გორის "დილას" მთავარი მწვრთნელი გუნდის ირგვლივ არსებულ პრობლემებზე, გამოსავალ გზებსა და სხვა საინტერესო თემებზე საუბრობს
ევროტურნირზე კარგად გამოსვლის შემდეგ გორის "დილას" მთლად სახარბიელოდ არ მისდის საქმე, არადა, შემადგენლობით საქართველოში საუკეთესოთა შორისაა.

"დილას" ხელმძღვანელობამ საქმის გაძღოლა ახალგაზრდა სპეციალისტ რამაზ სოღოლაშვილს ანდო, თუმცა მდგომარეობის უმალ გამოსწორება, ცხადია, იოლი საქმე არ არის.

"დილას" ირგვლივ არსებულ პრობლემებზე, გამოსავალ გზებსა და სხვა საინტერესო თემებზე "ლელო" რამაზ სოღოლაშვილს ესაუბრა...

- "დილას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე მესამედ მოგიწიათ მოსვლა და სამჯერვე დროებით, ეგრეთ წოდებულ, გარდამავალ ეტაპზე...

- მთავარი მწვრთნელობა რომ შემომთავაზეს, თავდაპირველად უარი ვთქვი, რადგან ასეთი ამბიციის მქონე კლუბში ამ პოსტზე დათანხმება, თან ესოდენ არასახარბიელო სიტუაციაში, როცა ფეხბურთელები ფსიქოლოგიურად გატეხილები იყვნენ, ადვილი ვერ იქნებოდა.

გიორგი დევდარიანის წასვლის შემდეგ ყველა ვფიქრობდით, რომ მოიწვევდნენ გამოცდილ, ავტორიტეტულ მწვრთნელს, მაგრამ ამ დონის სპეციალისტისთვის შემცვლელის მოძებნა იოლი საქმე არ არის.

- ევროტურნირზე კარგი გამოსვლის შემდეგ რამ განაპირობა საქართველოს ჩემპიონატში არადამაკმაყოფილებელი შედეგები?

- ორი ეტაპის წარმატებით დაძლევის შემდეგ ვგრძნობდით, რომ ძალიან ახლოს ვიყავით სანუკვარ მიზანთან - ჯგუფურ ეტაპზე გასვლასთან. შესაბამისად, გუნდში მკვეთრად აიწია ემოციურმა ფონმა, საკუთარი ძალების რწმენამ, თუმცა "რაპიდთან" მარცხმა ყველაფერზე ძალიან უარყოფითად იმოქმედა. ფეხბურთელებს გაუჭირდათ რეალობაში დაბრუნება. ამას დაემატა ილურიძისა და გვალიას წასვლა, რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელის ტრავმა და ჩავარდნამაც არ დააყოვნა.

დაახლოებით ისეთი რამ დაგვემართა, რაც შარშან "მარიტიმუს" შემდეგ მოხდა.

- თუმცა მაშინ უფრო მალე დაიძლია კრიზისი, ახლა კი ის ჯერ კიდევ გრძელდება...

- გეთანხმებით, მაგრამ შარშან, ევროტურნირიდან გავარდნის შემდეგ წამყვანი ფეხბურთელების შენარჩუნება შევძელით. ამიტომაც დავძლიეთ კრიზისი დროულად.

- ზაფხულის შემდეგ დევდარიანმა ტაქტიკური სქემის შეცვლა სცადა, მაგრამ ბოლომდე არც ახალ მონახაზზე გადაწყობა მომხდარა. როგორი ტაქტიკური სქემა მიგაჩნიათ ამჟამინდელი ფორმაციის "დილასთვის" უფრო მისაღებად?

- საქართველოს ჩემპიონატზე გადმორთვის შემდეგ დევდარიანმა გუნდზე ისეთი ტაქტიკური ფორმულის მორგება სცადა, რომლის შესრულებაც იმ ეტაპზე არსებულ შემადგენლობას შეეძლო. ჩემი მწვრთნელობისას, პირველივე მატჩში, გუნდი 4-4-2 ტაქტიკით ვათამაშეთ, თუმცა ბოლომდე არც სხვა მონახაზზე გვითქვამს უარი. სამომავლოდაც, ტაქტიკას გუნდში არსებული კონტინგენტიდან და მეტოქის შესაძლებლობებიდან გამომდინარე შევარჩევთ.

- მიგაჩნიათ, რომ ყველაზე მწირი არჩევანი "დილას" თავდასხმაში აქვს?

- შესაძლოა, ასეცაა, მაგრამ სამაგიეროდ, გვყავს ირაკლი მოდებაძე, რომელიც ჩემპიონატის ბომბარდირობის უმთავრესი კანდიდატია. მაღალი დონის ფორვარდია გრიგოლ დოლიძე, გვყავს ასევე ახალგაზრდა გიორგი ქვილითაია...

- ქვილითაიას ახალგაზრდული ნაკრების თავკაცი ხშირად ენდობა, გორში კი მას სათამაშო პრაქტიკა ნაკლები აქვს...

- ჩვენც ძალიან გვეიმედება ქვილითაიასი, მაგრამ მოდებაძესთან და დოლიძესთან კონკურენცია იოლი არ არის, მით უფრო, როცა გუნდი მინდორზე ერთი ან ორი თავდამსხმელით გადის.

- ბოლოს დამატებულ ფეხბურთელთაგან ყველაზე რეზონანსული ნიკა ფილიევის ტრანსფერი იყო. რამდენად გაამართლა მან იმედები?

- ტრავმის გამო გარკვეულ ხანს ვერ თამაშობდა, მერე რაღაც დრო ფორმის აღდგენაზე დაიკარგა... მაგრამ, იმედი მაქვს, რომ ის გუნდს სათანადოდ დაეხმარება. თავიდან ფილიევი მარჯვენა ფლანგზე ვათამაშე, შემდეგ მარცხნიდანაც ვცადე მისი გამოყენება...

- თუმცა მარცხნივ გყავთ გორელიშვილი, რომელიც ერთხანს ძირითად შემადგენლობას გაუშინაურდა, თუმცა ახლა ისევ ჩრდილშია მოქცეული...

- თავიდან, როცა ის გუნდში მოვიდა, მწვრთნელი შეცვლაზე უშვებდა და ეფექტურიც იყო. შემდეგ ძირითადში დააყენეს, თუმცა ნაყოფიერებას უკლო. მერე ისევ შეცვლებზე რომ უწევდა შესვლა, ამან მის სათამაშო განწყობაზე ცუდად იმოქმედა და ახლაც მტკივნეულად განიცდის.

გორელიშვილი დაცვით ფაზაში სათანადოდ ვერ მოქმედებს, არადა, არის თამაშები, როცა განაპირა ნახევარმცველი მხოლოდ შეტევით ფუნქციებს არ უნდა ასრულებდეს. ვცდილობთ, ვაგრძნობინოთ, რომ ის ჩვენთვის ძვირფასია და რომ შეცვლაზე შესვლა არ ნიშნავს, თითქოს აღარ ვენდობით.

- ბოლო ტურში "სიონთან" საშინაო მარცხის მიზეზად რას მიიჩნევთ?

- "სიონი" ძლიერი, გამოცდილი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული, მაგრამ ამ მატჩში მაინც მოგებას ვგეგმავდით. სამწუხაროდ, იღბალმა ზურგი გვაქცია - ვგულისხმობ პირველივე წუთებზე, უწყინარ სიტუაციაში გაშვებულ გოლსა და გაფუჭებულ პენალტს. მართალია, მეორე ნახევარში შეტევა კიდევ უფრო გავაძლიერეთ, ფლანგზე კაცი დავამატეთ, მაგრამ მერე იქვე, ცენტრში იჩინა პრობლემამ თავი და ბოლო წამებზე მეორე გოლიც გავუშვით.

- უახლოეს ტურებში ძალიან რთული კალენდარი გაქვთ - ზედიზედ ხვდებით "დინამოს", "ტორპედოს", "მეტალურგსა" და "ზესტაფონს". ხომ არ გაუჭირდება "დილას" ექვსეულში მოხვედრა?

- მიუხედავად ყველაფრისა, დარწმუნებული ვარ, "დილას" ხელეწიფება ამ მძიმე მატჩებში ქულების დაგროვება და არა მხოლოდ ექვსეულში მოხვედრა, არამედ - საპრიზო ადგილებისთვის ბრძოლაც.

- გორი რჩება იმ ქალაქად, სადაც ჩვენი ჩემპიონატის მატჩებს ყველაზე მეტი მაყურებელი ესწრება. ეს თქვენთვის სერიოზული კოზირი უნდა იყოს...

- ფეხბურთელებისთვის ეს როგორც დიდი სტუმული, ასევე, დიდი პასუხისმგებლობაცაა. მადლობელნი ვართ გორელების, რომ სჯერათ "დილას" გამარჯვების.

- ზამთრის შესვენებისას ამ შემადგენლობის შენარჩუნება შესაძლებელი იქნება?

- მოგეხსენებათ, ფეხბურთელებს კონტრაქტები ახალ წლამდე აქვთ. იმედია, ფინანსური სიტუაცია არ გაუარესდება და გუნდი არათუ არ დაიშლება, პირიქით - გარკვეულ პოზიციებზე გაძლიერებაზეც ვიზრუნებთ.

- არაერთი ქართული გუნდის და, მათ შორის, "დილას" საკლუბო პოლიტიკისთვის დამახასიათებელია მწვრთნელთა ხშირი ცვლა. რამდენად სწორია საქმისადმი ასეთი მიდგომა?

- ნებისმიერი ხელმძღვანელი მწვრთნელისგან შედეგს მალევე ითხოვს, რაც ძაბავს სიტუაციას მწვრთნელებშიც და ფეხბურთელებშიც. მწვრთნელი ჯადოქარი არ არის, რომ ჯოხის ერთი მოქნევით წამიერად შეცვალოს სიტუაცია. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ქართველი მწვრთნელები უფრო მეტ ნდობას იმსახურებენ. ნაყოფიერად მუშაობს მწვრთნელთა ლიცენზირების კომიტეტი. პირადად მე ძალიან კმაყოფილი ვარ იქ მიღებული ცოდნით, მაქვს A კატეგორიის ლიცენზია. ორჯერ მათი ორგანიზებით გავლილი მაქვს კურსები სხვა ქართველ და უცხოელ სპეციალისტებთან ერთად საბერძნეთსა და ესპანეთში.

- ადრე, როგორც ფეხბურთელი, ბოლო წლებში კი როგორც მწვრთნელი, აქტიურად ხართ ჩართული ქართული ფეხბურთის ცხოვრებაში. შეადარეთ ერთმანეთს საქართველოს ჩემპიონატის მაშინდელი და ახლანდელი დონე.

- იმ თვალსაზრისით, რომ ჩემპიონობაზე პრეტენზიას მაშინდელივით მხოლოდ ერთი გუნდი არ აცხადებს, წინსვლა აშკარაა, მაგრამ, სამაგიეროდ, ადრე გაცილებით ბევრი მაღალი დონის ფეხბურთელი თამაშობდა საქართველოს ჩემპიონატში და ამაშია სწორედ სხვაობა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლევან კორღალიძე: ახლა ჩვენი ყველაზე დიდი "მტერი" არის დრო
"დილას" მწვრთნელად ლევან კორღალიძე დანიშნეს
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 2-3 დინამო (თბ). მათე ბიჭის ახალი სუნთქვა
WhiteBIT და FC Barcelona ხუთწლიან შეთანხმებას აანონსებენ, რომელიც მიზნად ისახავს სპორტში გლობალური ინოვაციების დანერგვას
"ძმაო, ვიცი, რაოდენ ბედნიერი ხარ" - თოფურიამ სერხიო რამოსს "სევილიას" შეძენა მიულოცა
თსუ-ს იოლი გასეირნება ტყიბულში: სტუდენტები ფინალს მიუახლოვდნენ
[VIDEO] მესი შეუჩერებელია - არგენტინელის დუბლი და საგოლე პასი MLS-ში
[VIDEO] კვარაცხელიამ პსჟ "ლანსთან" დააწინაურა
[VIDEO] მიქაუტაძის გოლი და საგოლე გადაცემა - "ვილიარეალმა" "სევილიასთან" წაგება მოახერხა
"ლანსთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
Rush The Kop: უკეთესი იქნება, თუ ალისონი "ლივერპულში" აღარ ითამაშებს - მამარდაშვილი კვლავ ძირითადში იქნება?
[VIDEO] მიქაუტაძის გოლი და საგოლე გადაცემა "სევილიასთან" 20 წუთში
პსჟ "რეალის" და "ატლეტიკოს" ვარსკვლავების შეძენას გეგმავს
"დილას" მწვრთნელად ლევან კორღალიძე დანიშნეს
ერაყის ნაკრების 5 ფეხბურთელს აშშ-ში მუნდიალზე საასპარეზოდ ვიზა არ მისცეს
ორი რეკორდი დამყარდება - ადვოკაატი დაბრუნდა და მუნდიალზე ისტორია გადაიწერება
2 დასახული მიზნიდან ვერცერთი შეასრულა - "მარსელს" მომავალი სეზონიდან ახალი მწვრთნელი ეყოლება
სამართალდამცავები სიფრთხილის მაქსიმალურ ზომებს იღებენ - პსჟ ჩემპიონობას თანალაქელებთან მატჩის შემდეგ ვერ იზეიმებს?
გარიგება შედგა - სერხიო რამოსმა ლა ლიგის კლუბი იყიდა
ნოიერი "ბაიერნთან" კონტრაქტს გაახანგლძრივებს და შესაძლოა, 2026 წლის მუნდიალზეც ვიხილოთ
15-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა ერევნის განვითარების თასზე ასპარეზობა დაასრულა
"თუ საჭირო იქნება, მზად ვარ" - სუარესი შესაძლოა, 2026 წლის მუნდიალზე ვიხილოთ
ქვიზი: შეამოწმე, რამდენად კარგად იცნობ პსჟ-ს ისტორიას?
[VIDEO] ქვილითაიამ საფრანგეთში ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა
"დილამ" 19 წლის ბურკინა ფასოელი მცველი დაიმატა
[VIDEO] ქვილითაიას გოლი, წიტაიშვილის მოპოვებული პენალტი და "მეცის" ფრე "ჰავრთან"
დევდარიანი, ფრუიძე თუ ისევ ჭიაბრიშვილი? - მწვრთნელის ვარიანტები "საბურთალოსთვის"
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
ირაკლი მოდებაძემ საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ᓒ
"სანიოლმა ნაკრებში თავისი თავი ამოწურა... გასულ მატჩებში ჩემთვის გაუგებარი რაღაცები ხდებოდა..." - დევდარიანმა ეროვნული გუნდის ბოლო 2 შეხვედრა შეაფასა
ქართველების "მეცი" "ლორიენთან" განადგურდა
გორის "დილას" ამბები: მოდებაძე კლუბში დაასაქმეს, შტაბი შაშიაშვილით გაძლიერდა
გიორგი დარასელია: არაფერია იმაზე იოლი, ადგე და წახვიდე...
ᓒᕝᜠ
გიორგი დევდარიანი: ღირსეული წაგებებით დავიღალეთ, მე ოპტიმიზმის საფუძველს ვერ ვხედავ
"ხვიჩას ვუყურებ და ვტკბები... მისთვის ვარსკვლავური სენის შეყრა? მგონია, რომ..." - დევდარიანმა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა
"ტორპედომ" გრიგოლ დოლიძეს კონტრაქტი გაუგრძელა
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
ეროვნული ლიგა. XIX ტური: "ჩიხურამ" შინ "დილას" მოუგო
"ტორპედოს" ამბები: დოლიძე არ იქნება, დაფე და ტრანსლაცია - კი [VIDEO]
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
ᜒᓘᕐ ᕒᓘᓒᕐᕢ
ეროვნული ლიგის XIV ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით
საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა
დევდარიანი: კვარაცხელია ორფაზიანი მოთამაშეა; ავხსნი, რას ვგულისხმობ...
ვის ათამაშებს ენრიკე? ჩვენებურები მიყოლებით ესპანეთში, გერმანიასა და საფრანგეთში

გრიგოლ დოლიძემ გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა
გრიგოლ დოლიძე წყალტუბოს "სამგურალში" გადავიდა
ᓒᕝᓠᓘᕡ "ᓓᕘᓚᕐ" ᓠᓔᓙᕝᓠᓓᓖ
10 გამორჩეული მოქმედი ქართველი მწვრთნელი - ვინ არის საუკეთესო?
"დილამ" კვლავ მოიგო, "დინამო თბილისი"-"სამგურალი" ფრედ დასრულდა
ქართველების "მეცი" "მონაკოსთან" დამარცხდა და ლიგა 2-ში გავარდა
ირაკლი მოდებაძე: ბატე-ში ჩემი ახლობელი მუშაობს და საინტერესო ამბავი მომიყვა
[VIDEO] ქვილითაიას პირველი ფრანგული გოლი და "მეცის" მორიგი მარცხი
დილა-ბანანცი 3:1 - ოთხი გოლი, ოთხივე პირველ ტაიმში... [VIDEO]
ტორპედო VS ვიკინგური - საჭიროა დამაჯერებელი გამარჯვება, კითხვების გარეშე