ჯიმი რედნაპი აღფრთოვანებულია 19 წლის ფრანგის, ალჟირული წარმომავლობის შუახაზელის ნიჭით და თვითნაბადი ლიდერული თვისებებით

"ლივერპულისა" და "ტოტენჰემის" ყოფილი ვარსკვლავი ჯეიმი რედნაპი საფეხბურთო წრეებში დიდი ხანია, სარგებლობს სოლიდური ავტორიტეტით და როცა ის ფეხბურთელზე დადებით კონტექსტში წერს, უნდა ვიფიქროთ, რომ ამისთვის ობიექტური საფუძველი არსებობს.

40 წლის ექსპერტმა "დეილი მეილში" ბოლო სვეტი "ტოტენჰემის" 19 წლის ფრანგ ცენტრალურ ნახევარმცველ ნაბილ ბენტალებს მიუძღვნა. რედნაპი აღფრთოვანებულია ალჟირული წარმომავლობის შუახაზელის ნიჭით და თვითნაბადი ლიდერული თვისებებით.

თინეიჯერი ფეხბურთელი "ტოტენჰემის" ძირითადში ტიმ შერვუდმა დააწინაურა და ახალი წლის შემდეგ შემადგენლობას ნელ-ნელა აჩვევს, უქმეებზე კი "კრისტალ პალასთან" ის სულაც სასტარტოში დააყენა.

- ყურადღება მიაქციეთ ფეხბურთელის სტატისტიკას, რომელიც მან ძირითადში სადებიუტო შეხვედრისას აჩვენა. ნაბილ ბენტალებმა, "ტოტენჰემის" 19 წლის ნახევარმცველმა 106 გადაცემა შეასრულა და ამ მხრივ საუკეთესო მაჩვენებელი ჰქონდა ლიგაში. თანაც, პასების 93.4% ზუსტი იყო. ეს უბრალოდ ფენომენურია.

ბენტალებმა მეორე ადგილზე გასულ ფეხბურთელს, საკუთარ თანაგუნდელ მუსა დემბელეს მთელი 17 პასით გაასწრო, ორჯერ და მეტად უკეთესი შედეგი აჩვენა, ვიდრე მაიკლ კერიკმა და მხოლოდ პასების მაესტრო ჩავის ჩამორჩა ევროპის მასშტაბით, ისიც მხოლოდ 6 გადაცემით.

შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ ნებისმიერს შეუძლია ხუთ მეტრში ზუსტი პასის გაკეთება, მაგრამ თუკი ვინმე ფიქრობს, რომ ამის გაკეთება თამაშის განმავლობაშიც იოლია, მაშინ მან არ იცის, რაზე ლაპარაკობს. ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის მოედანზე გასვლა და იმ დონეზე თამაში, როგორც ეს ბენტალებმა გააკეთა, ძალიან ძნელია.

ტიმ შერვუდი ფეხბურთელს ახალგაზრდული გუნდიდან იცნობს და იცის, რომ მას ცენტრში თამაში ეხერხება, მაგრამ მაინც უნდა ითქვას, რომ ბენტალების ნიჭი ასეთ ასაკში მაინც გამონაკლისია. ის საკუთარ ძალებში დარწმუნებული გეუბნება, რომ: "აქ ვარ და გადმომაწოდე ბურთი".

ახალგაზრდა მოთამაშისთვის ნდობის გამოცხადება იოლი არ იქნებოდა, თუმცა ჩანს, რომ ის მასზე გაცემულ ავანსს სრულად გაამართლებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

zizu
იქნებ ახალი ზიდანი გამოჩნდა
ტრაფორდის შემცვლელი - მანჩესტერ "სიტიმ" მეკარე დაიმატა
ერთ-ერთი უდიდესი გარიგება სპორტის ისტორიაში - მამარდაშვილის "ლივერპულის" წილი იყიდება
გამოასწორებს არეულ უკანა ხაზს? - მამარდაშვილის "ლივერპულმა" "ბარსელონას" მცველი ინათხოვრა
"რაც შემეძლო, ყველაფერი გავაკეთე" - კეინი "ოქროს ბურთის" შანსებზე
ბუსკეტსი "ბარსელონას" მეორე გუნდში იმუშავებს
შეთანხმება შედგა - როდრი კარიერას "ბარსელონაში" გააგრძელებს
"ლივერპულმა" მეორე მატჩში "კომო" დაამარცხა
"ლანსთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 3-1 მეშახტე. იმდენი ენერგია დახარჯეს, რამდენიც საჭირო იყო...
[VIDEO] მიქაუტაძის საგოლე პასი - "რასინგმა" და "ვილიარეალმა" ქულები გაიყვეს
გოგონათა 19-წლამდე ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
მამარდაშვილმა "კომოსთან" კარი მშრალად შეინახა
ნუთუ ფლიკის გემოვნებაში ჯდება? - "ბარსელონა" ნკუნკუს შეძენის შესაძლებლობას სწავლობს
ნოვაჯ ჯოკოვიჩი ცინცინატის მასტერსზე პირველივე წრეში დამარცხდა
"მახაჩევი რონალდოს ძალიან ჰგავს, ოღონდ არა სექსუალური ორიენტაციით" - ოლეგ ტაქტაროვი
"რატომ 54 ნომერი? რადგან ეს ყოველთვის მახსენებს, რომ..." - მამუკელაშვილმა ამერიკულ მედიასთან ისაუბრა
[VIDEO] მახაჩევმა ქამარი დაიცვა - ისლამმა იან მაჩადო გარი დაამარცხა
პსჟ-მ "აიაქსის" ბელგიელი გარემარბი 55 მილიონად შეიძინა
"რაიო ვალეკანოში" წიტაიშვილის დებიუტი გადაიდო - მისმა გუნდმა "სევილიასთან" წააგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 4-3 იბერია 1999. შეწყვეტილი სერია ქუთაისურ "თრილერში", მაგრამ გოშაძის თითები რომ არა...
[VIDEO] იეგოიანის საგოლე პასი ჩემპიონთან - "ექსელსიორმა" მარცხი განიცადა
ხვიჩასა და პსჟ-ის მორიგი სუპერთასის დღე!
ჰარი კეინი "ბაიერნთან" კონტრაქტს გაახანგრძლივებს
ჩავიმ მესის შესაძლო დაბრუნებაზე გააკეთა კომენტარი
დემბელემ ვარჯიშისას გონება დაკარგა და მიწაზე უგონოდ დაეცა [VIDEO]
მუსა დემბელე პრემიერლიგაში გადადის
Mirror: ლონდონის "არსენალმა" ზამთრის მთავარი სატრანსფერო მიზანი დაასახელა
ჩავი სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება? - ესპანელს შემოთავაზება ბუნდესლიგის კლუბიდან აქვს
ბირმინგემის "ასტონ ვილა": შერვუდის მემკვიდრის ძიებაში
კრისტიან ბენტეკე - ახლოა "ლივერპული"?
ტიმ შერვუდი: რას ჰგავს არგენტინის ნაკრების მწვრთნელი? პაბში საჩხუბრად მისულ კაცს
თანამედროვე ფეხბურთის ყველაზე დაუფასებელი ფეხბურთელები
"ჯუღელი მომდევნო კვირას იტალიაში ჩავა, კვარაცხელიას "ნაპოლიდან" წასვლის შანსი გაიზარდა" - La Gazzetta dello Sport-ი დეტალებზე წერს
ჟოზე და ავტორიტეტები - პრემიერლიგის VI ტურის საინტერესო ფაქტები და სტატისტიკა
"ასტონ ვილა": როცა გუნდში გოლიათი გყავს
"ატლეტიკომ" დემბელე იჯარით აიყვანა
სლოტი: მამარდაშვილმა კარგი მატჩი ჩაატარა - საუკეთესოდ ვერ ვითამაშეთ
ჩავის ინდოეთის ნაკრების მწვრთნელობაზე უარი უთხრეს
"ჩელსი" დემბელეს შეძენას ისევ შეეცდება
ჩავიმ, მისი აზრით, მუნდიალის 2 ყველაზე დიდი ტალანტი დაასახელა
ჩავიმ "ბარსელონას" ფეხბურთელის დამატება ურჩია