"მილანს" ორი ვიცე-პრეზიდენტი ეყოლება
"მილანმა" ზედიზედ ორი მატჩი მოიგო და ცოტა ამოისუნთქა - მასიმილიანო ალეგრის შეგირდებმა ჯერ "სელტიკი" გააკრეს ბეჭებზე, შემდეგ კი "კატანიაც" მიაყოლეს. თანაც, ლომბარდიელებმა ორივე შეხვედრა სტუმრად გამართეს და ორივე დამაჯერებლად მოიგეს. უმძიმესი კრიზისის დასრულებულად გამოცხადება ნაადრევია, მაგრამ ის კი ფაქტია, რომ გუნდი რაღაცას დაემსგავსა.

დიდი აურზაური...

სიცილიურ მატჩამდე სილვიო ბერლუსკონიმ სპეციალური განცხადება გაავრცელა და განმარტა, რომ ადრიანო გალიანი რჩება კლუბში და სულაც არ აპირებს პოლიტიკური კარიერის დაწყებას. "მილანის" პრეზიდენტის თქმით, ამიერიდან კლუბს ორი ვიცე-პრეზიდენტი ეყოლება: ადრიანო გალიანი და ბარბარა ბერლუსკონი. სენიორ ადრიანო უფრო სპორტული დირექტირის ფუნქციებით იქნება აღჭურვილი და სატრანსფერო-სასელექციო მიმართულებით იმუშავებს, ბარბარა კი ტექნიკურ-ფინანსურ საკითხებს მიხედავს.

არადა, სულ რამდენიმე დღის წინ გალიანი ჟურნალისტებს შეხვდა და განაცხადა, რომ "მილანის" დატოვებას აპირებდა და ეს ამბავი, სავარაუდოდ, "აიაქსთან" ჩემპიონთა ლიგის პაექრობის შემდეგ მოხდებოდა. ანუ ადრიანოს წასვლა ჰქონდა გადაწყვეტილი და მას აზრი შეაცვლევინეს... რა მოხდა ასეთი და საერთოდ, როგორ ვითარდებოდა მოვლენები "მილანის" კულუარებში? - ეს თემა იტალიურ სპორტულ მედიაში დეტალურად გაშალეს.

გალიანი VS ბარბარა

სანამ გალიანი "მილანიდან" წასვლის შესახებ გააკეთებდა განცხადებას, საქმიანი შეხვედრა ჰქონდა ბარბარა ბერლუსკონისთან, სადაც მოხდა კიდეც ცხარე კამათი... ჩვენი აპენინელი კოლეგების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბარბარამ გალიანის სატრანსფერო პოლიტიკა გააკრიტიკა და ცვლილებების აუცილებლობაზე ჩამოაგდო სიტყვა.

გალიანიმ შეხვედრა ნაადრევად დატოვა და ჟურნალისტებს ცხელ გულზე გადაეყარა - სწორედ მაშინ გაკეთდა ეს კომენტარი:

"შემიძლია დავადასტურო, რომ კლუბიდან მივდივარ და სავარაუდოდ, ეს "აიაქსთან" შეხვედრის შემდეგ მოხდება. მივიღებ თუ არა კომპენსაციას? - ამას არ აქვს მნიშვნელობა და ამ ეტაპზე ვერც პასუხს გაგცემთ. მე ვრჩები "მილანის" თავგადაკლულ გულშემატკივრად და არც ერთ შემთხვევაში არ ვიმუშავებ სხვა კლუბში".

გალიანის განცხადებას უდიდესი აჟიოტაჟი მოჰყვა - სოციალური ქსელის საშუალებით, "მილანის" ტიფოზებმა გალიანის გამოსამშვიდობებელი წერილები უძღვნეს და არც ფოტოები დაუკლიათ. არაერთმა ცნობილმა პერსონამ გააკეთა კომენტარი და ბუნებრივია, ყველამ მის უდიდეს პროფესიონალიზმს გაუსვა ხაზი. ჩატარდა არაერთი გამოკითხვა - მაგალითად, გალიანის 10 საუკეთესო ტრანსფერის გამოსავლენად და ა.შ. თუმცა...

დიდი შერიგება

ამ ამბებმა სილვიო ბერლუსკონის გარეშე ჩაიარა და რა გასაკვირია, რომ პრეზიდენტმა არეული საქმის დალაგება განიზრახა. გალიანის განცხადებიდან მეორე დღეს "მილანის" ოფისში დიდი შერიგება შედგა - შეხვედრას ადრიანო გალიანი, ბარბარა ბერლუსკონი, არიედო ბრაიდა, დირექტორთა საბჭოს რამდენიმე წარმომადგენელი და თავად სილვიო ესწრებოდნენ.

მოლაპარაკებამ კონსტრუქციულად ჩაიარა და მხარეები შეთანხმდნენ იმაზე, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ - "მილანს" ორი ვიცე-პრეზიდეტი ეყოლება. ეს იქნება ერთგვარი კოაბიტაცია, რომელმაც კლუბი კრიზისიდან უნდა გამოიყვანოს. სილვიო ბერლუსკონის თქმით, ამიერიდან ისიც აქტიურად ჩაერთვება კლუბის საქმეებში:

"ყველაფერი რიგზეა და თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ადრიანო გალიანი კლუბიდან არ მიდის. მისი გამოცდილება ფასდაუდებელია და ის კვლავაც ჩვენთან გააგრძელებს მოღვაწეობას. მენეჯმენტში გარკვეული ცვლილებები მოხდება და ეს ნორმალური პროცესია. ტექნიკურ და ფინანსურ საკითხებს ბარბარა მიხედავს, რადგან მას ეს საქმე კარგად გამოსდის.

აქვე, მინდა გამცნოთ, რომ ამიერიდან, გაცილებით აქტიურად ჩავერთვები კლუბის საქმეებში და შევეცდები, პირადად მოვაგვარო ბევრი აქტუალური საკითხი. "მილანი" ერთი ოჯახია, ასე იყო, არის და იქნება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

იტალია. სერია A. XIV ტური: გალიანი რჩება, "მილანი" იგებს

3 წელი საუდის არაბეთში ყოფნის შემდეგ - კესი სავარაუდოდ, იტალიაში დაბრუნდება
პრეზიდენტმა იბრაჰიმოვიჩის ვარიანტი დაბლოკა - "მილანს" სავარაუდოდ, გლასნერს ჩააბარებენ
"ფიორენტინამ" ვანოლი გაუშვა და მალე გროსოს დანიშნავს
"შავი ლომი" | შეცვლილი შემადგენლობით "სუზუკი გრიქასთან"
კაზემირო და მესი ერთად - ბრაზილიელი მაიამის "ინტერში" გადადის
3 წელი საუდის არაბეთში ყოფნის შემდეგ - კესი სავარაუდოდ, იტალიაში დაბრუნდება
კიდევ 1 სეზონი დარჩა - ჟირუ მომავალ სეზონშიც "ლილში" ითამაშებს
თოფურია "რეალის" მწვრთნელად მოურინიოს დანიშვნას მოუთმენლად ელის
ქართველი მსაჯები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევის მატჩს განსჯიან
Aprilia Tuareg 660-ის გამარჯვება Bajas European Championship-ზე
ახალი კონტრაქტი პაჩოს - ეკვადორელი პსჟ-ში რჩება
“ნაპოლი” “ბენფიკას” ნახევარმცველის ტრანსფერით ინტერესდება
კუკურელიას "ბარსელონაში" დაბრუნება სურს
კვლავ მოკვეთილები არიან - რუსები ევროსარბიელზე არც მომდევნო სეზონში იქნებიან
რას აპირებს შევალიე - პსჟ-ის მეკარის მომავალზე ახალი ინფორმაცია ვრცელდება
ვლაჰოვიჩის შემცვლელი - "იუვენტუსი" ახალ ფორვარდს იმატებს
"ფეიენოორდმა" ვან პერსი გაათავისუფლა
როგორია ერიქსენის ჯანმრთელობის მდგომარეობა - ექიმმა განცხადება გააკეთა
ყველაფერი მსოფლიოზე: ფავორიტები, დრო, სენსაციის მოლოდინი და პსჟ-ის ფეხბურთელები
7-კაცამ ალგარვეში მხოლოდ ფინალი დათმო
7-ქალა მაკარსკაში მეექვსე ადგილს დასჯერდა
"ვინც დაგვცინოდით, ახლა სად ხართ?" - ვილიამ სალიბა
ვლაჰოვიჩი "იუვენტუსს" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს
ადრიანო გალიანი და ბარბარა ბერლუსკონი "მილანს" ტოვებენ
"ბარსელონამ" უარყო - პოლ პოგბას შეძენა არ გვინდოდა
"მონცას" ფეხბურთელებმა ბერლუსკონის მეძავებით სავსე ავტობუსი მოსთხოვეს
გალიანი: "მონცას" მიზანი სერია A-ა, მისაბაძი მოდელი - "ატალანტა"
ადრიანო გალიანი: მე და კაპელო მაგრად დავთვერით და ჩემპიონთა ლიგის თასი ნაგვის ურნაში ვიპოვეთ
არიედო ბრაიდა: "ნაპოლის" ორი ფენომენი ჰყავს, მაგრამ იმედია, "კრემონეზე" ისევ დაამარცხებს
"ბერლუსკონიმ მითხრა, რომ პოზიცია უნდა შემეცვალა, რაზეც "მილანის" მაშინდელ მწვრთნელს მოვუყევი და მიპასუხა, რომ..."' - პატომ "როსონერის" ყოფილ პრეზიდენტზე ისტორია მოჰყვა
"მადლობა, პრეზიდენტო!" - კალაძე ბერლუსკონის გარდაცვალებას ეხმაურება
"მილანის" ოჯახში ახალი წევრები არიან - ბერლუსკონიმ კლუბის აქციათა 48% გაყიდა
ბერლუსკონი ფეხბურთელებს მეძავებით სავსე ავტობუსს დაჰპირდა
გლასნერი ან სლოტი - "მილანს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ორი კანდიდატურა ჰყავს
"მილანმა" შესაძლოა Fly Emirates-ს თავისი ახალი სტადიონისთვის სახელის დარქმევის უფლება მიჰყიდოს
ადრიანო გალიანი: ვშიშობ, "სან სიროზე" 80 000 მაყურებელს ვეღარ ვიხილავ
"მილანს" "კრისტალ პალასი" არჩია - ირაოლამ "როსონერის" შეთავაზება იუარა
საით მიჰყავს სილვიო ბერლუსკონის "მილანი"?
"კალაძეს, როგორც ფეხბურთელს და ადამიანს, დიდ პატივს ვცემ; საზონოვზე გეტყვით, რომ..." - არიედო ბრაიდა ქართულ-იტალიურ ტრანსფერებზე
მასიმილიანო ალეგრიმ შესაძლოა "ბარსელონა" გაწვრთნას
არც კოშტა და არც სვილარი - პსჟ იტალიელ მეკარეს დაიმატებს
როგორი იქნება "მილანის" ახალი სახლი
"მილანის" ძველი სპონსორი და ახალი სტადიონი
მორიგი უარი “მილანს” - “როსონერის” ჩაბარება არც ხავიმ ისურვა
ბერლუსკონისა და გალიანის "მონცა" პირველად გადავიდა სერია B-ში
ბრაიდა კვარაცხელიაზე: ნომერ პირველმა ფეხბურთელმა ნომერ პირველი ანაზღაურება უნდა მიიღოს, ასეთია წესი
"ბარსელონას" სპორტული დირექტორი: "რეალთან" მატჩში ჩვენ "ნაპოლის" ვუქომაგებთ
ადრიანო გალიანი სავარაუდოდ, "მილანში" დაბრუნდება
პრეზიდენტმა იბრაჰიმოვიჩის ვარიანტი დაბლოკა - "მილანს" სავარაუდოდ, გლასნერს ჩააბარებენ
ადრიანო გალიანი: ტევესი-იბრაჰიმოვიჩის ტანდემზე ვოცნებობდი
მარიო ბალოტელი იტალიაში ყოფილ გუნდში დაბრუნდება
"მონცამ" "იუვეს" ისევ მოუგო - ბერლუსკონიმ ფეხბურთელებს მეძავები უნდა დაახვედროს
"ახალი გამოწვევის დროა" - ლეაომ "მილანის" დატოვების სურვილი გამოთქვა