გამბოა შარში გაეხვია
61.2-კილოგრამამდე წონით კატეგორიაში WBA-ის დროებით ჩემპიონი, კუბელი იურიორკის გამბოა ძალადობის ბრალდებით პოლიცამ დააკავა. საქმის მოსმენის შემდეგ, მოკრივემ 4.5 ათასი დოლარის ოდენობის გირაო შეიტანა და მას დღეს გაანთავისუფლებენ. სასამართლო პროცესი მოგვიანებით გაიმართება. ამ ინფორმაციას ESPN ავრცელებს.

დაპატიმრების მიზეზი გახდა ინციდენტი მოკრივის ყოფილ ცოლთან - დუნეია მარტინესთან, რომელიც გამბოას ორი შვილის დედა გახლავთ.

სპორტსმენის ადვოკატის ტონი გონსალესის თქმით, გამბოასთან მიმართებაში ეჭვი საკმაოდ სერიოზული იყო იმისთვის, რომ მოკრივე დაეკავებინათ. თუმცა ადვოკატისთვის მისი კლიენტის საქციელი სრული მოულოდნელობა აღმოჩნდა.

2011 წელს, გამბოა ერთხელ უკვე დააკავეს ოჯახის წევრის წინააღმდეგ ძალადობის გამო. მაშინაც, კუბელ მოკრივეს მარტინესმა უჩივლა. ადვოკატმა აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში გამბოას ბრალეულობის შესახებ არანაირი მტკიცებულება არ არსებობდა.

იურიორკის გამბოამ 2004 წელს, ათენის ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიგო. 2007 წელს, მან დატოვა კუბა და მაიამიში დასახლდა, სადაც პროფესიული კარიერა დაიწყო. 2010 წელს, მოკრივე 57.2-კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, შემდეგ კი წონითი კატეგორია შეიცვალა.

სულ გამბოამ პროფესიულ რინგზე 23 შეხვედრა ჩაატარა და ყველა მოიგო (16 - ნოკაუტით). WBA-ის დროებითი ტიტული 61.2 კილოგრამში მან 2013 წლის ივნისში დაისაკუთრა, როცა ქულებით დაამარცხა კოლუმბიელი დარლეის პერესი.

2013 წელს, გამბოა დოპინგ-სკანდალის ფიგურანტიც გახდა: პრესა წერდა, რომ მოკრივე დაკავშირებულია ლაბორატორიასთან, რომელიც სპორტმენებს აკრძალული პრეპარატებით ამარაგებდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
თსუ-ს იოლი გასეირნება ტყიბულში: სტუდენტები ფინალს მიუახლოვდნენ
[VIDEO] კვარაცხელიამ პსჟ "ლანსთან" დააწინაურა
"ლანსთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მიქაუტაძის გოლი და საგოლე გადაცემა "სევილიასთან" 20 წუთში
ერაყის ნაკრების 5 ფეხბურთელს აშშ-ში მუნდიალზე საასპარეზოდ ვიზა არ მისცეს
ორი რეკორდი დამყარდება - ადვოკაატი დაბრუნდა და მუნდიალზე ისტორია გადაიწერება
2 დასახული მიზნიდან ვერცერთი შეასრულა - "მარსელს" მომავალი სეზონიდან ახალი მწვრთნელი ეყოლება
სამართალდამცავები სიფრთხილის მაქსიმალურ ზომებს იღებენ - პსჟ ჩემპიონობას თანალაქელებთან მატჩის შემდეგ ვერ იზეიმებს?
გარიგება შედგა - სერხიო რამოსმა ლა ლიგის კლუბი იყიდა
15-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა ერევნის განვითარების თასზე ასპარეზობა დაასრულა
ცნობილი გახდა, რატომ მიდის ალისონი "იუვენტუსში" - დეტალები გახმაურდა
ესპანური ეპოქა ქართულ ხელბურთში: ნაკრებს რუბენ გარაბაია უხელმძღვანელებს
საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
სამწუხარო ამბავი - NBA-ის კალათბურთელი 29 წლის ასაკში გარდაიცვალა
სამწუხარო მარცხი - ბასილაშვილი რომის მასტერსს გამოეთიშა
ალონსო თანახმაა - "ჩელსის" ესპანელი სპეციალისტი ჩაიბარებს?
ჰანსი ფლიკმა საკუთარ მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
სერხიო რამოსმა "სევილია" შეიძინა
"თუ საჭირო იქნება, მზად ვარ" - სუარესი შესაძლოა, 2026 წლის მუნდიალზე ვიხილოთ
ხვიჩა ზედიზედ მეორე ჩემპიონობისთვის! - "ახლა ან აღარასოდეს"