რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ლეილა აფციაურმა 11 დეკემბერს 2013 წლის საუკეთესო სპორტსმენები და მწვრთნელები დააჯილდოვეს
რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ლეილა აფციაურმა 11 დეკემბერს 2013 წლის საუკეთესო სპორტსმენები და მწვრთნელები დააჯილდოვეს და საჩუქრად სპორტული ტანსაცმელი გადასცეს.

"დღეს დავაჯილდოვეთ ახალგაზრდები, რომლებმაც ევროპის ჩემპიონატებზე გვასახელეს და მესამე საპრიზო ადგილები მოიპოვეს.

მე ვულოცავ როგორც სპორტსმენებს, ასევე მათ მწვრთნელებს. მინდა აღვნიშნო, მიუხედავად იმისა, რომ სპორტული ინფრასტრუქტურა კრივსა და ჭიდაობაში რუსთავში არცთუ ისე სახარბიელო მდგომარეობაშია, მათ ასეთ კარგ შედეგს მიაღწიეს და ეს სწორედ დაუღალავი შრომის ფასად გახდა შესაძლებელი," - განაცხადა რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ.

2013 წლის საუკეთესო სპორტსმენები და მწვრთნელები რუსთავის სასპორტო სკოლების გაერთიანებამ წლის განმავლობაში ნაჩვენები სპორტული შედეგების მიხედვით გამოავლინა.

2013 წლის საუკეთესო სპორტსმენები ევროპის პრიზიორები: მოჭიდავე ალექსანდრე კილაძე და მოკრივე უჩა მაისურაძე გახდნენ. წლის მწვრთნელებად კი ედუარდ მარდანოვი და რეზო მაღრაძე დასახელდნენ.

ალექსანდრე კილაძე ევროპის ჩემპიონატის პრიზიორი თავისუფალ ჭიდაობაში გახდა, მონტენეგროში გამართულ ევროპირველობაზე ბრინჯაოს მედალს 46 კილოგრამ წონით კატეგორიაში დაეუფლა.

რუსთაველმა სპორტსმენმა ჩემპიონატზე საქართველოს ჭაბუკთა ნაკრების ღირსება დაიცვა. უჩა მაისურაძე ევროპის ჩემპიონატის პრიზიორი კრივში გახდა. პირველობა რუსეთში გაიმართა, სადაც მაისურაძე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. ანაპაში ჩატარებულ ევროპირველობაზე სულ ცხრა ქართველი მოკრივე წარსდგა, მედლის მოპოვება კი ოთხმა სპორტსმენმა მოახერხა.

ალექსანდრე კილაძე და უჩა მაისურაძე 2013 წელს ევროპის პირველობამდე არაერთი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულებიც გახდნენ.

"ლიონმა" ფეხბურთელების გაშვება დაიწყო - მორეირა ბუნდესლიგაში გადავიდა
საიბარის კარგი პერიოდი აქვს - ბრაზილიას გაუტანა და ახლა "ბაიერნში" გადავიდა
დემიკელისი ბუნდესლიგაში მიდის - მისი ახალი გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს
ოფიციალურად: ბერნარდო სილვა "რეალის" ფეხბურთელია
ნებისმიერ შემთხვევაში წავა - მუნდიალის შემდეგ პორტუგალიის ნაკრებს ახალი მწვრთნელი ეყოლება
უკვე მესამე მცველი დაიმატეს - "ტოტენჰემი" საგრძნობლად ძლიერდება
"ლიონმა" ფეხბურთელების გაშვება დაიწყო - მორეირა ბუნდესლიგაში გადავიდა
"ის, წარმოუდგენელია, ენა ჩამივარდა!" - სკალონიმ ალჟირთან მატჩის შემდეგ, მესიზე ისაუბრა
ოფიციალურად: ქართველებისთვის ნაცნობი "სლოვანი" იაია ტურეს ჩააბარეს
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 3-1 სპაერი. პირველად ამ სეზონში...
პსჟ-ს ნახევარმცველმა "ბაიერნის" და "ჩელსის" შეთავაზებები უარყო
მოურინიოს ინიციატივით - ბერნარდო სილვამ "რეალთან" კონტრაქტი გააფორმა
19-წლამდელთა წილისყრა ნიონში
"რეალმა" რიუდიგერს კონტრაქტი გაუგრძელა
დიდი ბრძოლა ტონალისთვის - იტალიელის ხელში ჩაგდებას ერთდროულად სამი ინგლისური გუნდი ცდილობს
რამოსი, ინიესტა, მაკგრეგორი და სხვები - ლეგენდარულმა სპორტსმენებმა ილია თოფურია გაამხნევეს
მესამე მუნდიალი სამწვრთნელო კარიერაში - ტუნისის თავკაცი რენარი გახდა
"ეს აღარასდროს მოხდება!" - UFC-ის პრეზიდენტმა Freedom 250-ის დასრულების შემდეგ, მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა
ისტორია სრულდება - გილერმო ოჩოა ფეხბურთიდან მიდის
ტრანსფერის ალბათობა მაღალია - მომდევნო სეზონიდან მიქაუტაძემ შესაძლოა, უკრაინის ნაკრების ფორვარდთან ერთად შეუტიოს
ოფიციალურად: "კრისტალ პალასს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
[VIDEO] 4-გოლიანი თრილერი - ირანმა და ახალმა ზელანდიამ ქულები გაიყვეს
[VIDEO] არაუხომ ურუგვაის ნაკრები საუდის არაბეთთან მარცხისგან იხსნა