25 წლის თავდამსხმელმა რუმინულ "გაზ მეთანთან" სამწლიანი კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყვიტა
სექტემბერში გიორგი ალავერდაშვილი რუმინეთის ლიგა 1-ის (უმაღლესი ლიგა) "გაზ მეთანში" ჩაირიცხა. მან აკაკი ხუბუტიას ყოფილ კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

მანამდე, 25 წლის თავდამსხმელმა მოკლე დროში სამი ლიტვური კლუბის ("ბანგა", "კრუოია", "შიაულიაი") ფორმა მოირგო, 29 მატჩში 20 გოლი მიითვალა, 4 გოლიც თასზე გაიტანა.

ცხადია, ლიტვის შემდეგ რუმინეთის ჩემპიონატში თამაში მისთვის აშკარა წინსვლა იყო... მაგრამ გადიოდა დრო და ალავერდაშვილი არ ჩანდა.

ასეთი ამბავი შევიტყვეთ:

"გაზ მეთანთან" 3-წლიანი კონტრაქტი გავაფორმე და მეგონა, მდიდარ და სტაბილურ გუნდში მოვხვდი, მაგრამ ხელფასი საერთოდ არ ამიღია.

მერე გავარკვიე, რომ გუნდს ბანკის ვალი ჰქონდა, რის გამოც ანგარიშები გაუყინეს და სანამ ეს საქმე არ მოგვარდებოდა, მანამდე ფეხბურთელების დამატების უფლებას არ აძლევდნენ.

სამუშაო ვიზის მოქმედების ვადა ნოემბრის დასაწყისში ამომეწურა და საქართველოში დაბრუნება მომიხდა. გუნდში ვერ ვთამაშობდი, ვიზას თბილისშიც უშედეგოდ ველოდი და იქ ყოფნას რა აზრი ჰქონდა? ამიტომ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, კონტრაქტი გავწყვიტე.

მირჩევნია იქ წავიდე, სადაც სათამაშო პრაქტიკა მექნება. რამდენიმე კლუბთან მოლაპარაკებები მაქვს და ყველაფერი უახლოეს ხანში უნდა გადაწყდეს", - გვითხრა ალავერდაშვილმა.

მისი და რუმინელების ურთიერთობა მეტისმეტად უცნაურად აეწყო. შეგახსენებთ, რომ თავდამსხმელმა 2013 წლის ივნისშიც განაცხადა, რომ რუმინეთის ლიგა 2-ის (პირველი ლიგა) "ტირგუ მურეში" 1+2 სისტემით სთავაზობდა კონტრაქტის გაფორმებას.

მაგრამ რუმინეთში ჩასულმა ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა გადაიფიქრა და დროებით ლიტვაში დაბრუნდა, 2012 წელს კი ასევე რუმინულ "პანდურიისთან" შეთანხმება ბოლო მომენტში ჩაეშალა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ღმერთო დიდებულო, როგორ უყვარს ამ ბიჭს არაერთგვაროვანი ასპარეზობა" - ინგლისური მედია მამარდაშვილის თამაშს გამოეხმაურა
[VIDEO] მამარდაშვილის დიდებული მოგერიებები - "ლივერპულმა" თასზე "ტოტენჰემს" სძლია
წიტაიშვილი ლა ლიგაში პირველ გოლთან ახლოს იყო - "რაიო ვალეკანომ" "ესპანიოლს" მოუგო
"ტოტენჰემთან" მატჩში გიორგი მამარდაშვილი სასტარტოშია
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"
"მამარდაშვილი ძალიან კარგი მეკარეა" - ირაოლამ გაამხილა ვინ ითამაშებს "ტოტენჰემთან"
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
ლუის ენრიკემ ჰაკიმის ტრავმის შესახებ გააკეთა კომენტარი
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
ლეგიონი გუშინ: გიორგი ჭანტურიას გოლი და მუხლის ტრავმა [VIDEO]
"გაზ მეთანს" აკაკი ხუბუტიას გოლმა ვერ უშველა
ლეგიონი: პაპუნაშვილისა და კვირკველიას გოლები, არველაძის მოგება [VIDEO]
რუსი მწვრთნელი და ლეგიონერები - "გურიას" ვიქტორ დემიდოვი გაწვრთნის
აკაკი ხუბუტია რუმინეთის ჩემპიონატის ერთ-ერთ ლიდერ "გაზ მეთანში" დაბრუნდა
აკაკი ხუბუტია: მიხარია, რომ ისევ რუმინეთში დავბრუნდი
თბილისის "ლოკომოტივი": მინუს ათი და პლუს ვარჯიში
აკაკი ხუბუტია "რუსთავში" ითამაშებს
ლანჩხუთის "გურიამ" საკონტროლო მატჩში ქუთაისის "ტორპედო" დაამარცხა
პოლონურმა "ზავიშამ" გიორგი ალავერდაშვილი ტრანსფერზე დააყენა
აკაკი ხუბუტია კარიერას "ვიტებსკში" გააგრძელებს
დინამო (თბ)-გურია 3:2 - როცა ქვილითაია შეუჩერებელია... [VIDEO]
"შახტარიდან" "გურიაში"?! ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის ფინალისტი ლანჩხუთში ითამაშებს