აქამდე უცნობია, სად გააგრძელებენ კარიერას ელგუჯა გრიგალაშვილი, ლევან ხმალაძე და გივი კვარაცხელია
"დინამოში" მომხდარ მნიშვნელოვან ცვლილებებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მოულოდნელი ამბავი გიორგი მერებაშვილის ტრანსფერზე დაყენება იყო, მაგრამ, როგორც შევიტყვეთ, თბილისელთა შემტევმა ძირითად შემადგენლობასთან ერთად გაიარა სამედიცინო შემოწმება და ვარჯიშიც მთავარ გუნდთან ჩაატარა.

მაგრამ ჯერ კიდევ უცნობია, ეს როდემდე გაგრძელდება...

ასევე გაურკვევლობაშია ტრანსფერზე დაყენებული კიდევ ერთი ფეხბურთელი - ელგუჯა გრიგალაშვილი. საქართველოს ეროვნული ნაკრების 24 წლის შემტევი ნახევარმცველი "დინამომ" 200 ათას დოლარად შეაფასა.

ფეხბურთელი ახლა ინდივიდუალურად ვარჯიშობს და იმედოვნებს, რომ მის ტრანსფერს რომელიმე კლუბი გამოისყიდის.

ცხადია, გრიგალაშვილს ასეთი კლუბი საქართველოში არ ეგულება და მოლაპარაკებები უცხოელებთან აქვს, მაგრამ ახლა ქართველის ევროპაში წასვლა ძალიან გაძნელებულია და უჭირს თქმა, რამდენად რეალურია მისი მოლოდინი. უფრო სანდოდ მიაჩნია, რომ "დინამომ" უცხოეთში იჯარით გაუშვას, თუმცა ჯერ ამაშიც არ არის დარწმუნებული. არადა, სათამაშო პრაქტიკის მისაღებად, მზადაა, საქართველოს რომელიმე გუნდის ფორმაც მოირგოს.

შედარებით უკეთეს მდგომარეობაშია გუნდის ყოფილი კაპიტანი ლევან ხმალაძე, რომელმაც "დინამოსთან" კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყვიტა, თავისუფალი აგენტის სტატუსი მიიღო და ახლა ფიქრობს, შეთავაზებული ვარიანტებიდან რომელი ამჯობინოს.

"ლელოსთან" საუბრისას მან უარყო ხმები"ზესტაფონში" გადასვლის თაობაზე.

"ჯერ არ ვიცი, რომელ გუნდში ვითამაშებ. რაც შეეხება "ზესტაფონში" გადასვლასთან დაკავშირებულ ხმებს, ეს ისეთივე ჭორია, როგორც მანამდელი - თითქოს ქუთაისის "ტორპედოში" ან ბოლნისის "სიონში" რომ უნდა მეთამაშა.

საქართველოში დარჩენა არ მინდა, წინადადებებს უცხოეთიდან ველოდები და მალე ყველაფერი მეცოდინება", - ამბობს ხმალაძე.

ასევე უცნობია გივი კვარაცხელიას ახალი კლუბის სახელი. ის, რომ მას საჩხერის "ჩიხურა" იწვევს, არ ნიშნავს, რომ გამოცდილი მცველის საქმე მოგვარებულია. კვარაცხელია ჯერაც ფიქრობს, სად გააგრძელოს კარიერა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | ეროვნულ ლიგა | გაგრა 1-1 ტორპედო. ლოგიკური ფრე "პეტრიაშვილზე"
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 0-0 მეშახტე. დაკარგული თუ გადარჩენილი?
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 2-0 იბერია 1999. ჩემპიონატში ორხელისუფლებიანობაა
მუსიალა: მინდა სიხარულისგან სიამოვნება მივიღო
არაერთ ევროპულ კლუბში თამაშის შემდეგ, ხუან კუადრადო სამშობლოს დაუბრუნდა
ტრანსფერის ინიციატორი ნეიმარია - კოუტინიო ბავშვობის მეგობარს შეუერთდება
სუპერმენი "ბლექ ფორტრესში" | დუაიტ ჰოვარდი საქართველოს სუპერლიგაში ითამაშებს
[VIDEO] "ბაიერნმა" და "მანჩესტერ იუნაიტედმა" ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში დიდი ანგარიშით გაიმარჯვეს
VIDEO | ეროვნულ ლიგა | გაგრა 1-1 ტორპედო. ლოგიკური ფრე "პეტრიაშვილზე"
[VIDEO] აზაროვი სათადარიგო იყო - ჩემპიონთა ლიგაზე ორივე მატჩი ერთნაირი ანგარიშით დასრულდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 0-0 მეშახტე. დაკარგული თუ გადარჩენილი?
"კოჭ-წვივი აქვს დაზიანებული" - "კადისმა" გოჩოლეიშვილის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა
ირაოლა: ბარკოლას კუნთის სპაზმი ჰქონდა
"საფონოვის ფეხით თამაში ლუის ენრიკეს აღიზიანებს" - ფრანგული მედია
მიიღებს თუ არა "კვარა" "ოქროს ბურთს" და მისი უთამაშებლობა სისტემატურ ხასიათს - ესპანელმა კომენტარი გააკეთა
რატომ არ ითამაშა კვარაცხელიამ? - "ნუ მოკლავ ჯაფარას!"
ლანგს ურთიერთობა ალეგრისთანაც აერია და ბოდიშის მოხდა მოუწია
[VIDEO] "არ შემოდიხარ? ბრუნდები?" - დემბელე კვარაცხელიას სათადარიგოთა დარჩენის გამო ეხუმრა და იხალისა
მიზანს ამ სეზონშივე მიაღწევს? - რონალდო სანუკვარ ნიშნულს უახლოვდება
გამოირიცხა - მუდრიკი საქართველოს ნაკრებთან ვერ ითამაშებს
"ბედნიერი ვიქნები, თუ "ოქროს ბურთს" ის მოიგებს" - ლაპორტამ ფავორიტი დაასახელა
როდრის "ვალენსიაზე" გაჟღერებული ფრაზის გამო ბოდიშის მოხდა მოუწია
"მთელი მაისური, დუნდულების ზედა ნაწილი და შარვალი სპერმით იყო დაფარული" - გოგონა საფეხბურთო მატჩის დროს სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა
"ბულგარეთმა საქართველოდან ელჩი გაიწვია" - საქართველოს ნაკრების ექსნახევარმცველის ხუმრობა
ლეგიონი გუშინ: ქართველების "ვიტესი" აუტსაიდერთან შინ დამარცხდა
ლეგიონი გუშინ: გიორგი მაკარიძე იგებს, თემურ ქეცბაია ნახევარფინალშია
მერებაშვილის მორიგი მშვენიერი გოლი [VIDEO]
უმაღლესი ლიგის XXII ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
ლეგიონი გუშინ: გიორგი ჭანტურია მხოლოდ სამი წუთით...
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
ელგუჯა გრიგალაშვილის ჰეთ-თრიკი - მისი გუნდი უზბეკეთის თასის ნახევარფინალშია
მანჯუკიჩი შესაძლოა "ბარსელონაში" ვიხილოთ - 21 აგვისტოს დაიჯესტი
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...
ლეგიონის უქმეები: ჰეთ-თრიკი, დუბლი და 3 საგოლე პასი [VIDEO]
ლორიას შეცვლის - თბილისის "დინამომ" ბრაზილიელი მეკარე დაიმატა
ლეგიონის უქმეები: 3 ქართული გოლი [VIDEO]
თბილისის "დინამომ" ბერძენ მცველს გაუფორმა კონტრაქტი
"ახალგაზრდებს დარიგებებს მისცემს და გვერდში დაუდგება, ნაკრებში მისი დაბრუნება კარგი იქნება" - მერებაშვილი კანკავაზე
ქალთა ლიგის გათამაშებაში ლიდერები არც მეექვსე ტურის შემდეგ შეცვლილან
"ძალიან რთულია ამ კადრების შორიდან ყურება, არა რუსულ კანონს!!!" - გიორგი მერებაშვილი [PHOTO]
"ისეთი მდგომარეობაა, ფეხბურთში დარჩენის სტიმული აღარ მქონდა"
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
ლეგიონი: თურქეთის სუპერლიგაში ოქრიაშვილის დებიუტი შედგა [VIDEO]
გიორბელიძე სანიოლის სურვილის შესაბამისად - ქართველების პარასკევი
[VIDEO] 2:7. ისტორიული სირცხვილი - თბილისის "დინამო" "ჟალგირისთან" განადგურდა და კონფერენს ლიგიდან გამოვარდა
ლეგიონი გუშინ: დვალიშვილის გოლი, კანკავას მოგება, მჭედლიძის ფრე [VIDEO]
"ჟალგირისის" ფეხბურთელებს შვებულება გადაედოთ - კიდევ ერთი სენსაცია კვიპროსში მოხდა
ეროვნული ლიგა. XXIX ტური: ბათუმის "დინამომ" "დილა" დაამარცხა [VIDEO]
დინამო (თბ)-დილა 2:2 - ორმხრივი კმაყოფილება? [VIDEO]
"ვეცდებით, ბოლომდე დავიხარჯოთ და თავი ღირსეულად წარმოვაჩინოთ..." - "ნიკე" ჩემპიონთა ლიგას "ტვენტეთი" იწყებს
სიონი-ვიტ ჯორჯია 3:3 - კურდღელაშვილის ფაქტორი
"დინამოს" ეს ფეხბურთელი უღირსად მოიქცა, ქართველებმა ბოდიში მოგვიხადეს..." - "ჟალგირისის" პრეზიდენტი მიმართვას ავრცელებს
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
ლეგიონის უქმეები: 7 ქართული გოლი სანაკრებო პაუზის შემდეგ [VIDEO]
საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ
ლეგიონი გუშინ: კახა ცხადაძე და გოგიტა გოგუა ყაზახეთის თასის 1/4-ფინალში