სუპერლიგის მე-8 ტური დიდსხვაობიანი მატჩით დასრულდა
სუპერლიგის მე-8 ტური დიდსხვაობიანი მატჩით დასრულდა. ჩემპიონატის ლიდერმა "დინამომ" ერთ-ერთი აუტსაიდერი "ოლიმპი" 44 ქულით გაანადგურა. ირაკლი ხოშტარიას გუნდმა ოლიმპელები არ დაინდო და 104:60 დაამარცხა.

როგორც ანგარიშიდან ჩანს, დინამოელებს "ოლიმპთან" არ გასჭირვებიათ. ან როგორ გაუჭირდებოდათ, როცა ხოშტარიას გუნდი დაუმარცხებელია, ოლიმპელებს კი მიმდინარე სეზონში ერთადერთი გამარჯვება აქვთ მოპოვებული. პირველი მეოთხედი ფავორიტმა 12 ქულით მოიგო, დიდი შესვენების შემდეგ კი საკუთარი უპირატესობა 22 ქულამდე გაზარდა.

მატჩში გამარჯვებულის ვინაობის გარკვევა საჭირო აღარ იყო, "დინამომ" შეხვედრის ბედი ნაადრევად გადაწყვიტა და მეორე ტაიმში ლაღი კალათბურთი გაჩაღდა. ეს უფრო დინამოელებზე ითქმის, რომლებმაც ბოლო მეოთხედში კიდევ ერთი მძიმე დარტყმა აგემეს "ოლიმპს" და პერიოდის 32:7 მოგების შემდეგ ამ უკანასკნელს გამანადგურებელი მარცხი აგემა.

დინამოელთაგან 10-ქულიანი ბარიერი 6-მა კალათბურთელმა დაძლია, რომელთაგან საუკეთესო შედეგი - 22 ქულა და 12 მოხსნა - ქიან კარტერმა დააფიქსირა. ორმაგი დუბლი კიდევ ორმა კალათბურთელმა გაიფორმა: სტივენ მილოშევიჩმა თავი 16 ქულას და 13 მოხსნაც მოუყარა, ხოლო გიორგი გამყრელიემ პირად ანგარიშზე 14 ქულა და 10 პასი ჩაიწერა."ოლიმპში" 15-15 ქულა მოაგროვეს ირაკლი გულისაბედაშვილმა და გიორგი ხანიაშვილმა.

"დინამოს" 7 მატჩიდან 7 გამარჯვება აქვს და უკვე გადაწყვეტილია, რომ პირველ წრეს ცხრილის სათავეში დაასრულებს. პირველი წრის ბოლო ტური 13 და 14 დეკემბერს გაიმართება.

07.12.13, 18:00

ოლიმპი-დინამო 60:104

ოლიმპი 10 15 28 7 60

დინამო 22 25 25 32 104

მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

ირაკლი ხოშტარია ("დინამოს" მთავარი მწვრთნელი): "შედეგი კარგი და სასიხარულოა, რომ წაუგებელ სერიას ვაგრძელებთ. დღეს ფავორიტებად ვითვლებოდით და ალბათ შედეგიც ლოგიკური იყო. არ ველოდი თუ მეტოქე ზონას ითამაშებდა, ვაკვირდები მოწინააღმდეგეს და საერთოდ ზონას არ თამაშობს ხოლმე. ვიცოდი, რომ მათი შანსი სწრაფი შეტევები იქნებოდა. ამან შედეგი გამოიღო და გადავწყვიტე გამეძლიერებინა შემადგენლობა. მიუხედავად მეტოქის პატივისცემისა, დღეს მინდოდა, მომავალი შეხვედრისთვის მოვმზადებულიყავით".

დავით თორთლაძე ("ოლიმპის" მთავარი მწვრთნელი): "დინამო" ჩემპიონატის მთვარი ფავორიტია და მათ წინააღმდეგ შანსები არ გვქონია. ძალიან კარგია, რომ მთელი ძალით გვეთამაშა და მადლობას ვეტყვი ამისთვის. ახალგაზრდებმა გაიგეს, რას ნიშნავს ძლიერ მეტოქესთან თამაში. ჩვენც ჩვენი ამოცანები გვაქვს გადასწყვეტი, პლეი ოფში გასასვლელად ვიბრძვით. მომდევნო მატჩი ორივე გუნდს უშუალო კონკურენტებთან გვაქვს და დღევანდელი თამაში კარგი გაკვეეთილი იქნება".

ზვიად ანთაძე ("დინამო"): "ბოლომდე დავიხარჯეთ და მწვრთნელის დავალებები ზუსტად შევასრულეთ. რაც შეეხება მეტოქეს, "ოლიმპი" ახალგაზრდა გუნდია და მომავალში წარმატებებს ვუსურვებ".

გიორგი ხანიაშვილი ("ოლიმპი"): "ვულოცავ მოწინააღმდეგეს მოგებას. როგორც შეგვეძლო ვითამაშეთ და მაქსიმალურად დავიხარჯეთ. ჩვენი უშუალო კონკურენტი რუსთავია და მათ წინააღმდეგ სათამაშოდ ვემზადებით".

წყარო: superleague.ge

ბათუმმა თსუ ფანტასტიკურ ფინალში დაამარცხა და საქართველოს ჩემპიონი გახდა!
"ბათუმის" გამარჯვება ქომაგების ოვაციების ფონზე და აჭარლები ჩემპიონობას მიუახლოვდნენ
"ბათუმმა" ფინალურ სერიაში ანგარიში გაათანაბრა და მოედნის უპირატესობა მოიპოვა
ოფიციალურად - მოურინიო "რეალში" დაბრუნდა
ნიონში გოგონათა ასაკობრივი გუნდების წილისყრა გაიმართა
მიულერს მსოფლიო ჩემპიონატზე რონალდოს და მესის წარმატებულად ასპარეზობის არ სჯერა
[VIDEO] NBA-ის ფინალების ისტორიაში ყველაზე დიდი ქამბექი - "ნიქსმა" 29-ქულიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა
"მანჩესტერ სიტიმ" "ნოტინგემს" ნახევარმცველში 121 მილიონი შესთავაზა
სუპერთასი 2026 | მატჩების თარიღები ცნობილია
[VIDEO] SOS. "ჯვაროსნებს" სიფრთხილე მართებთ - უნგრეთში ციდან მოედანზე კამერები ცვივა
"შავი ლომი" | "ქარი ქაფის" ჩემპიონმა გვაჯობა
დავით ბოლღაშვილის "მონაკომ" ფედერალ 1-ში დაბრუნება იზეიმა!
„აი, რატომ მიყვარს FIFA-ს მსოფლიო თასი“ - McDonald’s საქართველომ FIFA World Cup 2026-ის კამპანია დაიწყო
20 წ. | ვარსკვლავთცვენა თბილისისა და ქუთაისის სარაგბო სტადიონებზე
აზარი: ფავორიტად რომ არ მიგვიჩნევენ, უფრო მშვიდად თამაშის საშუალებას მოგვცემს
ანტმანი: შეგვიძლია ვიამაყოთ, რომ კარგი თაობა მოდის
კიდევ ერთი ქართველი UFC-ში - ჩოხელი სადებიუტო ბრძოლას 21 ივნისს გამართავს
"მამარდა" "იუვენტუსში" გამოირიცხა - "ბიანკონერიმ" ემილიანო მარტინესთან კონტრაქტი შეათანხმაა
"ხვიჩას გამო, მსოფლიო ჩემპიონატზე ამ ნაკრებს ვუქომაგებ" - ზაზა ჯანაშია
პერესმა წინასაარჩევნო დაპირება ვერ შეასრულა - "ატლეტიკომ" 150-მილიონიანი წინადადება დაბლოკა
"მოდის სექტემბრის მატჩები და გუნდს ვერ ვხედავ. მხოლოდ ერთი მაგარი მოთამაშე გვყავს" - გუცაევმა ნაკრებზე ისაუბრა
[VIDEO] შენგელიას 14 ქულა - "ბარსელონამ" "ტენერიფე" დიდი ანგარიშით დაამარცხა
კაზემირო და მესი ერთად - ბრაზილიელი მაიამის "ინტერში" გადადის
"ქუთაისმა" "ოლიმპი" ისევ ბოლო წამებზე დაამარცხა
"კავკასიამ" და "რუსთავმა" იმარჯვეს და სუპერლიგის ლიდერ "ოლიმპს" გაუთანაბრდნენ
"ნაპოლიმ" "დინამოს" წერილი მისწერა, რომ..." - კვარაცხელიას იტალიური თავგადასავალი იწყება, ხვიჩა ნეაპოლში მიფრინავს!
"ქუთაისმა" ფინალური სერია გამარჯვებით გახსნა
სუპერლიგა. "იუვენტუსმა" ნეიტარლური პოზიცია დაიკავა
სუპერლიგის XV ტური დასრულდა | "ბათუმმა" "თელავი" დაამარცხა
"დინამოსთან" მატჩამდე 2 კვირით ადრე "სლოვანმა" "მილანის" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
"დინამოს" ჩვენზე 50-ჯერ მეტი ბიუჯეტი აქვს! ქართულ გიგანტს ვეთამაშეთ..." - რა თქვა "მონრარის" აღფრთოვანებულმა მწვრთნელმა ისტორიული გამარჯვების შემდეგ
სულაქველიძე შესაძლოა, რუსეთიდან წავიდეს - ახალგაზრდა ფეხბურთელს სლოვაკეთში ეპატიჟებიან
ევროსასამართლომ განაჩენი გამოიტანა - როდის მიიღებს პერესი სუპერლიგის შექმნაზე თანხმობას?
სუპერლიგა. კატასტროფის წინაშე - "ნაპოლი" შეიძლება მწარედ დასაჯონ
სპალეტი: ბოდიშს ვიხდი, მაგრამ სიტუაცია საგანგაშოა
ოლიმპმა ქუთაისი დაამარცხა და სუპერლიგის ლიდერს გაუთანაბრდა
"დინამოს" ფეხბურთელმა "მონრართან" მატჩში რეკორდი დაამყარა
"ნაპოლის" სუპერლიგაში ასპარეზობა სურს, ევროპული ფეხბურთი გახლეჩის პირასაა - დამარცხებული სასიკვდილო დარტყმას მიიღებს
"ქუთაისი 2010" საქართველოს ჩემპიონი მეორედ გახდა
"წიტაიშვილმა "დინამო" ძალიან ულამაზოდ დატოვა, მაქვს ინფორმაცია, რომ..." - უკრაინელი ჟურნალისტი ქართველი ფეხბურთელისა და ლუჩესკუს საუბარზე ჰყვება
"ქუთაისმა" "ოლიმპს" კვლავ მოუგო და სუპერლიგის ჩემპიონობას მიუახლოვდა