ნასრი და საფრანგეთი გავარდნის პირას არიან
დიდიე დეშამს სასწაულის იმედი დარჩა

საფრანგეთის ნაკრებმა კიევში პირწმინდად წააგო და საპასუხო მატჩი წინ კატასტროფის წინაშე აღმოჩნდა. რიბერიმ და კომპანიამ ორბურთიანი ჩამორჩენა უნდა აღმოფხვრან, წინააღმდეგ შემთხვევაში, 1994 წლის ჩემპიონატის შემდეგ პირველად, "სამფეროვნები" მუნდიალს მიღმა დარჩებიან.

უკრაინაც და საფრანგეთიც შეხვედრას სერიოზული დანაკლისის გარეშე შეხვდნენ. ორივე გუნდს ჯამში მხოლოდ ერთი ისეთი ფეხბურთელი აკლდა, რომელიც ძირითადის წევრად მოიაზრება - დენის გარმაში ტრავმირებულია. წყვილის ფავორიტად, რა თქმა უნდა, საფრანგეთის ნაკრები ითვლებოდა, თუმცა უკრაინამ მუნდიალის ეს შესარჩევი ეტაპი საკმაოდ კარგად ჩაატარა და მიუხედავად იმისა, რომ სლავები საკმაოდ ძლიერ ჯგუფში იყვნენ, მეორე ადგილზე გასულ გუნდებს შორის საუკეთესო შედეგი სწორედ მიხაილ ფომენკოს შეგირდებს ჰქონდათ.

პირთამდე სავსე "ოლიმპიისკიზე" გამართული მატჩის პირველი ტაიმი სანახაობრივი კუთხით საკმაოდ მოსაწყენი გამოდგა. ორივე გუნდი საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე უფრო ფიქრობდა, ვიდრე მეტოქის მეკარის შეწუხებაზე. შეხვედრის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მსგავსი სცენარი გასაკვირი არც იყო. მასპინძლები ფრანგების ყველაზე სახიფათო ფეხბურთელს, ფრანკ რიბერის საკმაოდ კარგად მეურვეობდნენ და "ბაიერნის" შემტევს გასაქანს არ აძლევდნენ. მიუხედავად ამისა, რიბერიმ რამდენჯერმე საკმაოდ კარგად ითამაშა და უკრაინელი გულშემატკივრებიც ანერვიულა. ყრუ დაცვაში არც სლავები ჩამდგარან, მაგრამ მომენტებამდე საქმე

არ მიდიოდა. შედეგად, პირველი ტაიმი აბსოლუტურად ლოგიკური შედეგით, 0:0 დასრულდა.

მეორე ტაიმი გაცილებით ცოცხალი და სანახაობრივი გამოვიდა. უკრაინელებმა შეტევაში აშკარად მოუმატეს, რასაც ლოგიკური შედეგი მოჰყვა - რომან ზოზულიამ სტუმარი გუნდის მცველების შეცდომით ისარგებლა და ანგარიში გახსნა. დიდიე დეშამის სამწყსომ ძალიან მძიმე შთაბეჭდილება დატოვა, მაგრამ განსაკუთრებით გამოსარჩევი ლორან კოშიელნის საშინელი თამაში იყო. ლონდონის "არსენალის" ცენტრალურმა მცველმა საკუთარი გუნდი დააღალატა: 83-ე წუთზე, კოშიელნი საკმაოდ სულელურად მოიქცა და საჯარიმოში ზოზულია წააქცია, რასაც პენალტის დანიშვნა და უკრაინელთა მეორე გოლი მოჰყვა, რამდენიმე წუთში კი კუჩერს ხელი გაარტყა, რის გამოც წითელი ბარათი მიიღო. "მეთოფეთა" ცენტრალური მცველი საპასუხო შეხვედრას გამოტოვებს, მაგრამ ვინ იცის, იქნებ ფრანგებისთვის ასე სჯობდეს. დანაკლისი ფომენკოსაც ექნება - უკრაინას ორი მცველი, ფედეცკი და კუჩერი არ ეყოლება, რაც ლანჩხუთის "გურიას" ყოფილი მწვრთნელისთვის, მცირე რესურსიდან გამომდინარე, საკმაოდ სერიოზული პრობლემაა.

თავად შეხვედრა კი მასპინძლებს დიდი ანგარიშით უნდა მოეგოთ, მაგრამ 2:0-ზე სლავებმა რამდენიმე ძალიან სახიფათო კონტრშეტევით ვერ ისარგებლეს. უკრაინამ საფრანგეთთან ისტორიაში მერვე თამაში გამართა და მეტოქის დამარცხება პირველად შეძლო, თუმცა ეს, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვან შეხვედრაში გააკეთა.

იხილეთ ვიდეო

უკრაინა-საფრანგეთი 2:0

გოლები: 1:0 ზოზულია (61), 2:0 იარმოლენკო (83-პენ)

უკრაინა (4-2-3-1): პიატოვი - ფედეცკი, კუჩერი, ხაჩერიდი, შევჩუკი - ედმარი (76. ბეზუსი), სტეპანენკო - იარმოლენკო, როტანი, კონოპლიანკა (92. გუსევი) - ზოზულია (86. სელეზნიოვი)

საფრანგეთი (4-2-3-1): ლორისი - დებუში, კოშიელნი, აბიდალი, ევრა - მატუიდი, პოგბა - რემი (62. სისოკო), ნასრი (80. ვალბუენა), რიბერი - ჟირუ (70. ბენზემა)

გაფრთხილება: შევჩუკი, ფედეცკი, კუჩერი - ჟირუ, სისოკო

გაძევება: კოშიელნი (90. საფრანგეთი), კუჩერი (90+4. უკრაინა)

კუთხური: 2-9; ჯარიმა: 24-20; თამაშგარე: 2-3; კარში დარტყმა: 8-8 (4-6); ბურთის ფლობა: 48%-52%

მაყურებელი: 67 732

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

guja_kakhadze
ფრანგებთან თამაშამდე დავმარცხდით!
PARFIUMER
ნახეთ ფეხბურთელები რას შვებოდნენ? გაგლეჯდნენ ყველას უფლება რომ ქონოდათ... ეგრე ნათამაშები მანახა საქართველოს ნაკრები და ნუ მოიგებენ... უკრაინელები გავლენ და ქეცბაიას შერცხვება 3:0 ით ამაყი რომ იყო.
neo
საღოლ უკრაინა. მაგარი შეუსრულეს ფრანგებს . ვფიქრობ რომ უკრაინა გავა შემდეგ ეტაპზე...
murtalo
მოდი და ფეხბურთელები შეადარე ცალცალკე...ფრანგი ვარსკვლავები!...ჭკვიანი მწვრთნელი და უზადო მონდომება ყველა ფეხბურთელისა და შეუძლებელი არაფერია...დროზე მოაცილონ ქეცბაია და ნახავთ უკრაინაზე უკეთესი ფეხბურთელები თუ არა გვყავს...
ბრაზილიაში სურთ, მუნდიალზე გერმანიასთან 1:7 წაგება კალენდარში "შავი ასოებით" აისახოს
ლიონელ მესი: მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს ყოველთვის ვინანებ
ფიფამ კლუბებს ფეხბურთელების მუნდიალზე გაშვების სანაცვლოდ ფული გადაუხადა
2 დასახული მიზნიდან ვერცერთი შეასრულა - "მარსელს" მომავალი სეზონიდან ახალი მწვრთნელი ეყოლება
გარიგება შედგა - სერხიო რამოსმა ლა ლიგის კლუბი იყიდა
15-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა ერევნის განვითარების თასზე ასპარეზობა დაასრულა
ცნობილი გახდა, რატომ მიდის ალისონი "იუვენტუსში" - დეტალები გახმაურდა
ესპანური ეპოქა ქართულ ხელბურთში: ნაკრებს რუბენ გარაბაია უხელმძღვანელებს
საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
ალონსო თანახმაა - "ჩელსის" ესპანელი სპეციალისტი ჩაიბარებს?
სერხიო რამოსმა "სევილია" შეიძინა
[VIDEO] 5 მიზეზი, რის გამოც პსჟ-ს შეჩერებას ვერავინ ახერხებს
მსოფლიო ანტიდოპინგურმა სააგენტომ მერაბ შარიქაძე 11-წლიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა
UEFA-მ ევროპული ტურნირების ფინალებზე მსაჯთა ვინაობა დაასახელა
ალონსო თანახმაა - "რეალის" ყოფილი დამრიგებელი პრემიერ ლიგას უახლოვდება
ახლა უკვე თანახმაა - რანიერის იტალიის ნაკრების მწვრთნელობა სურს
"თუ საჭირო იქნება, მზად ვარ" - სუარესი შესაძლოა, 2026 წლის მუნდიალზე ვიხილოთ
[VIDEO] დუეების ემოციური საღამო - მამამ იტირა, შვილმა ძმაზე ემოციური კომენტარი გააკეთა
[VIDEO] ენრიკე აღფრთოვანდა და ქართველს ტაში დაუკრა - რა გააკეთა კვარაცხელიამ ბოლო მატჩში, სადაც მხოლოდ 30 წუთი ითამაშა
დავითაშვილი ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს
ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდა - "სპორტინგმა" "რიო ავეს" მოუგო
"ნაპოლი" სახლში "ბოლონიასთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 2-3 დინამო (თბ). მათე ბიჭის ახალი სუნთქვა
39 წლის უგო ლორისს დეშამი მსოფლიო ჩემპიონატზე წაიყვანს
"იყო რუსი, ნიშნავს იყო მძ**რი... ჩვენი შვილები და შვილიშვილები შეგიძულებენ" - ზოზულია დატყვებებული უკრაინელი სამხედროს სიკვდილით დასჯას ეხმაურება
"გული მტკივა, როცა საფრანგეთში ამდენ უცხოელ მწვრთნელს ვხედავ" - დიდიე დეშამი
უკრაინის ნაკრების მთავარ მწვრთნელად ანდრეი შევჩენკო დაინიშნა
უკრაინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი შესაძლოა ანდრეი შევჩენკო გახდეს
უკვე ვარიანტი აქვს - დიდიე დეშამი საფრანგეთის ნაკრებიდან შესაძლოა, საუდის არაბეთში წავიდეს
"მადლობა ყ..ო!" - უკრაინელ ფორვარდს ქველმოქმედება "დაუფასეს"
დიდია თუ პატარა ცხადაძის ხელფასი სხვა მწვრთნელების ანაზღაურებასთან შედარებით
ვიქტორ ხლუსი: ასე ეხმარებოდა "გურია" თბილისის "დინამოს"...
Football.ua: საქართველო-უკრაინა 1:1 დასრულდება
ყველაფერი გამარჯვებისათვის - უკრაინელმა ფეხბურთელმა სამშობლოში ორი ჯავშნიანი ავტომობილი გააგზავნა
"მხოლოდ დიდებული მოთამაშე არ გახლავთ" - დეშამმა მბაპეზე ისაუბრა
ოკუპანტებთან მეომარი არმიის დახმარება დაუფასეს - უკრაინელი ფეხბურთელი მედლით დააჯილდოეს
დეშამი ესპანურ გრანდს ჩაიბარებს? - ის საფრანგეთის ნაკრებიდან მუნდიალის შემდეგ წავა
რომან ზოზულია: "რაიოს" ფანები უკრაინის წინააღმდეგ იბრძოდნენ - ძალიან ვგავარ სტეფან ბანდერას
უკრაინა ზოზულიას სოლიდარობას უცხადებს - ეს რუსული პროპაგანდის თანაჟღერადია
გადაწყდა - საფრანგეთის ნაკრებს სათავეში ზიდანი ჩაუდგება
ევრო 2016. C ჯგუფი. უკრაინა-ჩრდ. ირლანდია: უგულო და უგოლო უკრაინა [VIDEO]