"შავი ეშმაკების" მთავარმა მწვრთნელმა რიჩარდ მაკკლინტოკმა იმ 24 მორაგბის სია გააცხადა, რომლებიც 1-ელ თებერვალს თბილისში "ბორჯღალოსნებს" დაუპირისპირდებიან
საქართველოს ნაკრების პირველი მეტოქე ერთა თასის წლევანდელ გათამაშებაში ბელგიის ეროვნული გუნდი იქნება.

"შავი ეშმაკების" მთავარმა მწვრთნელმა რიჩარდ მაკკლინტოკმა იმ 24 მორაგბის სია გააცხადა, რომლებიც 1-ელ თებერვალს თბილისში "ბორჯღალოსნებს" დაუპირისპირდებიან.

აღსანიშნავია, რომ ბელგიელთა რიგებში გამოჩნდა ახალგაზრდა ქართული წარმოშობის გარემარბი თორნიკე მეგრელიძე.

ქართველი მორაგბეების ნატურალიზება ერთა თასის გათამაშებაში მონაწილე ნაკრებებისთვის დიდი ხანია "მოდაში შემოვიდა".

ერთადერთი გუნდი, სადაც წარმოშობით ქართველები არ თამაშობენ, პორტუგალიის ნაკრებია. აი, იმ მოთამაშეების სია, რომლებიც ჩვენი მეტოქეების ღირსებას იცავენ: დავით გურგენიძე (ესპანეთი), ვალერი ცნობილაძე, გრიგოლ ცნობილაძე, ვასილ კვერნაძე (რუსეთი), ოთარ ტურაშვილი (რუმინეთი).

ბელგიის ნაკრებში 24 მორაგბიდან 13 ფრანგული კლუბების წარმომადგენელია. როგორც აღმოჩნდა, ბელგიელები საკმაოდ სერიოზული გუნდების კვართებით ასპარეზობენ. ესენია: "პერპინიანი", "აჟენი", "მეტრო რასინგი", "ლილი", "კოლომიე" და "პო".

შარშანდელი შემადგენლობიდან "შავ ეშმაკებს" დააკლდებათ: ტიბო ანდრე, კარლოს პიერო და ჩარლი ფურნო, რომლებმაც სანაკრებო კარიერა დაასრულეს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ბელგიის ნაკრებების დაპირისპირება 1-ელ თებერვალს "ავჭალის სარაგბო სტადიონზე" გაიმართება.

ბელგიის ნაკრები

პირველი ხაზი: ალექსის კუფოლო (კარკასონი), ტომას დინსტი (ლილი), მაქსიმ ჟადო (პო), ჟულიენ მასიმი (ოსერი), ალაინ მირიალაკისი (ვორათაზი), ბასტიან ვერმეილენი (ბუატსფორტი).

მეორე ხაზი: კირილ ნანაი ნჟილემი (ანდერლეხტი), ბრიუს ფრატორი (ლა უპლე), პიერ ჰედრიქსი (ბუატსფორტი).

მესამე ხაზი: ჟულიენ მორელი (ბასტია), დენის ეპე, მაიკლ დე მოლდერი (ორივე - ბუატსფორტი), ტომას დე მოლდერი (პო).

#:9: ჰებდრიკ ბრაუერი (მეტრო რასინგი), სებასტიან გუნსი (ბუატსფორტი).

#10: კრისტოფერ ბრაუნი (სენ რაფაელი), ფლორენ დებატი (სუაგნისი).

#12-13: იენს ტორფსი (პერპინიანი), გილემ პირონი (კოლომიე), გილემ ბრებანტი (ბუატსფორტი).

#11-14: თორნიკე მეგრელიძე (სუაგნისი), მარკ ჩაენგი (პერპინიანი).

#15: ალან ვილიამსი (კონიაკი), სილვიან როსი (აჟენი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

GiorgiG83
gkhabe -ს რა ვქნა, ჩემი სხვსთვის არ მემეტება - თუმცა წარმატება თითოეულს მიანც მინდა, რომ ვსურვო. რამდენადაც მახსოვს ვაკოს, გიას და ვასკას საქართველოს წინააღმდეგ არც უთამაშიათ, ვერც სთხოვენ - უბრალოდ არ თამაშობენ, პატივისცემას იმსახუერბს ეს ჟესტი.
gkhabe
გიორგი ქართულ სარაგბო რეალობაში ფინანსურ მდომარეობასთან ნაკლებად აქვს კავშირი იმას რომ ქართველი მორაგბეები ერთა თასის სხვა ნაკრებებში გამოდიან.ეს ისეთი მორაგბეები არიან ძირითადად ვინც საქართველოს ნაკრებში კონკურენციას ვერ გაუძლებენ ანუ მოხვედრის შანსი არ აქვთ.მაგრამ აი გარემარბს რაც შეეხება ჩვენც ჰაერივით გვჭირდება და თუ მართლა კარგი ბიჭია იქნება გადმოვიბიროთ.
GiorgiG83
სამწუხაროა, როდესაც ქართველი არ იცავს საქართველოს ღირსებას და არ გამოდის საქართველოს სახელით. ამაში მეტ წილად ალბათ ის ფინანსურ-ეკონომიკური მდგომარეობაა დამნაშავე, რასაც ჩვენტან აქვს ადგილი. იმედია, ეს პროცესი არ იქნება პროგრესირებადი და მხლოდ 1-2 გამონაკლისის გარდა სხვას ადგილი არ ექნება. რაც შეეხება ბელგიას - დიდი იმედი მაქვს რომ პრემიალური ქულით მოვიგებთ
"ბორჯღალოსნები" | მეორე ტესტი "ვოლაბებთან" - 2029 წელს ავსტრალიაში
შტორმის მოლოდინში და სრული დომინაციით - საქართველოს ნაკრებმა ერთა თასზე ჩილესაც მოუგო
დავით ნინიაშვილი: მიზანი სამი მოგებაა
ბუსკეტსი "ბარსელონას" მეორე გუნდში იმუშავებს
"ალბათ, ეს ჩემი უკანასკნელი სეზონია" - კრიშტიანო რონალდო
შეთანხმება შედგა - როდრი კარიერას "ბარსელონაში" გააგრძელებს
"ლივერპულმა" მეორე მატჩში "კომო" დაამარცხა
"ლანსთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 3-1 მეშახტე. იმდენი ენერგია დახარჯეს, რამდენიც საჭირო იყო...
[VIDEO] მიქაუტაძის საგოლე პასი - "რასინგმა" და "ვილიარეალმა" ქულები გაიყვეს
გოგონათა 19-წლამდე ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
მამარდაშვილმა "კომოსთან" კარი მშრალად შეინახა
ნუთუ ფლიკის გემოვნებაში ჯდება? - "ბარსელონა" ნკუნკუს შეძენის შესაძლებლობას სწავლობს
ნოვაჯ ჯოკოვიჩი ცინცინატის მასტერსზე პირველივე წრეში დამარცხდა
"მახაჩევი რონალდოს ძალიან ჰგავს, ოღონდ არა სექსუალური ორიენტაციით" - ოლეგ ტაქტაროვი
"რატომ 54 ნომერი? რადგან ეს ყოველთვის მახსენებს, რომ..." - მამუკელაშვილმა ამერიკულ მედიასთან ისაუბრა
[VIDEO] მახაჩევმა ქამარი დაიცვა - ისლამმა იან მაჩადო გარი დაამარცხა
პსჟ-მ "აიაქსის" ბელგიელი გარემარბი 55 მილიონად შეიძინა
"რაიო ვალეკანოში" წიტაიშვილის დებიუტი გადაიდო - მისმა გუნდმა "სევილიასთან" წააგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 4-3 იბერია 1999. შეწყვეტილი სერია ქუთაისურ "თრილერში", მაგრამ გოშაძის თითები რომ არა...
[VIDEO] იეგოიანის საგოლე პასი ჩემპიონთან - "ექსელსიორმა" მარცხი განიცადა
ხვიჩასა და პსჟ-ის მორიგი სუპერთასის დღე!
ჰარი კეინი "ბაიერნთან" კონტრაქტს გაახანგრძლივებს
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
მშვიდობით თუ ნახვამდის? - კურტუამ კომენტარი გააკეთა
ბორჯღალოსნები | სამოასთვის შემადგენლობა შეირჩა
რუდი გარსიამ ბელგიის ნაკრები დატოვა
[VIDEO] გაჭირვების ტალკვესია - ესპანეთი მომდევნო ეტაპზე ისევ შეცვლაზე შესულმა მერინომ გაიყვანა
დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“
"ეს ორი ადამიანი ფეხბურთის აზრზე არაა" - კლოპმა ინფანტინო და ტრამპი გაკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" გაბრაზებულები არიან - ჭკუის სასწავლებელი გაკვეთილი "შავი ეშმაკებისგან"
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
ბორჯღალოსნები | ახალი მწვრთნელების პირველი რაზმი - დებიუტანტებით
[VIDEO] ახლა რაღას გახდება ტრამპი? - ბალოგუნიანი აშშ ბელგიასთან განადგურდა
ბორჯღალოსნები | პირველი შეკრება ცვლილებით დაიწყო
"ესპანეთთან ამიტომ დავმარცხდით" - რუდი გარსია