამიანია. მიუხედავად იმისა, რომ ოპტიმალურ ფორმაში არაა, უკვე გუნდის ლიდერი და მთავარი დამრტყმელი ძალაა. დარწმუნებული ვარ, როსი კიდევ უფრო მოუმატებს და მასთან ერთად დიდ მიზნებს მივაღწევთ".

მართალია, "იუვენტუსთან" გამარჯვებას ჯუზეპე როსიც ეყო, მაგრამ "ფიორენტინას" მთავარი მწვრთნელი დაშავებულ თავდამსხმელთა გამოჯანმრთელებას მოუთმენლად ელოდება. აქვე ვთქვათ, რომ ფლორენციელებს ტრავმის გამო სწორედ ორი ფორვარდი აკლიათ: მარიო გომესი და იოსიპ ილიჩიჩი. ამად იყო, "იუვენტუსთან" პაექრობაში მონტელამ მხოლოდ ერთი გამოკვეთილი თავდამსხმელით რომ ითამაშა, რაც მას არ ახასიათებს.

მოკლედ, მწვრთნელი დაშავებულთა გამოჯანმრთელებას ელოდება და ამის შესახებ კომენტარს აკეთებს:

"მარიო გომესი თავს კარგად გრძნობს, მაგრამ როგორც ექიმები ამბობენ, კიდევ ათი დღე უქმობა მოუწევს. გომესმა ტრავმა მაშინ მიიღო, როდესაც მნიშვნელოვნად მოუმატა და ფორმაში დასაბრუნებლად კიდევ გარკვეული დრო დასჭირდება. რაც შეეხება იოსიპ ილიჩიჩს, მას მინიმუმ ორი კვირა მოუწევს ლაზარეთში ყოფნა, რაც იმას ნიშნავს, რომ "კიევოსთან" და "ნაპოლისთან" ვერც ერთ შემთხვევაში ვერ ითამაშებს;

დიდი ალბათობით, "მილანთან" მატჩის გამოტოვებაც მოუწევს. ჩვენთვის თითოეული ფეხბურთელი მნიშვნელოვანია და როსი-ილიჩიჩის დაბრუნების შემდეგ "ფიორენტინა" უკეთესად ათამაშდება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ჯუზეპე როსი: ეს "ფიორენტინა" ნებისმიერს მოუგებს [VIDEO]

"იუვენტუსი" ახალ მეკარეს ეძებს - ტურინელებმა მიზანში "ასტონ ვილას" კიპერი ამოიღეს
ზლატან იბრაჰიმოვიჩმა თავისი საფეხბურთო კერპი დაასახელა
ახალი კონტრაქტი ლეაოს - "მილანში" პორტუგალიელის შენარჩუნება დიდი ხნით სურს
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
დიდი 10 | აია 41:21 წიქარა
"მესი თუ რონალდო?" - აზარმა არჩევანი გააკეთა
მიქაუტაძე მწყობრში ჩადგა და "ალავესთან" მატჩში სასტარტოშია
"არსენალი" რაისს კონტრაქტის გაგრძელების სანაცვლოდ ანაზღაურების გაზრდას სთავაზობს
ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე
ბრანდტი ლა ლიგისკენ მიიწევს - გერმანელი სავარაუდოდ, "დორტმუნდს" უფასოდ დატოვებს
გაშვების ვარიანტს განიხილავენ - "რეალი" კამავინგას ტრანსფერზე დააყენებს
ფეხბურთს დაუბრუნდა - დავიდ ვილია "ატლეტიკოში" დასაქმდა
ზლატან იბრაჰიმოვიჩმა თავისი საფეხბურთო კერპი დაასახელა
თუ მსოფლიო ჩემპიონატზე უარს იტყვიან - ირანს სერიოზული სანქციები ელის
მეტოქე მატჩზე არ გამოცხადდა - ბასილაშვილმა მიმდინარე სეზონში ორი წრე პირველად დაძლია
ევროტურნირებზე ინგლისური გუნდებიდან მხოლოდ "ასტონ ვილამ" გაიმარჯვა
ჩვენებურების გარეშე - კონფერენს ლიგაზე "შახტარმა" გაიმარჯვა, "რიეკა" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 0:1 მეშახტე. ყოჩაღი დებიუტანტის ისტორიული გამარჯვება
კარში კურტუა, შეტევაში კვარაცხელია ალვარესთან და ოლისესთან ერთად - უეფას სიმბოლური
VIDEO | ეროვნული ლიგა| სამგურალი 1:1 დინამო ბთ. ფრეებს დაეჩვივნენ...
დონარუმას ნაკვალევზე - პსჟ-დან "სიტიში" შეიძლება კიდევ ერთი ფეხბურთელი გადავიდეს
ვალვერდე კვირის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს - ნომინაციაში კვარაცხელია იყო წარდგენილი
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგაზე სუპერმატჩი ჩაატარა
უქმეების ყველაზე საინტერესო ტრანსფერები
მონტელა: ძლიერ მეტოქესთან ნებისმიერი სცენარისთვის მზად უნდა ვიყოთ
მონტელა: ვხედავთ, როგორ პროგრესს მიაღწია საქართველოს ნაკრებმა
"ატალანტას" ლიდერი მძიმე დეპრესიის გამო ვერ თამაშობს
"ფიორენტინამ" "ინტერს" 101-ე წუთზე გაუთანაბრა ანგარიში - 3:3 [VIDEO]
34 წლის ასაკში - გომესი ფეხბურთიდან ღირსეულად წავიდა
"პოკეროსანი" ილიჩიჩი ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელია [VIDEO]
"ფიორენტინამ" თასის 1/4 ფინალში "რომა" გაანადგურა - 7:1 [VIDEO]
მონტელა: საქართველოს ნაკრებთან დაპირისპირება რთულია
იოსიპ ილიჩიჩმა ახალი გუნდი მალევე იპოვა
ტრანსფერ ONLINE: 29 აგვისტოს ტრანსფერები და ჭორები
"არსენალი" სერბის სანაცვლოდ 80 მილიონს იხდის
მონტელა: ისევ საქართველო შეგვხვდა - მესამე კალათიდან ყველაზე მძიმე მეტოქე
"ის გენიოსია! ჩემი აზრები წაიკითხა" - მარიო გომესმა "ჩელსისთან" პენალტების სერია გაიხსენა და პეტერ ჩეხზე ისაუბრა
ტერი, ნასრი, ევრა და სხვები - თავისუფალი აგენტების სიმბოლური ნაკრები
მონტელა: გაძევების შემდეგ ინიციატივა დავკარგეთ - საქართველოს ნაკრებმა დიდი განვითარება გაიარა
მარიო გომესი სამკურნალოა
"ატალანტას" ბომბარდირმა მეუღლეს საყვარელთან წაასწრო და თამაში აღარ უნდა
სანაკრებო პარადოქსები: რონალდო ავსტრალიაში, ნაინგოლანი ინდონეზიაში და პიანიჩი ლუქსემბურგში...
ილიჩიჩზე წერდნენ, ცოლმა უღალატაო; არადა, დეპრესიის მიზეზი უფრო ღრმა და მტკივნეულია
"იუვე" 4 ფეხბურთელს იტალიის ნაკრების შემტევის სანაცვლოდ ჩამოდის
გზაგასაყარი: ყოფილი ვარსკვლავების გასაჭირი
ვის აქვს ყველაზე მეტი ჰეთრიკი 21-ე საუკუნეში?
მარიო გომესი "შტუტგარტს" დაუბრუნდა
ბუნდესლიგა. VI ტურის წინ: როგორ ასცდნენ ერთმანეთს მარიო და "ბაიერნი"
სერია A. XVII ტური: "მილანი" დამარცხდა და გატუზოს წყალი შეუდგა [VIDEO]
"ფიორენტინას" ამერიკელი მილიარდელი ყიდულობს
"MLS-ში 80 წლის ასაკშიც საუკეთესო იქნებოდა" - ჯუზეპე როსი ლიონელ მესიზე
რომა-ფიორენტინა 4:1 - დედაქალაქელთა ზედიზედ მეშვიდე მოგება [VIDEO]
არეულობა თურქეთის ნაკრებში? - აქთურქოღლუს განცხადების გამო თანაგუნდელები აღშფოთდნენ, ფეხბურთელს მონტელა შეხვდება