ხრიაპა რუსეთს დაემშვიდობა
მხოლოდ სამი მატჩი გაიმართა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის რეგულარულ ჩემპიონატში და დღის მშვენება აღმოჩნდა "კლიპერსისა" და "მინესოტას" დაპირისპირება, რომელშიც ყველა იოლ გამარჯვებას მასპინძელს უწინასწარმეტყველებდა, სინამდვილეში კი მოედანზე დიდი ბრძოლა გაიმართა.

სტუმრებმა საკუთარ თავს უნდა დააბრალონ, რომ კალიფორნიიდან გამარჯვება ვერ წამოიღეს. ძირითადი დროის დასრულებამდე 13 წამით ადრე, "მინესოტა" ორ ქულას იგებდა და ბურთის ფლობაც მას ჰქონდა. სტუმრებმა გვერდითი ხაზიდან ბურთი კევინ მარტინს მიაწოდეს, რომელზეც "კლიპერსს" თამაშის წესი უნდა დაერღვია, მაგრამ, სანამ ეს მოხდებოდა, მარტინმა ბურთი დაკარგა და კროუფორდმა ეფექტური ჩატენვით ოვერტაიმში გადაიყვანა მატჩი.

დამატებითი დროის დასაწყისშივე "კლიპერსმა" ექვსი პერსონალურის გამო ბლეიკ გრიფინი დაკარგა, მაგრამ ამას არ უმოქმედია საბოლოო შედეგზე. მასპინძლებმა, ძირითადად, კრის პოლის მონდომების ხარჯზე გაიმარჯვეს. მართალია, კალიფორნიელთა ლიდერს შეტევაში განსაკუთრებული სტატისტიკა არ ჰქონია, სამაგიეროდ, დაცვაში ითამაშა ბრწყინვალედ, ხოლო მატჩის დასრულებამდე 38 წამით ადრე, ზუსტი პასით პერიმეტრზე ჯარედ დადლი მონახა, რომელმაც მატჩში ერთადერთი სამქულიანი ჩააგდო და თავისი გუნდი წინ გაიყვანა. ნაკლებად გაუმართლა ნიკოლა პეკოვიჩს. მას სამჯერ შეეძლო სამწამიანიდან მატჩის ბედის გადაწყვეტა, მაგრამ სამივეჯერ (ერთხელ ძირითადი დროის ბოლოს და ორჯერ - ოვერტაიმის ბოლო წუთზე) არაზუსტი იყო.

გრიფინის ნაადრევი გაძევების მიუხედავად, ვარსკვლავური მძიმე ფორვარდების დუელი მაინც კარგი გამოვიდა. ბლეიკმა 32 ქულა, 10 მოხსნა და 4 ჩაჭრა მიითვალა, მაგრამ მას მაინც აჯობა კევინ ლავმა. 45 ქულა, 19 მოხსნა და 6 პასი: ასეთი სტატისტიკა NBA-ს დიდი ხანია არ ახსოვს. ბოლოს, ასეთი რამ 1996 წელს ჰაკიმ ოლაჟუონმა გააკეთა.

"ინდიანასთან" გასვლითი მატჩის წინ, "ბოსტონის" გასახდელს სანტა კლაუსი ეწვია. როცა მოთამაშეები ოთახში შევიდნენ, თითოეულმა საკუთარ კარადაში აღმოაჩინა ყუთი, რომელშიც ახალი ვიდეოთამაში იყო მოთავსებული. ასე გადაწყვიტა "ბოსტონის" მცველმა კორტნი ლიმ შობის წინ პარტნიორების გახარება. თუმცა ამ სასიამოვნო ჟესტმა დადებითად არ იმოქმედა სტუმრების თამაშზე. უფრო პირიქით მოხდა. "ერთი გუნდი დღეს კალათბურთის სათამაშოდ გავიდა მოედანზე, მეორე კი ფიქრებით უკვე საშობაო არდადეგებზე იყო", - განაცხადა მატჩის შემდეგ "სელტიქსის" ფორვარდმა ჯერალდ უოლასმა.

"ინდიანამ" არანაირი შანსი არ დაუტოვა "ბოსტონს". მასპინძლებმა პირველ ტაიმში 15-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს და შემდეგ მხოლოდ ზრდიდნენ სხვაობას, რომელმაც, საბოლოოდ, 27 ქულას მიაღწია (106:79). "ინდიანას" შემადგენლობაში სეზონში მესამე სამმაგი-დუბლი შეასრულა მცველმა ლენს სტივენსონმა. მიმდინარე რეგულარულში მხოლოდ მას აქვს ერთზე მეტი ტრიპლ-დაბლი.

ორი დღის წინ, "ოკლაჰომამ" ლამაზ სტილში დაამარცხა "სან ანტონიო". და იმ გამარჯვების შემდეგ, "თანდერის" ერთ-ერთმა ლიდერმა რასელ უესტბრუკმა კომპლიმენტები არ დაიშურა საკუთარი გუნდის მისამართით: "ჩვენ კარგად ვიცით, რომ თამაშით საუკეთესოები ვართ ასოციაციაში". შესაძლოა, გამთამაშებელს ჰქონდა ასეთი სიტყვების წარმოთქმის უფლება იმის გათვალისწინებით, რომ "სპურსზე" გამარჯვება ზედიზედ მე-13 იყო "ოკლაჰომასთვის" საკუთარ მოედანზე. მაგრამ, "ტორონტოსთან" გუშინდელი საშინაო შეხვედრის შემდეგ, უესტბრუკის სიტყვებს ყველა ირონიით გაიხსენებდა.

მატჩის შემდეგ, "ოკლაჰომას" ლიდერის კევინ დურანტის კომენტარი ასეთი იყო: "ჩვენი დაცვა მაღალ დონეზე იყო, უბრალოდ, მეტოქე ურთულესი სიტუაციებიდან ახერხებდა ბურთის კალათში მოთავსებას, მაშინაც კი, როცა ორი-სამი მეურვე ედგა გვერდით. ჩვენ კი ბევრი იოლი ბურთი ვერ ჩავაგდეთ. აქედან მოდის ეს შედეგი". რა თქმა უნდა, ადგილი ჰქონდა მეტოქის ძალის შეუფასებლობას.

რაც შეეხება "ტორონტოს", რუდი გეის ტრეიდის მიუხედავად, ეს გუნდი აგრძელებს ლიდერობას ატლანტიკის დივიზიონში, თანაც უარყოფილი ბალანსით (11 მოგება და 15 წაგება). "თანდერთან" მოგების საფუძველი იყო დაბალანსებული შეტევა (ხუთმა მოთამაშემ შეძლო მინიმუმ 13 ქულით მოპოვება), აგრეთვე კარგი დაცვა ბოლო წუთზე, როცა "ტორონტომ" მეტოქეს ოთხი შეცდომა დააშვებინა.

ინდიანა-ბოსტონი 106:79

20:17, 32:20, 28:21, 26:21

ი: ჯორჯი (24), ჰიბერტი (15+12 მოხსნა), სტივენსონი (12 +10 მოხსნა+10 პასი).

ბ: ბრედლი (13).

ოკლაჰომა-ტორონტო 98:104

21:25, 35:37, 28:13, 14:29

ო: უესტბრუკი (27), დურანტი (24).

ტ: ლოური (22), დეროზანი (17), ა. ჯონსონი (17+13 მოხსნა).

კლიპერსი-მინესოტა 120:116 (ო)

24:24, 32:30, 27:31, 23:21, 14:10

კ: გრიფინი (32+10 მოხსნა), კროუფორდი (22), პოლი (19+13 პასი), კოლისონი (18), დადლი (15).

მ: ლავი (45+19 მოხსნა), პეკოვიჩი (34+14 მოხსნა), კევ. მარტინი (16).

ხრიაპა რუსეთს დაემშვიდობა

მოსკოვის ცსკა-ს ფორვარდმა ვიქტორ ხრიაპამ რუსეთის ნაკრებში კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა. მისი სიტყვებით, მან უკვე აცნობა ამის შესახებ ეროვნული გუნდის მთავარ მწვრთნელს ევგენი პაშუტინს. 31 წლის ხრიაპა რუსეთის ნაკრებში 2000 წლიდან თამაშობდა და 2007 წელს ევროპის ჩემპიონი გახდა, გარდა ამისა, ბრინჯაოს მედლები მოიპოვა 2011 წლის ევრობასკეტზე და ლონდონის ოლიმპადაზე.

"გადავწყვიტე ნაკრებში კარიერის დასრულება, - ამბობს ხრიაპა. - უკვე ვილაპარაკე ევგენი პაშუტინთან ამ თემაზე და მან იცის ჩემი გადაწყვეტილების შესახებ. ნაკრებში დიდი ხანია ვთამაშობ, ყველაფერი კარგად მახსოვს. ეს იყო ჩემი კარიერის შესანიშნავი ნაწილი, ახლა კი დრო მოვიდა გზა დავუთმო ახალ თაობას, რომელსაც წარმატებას ვუსურვებ".

შეგახსენებთ, რომ უფრო ადრე, რუსეთის ნაკრებში კარიერა დაასრულა "ბრუკლინის" ფორვარდმა ანდრეი კირილენკომ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

NBA. რეგულარული ჩემპიონატი: "ოკლაჰომა"-"სან ანტონიო" 2:0

ლებრონისთვის ბრძოლაში სამი ფავორიტი გამოიკვეთა - სად გააგრძელებს კარიერას ლებრონ ჯეიმსი?
უარი 50 მილიონზე - ვემბანიამამ "სპურსთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
ოფიციალურად: ლებრონ ჯეიმსმა "ლოს ანჯელეს ლეიკერსი" დატოვა
20 წ. | მსოფლიო მე-12 ადგილზე დავასრულეთ
კეინმა მიმდინარე მუნდიალზე ტუხელის მუშაობა შეაფასა
პაატა ღუდუშაურმა "იბერია 1999" დატოვა
დავით ნინიაშვილი: მიზანი სამი მოგებაა
ქვიშის ფეხბურთის ევროპის ლიგა | საქართველოს ნაკრები ნახევარფინალშია
"ეს დასასრული არ არის, მათ კიდევ შევხვდებით" - კონატე ესპანეთთან მარცხის შემდეგ
მსოფლიო რაგბისა და ჩილეს რაგბის კავშირის განცხადება
"სხეული თავად გაძლევს სიგნალს, როდესაც მოედანზე ძალების ბოლომდე გაღება აღარ შეგიძლია" - ბრაზილიელმა რონალდომ კრიშტიანოსა და ნეიმარზე ისაუბრა
18-წლამდე 7-კაცა - დიდი უპირატესობით ჯგუფურ ეტაპზე
"ორივე შეხვედრა ერთმანეთზე უფრო სამარცხვინო სანახავი იყო" - გულშემატკივართა გაერთიანებამ "ტორპედოს" ულტიმატუმი წაუყენა
ოუენი: ესპანეთი არგენტინაზე გაცილებით უკეთესია - ინგლისელები ევროპის და მსოფლიო ჩემპიონობასთან ერთ ნაბიჯში ვიყავით
20 წ. | ფიჯისთან დამწყებებში ექვსი ცვლილებაა
"ჩვენ ვიზეიმებთ, შენ კი უნიჭო და ბოღმიან ადამიანად დარჩები" - მორგანს არგენტინელმა მინისტრმა უპასუხა
ტერი: როგორ შეაჩერონ მესი? პასუხი მარტივია
"ბორჯღალოსნები" | 21 წლის შემდეგ ჩილესთან - თითქმის უცვლელი შემადგენლობით
20-წლამდელთა ნაკრებისთვის ესტონეთთან შეხვედრა წარუმატებელი გამოდგა
ნეიმარმა 23+ მილიონად იახტა შეიძინა
კოულს არ მოსწონს, რომ ინგლისის ნაკრების მწვრთნელი გერმანელია
"კლუბის ლეგენდად დარჩება" - იკარდი "გალათასარაიდან" წავიდა
სალაჰი შეიძლება პრემიერლიგიდან არ წავიდეს
ანდრეი კირილენკო მოსკოვის ცსკა-ში ჩაირიცხა
NBA-ს ფინალის წინ: ზაზა ფაჩულია VS ტრისტან ტომპსონი
ზაზა ფაჩულია 6 ქულით დაბრუნდა! - "უორიორსმა" "კლივლენდს" მეორეც მოუგო [VIDEO]
გრიფინის 45 ქულაც არ ეყოთ - ზაზა ფაჩულიას "დეტროიტი" ზედიზედ მესამედ დამარცხდა [VIDEO]
NBA. პლეი ოფი: ნახევარფინალური სერიის პირველი გუნდი ცნობილია [VIDEO]
NBA. მატჩები: გამთამაშებელი ლებრონ ჯეიმსი [VIDEO]
ზაზა ფაჩულიას "დეტროიტმა" "ატლანტა" დაამარცხა და საპლეიოფო ზონაშია [VIDEO]
ზაზა ფაჩულიამ 11 ქულა ჩააგდო, კავაი ლეონარდმა კი - 33, თუმცა გამარჯვება "დეტროიტს" დარჩა [VIDEO]
გრიფინის სამმაგი და დრამონდის ორმაგი დუბლი - ზაზა ფაჩულიას "დეტროიტმა" მოიგო [VIDEO]
კირილენკო: შენგელიასა და მილუტინოვის ცსკა-ში გადმოსვლამ არ გამაკვირვა
NBA. მატჩები: ლებრონ ჯეიმსი, კარიერაში პირველად, მოედნიდან გააძევეს [VIDEO]
ჯონ ლუკასი: NBA-ს კალათბურთელების დაახლოებით 40%-ს ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს
ევრობასკეტი 2017: თურქეთმა რუსეთი აირჩია და... საით წავა საქართველოს ნაკრები
თორნიკე შენგელიას გუნდმა სტამბოლში მნიშვნელოვანი მატჩი მოიგო
კირილენკო: შენგელია მოიყვანეს? ცსკა მაინც იმავე დონის გუნდი იქნება
ანდრეი კირილენკოსთვის ერთხელ ღალატი მოსულა
ზაზა ფაჩულიას "დეტროიტმა" "ფინიქსს" იოლად სძლია
გრიფინმა ფაჩულიას უხერხული მომენტი გაახსენა - როგორ მიულოცა ამერიკელმა ზაზას დაბადების დღე [PHOTO]