გარიდოს კარიერა მადრიდის "რეალმა" შეიწირა
სევილიური "ბეტისის" ხელმძღვანელებმა ხუან კარლოს გარიდოს შემცვლელი მალე იპოვეს - "ვერდიბლანკოსს" არგენტინელი გაბრიელ კალდერონი გაწვრთნის.

53 წლის ყოფილი ფეხბურთელი, რომელსაც არგენტინის ნაკრებში 23 მატჩი ჩაუტარებია, ბოლოს ბაჰრეინის ნაკრების დამრიგებელი იყო, იქამდე კი, სხვადასხვა ნაკრების გარდა (საუდის არაბეთი, ომანი), რამდენიმე აზიურ კლუბშიც მუშაობდა. სათამაშო კარიერის განმავლობაში კალდერონმა "ბეტისში" 4 სეზონი (1983-87) გაატარა და 74 შეხვედრაში 15 გოლიც გაიტანა. ასე რომ, ყოფილი ნახევარმცველი უცხო გარემოში ნამდვილად არ მოხვედრილა. 1982 და 1990 წლების მსოფლიოს ჩემპიონატების მონაწილემ პრესასთან პირველი კომენტარიც გააკეთა:

"დღეს ოცნება ამისრულდა. მითამაშია მსოფლიოს ჩემპიონატზე, რამდენიმე დიდ კლუბშიც ვყოფილვარ, მაგრამ ყველაზე ბედნიერი მაინც აქ, სევილიაში ვიყავი და უაღრესად ამაყი ვარ, რომ "ბეტისის" ხელმძღვანელებმა ნდობა გამომიცხადეს. ვიცი, რომ საკმაოდ რთულ სიტუაციაში ვართ, მაგრამ ჩვენი გუნდის შესაძლებლობებში დარწმუნებული ვარ და მჯერა, რომ განსაცდელს თავს მალე დავაღწევთ," - განაცხადა კალდერონმა პრეზენტაციაზე.

შეგახსენებთ, რომ ხუან კარლოს გარიდოს გათავისუფლების შესახებ ცნობილი კვირას, მას შემდეგ გახდა, რაც "ბეტისმა" წინა დღეს "რეალთან" 0:5 წააგო. სულ გარიდოს ხელში სევილიელებმა პრიმერაში 5 მატჩი ჩაატარეს, საიდანაც მხოლოდ ერთი არ წააგეს. გარდა ამისა, გუნდი სამეფო თასიდანაც გავარდა ("ბილბაოსთან") და ჩემპიონატშიც ბოლო ადგილზე მყარად დამკვიდრდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
ზაფხულის სატრანსფერო საგის მთავარი მონაწილე ტრავმირებულია
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია
"ტოტენჰემთან" მატჩში გიორგი მამარდაშვილი სასტარტოშია
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტი შედგა - "ინტერმა" "უდინეზეს" თამაში 0:2-დან შემოუტრიალა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"
"მამარდაშვილი ძალიან კარგი მეკარეა" - ირაოლამ გაამხილა ვინ ითამაშებს "ტოტენჰემთან"
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
ლუის ენრიკემ ჰაკიმის ტრავმის შესახებ გააკეთა კომენტარი
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია