პორტუგალია და ბრაზილია ათეულში დაბრუნდნენ
28 ნოემბერს გამოქვეყნდა ფიფა/კოკა-კოლას ახალი სანაკრებო რეიტინგი, რომლის მიხედვითაც, თემურ ქეცბაიას გუნდს 330 ქულა აქვს და მსოფლიო კლასიფიკაციაში 101-ე ადგილზეა.

ჩვენს გუნდს მცირე უკუსვლა აქვს, რადგან ოქტომბრის რეიტინგში მე-100 ადგილზე იყო. უკუსვლა კი იმით არის გამოწვეული, რომ ეროვნულ ნაკრებთა უმეტესობისგან განსხვავებით, საქართველოს ნაკრებს ნოემბერში ფეხბურთი არ უთამაშია.

მართალია, მხოლოდ 1 საფეხური მოვიკელით, მაგრამ ქულების თვალსაზრისით კლება დიდია - წინა თვეში გუნდს 350 ქულა ჰქონდა.

მოწინავე ათეულიდან გავარდა ბელგიის ნაკრები, რომელმაც ერთბაშად 6 ადგილი დაკარგა; მე-10-ეზე კი მუნდიალის მომავალი მასპინძელი ბრაზილია გადავიდა.

ბრაზილიაზე უფრო საოცარი დაბრუნება გამოუვიდა ტოპ-10-ში პორტუგალიის ნაკრებს, რომელმაც შვედებთან ორი მატჩის მოგებისთვის 9 საფეხურით წაიწია და მეხუთე ადგილზე დამკვიდრდა. ათეულიდან კი ინგლისის ნაკრები გავარდა.

მოწინავე ოცეულში მხოლოდ მე-18 ადგილზე მყოფი უკრაინის ნაკრები დარჩა მუნდიალის საგზურის გარეშე. მუნდიალის მონაწილე გუნდებიდან მხოლოდ 3-ია 50-ეულის მიღმა: კამერუნი (51), კორეა (54) და ავსტრალია (59).

სომხეთის ნაკრები რეიტინგში 34-ე ადგილზეა, ეს კი ჩვენი მეზობელი ქვეყნისთვის ისტორიაში უმაღლესი საფეხურია.

ტოპ-20

1. ესპანეთი 1 507

2. გერმანია 1 318

3. არგენტინა 1 251

4. კოლუმბია 1 200

5 (+9). პორტუგალია 1 172

6. ურუგვაი 1 132

7 (+1). იტალია 1 120

8 (-1). შვეიცარია 1 113

9 (-1). ჰოლანდია 1 106

10 (+1). ბრაზილია 1 102

11 (-6). ბელგია 1 098

12 (+3). საბერძნეთი 1 055

13 (-3). ინგლისი 1 041

14 (-1). აშშ 1 019

15 (-3). ჩილე 1 014

16 (+2). ხორვატია 971

17. კოტ დივუარი 918

18 (+2). უკრაინა 907

19 (+2). საფრანგეთი 893

20 (+4). მექსიკა 892

ასევე იხილეთ:

საქართველოს ნაკრები ფიფას რეიტინგში დაქვეითდა

Lasha
თბილისელო, საღოლ, მაგარი იყო :D ისე იმ რეიტინგის დედაც ვატირე, უკრაინა რომ საფრანგეთზე წინ იქნება შვეიცარია - ჰოლანდია-ბრაზილიაზე...
მიჩინიო
რა უცნაურია, შედეგებზე როცა მიდგება საქმე, ქეცბაიას ფანები (რომლებიც უმრავლესობას წარმოადგენენ თურმე) სადღაც იკარგებიან ხოლმე...
giorgi
ნოემბერში ფეხბურთი არ უთამაშიათო... მანამდე ხომ ბდღვირი ადინეს მწვანე მინდორს...
თბილისელი
სამაგიეროდ მე-2 ასეულის პირველ ადგილზე ვართ :D
rezo rezos
თუ ქეცბაია გააგრძელებს ნაკრებში ვითომმუშაობას,100–ეულიდან კი არა,200–ეულიდანაც მალე გავვარდებით.
ბიზნეს გეგმა
აკრძალეთ ეს ფეხბურთი კაცოო.დავხნათ სტადიონები დავთესოთ სიმინდი,მოვხარშოთ და გავაყიდინოთ პლაჟზე ამ უჯიგროებს
PARFIUMER
რას ლაპარაკობ კაცო :)
"ჯვაროსნების" მეტოქეს იტალიელი მწვრთნელი ჩაუდგება სათავეში
ივნისის ამხანაგური მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
"შესანიშნავი იდეაა, იმედია შეთანხმება შედგება" - ჯანაშია საქართველოსა და რუსეთის ამხანაგურ მატჩზე
განაწყენებული ბარკოლა სასტარტოში - ითამაშებს კვარაცხელია "პარიზთან"?
სანტანდერში საგიჟეთია, გულიაშვილი სასტარტოშია - "რასინგი" ლა ლიგას უახლოვდება
გოჩოლეიშვილი სათადარიგო იყო - "ჰამბურგი" "ბაიერს" ფრედ ეთამაშა
20 წ. | საერთაშორისო სერიისთვის 30 მოთამაშე შეირჩა
ოფიციალური შეთავაზება მზადაა - ალისონი "იუვენტუსს" სულ უფრო უახლოვდება
ყველა ტრანსფერზე - "ლიონის" შემდეგ რთულ ფინანსურ მდგომარეობაში "მარსელიც" აღმოჩნდა
"აიაქსს" მომავალი სეზონიდან ახალი მწვრთნელი ეყოლება
ასე ხმაურიანად დაბრუნდება? - მოურინიოს "რეალში" "ბარსელონას" ფეხბურთელის მიყვანა სურს
ზედიზედ მეოთხედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 2-1 დილა. კორღალიძის მარცხიანი დებიუტი
"ასტონ ვილა" - "ლივერპული". გუნდების შემადგენლობები ცნობილია
თბილისის 7-კაცას "ლოკომოტივის ბაზა" უმასპინძლებს
ითამაშებს თუ არა დღეს მამარდაშვილი? - Liverpool Echo ინფორმაციას ავრცელებს
"ბაიერი" მწვრთნელს გადააყენებს
ქართველი მსაჯები საბერძნეთის სუპერლიგის ბოლო ტურის მატჩს განსჯიან
ზურიკო წინ, დღეს ბუდუს ამბავი და პსჟ-ის ბოლო ტური
"ეს რაგბია და არა ფეხბურთი" - ბერნარდო სილვამ "არსენალი" გააკრიტიკა
მომავალ კვირას ყველაფერი გაოფიციალურდება - ცნობილია რამდენს გადაუხდის "რეალი" "ბენფიკას" მოურინიოს სანაცვლოდ
"ასე ხდება, როცა სულელურად თამაშობ" - სნეიდერმა კამავინგა "გაამხნევა"
"ნიუკასლის" შემტევმა "ბაიერნთან" პირადი კონტრაქტი შეათანხმა
თემურ ქეცბაია შოტლანდიური გუნდის მწვრთნელად არ დანიშნეს
საქართველოს ნაკრები ბაჰრეინთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
პირველ საშინაო მატჩს უმაყურებლოდ ჩავატარებთ - ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების კალენდარი ცნობილია
კიტეიშვილი და დვალი დაბრუნდნენ - ოქტომბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
"ჯვაროსნების" აღმასვლა და სხვა ცვლილებები ფიფას რეიტინგში
ქეცბაიამ შეიძლება მუშაობა შოტლანდიაში გააგრძელოს
სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
"ასეთი ტრანსფერები და ამ დონეზე თამაში გვჭირდება, რადგან..." - თემურ ქეცბაია ვახტანგ სალიას "ნიუკასლში" ტრანსფერს გამოეხმაურა
ქეცბაიას წასვლა რომ საქმეს შველოდეს - კვიპროსმა ისევ წააგო
განიხილება ორი კანდიდატურა - ქეცბაია სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება?
კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...
ლომინაძე განაცხადს მიღმა დარჩა - სანიოლმა 23-კაციანი სია შეარჩია