"გურია ნიუსის" ინფორმაციით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს მალე ახალი გამგებელი ეყოლება
"გურია ნიუსის" ინფორმაციით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს მალე ახალი გამგებელი ეყოლება.

ზაზა ურუშაძე, რომელიც ამჟამად მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობას ასრულებს, "გურია ნიუსთან" საუბრისას ამბობს, რომ მის მიმართ არანაირი პრეტენზია არ არსებობს და არსად წასვლასაც არ აპირებს. თუმცა, ჩვენი წყარო ამბობს, რომ ურუშაძის შეცვლა გარდაუვალია.

უფრო მეტიც, როგორც გვითხრეს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლად ბორის ჭყონია დაინიშნება, რომელიც წარმოშობით სუფსიდანაა. თავად ჭყონია ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ ასეთი საუბარი არის, თუმცა გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია:

- იყო ასეთი საუბარი. დიახ, განიხილება ჩემი კანდიდატურა, - ამბობს ჭყონია.

- ვისთან იყო ეს საუბარი, უშუალოდ ვინ მიიღო გადაწყვეტილება, რომ თქვენ ლანჩხუთის გამგებელი უნდა გახდეთ?

- მოსახლეობის მოთხოვნაც იყო ეს.

- პირადად თქვენ ვისთან გქონდათ საუბარი?

- გინდა თუ არა, თქვენ უნდა იყოთ გამგებელიო, ასეთი საუბარი არავისთან მქონია. წარმოუდგენელია, ეს ვინმეს ასე გადაეწყვიტა, როცა ამ წუთას გამგებელი ადგილზეა.

- ბატონო ბორის, უშუალოდ ხელისუფლებისგან თუ გქონდათ შემოთავაზება, რომ დაბრუნდეთ ლანჩხუთში და გამგებელი გახდეთ?

- ხელისუფლებისაგან არა. ეს მოსახლეობისგან იყო და კულუარებშიც იყო ამაზე საუბარი. მე ჯერ არც თანხმობა განმიცხადებია და არც ვიცი, როგორ წარიმართება მომავალი.

- თუმცა ბოლო დროს მედიაში გამოჩნდით, როგორც ლანჩხუთის გულშემატკივარი...

- დიახ. ეს არის კულტურული და სოციალური დახმარებები. ჩემი მეგობრების დახმარებით, ნამდვილად ვაპირებ პროექტების განხორციელებას.

- რატომ ახლა?

- ეს ახლა გადაწყდა, კეთილი ფორმით, კეთილი ზრახვებით, ეს არის სიყვარულის გამოხატვა ლანჩხუთისა და ლანჩხუთელების მიმართ.

- როდის შეიძლება გიხილოთ ლანჩხუთის გამგებლად?

- ეს არავინ იცის.

- ამ ეტაპზე ლანჩხუთის მეგობრის სტატუსით აპირებთ მოღვაწეობას?

- დიახ, მხოლოდ ეს არის.

- თქვენი და თქვენი მეგობრების დახმარება რამდენად აისახება საფეხბურთო კლუბ "გურიაზე", რომელსაც სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვს?

- ძალიან კარგად. უკვე მოლაპარაკება მიმდინარეობს სპონსორებთან. მოგეხსენებათ, რომ ლანჩხუთის "გურია" ლანჩხუთის უსაყვარლესი გუნდია, მაგრამ ეს ლანჩხუთელების კეთილდღეობის ხარჯზე არ უნდა აისახოს.

ამიტომ სპონსორები დებენ პირობას, რომ თავიანთ თავზე აიღებენ გუნდის ყველა ხარჯის გასტუმრებას.

ლანჩხუთის ბიუჯეტში მოხდება თანხის შეტანა და არა პირიქით, ბიუჯეტიდან გადაქაჩვა გუნდისთვის.

ამბობენ, რომ ძალიან უჭირს დღეს ლანჩხუთის ბიუჯეტს და ეს სავალალო სიტუაციაა. არ შეიძლება, ასეთი რამე მოხდეს. სპონსორები გვპირდებიან, რომ ამას ააცილებენ ლანჩხუთის მოსახლეობას და გუნდს გაიყვანენ უეფაზე.

- იცნობთ სპონსორებს?

- კი, როგორ არა, მაგრამ ჯერჯერობით თავს შევიკავებ დასახელებისგან.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

shotta
ძალიან მიყვარს ჩემი ლანჩხუთი და დიდი გულშემატკივარი ვარ გურიისს...თუ ეშველება ლანჩხუთს დიდად მადლობელი ვიქნები ბატ.ბორის...ვისაც ვესაუბრე ყველა დადებითად გახასიათებთ და ეიმედებათ თქვენი,და მეც მოუთმენლად ველოდები ,,გურიისს" ზეიმს რაც ნამდვილად ეკუთვნით ამ ვაჟკაც ფეხბურთელებს.რაც მათ უფულობაში და კრიზისში გააკეთეს ნამდვილად დასაფასებელია..გაიხარეეეეთთ
jaba
ბორისი ლესელია, და არა სუფსიდან, გაუგებარია ეს ინფორმაცია.... სანამ საქმე არ გაკეტებულა, რატომ ასეtი აzhiotazhi....
борис чкония
мхарс вучерт борис чкония с питеридан
levani
didi imedebit gelit
levani
მივესალმები ბატონ ბორისის დანიშვნას გამგებლათ, ეს წაადგება როგორც ლანჩხუთის რაიონის მოსახლეობას ასევე რა თქმა უნდა საფეხბურთო კლუბს გურიას
"ტორპედომ" შულაია დაიმატა
ოფიციალურად | ნოდარ ყალიჩავა ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ოფიციალურად | იმრან ულად ომარი ერთი წლით ბათუმის "დინამოში"
ვიეირა: ფრანგი ფეხბურთელები ყველანი გაქრნენ
17-წლამდე ძალოსანთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე 14 მედალი მოიპოვა
"ბარსელონამ" შესაძლოა, საშინაო მატჩები ოლიმპიურ სტადიონზე კვლავ გამართოს
დღეს მბაპე VS იამალი, ხვალ კეინი VS მესი - ნახევარფინალების PREVIEW
ფერანის მორიგი გაშორება - ტორესმა ქალებთან ურთიერთობა ვერაფრით დაალაგა
"ტორპედომ" შულაია დაიმატა
პსჟ სასწრაფოდ იაპონელ მეკარეს და საფრანგეთის ნაკრების მცველს შეიძენს
U20. საქართველოს ნაკრები იტალიასთან დიდი ანგარიშით დამარცხდა
20-წლამდელთა ნაკრებმა EHF-ის ჩემპიონატი მონტენეგროსთან მარცხით დაიწყო
"შიში მესისთან დაკავშირებით სასაცილოა, არგენტინა როგორ აპირებს მუნდიალის ნამდვილი სუპერვარსკვლავი შეაჩეროს?" - პირს მორგანი
ხორვატიის ნაკრებს კვლავ ბილიჩი ჩაიბარებს
გრინვუდი "ფენერბაჰჩეს" 45 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდება
ურუგვაის ნაკრები დიეგო ფორლანმა ჩაიბარა
"პატარა ერების დიდი ოცნებები: მუნდიალი, რომელმაც ეჭვები გააქარწყლა"
შალამბერიძის ზედიზედ მეორე ფინალი და პირველად – მთავარი მსაჯის ამპლუაში
ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორები: U16 გოგონათა ნაკრებმა სომხეთი დაამარცხა
"ინგლისის ნაკრები იგივეა, გონჯ ქალიშვილს რომ უთხრა - "შესანიშნავი ხარ" - ამერიკელი საფეხბურთო მიმომხილველი
საქართველოს U20 ნაკრებმა ლუქსემბურგთანაც წააგო და ჯგუფიდან გასვლის შანსი დაკარგა
არგენტინელთა მცველი: ტანჯვის გარეშე მოგება არ შეგვიძლია
"აფრიკული გუნდი ცუდად იქცევა - საფრანგეთში არცერთი ფრანგი არაა" - დეშამის ნაკრებს ისევ აკრიტიკებენ
ლანჩხუთის "გურია" აუქციონზე 34 000 ლარად იყიდება
კაკა: მჯერა, რომ "მილანი" ევროთასებზე გავა
გულვერდ თომაშვილი "გურიაში" - კიდევ ერთი გამოცდილი ფეხბურთელი
მარტოდმარტო, ბინძურ ბინაში მოკვდა - ლანჩხუთის "გურიას" ექს-ფეხბურთელის ტრაგიკული ისტორია
"გურია" - ფონდი "ქართუს" დაფინანსების მოლოდინითა და დიდი გეგმებით...
"ფინანსური დავალიანება სრულად დაიფარება და შეიქმნება ღირსეული ბიუჯეტი საიმისოდ, რომ..." - მერაბ ჟორდანიამ ლანჩხუთის "გურიაზე" ისაუბრა
ლანჩხუთის "გურია" რუსი მცველით გაძლიერდა