მორიგი სამწუხარო და სკანდალური ცნობა ქართულ სპორტში, ისევ დოპინგის თემაზე, რომელმაც ერთბაშად ორი მოჭიდავის კარიერა შეაფერხა
მორიგი სამწუხარო და სკანდალური ცნობა ქართულ სპორტში, ისევ დოპინგის თემაზე, რომელმაც ერთბაშად ორი მოჭიდავის კარიერა შეაფერხა.

პირველი მათგანი ევროპის ჯერ კიდევ მოქმედი ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში გიორგი ედიშერაშვილია (55), მეორე - ბერძნულ-რომაულში ახალგაზრდებში ევროპის 2012 წლის ვიცე-ჩემპიონი ლევან არაბული (120.

მათ სინჯები შარშან მოსკოვში, 8-10 ნოემბერს გამართულ "ევროპის ერთა თასზე" აუღეს. პირველმა ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა, განმეორებითზე კი ორივე სპორტსმენმა უარი განაცხადა - როგორც ამ დარგის ექიმებმა განგვიმარტეს, იმდენნაირ პრეპარატსა და ისეთ დოზებზეა საუბარი, ამას აზრიც არა აქვსო.

ორივე ფალავანს ორწლიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება, თუმცა ესეც იმის ხარჯზე, რომ ჯერ ძალაში არ შესულა ახალი დებულება, თორემ ის კიდევ უფრო მკაცრია და პირველივე შემთხვევაზე ოთხწლიან დისკვალიფიკაციას ითვალისწინებს, რაც ავტომატურად ნიშნავს ოლიმპიადის გამოტოვებას.

ახლა ქართული მხარის მთავარი საზრუნავია, იქნებ როგორმე სადამსჯელო მექანიზმის გადმოცემას მაინც მიაღწიონ და სპორტსმენებს ოდნავ ნაკლები სასჯელი დაააკისრონ, რათა მათ სალიცენზიო შეჯიბრებებში მონაწილეობა შეძლონ; თუმცა ძალზე საეჭვოა, ამ გადმოცემას მიაღწიონ.

ყოველ შემთხვევაში, ჩვენი ფედერაცია უკვე შეუდგა სათანადო საბუთების მომზადებას.

დისკვალიფიკაციის ვადა 2013 წლის 11 ნოემბრიდან აითვლება, 2015 წელს სალიცენზიო მსოფლიოს პირველობა კი (ადრე აქ გაიცემოდა ყველაზე მეტი საგზური) სექტემბრის დასაწყისშია ლას-ვეგასში.

სავარაუდოდ, ფალავნებს ამის შემდეგაც ექნებათ ლიცენზიების მოპოვების შანსი (ალბათ, ორიოდე სალიცენზიო ტურნირი ისევ ჩატარდება), თუმცა დისკვალიფიკაციის პერიოდში ისინი ვერ ივარჯიშებენ ნაკრებთან, ანუ სრულფასოვნად ვერ მოემზადებიან.

ამავე პერიოდში მათ მოეხსნებათ ხელფას-პრემიებიც, რაც ამ სამწუხარო ცნობის მიღებისთანავე მყისიერად გააკეთეს სამინისტრომ, ფედერაციამ თუ ოლიმპიურმა კომიტეტმა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი პასუხისმგებლობის საკითხიც დადგებოდა.

როგორც ექიმები და ჩვენი ანტიდოპინგური სააგენტოს წარმომადგენლები ამბობენ, ამჯერადაც თვითნებურად მიღებულ და ინტერნეტით გამოწერილ პრეპარატებზეა საუბარი.

სამწუხაროა, რომ მავნე და საკუთარი კარიერის დამღუპველი ასეთი მიდგომა ისევ გრძელდება. ხელწერა ამჯერადაც იგივეა - მეგობრების, ნაცნობების, მწვრთნელების დახმარებით გამოწერილი და ექიმთა დაუკითხავად მიღებული პრეპარატები...

როგორც უმეტესად ხდება ხოლმე, ამ დროს ათლეტებს არასწორი ინფორმაცია აქვთ კონკრეტული წამლის შემადგენლობაზე და მისი კვალი გაცილებით დიდხანს რჩება ორგანიზმში, ვიდრე ამას არაპროფესიონალები ეუბნებიან.

ჯერ მხოლოდ მოარული ინფორმაციით, ერთ-ერთ პრეპარატზე თურმე მათ იცოდნენ, რომ ოთხ დღეში გამოდიოდა ორგანიზმიდან, მაგრამ 80 დღის შემდეგაც კი აღმოაჩნდათ მისი კვალი!

სამწუხაროა სპორტსმენთა ასეთი თვითნებობა, მაგრამ კიდევ უფრო დამღუპველია, ამას ექიმებს რომ უმალავენ... მოსკოვის ზემოაღნიშნულ ტურნირზე გამგზავრებამდე ასე ვაიპროფესიონალებისგან დაიმედებულ ერთ-ერთ მოჭიდავეს ეყო გონიერება და ექიმები დაუკითხავად მიღებულ წამალზე გააფრთხილა...

ვინაიდან იყო მისი ჩავარდნის საშიშროება, ის საერთოდ არ წაიყვანეს იმ შეჯიბრებაზე. ცოტა უფრო ადრე ანალოგიურად მოიქცა ერთი ძალზე პერსპექტიული ახალგაზრდა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში (მოგვიტევეთ, თუ ახალგაზრდა კაცის ვინაობას პირდაპირ არ ვასახელებთ - მან მოინანია თავისი შეცდომა) და იმასაც გამოატოვებინეს მნიშვნელოვანი შეჯიბრება, თუმცა, სამწუხაროდ, ასეთი წინდახედულების მაგალითები ძალზე მცირეა.

უკვე ცნობილია ის ხალხი, ამ ბიჭებმა ვისი მეშვეობითაც გამოიწერეს წამლები. საინტერესოა, რომ ლაპარაკია ერთსა და იმავე დარბაზთან დაკავშირებულ ადამიანებზე - თურმე უკვე მერამდენე შემთხვევაა, როცა იმ ჯგუფის მიერ გამოწერილი წამლებით სპორტსმენები დოპინგზე ჩავარდნენ. ჯერჯერობით ამ დარბაზის დასახელებისგანაც თავს შევიკავებთ, რადგან ოფიციალურად არავინ დაგვიდასტურა, თუმცა უახლოეს დღეებში (შესაძლოა, დღესვე) ამ თემაზე საგანგებო პრესკონფერენციაც იგეგმება და ვიმედოვნებთ, იქ ღიად იტყვიან ყველაფერს.

სავარაუდოდ, ისინიც ისევე დაისჯებიან, როგორც - ძალოსნობის მწვრთნელები, როცა ამას წინათ მათი მთელი ნაკრები ჩავარდა დოპინგზე.

ერთი სიტყვით, მოსკოვის ის ტურნირი ყოველმხრივ უიღბლო აღმოჩნდა ჩვენთვის - ეს ორნი ხომ დოპინგზე გაიჭედნენ, ტურნირზე წაუსვლელობისთვის იაკობ მაქარაშვილი (74), დაგვიანებით ჩასვლისთვის კი დავით მარსაგიშვილი (84) ძლივს გადაურჩნენ ექვსთვიან დისკვალიფიკაციებს ჩვენივე ფედერაციისგან.

შეგახსენებთ, რომ ფედერაციის პრეზიდენტმა ლუკა კურტანიძემ მაშინ სათანადო ბრძანება გამოსცა კიდეც და პრესკონფერენციაზეც გააჟღერა, მაგრამ აღმასკომმა არ დაუმტკიცა. საბოლოოდ სპორტსმენებმა გაფრთხილება მიიღეს და კი გადარჩნენ, მაგრამ ვეჭვობთ, ამჯერად ქართული ფედერაცია გადარჩეს.

სამწუხაროდ, ეს არაა პირველი ანალოგიური შემთხვევა - ევროპის ვიცე-ჩემპიონ ბესარიონ გუჩაშვილს (55) ორწლიანი დისკვალიფიკაცია ზაფხულში, 27 ივნისს უმთავრდება; თან ამჯერად ლაპარაკია ერთბაშად ორ ფალავანზე და, სავარაუდოდ, გარკვეული სანქციები ფედერაციასაც დაეკისრება.

დასასრულ, ერთი გარემოებაც: დეკემბრის დასაწყისში ორივე დასჯილმა ფალავანმა იასპარეზა საქართველოს ჩემპიონატში. ედიშერაშვილი ჩემპიონი გახდა, არაბული კი მესამეზე გავიდა, თუმცა ეს ფაქტი ჩვენს ფედერაციას ნაკლად და ანტიდოპინგური კოდექსის დარღვევად არ ჩაეთვლება, რადგან მაშინ ჯერ კიდევ არ იყო ცნობილი პირველი ტესტის შედეგი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] ნუთუ ილიასთან ბრძოლაზე ფიქრობდა? - ცარუკიანი საჩემპიონო ბრძოლაში დამარცხდა
[VIDEO] დიდებული მერაბ დვალიშვილი! - ქართველმა საოცარი ბრძოლა შემოატრიალა და ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა
ზედიზედ მეორედ - კონსტანტინე პეტრიაშვილი ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონია!
მამარდაშვილმა "კომოსთან" კარი მშრალად შეინახა
ნუთუ ფლიკის გემოვნებაში ჯდება? - "ბარსელონა" ნკუნკუს შეძენის შესაძლებლობას სწავლობს
პსჟ-მ "აიაქსის" ბელგიელი გარემარბი 55 მილიონად შეიძინა
"რაიო ვალეკანოში" წიტაიშვილის დებიუტი გადაიდო - მისმა გუნდმა "სევილიასთან" წააგო
ლა ლიგაში საზონოვის დებიუტი შედგა - "ხეტაფე" "ალავესთან" დამარცხდა
ჩაკვეტაძის და გოგლიჩიძის გარეშე - "უდინეზე" თასის 1/16-ფინალში გავიდა
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები B დივიზიონში დაქვეითდა
"ლივერპულს" პსჟ-ს ორი შემტევის დამატება 200+ მილიონი დაუჯდება
აგენტების გამო პსჟ იაპონელ მეკარეს აღარ შეიძენს
U18. საქართველოს ნაკრებმა ირლანდია დაამარცხა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმი" "ჰერტასთან" დიდი ანგარიშით დამარცხდა
[VIDEO] შინაურის დანდობა არ იციან - პსჟ-ს ვარჯიშზე ახალწვეულებს ასე შეხვდნენ
"ყველაფერი ჩემ გარშემო აღარ ტრიალებს " - ნოვაჯ ჯოკოვიჩი
გულიტი: პირადად მე, პატივს ასეთ ფეხბურთელებს ვცემ
"გვინდა და ასეც მოხდება" - მბაპემ "რეალის" გეგმებზე ისაუბრა
გაკპომ "ტოტენჰემთან" პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა
"18 თვის განმავლობაში ძალიან ბევრს ვვარჯიშობდი" - მუდრიკმა დისკვალიფიკაციის პერიოდზე ისაუბრა
[VIDEO] ოსიმენმა დუბლი შეასრულა და "გალათასარაის" ფანებს მოუბოდიშა
აბუაშვილის "მეცი" "გრენობლს" ფრედ ეთამაშა
რასელ უესტბრუკმა კალათბურთელის კარიერა დაასრულა
მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატზე დოპინგს ლეგალურად 25 ფეხბურთელი მოიხმარდა
მსოფლიოს ჩემპიონატი: ზურაბ დათუნაშვილი ბრინჯაოსთვის იჭიდავებს
მსოფლიო რეიტინგი: ლადო ხონჩეგაშვილი ახალ წონაშიც ლიდერია
ევროპის ჩემპიონატი. I დღე: დავით მარსაგიშვილის საბედისწერო შვიდი წამი
სამჯერ 9:0 და ქართველი გოლიათი ლევან არაბული ევროპირველობის ფინალში გავიდა [VIDEO]
მსოფლიოს ჩემპიონატი: ბრინჯაოსთვის მხოლოდ დათუნაშვილი იბრძოლებს
მსოფლიოს ჩემპიონატი. II დღის ანონსი: დღეს ჩვენი ლიდერები გამოვლენ
ევროპის ჩემპიონატი: დავით მარსაგიშვილი ბრინჯაოს ვერ შესწვდა
დენის ჩერიშევის წინააღმდეგ ესპანეთის ანტიდოპინგურმა სააგენტომ გამოძიება დაიწყო
პოლონეთის ტურნირი: ქართველთა პოლონური გამოფენა - 3 ოქრო და 7 ბრინჯაო
იტალიის საუკეთესო მოცურავეს დოპინგის გამოყენების გამო ოთხწლიანი დისკვალიფიკაცია მისცეს
ევროპის ჩემპიონატი. I დღის ანონსი: დებიუტანტითა და ლიდერით ვიწყებთ
გენო პეტრიაშვილმა ბაქოს "ოქროს დიდ პრიზზე" ოქროს მედალი მოიპოვა
დავით მარსაგიშვილმა ბაქოს "ოქროს დიდ პრიზზე" ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
მსოფლიოს ჩემპიონატი: მესამე ბრინჯაო არ შედგა
დოპინგში აშშ პირველია, რუსეთი - მეორე
20 ქვეყანა რუსეთისთვის სპორტული შეჯიბრებების ჩატარების უფლების ჩამორთმევას ითხოვს
ფეხბურთში დოპინგის მოხმარების ფაქტები მატულობს