ბაქოს "ინტერის" ქართველმა ფორვარდმა გუნდის თურქული შეკრება შეაფასა
ბაქოს "ინტერის" ქართველმა ფორვარდმა ბაჩანა ცხადაძემ azerisport.com-ს ინტერვიუ მისცა.

აზერბაიჯანის ყველაზე ქართულმა გუნდმა შეკრება თურქეთში გაიარა, სადაც ოთხი ამხანაგური მატჩი გამართა. სხვათა შორის, გერმანულ "ზეიტსთან" შეხვედრაში, რომელიც კახაბერ ცხადაძის შეგირდებმა 2:0 მოიგეს, პირველი გოლი მე-7 წუთზე სწორედ ბაჩანამ გაიტანა.

ინტერვიუში ქართველი თავდამსხმელი თურქულ შეკრებასა და აზერბაიჯანის ჩემპიონატში დასახულ მიზნებზე საუბრობს.

- როგორ შეაფასებთ "ინტერის" გამოსვლას ოთხ ამხანაგურ მატჩში?

- ორში გავიმარჯვეთ და ეს ურიგო შედეგი არ უნდა იყოს. ჰოლანდიურ "ასტენთან" დიდი ანგარიშით მოგების შემდეგ წავაგეთ გერმანულ "ჰოლშტაინთან". იმ თამაშში მოედანზე ექსპერიმენტული შემადგენლობა გამოვიყვანეთ, მათ შორის - სინჯებზე მყოფი ლეგიონერებიც. საბოლოოდ, ისინი უკან გაუშვეს.

რაც შეეხება "აქტობესთან" თამაშს, ის ჩვენი კარნახით წარიმართა, თუმცა გატანილი გოლის შემდეგ რატომღაც მოვეშვით და გოლი მივიღეთ.

- რას იტყვით ბოლო მატჩზე, გერმანულ "ზეიტსთან"?

- რა თქმა უნდა, ანგარიშით 2:0 მოგება კარგია, მაგრამ მეტოქე სუსტი იყო და მეორე ტაიმში ჩვენს შემადგენლობაში პოტენციურმა ახალწვეულებმა ითამაშეს.

ვფიქრობ, ამ ეტაპზე შედეგს მნიშვნელობა საერთოდ არ აქვს და მთავარი სეზონისთვის სათანადოდ მომზადებაა.

- რამდენად მზადაა "ინტერი" ჩემპიონატის მეორე ნახევრისთვის?

- სჯობს, ეს მთავარ მწვრთნელს ჰკითხოთ, თუმცა მე მგონია, რომ "ინტერი" მძიმე ბრძოლებისთვის მზად იქნება. ჩემპიონატის სტარტზე ქულები ისედაც საკმარისად გავფლანგეთ და ახლა თითოეულ თამაშში მხოლოდ გამარჯვება დაგვაკმაყოფილებს.

- წარუმატებელი სტარტის მიზეზი რა იყო?

- მიზეზები ჩემთვის გაუგებარია. არცთუ ურიგოდ ვთამაშობდით, მოედანზე საბრძოლველად დამუხტულები გავდიოდით, გაგვქონდა გოლებიც, მაგრამ უაზრო შეცდომებს ვუშვებით.

საბედნიეროდ, შევძელით გონზე მოსვლა და ახლა "ნეფთჩის" შვიდი ქულით ჩამოვრჩებით, რისი გაბათილებაც სავსებით შესაძლებელია. მით უმეტეს, თუკი შექმნილ მომენტებს გამოვიყენებთ.

- რამდენ გუნდს შეუძლია ჩემპიონობისთვის ბრძოლა?

- ვფიქრობ, პირველი ხუთეულის ყველა გუნდს.

- "ინტერის" მიზანი ოქროს მედლებია?

- მიზანი ევროთასებზე მოხვედრაა და შეგვწევს ძალა, პრიზიორთა შორის მოვხვდეთ. ეს შანსი ხელიდან არ უნდა გავუშვათ.

- "ინტერისთვის" ყველაზე უხერხულ მეტოქედ რომელს მიიჩნევთ?

- "ყარაბაღს". ეს გუნდი კარგ ფეხბურთს უჩვენებს და ყველა მეტოქის თავისტკივილია.

[VIDEO] ალისონი აღფრთოვანებული დარჩა - რა რეაქცია ჰქონდა ბრაზილიელს მამარდაშვილის ბრწყინვალე მოგერიებაზე
"ღმერთო დიდებულო, როგორ უყვარს ამ ბიჭს არაერთგვაროვანი ასპარეზობა" - ინგლისური მედია მამარდაშვილის თამაშს გამოეხმაურა
[VIDEO] მამარდაშვილის დიდებული მოგერიებები - "ლივერპულმა" თასზე "ტოტენჰემს" სძლია
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია
"ტოტენჰემთან" მატჩში გიორგი მამარდაშვილი სასტარტოშია
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტი შედგა - "ინტერმა" "უდინეზეს" თამაში 0:2-დან შემოუტრიალა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"
"მამარდაშვილი ძალიან კარგი მეკარეა" - ირაოლამ გაამხილა ვინ ითამაშებს "ტოტენჰემთან"
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
ლუის ენრიკემ ჰაკიმის ტრავმის შესახებ გააკეთა კომენტარი
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
ზაურ სვანაძე: კარგ ქართველ ფეხბურთელზე უარის ვინ იტყვის, მაგრამ...
საჩხერიდან კორსიკაზე - ბაჩანა ცხადაძე "ბასტიაში" გადავიდა
"რუსთავმა" თურქულ შეკრებაზე წასაყვანი 26 ფეხბურთელი დაასახელა
ბაჩანა ცხადაძე: მამაჩემი ჯერ უმუშევარია
ბაჩანა ცხადაძე კარიერას საჩხერის "ჩიხურაში" გააგრძელებს
[ლეგიონი] ხიზანიშვილმა გამარჯვების გაიტანა, კვეკვესკირს ხელი გაარტყეს [VIDEO]
კახი ცხადაძემ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს მიმართა!
ბაქოს "ნეფთჩის" ფანები კახა ცხადაძესა და ზაურ სვანაძეს ახსენებენ...
ბაქოს "ინტერმა" ზაურ სვანაძეს ერთწლიანი კონტრაქტი შესთავაზა
"ეს გადაწყვეტილება ძალიან რთული მისაღები იყო" - ცხადაძე კარიერას ასრულებს
ზაურ სვანაძემ და ბაქოს "ინტერმა" ახალი კონტრაქტი გააფორმეს
ერთხელ ბაქოში... სად გაგვასწრო მეზობელმა ფეხბურთში
ბაჩანა ცხადაძე: მეგონა, ფეხბურთს ვეღარასოდეს ვითამაშებდი...