კუნძულზე ჩაწყობილი მატჩები ამოტივტივდა
რამდენჯერ მოგისმენიათ ფრაზები: ჩაწყობა ყველგან არის, მაგრამ ინგლისში გამორიცხულია... თუნდაც იმიტომაა ინგლისური ფეხბურთი ყველაზე მაგარი, რომ იქ თამაშები არ ეწყობა - და სხვა მსგავსი მიამიტური ფრაზები? ვაი, რომ ყველგან ეწყობა და კრიმინალურმა სინდიკატმა "კუნძულზეც" დიდი ხანია შეაღწია.

როგორც ჩანს, მატჩების ჩაწყობასთან დაკავშირებული ახალი დიდი სკანდალი გორდება. ბრიტანეთის კრიმინალთან ბრძოლის სააგენტომ 6 ეჭვმიტანილი დააკავა, რომელთაგანაც მინიმუმ 3 ფეხბურთელია. ერთ-ერთი მათ შორის ყოფილი მოთამაშე, შემდეგ კი საფეხბურთო აგენტი დელროი ფეისია. ახლა ეს 33 წლის ყომარბაზი ყველაზე არასასიამოვნო "ფეისია" საფეხბურთო სამყაროში.

აქაც ვერ ავცდით აზიურ ხაზს. ამ საქმეშიც ფიგურირებს სინგაპურელი უილსონ რაი პერუმალი, რომელსაც აეროპორტში დაკავებული და გამომძიებელთა ინფორმატორად ქცეული მავანი ეჭვმიტანილი "მეფეს" ეძახის - "პერუმალს ყველა იცნობს, ის ჩემი ბოსია" - ამბობს იგი.

პერუმალი მსოფლიოს მასშტაბით უწევდა მატჩების ჩაწყობას ორგანიზებას და იგი ერთი წელი ფინეთში იჯდა ციხეში, შემდეგ კი უნგრეთის მთავრობას გადააბარეს.

"ინგლისში ფასები ძალიან მაღალია - ჩვეულებრივ ფეხბურთელზე 70 ათასი გირვანქა. ვეუბნები, რამდენი გოლი მინდა, მაგალითად, ხუთი მაინც... ან 4 ჩემთვის საკმარისი იქნება, ანდაც ზუსტი ანგარიში მჭირდება - 4:0. ასევე ვეუბნები, რომ მაგალითად, პირველი ტაიმი 0:0 ან 1:1 უნდა დასრულდეს, ორი გოლი მაქსიმუმია, მთლიანობაში მატჩი კი, სიტყვაზე, 3:1, 4:0 ან 2:2" - ამბობს აზიელი ინფორმატორი.

სახალისოა ისიც, რომ თუ მოსყიდული ფეხბურთელი შეხვედრის დასაწყისში ყვითელ ბარათს მიიღებს, ეს იმის ნიშანია, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით იქნება და ის ბონუსად 5 ათას გირვანქას დაიმსახურებს.

ერთი სიტყვით, ყველა დეტალი გათვლილია, სხვადასხვა მინიშნება გაწერილია და მათი წყალობით დაკავებულ პირს რამდენიმე თამაშში გოლების რაოდენობა წინასწარ ზუსტად გამოუცნია.

დეტალური ინფორმაცია, ცხადია, ჯერ გასაიდუმლოებულია. სამართალდამცავები ინგლისის ფეხბურთის ასოციაციასთან ერთად გამოძიებას აგრძელებენ. საქმის გაფუჭება კრიმინალებს ძირიდან დაუწყიათ და მაგალითად, ცნობილია ის, რომ ქვედა ლიგაში თამაშის ჩაწყობა სულ რაღაც 50 ათას გირვანქადაა შესაძლებელი. მსაჯის მოსყიდვა ბრიტანეთში თურმე 20 ათასად ფასობს.

ჩაწყობა, ძირითადად, ყველაზე მარტივი ხერხით ხდება - მოსყიდული ფეხბურთელი ან ფეხბურთელები ეხმარებიან მეტოქეს გოლის გატანაში, რადგან ის შედეგი მიიღონ, რაც მათ დავალებული აქვთ. ყველაზე ადვილი ჩასაწყობი ე.წ. მეტ-ნაკლებობა, ანუ გოლების რაოდენობა ყოფილა.

ამჟამად საფეხბურთო მატჩების ჩაწყობასთან დაკავშირებით, მსოფლიოს მასშტაბით, 60-ზე მეტ ქვეყანაში მიმდინარეობს გამოძიება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ბრიტანეთში მატჩების ჩაწყობისთვის ფეხბურთელები დაიჭირეს [VIDEO]

ფოდენი რჩება - ინგლისელი "სიტისთან" ახალ კონტრაქტს გააფორმებს
ინტერესი MLS-იდან - სალაჰს კარიერის გაგრძელების ბევრი ვარიანტი აქვს
პირადი კონტრაქტი შეთანხმდა - ალისონი "ლივერპულიდან" წასვლაზე ერთ ნაბიჯშია
თანაბარი ტაიმის შემდეგ თსუ-მ ორბი დაამარცხა და სერიაში 1:0 დაწინაურდა
შევალიე ალისონის შემცვლელად - სატრანსფერო ექსპერტი ინფორმაციას ავრცელებს
"შავი ლომი" vs დიდი 10 XV | "შავი ლომის" დიდი უპირატესობით მეორე მატჩში
სასიამოვნო სიურპრიზი - ცნობილი გახდა, როდის დაბრუნდება მამარდაშვილი
MyHome-მა მომხმარებლებისთვის ფასების სტატისტიკის ახალი გვერდი დაამატა
"მილანმა" ნკუნკუ ტრანსფერზე დააყენა
U22 | ვსა-მ ვინგსს გადამწყვეტი მატჩი მოუგო და ფინალში რუსთავს შეუწყვილდა
პალმერს "ჩელსის" დატოვება და კარიერის "მანჩესტერ იუნაიტედში" გაგრძელება სურს
"კვარაზე" უარის მიღების შემდეგ, "არსენალმა" თვალი პსჟ-ს სხვა შემტევს დაადგა
შერმადინის 10 ქულა, 7 მოხსნა და "ტენერიფეს" მარცხი "რიტასთან" ნახევარფინალში
აზაროვის "შახტარი" კონფერენს ლიგის ნახევარფინალში დამარცხდა
ევროპა ლიგის ფინალში "ასტონ ვილა" და "ფრაიბურგი" გავიდნენ
18-წლამდე 7-კაცას ტურნირი "შევარდენზე"
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 2-1 სპაერი. ქეცბაიას პირველი საშინაო გამარჯვება
უსამართლობა. "ოქროს ბურთი 2026" - კვარაცხელიამ მხოლოდ ორი პოზიციით წაიწია წინ
უეფამ საუკეთესოდ რაისი აღიარა - კვარაცხელია სიმბოლურში შეიყვანეს
Opta ჯიუტად პირველ ჩვენებას აწვება - "არსენალი" პსჟ-ს მოუგებს
სეზონის MVP-ის ტიტულის მოგების მორიგი შანსი | შერმადინი ესპანეთის ლიგის 20 საუკეთესოს შორის მოხვდა
ქვიზი: გამოიცანი, ვინ გამოიმუშავებს ევროპულ კლუბებში ყველაზე მეტს
ფოდენი რჩება - ინგლისელი "სიტისთან" ახალ კონტრაქტს გააფორმებს