18 ნოემბერს ალექსანდრე ჩივაძის გუნდი გორში სლოვაკეთთან დამარცხდა და ჯგუფიდან გასვლის შანსი, პრაქტიკულად, დაკარგა
18 ნოემბერს, გორში საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩი სლოვაკეთთან გამართა და ანგარიშით 1:2 დამარცხდა.

ამ წაგებით ალექსანდრე ჩივაძის შეგირდებმა ჯგუფიდან გასვლის შანსი, პრაქტიკულად, დაკარგეს.

თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გამართულ მატჩში ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს - 21-ე წუთზე ვაკო ყაზაიშვილმა ლამის მოედნის ცენტრიდან ატარა ბურთი და მეტოქის საჯარიმოს სიახლოვიდან ძლიერი და ტექნიკური დარტყმით გაიტანა - 1:0.

ანგარიშში უპირატესობა 4 წუთში გავფლანგეთ - სლოვაკთა იერიშს ჩვენს საჯარიმოში არეულობა მოჰყვა, რითაც ისარგებლა კაროლ მასაროშმა და ახლო მანძილიდან ნადირაძეს აუღებელი დაურტყა - 1:1.

შესვენებამდე ქართველ ფეხბურთელებს რეალური საგოლე მომენტი არ ჰქონიათ, მიუხედავად იმისა, რომ ტაიმის ბოლო ათმა წუთმა მათ შეტევებში ჩაიარა.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების იმედები 62-ე წუთზე ონდრეი დუდამ დაასამარა - 1:2.

სამწუხაროდ, დარჩენილ დროში ჩივაძის შეგირდებმა მატჩის ბედის შემობრუნება ვერ შეძლეს, მსაჯის მიერ წამატებულ დროში კი მესამე გოლიც მიიღეს - თავი შრანცმა გამოიჩინა.

იხილეთ ვიდეო

საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს III ჯგუფში კიდევ ორი შეხვედრა აქვს გასამართი. ალექსანდრე ჩივაძის შეგირდები 5 მარტს შინ ლუქსემბურგს მიიღებენ, 4 სექტემბერს კი ჰოლანდიას ესტუმრებიან.

U21. ევროპის ჩემპიონატი. შესარჩევი ციკლი. III ჯგუფი

საქართველო-სლოვაკეთი 1:3

გოლები: 1:0 ყაზაიშვილი (21), 1:1 მასაროში (25), 1:2 დუდა (25), 1:3 შრანცი (90+3).

გაფრთხილება: კვეკვესკირი, ჭანტურია, შკვარკა, პაური.

საქართველო: გიორგი ნადირაძე, სოლომონ კვირკველია, დავით უბილავა, მამუკა კობახიძე, ჯამბულ ჯიღაური, ვაკო ყაზაიშვილი, ლაშა პარუნაშვილი, ჯანო ანანიძე (46, პაპავა), ნიკა კვეკვესკირი, გიორგი ჭანტურია, გიორგი ქვილითაია (57, სხირტლაძე).

daviti
ჩივაძე კარგი ფეხბურთელი იყო იმდროინდელ დინამოში, მაგრამ როგორც მწვრთნელი ვერანირ კრიტიკას უძლებს, სიჭინავას მისი გაშვების ეშინია და ვერ უბედავს, ასე წინ ვერასოდეს წავალთ, რატო აფუჭებინებთ ასეთ ნიჭიერ ბავშვებს ამ უვიც ყეყეჩა "ავტორიტეტებს"
zaza
ბაქიობამ,და თავში ავარდნამ იცის ეს. ვიღაც ერთ ბურთს გაიტანს და ატეხავენ ერთ ამბავს ეს ვაი ჟურნალისტები
თორნიკე
ამას უკვე ტრაგედიაც აღარ ქვია ეს მართლა კატასტროფაა არავითარი ტექნიკა არავითარი ტაქტიკა ერთი ერთზე ფინტი უკვე ფანტაზიის სფეროდანაა და ყველაზე სამარცხვინო კი ის მართლა უპასუხისმგებლობა და მთელი ერის ერთ ადგილზე დაკიდებაა რასაც ეს 20წლის ლაწირაკები აკეთებენ
qutaiseli
სამი კაცის გუნდი იყო დღეს მოედანზე და იქიდან ერთი გამოცვალა რა ქნა ამ დალოცვილმა ჯანოს გამოცვლა იქნებოდა ფრე იყო და პირიქით უნდა ექნა დაცვა და მეკარე ძალიან სუსტები პლიუს საყრდენებიც ჭანტურიას და ყაზაიშვილს ორ ორი კაცი მიუჩინეს და პლიუს ჯარიმებს იღებდენ ყოველ ბურთის მიღებაზე ტაქტიკურად მოუგო სლოვაკმა ჩვენ მწვრთნელს 11 მეტრიანი კი უნდა მიეცა.გასვლით მაინც ვერ გავიდოდით მაგრამ მაინც.
matador
ერთი ნაგავია ორივე. ძაან არათანამედროვე ფეხბურთი ვითამაშეთ. მესი ვერ გაბედავს ისეთ რამეებს, ამ ბავშვთაგან ზოგიერთი რო კადრულობს. ვერ გავიგეთ ქართველებმა რო ფეხბურთი პირველ რიგში დიდი შრომაა და არა მხოლოდ ბურთიანად, უბურთოდაც. ვენაცვალე 19 წლამდელებს! ამათ კი კონსტანნტინე გამსახურდიას სიტყვებს შევახსენებ: თუ გსურს აღემატებოდე მეფეს, უნდა წარმოადგენდე კიდევაც რაიმეს!
PARFIUMER
დაცვას უნდა უშველოთ... პირველ ნაკრებს მაინც ჯობია. :)
15-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა ერევნის განვითარების თასზე ასპარეზობა დაასრულა
U19 | სასელექციო შეკრება თბილისში
15-წლამდე ნაკრები ერევნის განვითარების თასზე მიემგზავრება
2 დასახული მიზნიდან ვერცერთი შეასრულა - "მარსელს" მომავალი სეზონიდან ახალი მწვრთნელი ეყოლება
გარიგება შედგა - სერხიო რამოსმა ლა ლიგის კლუბი იყიდა
15-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა ერევნის განვითარების თასზე ასპარეზობა დაასრულა
ცნობილი გახდა, რატომ მიდის ალისონი "იუვენტუსში" - დეტალები გახმაურდა
ესპანური ეპოქა ქართულ ხელბურთში: ნაკრებს რუბენ გარაბაია უხელმძღვანელებს
საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
ალონსო თანახმაა - "ჩელსის" ესპანელი სპეციალისტი ჩაიბარებს?
სერხიო რამოსმა "სევილია" შეიძინა
მსოფლიო ანტიდოპინგურმა სააგენტომ მერაბ შარიქაძე 11-წლიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა
UEFA-მ ევროპული ტურნირების ფინალებზე მსაჯთა ვინაობა დაასახელა
ალონსო თანახმაა - "რეალის" ყოფილი დამრიგებელი პრემიერ ლიგას უახლოვდება
ახლა უკვე თანახმაა - რანიერის იტალიის ნაკრების მწვრთნელობა სურს
"თუ საჭირო იქნება, მზად ვარ" - სუარესი შესაძლოა, 2026 წლის მუნდიალზე ვიხილოთ
[VIDEO] დუეების ემოციური საღამო - მამამ იტირა, შვილმა ძმაზე ემოციური კომენტარი გააკეთა
[VIDEO] ენრიკე აღფრთოვანდა და ქართველს ტაში დაუკრა - რა გააკეთა კვარაცხელიამ ბოლო მატჩში, სადაც მხოლოდ 30 წუთი ითამაშა
დავითაშვილი ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს
ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდა - "სპორტინგმა" "რიო ავეს" მოუგო
"ნაპოლი" სახლში "ბოლონიასთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 2-3 დინამო (თბ). მათე ბიჭის ახალი სუნთქვა
კარში მამარდაშვილი, შეტევაში გაფურჩქვნის ასაკში მყოფი ბარკოლა - როგორი იქნება ინგლისური მედიის აზრით, გარდასახული "ლივერპული"
[VIDEO] ყაზაიშვილი ბწყინვალე ფორმაშია - ამჯერად სლუცკის გუნდთან ჰეთ-თრიკი შეასრულა
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებების უახლოესი თვეების განრიგი
ვაკოს გოლი და გაფუჭებული პენალტი - ბოლო ტურში "ოქროს ბუცისთვის" ყაზაიშვილს დაძაბული ბრძოლა ექნება
ვის შეუძლია ახალგაზრდული ნაკრების ეროვნულიდან გაძლიერება? - ევროპის ჩემპიონატის წინ
"დინამო არენას" სამხრეთ ტრიბუნის პირველ იარუსს ალქესანდრე ჩივაძის სახელი ეწოდა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
[VIDEO] "ბარსელონას" ყოფილი მწვრთნელიც აღაფრთოვანა - ყაზაიშვილის პოკერი და საგოლე პასი ჩინეთის ჩემპიონატში
"დინამო არენის" სამხრეთ ტრიბუნის პირველ იარუსს ალექსანდრე ჩივაძის სახელი ეწოდა
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ლეგიონერების გარეშე იკრიბება
ინტერვიუ - ახალგაზრდული ნაკრების თავკაცი ევროფორუმისთვის მზადებასა და ეროვნული ნაკრების ლიდერებზე დაყრდნობაზე
აზაროვი ახალგაზრდულში - შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] ვაკო ყაზაიშვილმა სუპერლიგა დუბლით დახურა!
საბჭოთა კავშირის საუკეთესო ნაკრები 5 ქართველით - და როგორ გაწირა ბესკოვმა ყიფიანი...
დღეს ბრძოლა ბოლომდე იქნება! - გადამწყვეტი მატჩი პორტუგალიასთან
"როდესაც გადაწყვიტეს, რომ გამხდარიყვნენ მწვრთნელები, თავიანთ განვითარებაზე უნდა ეზრუნათ...მათ დიდი წვლილი, პასუხისმგებლობა მიუძღვით, აი, იმ თაობის სათანადოდ ვერგამოყენებაში..." - რა განაცხადა გიორგი გველესიანმა ალექსანდრე ჩივაძესა და დავით ყიფიანზე?
ალექსანდრე ჩივაძე 65 წლის გახდა!
ვაკოს გადამწყვეტი ბრძოლა "ოქროს ბუცისთვის" და მისი სატრანსფერო ამბავი - სად ითამაშებს ქართველი მომდევნო სეზონში
"მისი მაშინდელი სიტყვები დღემდე არ მავიწყდება" - ლევან კობიაშვილი ალექსანდრე ჩივაძეზე