ახალგაზრდულმა შემართებამ იძალა
ინდოეთის ქალაქ ჩენაიში გრძელდება მატჩი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისთვის, რომელშიც ინდოელი ვიშვანათან ანანდი ჩემპიონობას იცავს ნორვეგიელი მაგნუს კარლენის წინააღმდეგ.

შაბათს, სკანდინავიელმა დიდოსტატმა სერიოზული ნაბიჯი გადადგა ჩემპიონის ტიტულისკენ. გაიმართა მეექვსე პარტია, რომელშიც შავი ფიგურებით კარლსენი თამაშობდა და მან ზედიზედ მეორე გამარჯვებას მიაღწია. ნორვეგიელმა 68-ე სვლაზე გაიმარჯვა და საჩემპიონო მატჩის ზუსტად ეკვატორზე 4:2 დაწინაურდა.

თუ მეხუთე პარტიაში 22 წლის კარლსენმა უმძიმეს ენდშპილში გაიმარჯვა, ამჯერად, მან ანანდის უხეში შეცდომა გამოიყენა. მე-60 სვლაზე, ინდოელს პაიკი b4-ზე უნდა გადაეყვანა, რაც გარანტირებულად ყაიმს მოუტანდა, მაგრამ ანანდმა ეტლი ორი უჯრით მარცხნივ გასწია. შედეგად, ჩემპიონმა არა მხოლოდ ტემპი დაკარგა, არამედ, პრაქტიკულად სვლა გამოტოვა, რასაც მაშინვე მარცხი მოყვა.

დიდოსტატები დღეს მიუსხდებიან დაფას. იწყება მატჩის მეორე ნაწილი და თეთრი ფიგურები კვლავ ანანდს ექნება. შეხვედრა იქამდე გაგრძელდება, სანამ, ერთ-ერთი მოჭადრაკე არ დააგროვებს 6.5 ქულას. ამ სიტუაციაში, ანანდის მდგომარეობა თითქმის უიმედოდ მოსჩანს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ანანდი VS კარლსენი: ჩენაიში მშვიდობაა

"ძმაო, ვიცი, რაოდენ ბედნიერი ხარ" - თოფურიამ სერხიო რამოსს "სევილიას" შეძენა მიულოცა
მოურინიოს დასაბრუნებლად "რეალს" "ბენფიკასთვის" კომპენსაციის გადახდა მოუწევს
გარიგება შედგა - სერხიო რამოსმა ლა ლიგის კლუბი იყიდა
WhiteBIT და FC Barcelona ხუთწლიან შეთანხმებას აანონსებენ, რომელიც მიზნად ისახავს სპორტში გლობალური ინოვაციების დანერგვას
"ძმაო, ვიცი, რაოდენ ბედნიერი ხარ" - თოფურიამ სერხიო რამოსს "სევილიას" შეძენა მიულოცა
თსუ-ს იოლი გასეირნება ტყიბულში: სტუდენტები ფინალს მიუახლოვდნენ
[VIDEO] მესი შეუჩერებელია - არგენტინელის დუბლი და საგოლე პასი MLS-ში
[VIDEO] კვარაცხელიამ პსჟ "ლანსთან" დააწინაურა
[VIDEO] მიქაუტაძის გოლი და საგოლე გადაცემა - "ვილიარეალმა" "სევილიასთან" წაგება მოახერხა
"ლანსთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
Rush The Kop: უკეთესი იქნება, თუ ალისონი "ლივერპულში" აღარ ითამაშებს - მამარდაშვილი კვლავ ძირითადში იქნება?
[VIDEO] მიქაუტაძის გოლი და საგოლე გადაცემა "სევილიასთან" 20 წუთში
პსჟ "რეალის" და "ატლეტიკოს" ვარსკვლავების შეძენას გეგმავს
"დილას" მწვრთნელად ლევან კორღალიძე დანიშნეს
ერაყის ნაკრების 5 ფეხბურთელს აშშ-ში მუნდიალზე საასპარეზოდ ვიზა არ მისცეს
ორი რეკორდი დამყარდება - ადვოკაატი დაბრუნდა და მუნდიალზე ისტორია გადაიწერება
2 დასახული მიზნიდან ვერცერთი შეასრულა - "მარსელს" მომავალი სეზონიდან ახალი მწვრთნელი ეყოლება
სამართალდამცავები სიფრთხილის მაქსიმალურ ზომებს იღებენ - პსჟ ჩემპიონობას თანალაქელებთან მატჩის შემდეგ ვერ იზეიმებს?
გარიგება შედგა - სერხიო რამოსმა ლა ლიგის კლუბი იყიდა
ნოიერი "ბაიერნთან" კონტრაქტს გაახანგლძრივებს და შესაძლოა, 2026 წლის მუნდიალზეც ვიხილოთ
15-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა ერევნის განვითარების თასზე ასპარეზობა დაასრულა
"თუ საჭირო იქნება, მზად ვარ" - სუარესი შესაძლოა, 2026 წლის მუნდიალზე ვიხილოთ
ქვიზი: შეამოწმე, რამდენად კარგად იცნობ პსჟ-ს ისტორიას?
ფიდემ მოჭადრაკეთა განახლებული რეიტინგები გამოაქვეყნა
ანანდი VS კარლსენი: ჩენაიში მშვიდობაა
ჭადრაკი. მსოფლიოს თასი: ბაადურ ჯობავა არმაგედონს გადაურჩა
ჭადრაკი. მსოფლიოს თასი: კარლსენი გავარდა, ჯობავა ბრძოლას აგრძელებს
ჭადრაკი. მსოფლიოს თასი: კარლსენის მარში, ანანდის ფიასკო
დიდებული მაგნუს კარლსენი ისევ მსოფლიოს ჩემპიონია!
ნანა ძაგნიძის ბრინჯაო და ლევან ფანცულაიას სენსაცია
მაგნუს კარლსენი ისევ ჩემპიონია
ჭადრაკი. მსოფლიოს თასი: მაგნუს კარლსენი თბილისში გვეწვევა