"მანჩესტერთან" 0:5-ის შემდეგ ლევერკუზენელთა სპორტული დირექტორი რუდი ფიოლერი იმდენად განრისხებული იყო, რომ თავი ვეღარ შეიკავა
თუკი მიუნხენის "ბაიერნი" ბუნდესლიგისა და ზოგადად, გერმანული ფეხბურთის იმიჯს მაღლა სწევს, ლევერკუზენის "ბაიერი" დაბლა ექაჩება.

ბუნდესლიგაში მეორე ადგილზე მყოფი "ლევერკუზენი" "მანჩესტერ იუნაიტედთან" სასტიკად შერცხვა - საკუთარ "ბაი არენაზე" 0:5 განადგურდა.

მატჩის შემდეგ ლევერკუზენელთა სპორტული დირექტორი რუდი ფიოლერი იმდენად განრისხებული იყო, რომ თავი ვეღარ შეიკავა და ტელეკომპანია "სქაის" პირდაპირ ეთერში ლამის ყვიროდა.

"ასეთი საზიზღარი თამაშის შემდეგ, რომელიც 0:5 წავაგეთ, მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსებზე საუბარი ძალიან ძნელი, მეტიც, უადგილო და სამარცხვინოა.

მერე რა, რომ ჩვენი მეტოქე დღეს ევროპის ერთ-ერთი გრანდი, თვით "მანჩესტერ იუნაიტედი" იყო - ასეთი ანგარიშით წაგების უფლება მაინც არ გვქონდა. ეს 0:5 "ლევერკუზენის" ისტორიაში შავ ლაქად დარჩება," - განაცხადა 53 წლის ფიოლერმა მატჩის შემდეგ.

მიუხედავად ასეთი მარცხისა, "ლევერკუზენს" ბოლო ტურისთვის მაინც შერჩა მერვედფინალში გასვლის შანსი. ამისათვის სამი ჰიიპიას გუნდმა ბოლო ტურში, "რეალ სოსიედადთან" სტუმრად, იმაზე მეტი ქულა უნდა აიღოს, ვიდრე დონეცკის "შახტარი" მოიპოვებს მანჩესტერში.

"ესპანეთში მოსაგებად უნდა ჩავიდეთ და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ფანებს ამ მარცხისთვის მოვუბოდიშოთ. თუმცა ჩვენი ბედი მხოლოდ ჩვენს ხელში აღარაა," - წუხს ფიოლერი.

"ლევერკუზენისა" და "იუნაიტედის" დაპირისპირებაში დაფიქსირებული 0:5 ფეხბურთის ისტორიისთვის ბევრი ფაქტორის გამოა მნიშვნელოვანი. როგორც იცით, ჩემპიონთა ლიგა 1992 წლიდან ტარდება.

გერმანულ კლუბს საკუთარ მოედანზე 0:5 აქამდე მხოლოდ ერთხელ ჰქონდა წაგებული - "ლევერკუზენამდე" ეს ბრემენის "ვერდერმა" 1994 წლის 30 მარტს, "პორტუსთან" "მოახერხა". საკუთარ მოედანზე კი გერმანულ კლუბს ევროტურნირებზე ამაზე დიდი სხვაობით აქამდე არასდროს წაუგია.

თავის მხრივ, "მანჩესტერ იუნაიტედმა" ჩემპიონთა ლიგაში სტუმრად პირველად მოიგო ამხელა სხვაობით. ინგლისური კლუბებიდან ეს რეკორდი აქამდე ლონდონის "ჩელსის" ეკუთვნოდა, რომელმაც 1999 წელს "გალათასარაი" სტამბულში ასევე 5:0 გაანადგურა.

ამასთან, "იუნაიტედი" გახდა პირველი ინგლისური კლუბი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში, გერმანიაში სამზე მეტი გოლი გაიტანა...

იხილეთ ვიდეო

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ჩემპიონთა ლიგა. V ტური. A ჯგუფი: დამცირებულნი და შეურაცხყოფილნი [VIDEO]

Zuka Berdzenishvili
"გერმანულ კლუბს საკუთარ მოედანზე 0:5 აქამდე მხოლოდ ერთხელ ჰქონდა წაგებული - "ლევერკუზენამდე" ეს ბრემენის "ვერდერმა" 1994 წლის 30 მარტს, "პორტუსთან" "მოახერხა". საკუთარ მოედანზე კი გერმანულ კლუბს ევროტურნირებზე ასეთი სხვაობით აქამდე არასდროს წაეგო." :| ა?
UEFA-მ ევროპული ტურნირების ფინალებზე მსაჯთა ვინაობა დაასახელა
Opta ჯიუტად პირველ ჩვენებას აწვება - "არსენალი" პსჟ-ს მოუგებს
[VIDEO] ენრიკეს და კარაგერის კონფლიქტი ამოიწურა - რა თქვა პსჟ-ის მწვრთნელმა არტეტაზე, რაზეც ლეგენდებმა ბევრი იცინეს
15-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა ერევნის განვითარების თასზე ასპარეზობა დაასრულა
ცნობილი გახდა, რატომ მიდის ალისონი "იუვენტუსში" - დეტალები გახმაურდა
ესპანური ეპოქა ქართულ ხელბურთში: ნაკრებს რუბენ გარაბაია უხელმძღვანელებს
საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
ალონსო თანახმაა - "ჩელსის" ესპანელი სპეციალისტი ჩაიბარებს?
სერხიო რამოსმა "სევილია" შეიძინა
UEFA-მ ევროპული ტურნირების ფინალებზე მსაჯთა ვინაობა დაასახელა
ალონსო თანახმაა - "რეალის" ყოფილი დამრიგებელი პრემიერ ლიგას უახლოვდება
ახლა უკვე თანახმაა - რანიერის იტალიის ნაკრების მწვრთნელობა სურს
"თუ საჭირო იქნება, მზად ვარ" - სუარესი შესაძლოა, 2026 წლის მუნდიალზე ვიხილოთ
[VIDEO] დუეების ემოციური საღამო - მამამ იტირა, შვილმა ძმაზე ემოციური კომენტარი გააკეთა
ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდა - "სპორტინგმა" "რიო ავეს" მოუგო
"ნაპოლი" სახლში "ბოლონიასთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 2-3 დინამო (თბ). მათე ბიჭის ახალი სუნთქვა
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 3-0 გაგრა. შეწყვეტილი მოუგებელი სერია და გზა ფსკერისკენ
კარში მამარდაშვილი, შეტევაში გაფურჩქვნის ასაკში მყოფი ბარკოლა - როგორი იქნება ინგლისური მედიის აზრით, გარდასახული "ლივერპული"
უკრაინის ნაკრების მწვრთნელს წინამორბედებზე ნაკლებ ხელფასს გადაუხდიან
[PHOTO/VIDEO] "მიდი, წინ" - როგორ გამოხატა ლუის ენრიკემ "ბარსელონას" მიერ "რეალის" დამარცხება
WU16 | საქართველოს ნაკრებმა უეფას განვითარების თასი მეორე ადგილზე დაასრულა
„ორბმა“ თსუ-ს საოცარი წამოწევა გაუცუდა და სერიაში წონასწორობა აღადგინა
გერმანიის ნაკრების მწვრთნელად შეიძლება ნაგელსმანი ან ზამერი დანიშნონ
ლიგა 1. მონაკო-პსჟ. გამოხმაურება: "ლუი მეორეზე" გუნდები უგვირგვინოდ დარჩნენ
"ვინც მე მენდო, ტიტულებით დაამთავრა" - ტენ ჰაგი "ლევერკუზენიდან" გათავისუფლებას გამოეხმაურა
ᓡᕐᓛ
ლევერკუზენი VS პსჟ - პსჟ კავანის გარეშეც ფავორიტია
პოსტეკოღლუმ შესაძლოა, "ლევერკუზენში" ტენ ჰაგი შეცვალოს
"ქალს საბანკო რეკვიზიტები ვთხოვე, შემდეგ კი..." - აი, ასე იძია ბონიფასმა შური
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
ლორან ბლანს დიდი თევზები არ უნდოდა
ტოპის მოსაზრება: "ლევერკუზენმა" პსჟ-სთან თამაშამდე წააგო
ლევერკუზენი-პსჟ 0:4 - პარიზი უკვე ცაშია [VIDEO]
[VIDEO] მძიმე მატჩი ლევერკუზენში - "არსენალმა" ჩემპიონთა ლიგაზე პირველი მატჩი ვერ მოიგო
რუდი ფიოლერი: "ლევერკუზენის" მიზანი ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრაა
ბერნდ ლენო "ნაპოლიში" არ გაუშვეს
"უნდა ვაღიაროთ, რომ "ბაიერნი" ევროპაში საუკეთესო კლუბია
პირველად, 2002 წლის და კლაუს ტოპმიოლერის შემდეგ