კარლო ანჩელოტის "სიტისთან" რანდევუ არ უნდა
სამშაბათს "რეალმა" "კოპენჰაგენს" განსაკუთრებული პრობლემის გარეშე, 2:0 მოუგო და ჯგუფური ეტაპი 16 ქულით დაასრულა. პირველი ადგილის დაკავებით კმაყოფილი იყო კარლო ანჩელოტი:

"საკმაოდ რთული მატჩი გვქონდა და კარგია, რომ ფეხბურთელებმა კონცენტრაცია არ დაკარგეს და ბოლომდე იბრძოლეს. მადრიდის "რეალის" მაისურის ტარება ყველა ფეხბურთელისთვის მოტივაციის წყაროა - ის იმის გარანტიაა, რომ მოთამაშეები თითოეულ შეხვედრაში შესაძლებლობების მაქსიმუმს გამოავლენენ".

იტალიელმა სპეციალისტმა ასევე მომავალ მეტოქეებზე ისაუბრა და ყველაზე მეტად "მანჩესტერ სიტისთან" შეხვედრა არ ისურვა:

"ჯგუფებში მეორე ადგილზე გასულ გუნდებს შორის ყველაზე ძლიერი "მანჩესტერ სიტია". იმედია, კენჭისყრაში გაგვიმართლებს, თუმცა, რაც არ უნდა მოხდეს, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ აღებული გეზიდან არ გადავუხვიოთ და თანდათან უფრო უკეთ ვითამაშოთ," - განაცხადა ანჩელოტიმ.

დანიის დედაქალაქში გამართულ შეხვედრაში რამდენიმე მნიშვნელოვან მოვლენას ჰქონდა ადგილი. მიუხედავად იმისა, რომ "სამეფო კლუბს" არა მხოლოდ ჯგუფიდან გასვლა, არამედ პირველი ადგილიც განაღდებული ჰქონდა, ანჩელოტიმ სათამაშოდ ძირითად შემადგენლობას უხმო. სასტარტო თერთმეტეულში იყო კრიშტიანო რონალდოც, რომელიც განსაკუთრებით მონდომებული გახლდათ - ერთი გოლი და პორტუგალიელი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის რეკორდს დაამხობდა.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე 8 გოლზე მეტი აქამდე არავის გაეტანა, 8 ბურთი კი ფილიპო ინძაგის, ერნან კრესპოს და რუუდ ვან ნისტელროის გაუტანიათ. წელს ამ ლეგენდარული ფორვარდების შედეგი რონალდომ და იბრაჰიმოვიჩმა გაიმეორეს, თუმცა შვედს "ბენფიკასთან" არ უთამაშია. ასე რომ, რჩებოდა მხოლოდ რონალდო... და მანაც რეკორდი შეხვედრის 48-ე წუთზე დაამყარა, როდესაც პეპეს თავით გაკეთებულ გადაცემას გამოეხმაურა და ანგარიში 2:0 გახადა.

გარდა იმისა, რომ კრიშტიანომ ჯგუფში მეცხრე გოლი გაიტანა, "რეალისთვის" ეს ბურთი მე-20 იყო, რაც "მანჩესტერ იუნაიტედის" (1998/99) და "ბარსელონას" (2011/12) რეკორდის გამეორებას ნიშნავდა. შეხვედრის ბოლო წუთზე "რეალს" 21-ე გოლის გატანის შანსიც ჰქონდა, მაგრამ რონალდომ პენალტი ვერ გამოიყენა - მეკარემ აუღო.

"დღეს რამდენიმე ეპიზოდში არ გამიმართლა, მაგრამ მაინც კმაყოფილი ვარ, რადგან გუნდმა იმარჯვა, მე კი რეკორდი დავამყარე. რა თქმა უნდა, გოლის გატანაზე ვფიქრობდი და მიხარია, რომ ეს მოვახერხე, მაგრამ ამაზე მნიშვნელოვანი გუნდის წარმატებაა. ჩვენ გვინდა, რომ ამ სეზონში ყველა ის ტიტული მოვიგოთ, რომლისთვისაც ვიბრძვით," - განაცხადა მატჩის შემდეგ რონალდომ.

ჰო, კინაღამ დაგვავიწყდა, რომ ეს "რეალის" მეორე ბურთი "სამეფო კლუბისთვის" ჩემპიონთა თასზე გატანილი მე-800 გოლი იყო. ასე რომ, 28 წლის ფეხბურთელმა საკუთარი გვარი მადრიდული კლუბის ისტორიაში ამ კომპონენტშიც ჩაწერა.

ისტორიული იყო ლუკა მოდრიჩის გოლიც. ხორვატმა ანგარიში პირველ ტაიმში გახსნა, რაც ნიშნავდა იმას, რომ "რეალმა" ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ 31-ე შეხვედრაში გაიტანა, რაც ასევე რეკორდია.

იკერ კასილიასმა კი ნათამაშები წუთების მიხედვით რაულს (8 050) გადაასწრო და პირველ ადგილზე გადავიდა. მომდევნო პოზიციებზე არიან: რობერტო კარლოსი (7 464), გარი ნევილი (6 838), და ოლივერ კანი (6 685)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ჩემპიონთა ლიგა. VI ტური. B ჯგუფი: სეტყვა და თოვლი სტამბულში [VIDEO]

[VIDEO] აკრძალვის მიუხედავად - საფონოვის ცოლმა ჩემპიონთა ლიგის ფინალზე რუსეთის დროშა მაინც შექმნა
[VIDEO] მბაპე მეძავის შვილია - სკანდირებდნენ პსჟ-ს გულშემატკივრები. კომენტარი ანრიმ გააკეთა
“კომო” ჩემპიონთან ლიგაზე საშინაო მატჩებს სხვა სტადიონზე გამართავს
ქართველი მსაჯები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევის მატჩს განსჯიან
Aprilia Tuareg 660-ის გამარჯვება Bajas European Championship-ზე
“ნაპოლი” “ბენფიკას” ნახევარმცველის ტრანსფერით ინტერესდება
რას აპირებს შევალიე - პსჟ-ის მეკარის მომავალზე ახალი ინფორმაცია ვრცელდება
ვლაჰოვიჩის შემცვლელი - "იუვენტუსი" ახალ ფორვარდს იმატებს
7-კაცამ ალგარვეში მხოლოდ ფინალი დათმო
7-ქალა მაკარსკაში მეექვსე ადგილს დასჯერდა
[VIDEO] კინაღამ ტრაგედია დატრილდა - ერიკსენი ისევ დაეცა მოედანზე
პსჟ-ს მეკარის შეძენის სურვილი ინგლისურმა კლუბმა გამოთქვა
"ჩაკვეტაძე გასული სეზონის აჩრდილი იყო - ტექნიკური შესაძლებლობები გიორგის ევროპის საუკეთესო ლიგებში წარმატების საშუალებას მისცემს" - ინგლისური მედია
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - იაპონია
გადაიხდის პსჟ 100 მილიონს ფრანგული ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავში?
შენგელიას 12 ქულა და "ბარსა" ნახევარფინალშია, სადაც შერმადინის "ტენერიფეს" შეხვდება
"ბარსელონას" ოსიმენი შესთავაზეს, მაგრამ..." - "ბლაუგრანამ" ნიგერიელს სხვა თავდამსხმელი ამჯობინა
"ვინც დაგვცინოდით, ახლა სად ხართ?" - ვილიამ სალიბა
"მგონია, რომ ამნეზიით იტანჯებიან" - მბაპე გაკვირვებულია
"იამალს ცოცხლად შევჭამდი. მესის ან რონალდოს ჰკითხეთ" - პატრის ევრა
[VIDEO] ლეაომ ჩილელი ფეხბურთელი ნოკაუტში გაუშვა და ორივე გააძევეს
ვლაჰოვიჩი "იუვენტუსს" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს
ოფიციალურად: "აიაქსს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
[VIDEO] ასაკს რა მნიშვნელობა აქვს - რონალდომ ფინალის წაგების შემდეგ ცხარე ცრემლებით იტირა
ზლატან იბრაჰიმოვიჩის შვილი ნიდერლანდების ჩემპიონატში გადადის
"იამალს ცოცხლად შევჭამდი. მესის ან რონალდოს ჰკითხეთ" - პატრის ევრა
უბერებელი ლუკა - 40 წლის ასაკში მოდრიჩი ხორვატიის წლის საუკეთესო ფეხბურთელი ზედიზედ მეათედ გახდა
ბებერი ხარისა რქანიცა ხნავენო - პერესი მერვედ გახდა "რეალის" პრეზიდენტი
ყველაფერი მსოფლიოზე: ფავორიტები, დრო, სენსაციის მოლოდინი და პსჟ-ის ფეხბურთელები
[VIDEO] "იყავი ჩუმად, ვიდრე შენზე უკეთეს ფეხბურთელს არ გეტყვი" - რა გააკეთა გამოწვევაზე ვარსკვლავების ჩამოთვლისას იბრაჰიმოვიჩმა
გადავლენ პსჟ-ს ვარსკვლავები "რეალში"? - რომანომ სიტუაცია განმარტა
foot01: მოურინიომ ზეეფექტური კვარაცხელიას ტრანსფერის აუცილებლობა "რეალის" ხელმძღვანელობას დაუდასტურა
"მოედანზე ქცევა მნიშვნელოვნად გამოასწორა" - ანჩელოტიმ ვინისიუსზე ისაუბრა
ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრებთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა
ალეგრი "რეალის" მწვრთნელად დანიშვნის შემთხვევაში თან ორი ფეხბურთელის გადაყვანას მოითხოვს
ითამაშებს მამარდაშვილი "ბრენტფორდთან" და აცილებენ თუ არა ალისონს?
ზლატან იბრაჰიმოვიჩმა თავისი საფეხბურთო კერპი დაასახელა
Gorenje-მ ფეხბურთის ლეგენდა ლუკა მოდრიჩი ბრენდის ელჩად დაასახელა: ნამდვილი სიდიადე სახლიდან იწყება
მბაპე რონალდო არ არის - კილიანის "რეალიდან" წასვლის მოთხოვნას ათმა მილიონმა გულშემატკივარმა მოაწერა ხელი
მადრიდული დუეტი "მილანში" აღდგება? - კაზემირომ შესაძლოა, სერია A-ს მიაშუროს
"რეალის" ფეხბურთელობისას რომ ეს მეთქვა, მომკლავდნენ, მაგრამ..." - აზარმა ერთმანეთს მესი და რონალდო შეადარა
11 ფეხბურთელი უკვე შეარჩია - ანჩელოტის სამუნდიალო სიაში ეს მოთამაშეები აუცილებლად იქნებიან
"რონალდოს ეს საქციელი არასდროს დამავიწყდება" - კარიმ ბენზემა
[VIDEO] დუბლი და ნანატრი ტიტული - რონალდოს "ალ ნასრი" ჩემპიონი გახდა
როგორი თავმდაბალია - იბრაჰიმოვიჩმა საკუთარ თავს დაბადების დღე ორიგინალურად მიულოცა
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"კვარა", ნევეში, თუ ვიტინია? - პერესმა მომდევნო კვირას 150-მილიონიანი ტრანსფერი დაანონსა
"მე კი წავედი, მაგრამ მის ადგილას კარგად დავფიქრდებოდი" - კოულმა კალაფიორის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
ალეგრი და მოდრიჩი დარჩებიან - "მილანი" ზაფხულში გაძლიერებას აპირებს
"ჩემი ხანგრძლივი კარიერის მიზეზი ეს არის" - ლუკა მოდრიჩი
რას გადაწყვეტს ანჩელოტი - ნეიმარი მუნდიალზე მაინც წავა?
მუშაობით კმაყოფილები არიან - ანჩელოტი ბრაზილიის ნაკრებში კიდევ დიდი ხნით დარჩება
პრეზიდენტმა იბრაჰიმოვიჩის ვარიანტი დაბლოკა - "მილანს" სავარაუდოდ, გლასნერს ჩააბარებენ