wrestdag.ru-ს მიერ ორგანიზებულ გამოკითხვაში მომხმარებლებმა ქართველი მოჭიდავე ოქტომბრის თვის საუკეთესო მოჭიდავედ დაასახელეს
სასიხარულო ამბავი მოვიდა დაღესტნიდან - იქაური სპორტული საიტის, wrestdag.ru-ს მიერ ორგანიზებულ გამოკითხვაში მომხმარებლებმა ქართველი თავისუფალი სტილით მოჭიდავე დავით მოძმანაშვილი (120) ოქტომბრის თვის საუკეთესო მოჭიდავედ დაასახელეს.

სახელის მიუხედავად, ეს საიტი მხოლოდ ჭიდაობით არ შემოიფარგლება და სპორტის ყველა სახეობას მოიცავს. ის ანალოგიურ გამოკითხვას ყოველთვიურად ატარებს, ხმის მიცემა კი არა მხოლოდ დაღესტნის მცხოვრებლებს, არამედ ნებისმიერს შეუძლია მსოფლიოს ასევე ნებისმიერი წერტილიდან, თუმცა გამოკითხვებში, ძირითადად, რუსეთის რეგიონების მცხოვრებლები მონაწილეობენ. გასაგებია, ისინი ვაგლახად არავის მიანიჭებენ უპირატესობას.

თან, დაღესტანსა და ზოგადად - ჩრდილო კავკასიაში ჭიდაობის კულტია, ამ ფონზე კი მოძმანაშვილის აღიარება ორმაგად ფასეულია.

ჩვენმა ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონმა და მსოფლიოს პრიზიორმა ოქტომბერში რუსეთის ტერიტორიაზე ორი მნიშვნელოვანი ტურნირი მოიგო - ჯერ იაკუტსკში დმიტრი კორკინის მემორიალში აჯობა ყველას, მერე კი გროზნოში ჩეჩნეთის პრეზიდენტ რამზან კადიროვის თასზე იმარჯვა. თან ორივეგან დამაჯერებლად და ქომაგთა საყოველთაო სიმპათიაც დაიმსახურა.

"კრასავჩიკ" - ეს ეპითეტი მისი წარდგენისას ციმბირელმა კომენტატორმა გამოიყენა, როცა ქართველი იაკუტსკში ფინალში თანაგუნდელ თორნიკე ხიდეშელთან საჭიდაოდ გადიოდა.

აღმოჩნდა, რომ ამ გამოკითხვის შესახებ თავად მოძმანაშვილმა არაფერი იცოდა და ეს ამბავი ჩვენგან შეიტყო.

"ცხადია, გამიხარდა, თუმცა ახლა მთელი ყურადღება საქართველოს ჩემპიონატზე მაქვს გადატანილი" - გვითხრა ფალავანმა.

საინტერესოა, რომ wrestdag.ru-ს ადმინისტრატორი ცნობილი დაღესტნელი სპორტული ჟურნალისტი მურად კანაევია, რომლის მეუღლეც თბილისში დაბადებულ-გაზრდილი ავარელია, ხოლო მისი წიგნის შესახებ, რომელშიც მთელი სამი თავი ქართველებს ეთმობა, "ლელოც" წერდა.

აღიარებაზე ვსაუბრობთ და ამ დღეებში ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციამაც გამოარჩია ქართველი, ოღონდ აზერბაიჯანის სახელით მოჭიდავე - ფილამ მსოფლიოს ბრინჯაოსმედალოსანი შალვა გადაბაძე (96) მსოფლიოს ჩემპიონატის "საუკეთესო დაცვისუნარიანთა" ათეულში დაასახელა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გივი მაჭარაშვილმა და აკაკი ქემერტელიძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
[VIDEO] მაჭარაშვილი და დინგაშვილი ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძოლებენ
თავისუფალი ჭიდაობა. მაჭარაშვილი და დანგაშვილი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში იასპარეზებენ
სანტანდერში საგიჟეთია, გულიაშვილი სასტარტოშია - "რასინგი" ლა ლიგას უახლოვდება
გოჩოლეიშვილი სათადარიგო იყო - "ჰამბურგი" "ბაიერს" ფრედ ეთამაშა
20 წ. | საერთაშორისო სერიისთვის 30 მოთამაშე შეირჩა
ოფიციალური შეთავაზება მზადაა - ალისონი "იუვენტუსს" სულ უფრო უახლოვდება
ყველა ტრანსფერზე - "ლიონის" შემდეგ რთულ ფინანსურ მდგომარეობაში "მარსელიც" აღმოჩნდა
"აიაქსს" მომავალი სეზონიდან ახალი მწვრთნელი ეყოლება
ასე ხმაურიანად დაბრუნდება? - მოურინიოს "რეალში" "ბარსელონას" ფეხბურთელის მიყვანა სურს
ზედიზედ მეოთხედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 2-1 დილა. კორღალიძის მარცხიანი დებიუტი
"ასტონ ვილა" - "ლივერპული". გუნდების შემადგენლობები ცნობილია
თბილისის 7-კაცას "ლოკომოტივის ბაზა" უმასპინძლებს
ითამაშებს თუ არა დღეს მამარდაშვილი? - Liverpool Echo ინფორმაციას ავრცელებს
"ბაიერი" მწვრთნელს გადააყენებს
ქართველი მსაჯები საბერძნეთის სუპერლიგის ბოლო ტურის მატჩს განსჯიან
ზურიკო წინ, დღეს ბუდუს ამბავი და პსჟ-ის ბოლო ტური
"ეს რაგბია და არა ფეხბურთი" - ბერნარდო სილვამ "არსენალი" გააკრიტიკა
მომავალ კვირას ყველაფერი გაოფიციალურდება - ცნობილია რამდენს გადაუხდის "რეალი" "ბენფიკას" მოურინიოს სანაცვლოდ
WhiteBIT და FC Barcelona ხუთწლიან შეთანხმებას აანონსებენ, რომელიც მიზნად ისახავს სპორტში გლობალური ინოვაციების დანერგვას
"ასე ხდება, როცა სულელურად თამაშობ" - სნეიდერმა კამავინგა "გაამხნევა"
"ნიუკასლის" შემტევმა "ბაიერნთან" პირადი კონტრაქტი შეათანხმა
გიორგი შერმადინი ესპანეთის ლიგის იანვრის საუკეთესო კალათბურთელად აღიარეს! [VIDEO]
"მანჩესტერ სიტის" სექტემბრის საუკეთესო ფეხბურთელი კევინ დე ბრუინი გახდა
ლიონელ მესი ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა
ანტუან მარსიალი პრემიერლიგაში თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა
დოპინგ-სკანდალი: ტაიმაზოვის ოლიმპიურ ოქროს დავით მოძმანაშვილს მისცემენ?
დავით მოძმანაშვილს დოპინგის მოხმარების გამო ოლიმპიურ ვერცხლის მედალს ჩამოართმევენ
დოპინგი: ტაიმაზოვის დასჯამ მასთან დამარცხებული დავით მოძმანაშვილი ვერ ახეირა
10 დიდებული სტადიონი, რომლებიც აღარ არსებობს [VIDEO]
დოპინგ-სკანდალი - დავით მოძმანაშვილი ოლიმპიურ ჩემპიონად გამოცხადდება?
პრემიერლიგის აპრილის საუკეთესო მწვრთნელი და ფეხბურთელი ცნობილია
დოპინგ-სიურპრიზი: გიორგი გოგშელიძე ოლიმპიადის ვერცხლს მიიღებს?
დავით მოძმანაშვილმა უზბეკეთის სახელით აზიური თამაშები მოიგო