პლატინის და ბლატერს შორის სიტყვიერი ომი დაიწყო
როგორც ამბობენ, 2015 წელს ფიფა-ს პრეზიდენტობაში ზეპ პლატერს უეფა-ს ამჟამინდელი ხელმძღვანელი მიშელ პლატინი შეეცილება. მათ შორის "ღია-ფარული" დაპირისპირება და სიტყვების ომი უკვე დაიწყო.

ცოტა ხნის წინ ბლატერმა თქვა, კარგი იქნებოდა, მსოფლიოს ჩემპიონატებზე ევროპული ნაკრებების რიცხვი შეგვემცირებინა და მათ ხარჯზე მუნდიალზე აფრიკული და აზიური ნაკრებები დაგვემატებინაო. ამ ინიციატივას მალევე გამოეხმაურა პლატინი. ფრანგს ცოტა სხვაგვარი ხედვა აქვს - იგი ფინალურ ეტაპზე 32-ის ნაცვლად 40 გუნდის დაშვების მომხრეა. სავარაუდოდ, ამ შემთხვევაში მასა პლატინის უფრო მიემხრობა, ვიდრე ბლატერს და კონკრეტულად ამ იდეით იგი ბევრის გულს მოიგებს.

"ჩვენ შეგვეძლება დავამატოთ 2 ნაკრები აფრიკიდან, 2 აზიიდან, 2 ამერიკიდან და ერთიც ევროპიდან" - განაცხადა პლატინიმ და მერვედ მასპინძელი ქვეყანა მოიაზრა.

როგორც იცით, მუნდიალის ფინალურ ეტაპზე მონაწილე ნაკრებების რაოდენობა დაარსების დღიდან იზრდება. 1930 წელს მსოფლიოს ჩემპიონობისთვის 13 ქვეყანა იბრძოდა, 1934 წელს - უკვე 16, 1982 წელს ესპანეთში 24 ქვეყანა ვიხილეთ, ხოლო 1998 წლიდან მოყოლებული, დასკვნით ეტაპზე 32 ნაკრები გადის.

თუ პლატინიმ თავისი გაიტანა, ისევ 8-ჯგუფიანი მუნდიალი გვექნება, ოღონდ თითოეულ ჯგუფში უკვე არა 4, არამედ 5 ნაკრები მოიყრის თავს. მსოფლიო ჩემპიონატის ხანგრძლივობა კი სამი დღით გაიზრდება. ხმა დაირხა, ეს ყველაფერი შესაძლოა 2018 წელს რუსეთში განხორციელდესო, თუ რასაკვირველია, პლატინი უეფა-დან ფიფა-ს სათავეში გადაინაცვლებს.

"საფეხბურთო ცხოვრებაც იცვლება. ახლა უკვე 209 წევრია ასოციაციაში. ნაკრებები გვემატებიან და შემცირებაზე რატომ ვიფიქროთ? 40-გუნდიანი ჩემპიონატი ცუდი სულაც არ იქნება. სამი დღით იხანგრძლივებ სიამოვნებას და უფრო მეტ ხალხს აბედნიერებ" - დასძინა პლატინიმ.

ბარემ შეგახსენებთ, რომ ევროპას ამჟამად 13 ქვეყანა გაჰყავს ფინალურ სტადიაზე. აფრიკას - ხუთი, ხოლო აზიას - ოთხი და პლუს ერთი პლეი ოფის საგზურს იღებს. ვინძლო, ნაკრებების დამატებაზე არცერთი კონტინენტი არ იტყვის უარს. ასე რომ, ისღა დაგვრჩენია, არჩევნებს დაველოდოთ. თქვენი არ ვიცი და პირადად მე, პლატინისკენ ვარ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

მიშელ პლატინი: შეგვიძლია მსოფლიოს ჩემპიონატი 40-გუნდიანი გავხადოთ

მახო
32 ჯობია
"მესი თუ რონალდო?" - აზარმა არჩევანი გააკეთა
თუ "ტოტენჰემი" პრემიერლიგაში დარჩება - "დეზები" არჩევანს ამ ორ სპეციალისტს შორის გააკეთებენ
[VIDEO] აი, ასე სცემენ თურქეთში პატივს ოსიმენს - ნიგერიელმა ქომაგების ამ ქმედებისას ცრემლები ვერ შეიკავა
დიდი 10 | აია 41:21 წიქარა
"მესი თუ რონალდო?" - აზარმა არჩევანი გააკეთა
მიქაუტაძე მწყობრში ჩადგა და "ალავესთან" მატჩში სასტარტოშია
"არსენალი" რაისს კონტრაქტის გაგრძელების სანაცვლოდ ანაზღაურების გაზრდას სთავაზობს
ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე
ბრანდტი ლა ლიგისკენ მიიწევს - გერმანელი სავარაუდოდ, "დორტმუნდს" უფასოდ დატოვებს
გაშვების ვარიანტს განიხილავენ - "რეალი" კამავინგას ტრანსფერზე დააყენებს
ფეხბურთს დაუბრუნდა - დავიდ ვილია "ატლეტიკოში" დასაქმდა
ზლატან იბრაჰიმოვიჩმა თავისი საფეხბურთო კერპი დაასახელა
თუ მსოფლიო ჩემპიონატზე უარს იტყვიან - ირანს სერიოზული სანქციები ელის
მეტოქე მატჩზე არ გამოცხადდა - ბასილაშვილმა მიმდინარე სეზონში ორი წრე პირველად დაძლია
ევროტურნირებზე ინგლისური გუნდებიდან მხოლოდ "ასტონ ვილამ" გაიმარჯვა
ჩვენებურების გარეშე - კონფერენს ლიგაზე "შახტარმა" გაიმარჯვა, "რიეკა" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 0:1 მეშახტე. ყოჩაღი დებიუტანტის ისტორიული გამარჯვება
კარში კურტუა, შეტევაში კვარაცხელია ალვარესთან და ოლისესთან ერთად - უეფას სიმბოლური
VIDEO | ეროვნული ლიგა| სამგურალი 1:1 დინამო ბთ. ფრეებს დაეჩვივნენ...
დონარუმას ნაკვალევზე - პსჟ-დან "სიტიში" შეიძლება კიდევ ერთი ფეხბურთელი გადავიდეს
ვალვერდე კვირის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს - ნომინაციაში კვარაცხელია იყო წარდგენილი
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგაზე სუპერმატჩი ჩაატარა
შმეიხელი: ვისიამოვნე - კვარაცხელიამ 28 წუთში პსჟ გარდასახა და მასთან ერთად განსხვავებული გუნდია
პლატინის ფეხბურთი სპორტის ოლიმპიურ სახეობად არ მიაჩნია
"თუ წამოდგება, კიდევ უფრო დიდებული გახდება" - პლატინი მბაპეზე
მბაპემ ფრანგ ფეხბურთელებს შორის რეკორდი დაამყარა
პუტინმა მსოფლიოს ჩემპიონატის რუსეთში ჩასატარებლად ბლატერის მოსყიდვა აღიარა?
ფეხბურთის ყველაზე საძულველი ადამიანები დაასახელეს
ზეპ ბლატერი: ამაზე ფლორენტინო პერესი ძალიან გაბრაზდა
ზეპ ბლატერი: ფიფა სუფთაა და ამას ისტორია დაამტკიცებს
"ისინი დღეს მხოლოდ ფულზე ფიქრობენ" - პლატინიმ UEFA-სა და FIFA-ს პრეზიდენტები საჯაროდ გააკრიტიკა
"მათ ჩემი განადგურება გადაწყვიტეს" - პლატინი FIFA-ს შესახებ
"ფეხბურთს ამიტომ არა 11, არამედ 10 ადამიანი უნდა თამაშობდეს" - პლატინის რევოლუციური იდეა აქვს
ფიფა ახალი სკანდალის წინაშე: ვინ მოყვება ამჯერად ბადეში?
ზეპ ბლატერმა გაამჟღავნა მეთოდი, რომლითაც უეფა წილისყრებს აყალბებდა