ბრაზილიელმა თეორიული გამოცდა ჩააბარა
შობის შემდეგ "გლადბახის" ბრაზილიელმა წინახაზელმა რაფაელმა ისეთი განცხადება გააკეთა, რომ მთელი საფეხბურთო გერმანიის (და არა მარტო გერმანიის) ყურადღება მიიპყრო. 28 წლის ბრაზილიელმა თავდამსხმელმა, რომელსაც გამთამაშებლობაც ეხერხება, გერმანიის ნაკრებში თამაშის სურვილი გამოთქვა: "ვერ ვხედავ პრობლემას იმაში, რომ გერმანიის მოქალაქეობა მივიღო და იოახიმ ლიოვის გუნდში ვითამაშო. მეტიც: ამის სურვილი მაქვს!"

როგორც იცით, გერმანიის ნაკრებს არცერთ რგოლში, განსაკუთრებით კი, შეტევაში არ უჭირს და ნამდვილად არ აქვს საქმე საიმისოდ, რომ რომელიმე ვარსკვლავის ნატურალიზება სჭირდებოდეს; რაფაელისთვის კი ასეთი განცხადების გაკეთების საფუძველი ის გახდა, რომ პირველი წრე ძალიან კარგად ჩაატარა - "გლადბახის" ფორმით მან 9 გოლის გატანა მოახერხა.

სანამ გერმანიის ნაკრების თავკაცი იოახიმ ლიოვი ამ საკითხთან დაკავშირებით რამეს იტყოდეს, გაზეთმა "ბილდმა" თემა არ "გააცია" და რაფაელს დაუსვა კითხვები, რომელთა მიხედვითაც შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რამდენად იმსახურებს ბრაზილიელი გერმანიის დროშის სამსახურს.

ჩვენმა გერმანელმა კოლეგებმა ამას რაფაელის თეორიული გამოცდა უწოდეს - ბრაზილიელმა პირველივე შეკითხვას უპრობლემოდ უპასუხა:

კითხვაზე, წარმოშობით რომელმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ჩაატარა ლიოვის ფორმაციის ბუნდესგუნდში 23 მატჩი, მიონხენგლადბახელმა მაშინვე მიუგო, კაკაუმო.

რაფაელმა მარტივად უპასუხა კითხვებს გერმანიის ნაკრების რეკორდსმენი ფეხბურთელის, იოახიმ ლიოვის წინამორბედი მწვრთნელების რაოდენობის, ბუნდესგუნდის მსოფლიოს ჩემპიონობის რაოდენობისა და ბოლო მოგებული მუნდიალის შესახებ. პრობლემა არც ამ კითხვაზე შეექმნა:

"რომელ თავდამსხმელს შეუძლია რონალდოს 15-გოლიანი რეკორდის დამხობა მუნდიალზე?” "რა თქმა უნდა, მიროსლავ კლოზეს, მას მხოლოდ ერთი გოლიღა აკლია".

სამაგიეროდ, რაფაელმა ვერ უპასუხა კითხვებს გერმანიის ნაკრების პირველი საპატიო კაპიტნის (ფრიც ვალტერი) და იმ მეკარის შესახებ, რომელსაც გერმანიის ნაკრებში ყველაზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული (ზეპ მაიერი, 95 თამაში).

თუმცა ჩვენმა გერმანელმა კოლეგებმა ამ ორი კითხვის გამო არ ჩაჭრეს და გერმანიის ნაკრებისთვის მზად მყოფი ბრაზილიელის სტატუსი მიანიჭეს. ახლა ყველაფერი თავად რაფაელზე და, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, იოახიმ ლიოვზეა დამოკიდებული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
"ნაპოლიმ" "ბაიერს" მცველი 30 მილიონად მიჰყიდა
"შალკემ" 40 წლის ჯეკოს კონტრაქტი გაუგრძელა
ლუკა ზიდანმა ესპანეთში გუნდი გამოიცვალა
ჯიმი ტაბიძე თურქულ გუნდში გადავიდა
სამწუხარო ამბავი - ლიონელ მესის მამა 68 წლის ასაკში გარდაიცვალა
"რეალის" ეს ვარსკვლავი დაუფასებელი იყო" - ჩიჩარიტომ ყოფილ თანაგუნდელზე ისაუბრა
"კარიერაში ნაბიჯი უკან გადადგა" - კარაგერმა სალაჰს არჩევანი დაუწუნა
დე ძერბის სიაშია - "ტოტენჰემი" მიქაუტაძის შეძენას განიხილავს
"ბარსელონას" ცენტრალური მცველი კარიერას "ლივერპულში" გააგრძელებს
"სეზონს ალისონი დაიწყებს, მამარდაშვილს შანსის გამოსაყენებლად მოთმინება სჭირდება, რომელსაც 100%-ით მიიღებს" - განაცხადა "ლივერპულის" ყოფილმა მეკარემ
გაყიდიან თუ არა საფონოვს და შევალიეს - ვინ იქნება პსჟ-ს ძირითადი მეკარე?
VIDEO | ეროვნული ლიგა | "რუსთავმა" უკეთ ითამაშა და დამსახურებულად მოიგო, "ტორპედომ" გვიან გაიღვიძა...
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ევრობასკეტი ისრაელთან მარცხით გახსნა
მამუკელაშვილი ბრუნდება - მონტენეგროსა და პორტუგალიასთან მატჩებისთვის საქართველო მზადებას 15 კალათბურთელით იწყებს
"უმცროსი ბორჯღალოსნების" ხუთი ლელო ინგლისთან
"როდესაც "მილანში" მუშაობ, ტიტულისთვის უნდა იბრძოლო" - ამორიმმა "როსონერის" ფანები დააიმედა
"ნაპოლი" "არსენალის" თავდამსხმელის შეძენას ცდილობს
"რეალმა" "ლაიფციგისგან" შემტევი 140 მილიონად შეიძინა
აპრილში დანიშნული "ბორდოს" მწვრთნელი გადააყენეს
პსჟ მეკარის შეძენას და "იუვენტუსში" განათხოვრებას აპირებს
"ჩემი ოცნება "მილანთან" ერთად რაიმეს მოგება იყო" - მოდრიჩმა "როსონერიში" თავის მისიაზე ისაუბრა
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ᓤᓔᓚᓘᓥᓡ ᓛᓐᓒᕐᓗᕡ ᓘᓝᓐᓮᓘᓛ ᓚᓘᓝᓕᓘ ᓨᓔᓛᓝᕔᓚᕐᓜᓫᕦᕐ
ანხელ დი მარია - "ეშმაკებში" გაქცეული ანხელი
ᓩᓔᕖᓐᓠᓔ ᓞᓠᓐᓜᕓᕔᓚᓘ: ᕕᓘᓪᕘᓗ, ᓠᕝᕒᓝᕠ ᓒᓐᓕᕘᕓᕔᓗ ᓛᕣᓜᕓᕘᓐᓚᓘᕡ ᓤᓘᓜᕐᓚᓨᓘ!
ლიგა 1. X ტური: "მონაკო" და "ლიონი" ფრეს დასჯერდნენ
ᓥᓐᓚᓔᓑᓛᓐ ᓓᓐᕒᓦᓣᓞᓔᓡ ᓨᓔᓜ, ᓥᓐᓚᓔᓑᓛᓐ! - ᓐᓘ, ᓠᕐᓢᓝᓛ ᓐᓠ ᓛᓘᓰᓧᓐᓕᓡ ᓚᕘᓝᓕᓡ ᓙᓠᓣᕖᕔ
ბრაზილიაში სურთ, მუნდიალზე გერმანიასთან 1:7 წაგება კალენდარში "შავი ასოებით" აისახოს
ბუნდესლიგა. XX ტურის ფაქტები და სტატისტიკა: პისაროს სევდიანი იუბილე
სამი კანდიდატი - "ბაიერნში" ტუხელის შესაძლო შემცვლელები ცნობილია
ხავი შესაძლოა გაათავისუფლონ - მის შემცვლელად 3 კანდიდატი სახელდება
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
ლიოვმა მიულერს დაურეკა და ნაკრებში უხმო
ბუნდესლიგა. XX ტური: ბრემენელები მიონხენგლადბახში უშანსოდ დამარცხდნენ
ლიოვმა ახსნა, თუ რატომაა იმედიანად ინგლისთან მატჩის წინ
ᓒᓔᓠᓛᓐᓜᓘᓘᓡ ᓜᓐᕙᕠᓔᓑᕘ: ᓚᓘᓝᓕᕘᓡ ᓞᕠᓝᓑᓚᓔᕛᓣᕠᓘ ᓢᓠᓘᓝ
"მანჩესტერის" ექსმცველი მოხარული იქნება, თუ "ლივერპული" ჩემპიონი ვერ გახდება
კაპაძემ უზბეკეთი მუნდიალზე გაიყვანა და მაინც უშვებენ? - ადგილობრივ ფედერაციას ამ ცნობილი მწვრთნელის მიწვევა სურს