პოლონურმა საიტმა "პრეჟეგლადმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, კოკოშკოვის პერსონით პოლონეთის კალათბურთის ფედერაციაა დაინტერესებული
უცხოურ პრესაზე დაყრდნობით ვწერდით, რომ საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელ იგორ კოკოშკოვს (რომელსაც კონტრაქტის ვადა 2013 წელს დაუსრულდა) სერბეთი და სლოვენია ეპატიჟებოდნენ.

როგორც ჩვენთან ინტერვიუში ბატონმა იგორმა განაცხადა, ეს მხოლოდ სპეკულაციები იყო. სერბეთის ნაკრებში საშა ჯორჯევიჩი დაინიშნა, ხოლო სლოვენიისაში - 16 იანვარს იურე ზდოვცი.

16 იანვარსვე პოლონურმა საიტმა "პრეჟეგლადმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, იგორ კოკოშკოვის პერსონით პოლონეთის კალათბურთის ფედერაციაა დაინტერესებული. თუმცა იქვე ჩამოთვლილია რამდენიმე გვარი, რომლებიც ასევე განიხილებიან კანდიდატებად: ბოჟიდარ მალიკოვიჩი, რენატო პასკუალი, სებასტიან მაჩოვსკი, მიხაილო უვალინი.

აი, რა წერია იგორ კოკოშკოვის შესახებ: "სერბ სპეციალისტს ბევრი პლუსი აქვს. კარგად იცნობს პოლონეთის ნაკრებს, 2010 წლიდან მოყოლებული, სამჯერ ოფიციალურად ეთამაშა. 2013 წლის ევრობასკეტის გახსნით მატჩში სწორედ კოკოშკოვის გაწვრთნილმა საქართველომ დაამსხვრია პოლონელთა მეორე ეტაპზე გასვლის იმედები.

გარდა ამისა, იგი წლების განმავლობაში მუშაობდა ამერიკულ "ფინიქსში" და კარგად იცნობს პოლონელ ვარსკვლავ მარცინ გორტატს".

პუბლიკაციას ახლავს გამოკითხვა, რომლის მიხედვით, ყველაზე სასურველ კანდიდატთა შორის კოკოშკოვი და მალიკოვიჩი ლიდერობენ. მათ ხმების 27 პროცენტი აქვთ მიღებული. დანარჩენი პრეტენდენტებიდან 10-პროცენტიან ბარიერს ერთიც ვერ სცდება.

ჩვენი მხრივ კი, შეგახსენებთ, რომ იგორ კოკოშკოვს საქართველოს კალათბურთის ფედერაციასთან გაფორმებული ხელშეკრულება ევრობასკეტის დასრულებასთან ერთად, სექტემბერში ამოეწურა, ფედერაცია კი ახალი კონტრაქტის გაფორმებას არ ჩქარობს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

უკვე მამუკელაშვილთან ერთად - საქართველოს ნაკრებმა მონტენეგრო-პორტუგალიასთან მატჩებისთვის მზადება დაიწყო
მამუკელაშვილი ბრუნდება - მონტენეგროსა და პორტუგალიასთან მატჩებისთვის საქართველო მზადებას 15 კალათბურთელით იწყებს
საქართველოს ნაკრები ჩინეთთან დამარცხდა, თუმცა მასპინძლებს მედგარი წინააღმდეგობა გაუწია
"ბორჯღალოსნები" | მეორე ტესტი "ვოლაბებთან" - 2029 წელს ავსტრალიაში
"მანჩესტერ სიტი" რეინდერსის არაბეთში გაყიდვაზე თანახმაა
რასელ უესტბრუკმა კალათბურთელის კარიერა დაასრულა
სამედიცინო შემოწმება გავლილია - წიტაიშვილი კარიერას ლა ლიგაში გააგრძელებს
[VIDEO] თავის სტილში - ხვიჩა კვარაცხელიამ "ასტონ ვილას" გაუტანა
"ასტონ ვილასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
შეთანხმება მიღწეულია - ფერან ტორესი პსჟ-ის ფეხბურთელი გახდება
ლორიას შეცვლის - თბილისის "დინამომ" ბრაზილიელი მეკარე დაიმატა
"ეს ომია - ფეხბურთელები განებივრებულები არიან" - მოურინიომ კასილიასთან კონფლიქტზე ისაუბრა
"პორნოს" ვერ ვუყურებ" - პიტმა გადაწყვიტა ნეიმარს სიმულანტობის გაკვეთილები ჩაუტაროს
ტრაფორდის შემცვლელი - მანჩესტერ "სიტიმ" მეკარე დაიმატა
მარტინესი შეიძლება "ბარსელონაში" გადაბარგდეს
სლოტმა ნიდერლანდების ნაკრებში მუშაობაზე უარის მიზეზი განმარტა
"სელტას" ციგანკოვის ახლავე გაყიდვა სჭირდება
ზედიზედ მესამედ ჩემპიონთა ლიგის მოგება? - პსჟ-იდან სეზონის წინ გზავნილები გაავრცელეს
[VIDEO] "პატივისცემა ხვიჩას" - კვარაცხელიას ამ ქმედებას 1 დღეში ნახევარ მილიონზე მეტი მოწონება აქვს
U16 ევრობასკეტი: საქართველოს ნაკრები საფრანგეთთან დამარცხდა და ბრძოლას 9-16 ადგილებისთვის გააგრძელებს
"შავი ლომი" | განახლებული შემადგენლობით ახალი სეზონისთვის
ლოჩოშვილის "კიოლნის" ტალანტი "დორტმუნდში" გადასვლასთანაა ახლოს
ჰარი კეინი "ბაიერნთან" კონტრაქტს გაახანგრძლივებს
იგორ კოკოშკოვი VS ილიას ზუროსი
კოკოშკოვს საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის წოდება მიენიჭა
კოკოშკოვი: საქართველო სტაბილური და თანმიმდევრული გუნდია - დამსახურებულად გაიმარჯვა
საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი "ფენერბახჩეს" ჩაიბარებს
სერბეთის ნაკრებმა თბილისში ივარჯიშა - კოკოშკოვი უკმაყოფილოა
ძველი მეგობრის წინააღმდეგ: დღეს საქართველოს ნაკრები კოკოშკოვის სერბეთს შეხვდება