ხარჯებზე ლიმიტი შემოდის
პარიზში გაიმართა ფორმულა 1-ის სტრატეგიული ჯგუფისა და კომისიის სხდომა, რომელზეც წესებში რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება მიიღეს.

დანახარჯების ლიმიტი

მიღებულია გადაწყვეტილება ფორმულა 1-ის გუნდებისთვის დანახარჯების ლიმიტის დაწესების შესახებ. ახალი წესი 2015 წლის იანვრიდან შევა ძალაში. ამ გადაწყვეტილების რეალიზაციისთვის შეიქმნება სამუშაო ჯგუფი. მასში შევლენ ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენლები და გუნდების ხელმძღვანელები. სამუშაო ჯგუფის ამოცანაა - შეიმუშაოს დაწვრილებითი პროცედურა ამ წესის ასამუშავებლად.

საბურავის ტესტები ბაჰრეინში

უსაფრთხოების გაზრდის ინტერესებიდან გამომდინარე, ფორმულა 1-ში დათანხმდნენ სპორტული რეგლამენტის შეცვლას. კერძოდ, ნება დართეს "პირელის", ჩაატაროს საბურავების სამდღიანი ტესტები ბაჰრეინში 2013 წლის 17-19 დეკემბერს. ყველა გუნდი მიწვეულია ტესტებზე და ექვსმა მათგანმა უკვე განაცხადა თანხმობა: "რედ ბულმა", "მერსედესმა", "ფერარიმ", "მაკლარენმა", "ფორს ინდიამ" და "ტორო როსომ".

პილოტების ნომრები

მრბოლელებს შესთავაზეს ნომრის არჩევა 2-დან 99-მდე. თითოეული პილოტი არჩეული ნომრით მთელი კარიერა იასპარეზებს. პირველი ნომერი ეკუთვნის მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს, თუ, რა თქმა უნდა, ის დათანხმდება მის გამოყენებას. თუ ერთ რომელიმე ნომერზე რამდენიმე პილოტს ექნება პრეტენზია, პრიორიტეტი მიენიჭა იმას, ვინც უფრო მაღალი ადგილი დაკავა წინა ჩემპიონატში.

ახალი ჯარიმები

2014 წლიდან მოყოლებული, უმნიშვნელო დარღვევებისთვის პილოტებს მიენიჭებათ 5-წამიანი ჯარიმა. საერთაშორისო ფედერაციამ გუნდებთან ერთად უნდა განიხილოს ამ სიახლის გამოყენების წესი.

ქულები ფინალური რბოლისთვის

სეზონის ფინალურ რბოლაში პილოტები და გუნდები ორმაგ ქულებს მიიღებენ. ეს წესი მიმართულია იმისთვის, რომ ჩემპიონატმა ინტერესი სეზონის ბოლომდე შეინარჩუნოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ჟან ტოდტი ისევ პრეზიდენტია

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
7-კაცამ ალგარვეში მხოლოდ ფინალი დათმო
7-ქალა მაკარსკაში მეექვსე ადგილს დასჯერდა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - იაპონია
შენგელიას 12 ქულა და "ბარსა" ნახევარფინალშია, სადაც შერმადინის "ტენერიფეს" შეხვდება
"მგონია, რომ ამნეზიით იტანჯებიან" - მბაპე გაკვირვებულია
7-ქალამ ალაფა ორი მოგებით გახსნა
ლევან კორღალიძემ "დილა" დატოვა
ნიკა ამაშუკელი - სამი კვირით არგენტინაში
საბა ხარებაშვილი 19-წლამდელებს შეუერთდება
ფლიკი იაკობიშვილს პერსპექტიულ მეკარედ თვლის - დარჩება "ბარსელონაში"?
მერკვილაძის 15 ქულა ფინალური სერიის პირველ მატჩში
ბასილაშვილმა ბალახის სეზონი მარცხით დაიწყო
"ბეშიქთაში", რომელსაც დავითაშვილს უკავშირებენ, იტალიანოს ჩააბარეს
FIFA-მ მსოფლიო ჩემპიონატზე ვუვუზელას გამოყენება აკრძალა
პრეზიდენტმა იბრაჰიმოვიჩის ვარიანტი დაბლოკა - "მილანს" სავარაუდოდ, გლასნერს ჩააბარებენ
"ფიორენტინამ" ვანოლი გაუშვა და მალე გროსოს დანიშნავს
საშინაო შეხვედრებს არ დაესწრებიან - "ლაციოს" ფანებმა საყვარელ კლუბს ბოიკოტი გამოუცხადეს
"ჯანდაბას ფული" - სლუცკი თმახუჭუჭა ვერ გახდა
ვლაჰოვიჩი "იუვენტუსს" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს
ოფიციალურად: "აიაქსს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს