იაპონელი და კორეელი სპორტსმენების პროფესიონალიზმზე ლეგენდები დადის, თუმცა მათზე ხშირად ისეთებს გაიგებ...
იაპონელი და კორეელი სპორტსმენების პროფესიონალიზმზე ლეგენდები დადის, თუმცა მათზე ხშირად ისეთებს გაიგებ... საკუთარ მოსწავლეზე სექსუალური ძალადობისთვის ორწლიანი პატიმრობა მიესაჯა ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონს ძიუდოში მასატო უჩიშიბას (66); შემოდგომაზე საკუთარი უნივერსიტეტის სტუდენტებზე ფიზიკური ძალადობის, ანუ "დედოვშჩინისთვის" სამთვიანი დისკვალიფიკაცია მიესაჯა მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს იაპონიიდან შოჰეი ონოს (73); ახლა კი ჰაუპტვახტში ჩასვეს ცნობილი სამხრეთკორეელი ძიუდოისტი, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი და პეკინის ოლიმპიადის ვერცხლისმედალოსანი კი ჩუნ ვანგი (73).

ამჯერად მიზეზი არანაირი ძალადობა არაა, მაგრამ მეტად პროზაული კია - ის ჯარში სამსახურის პერიოდში მობილური ტელეფონის გამოყენებისთვის დაისაჯა. თურმე კორეაში სამხედრო სამსახურის გავლა ყველა სრულწლოვან მამაკაცს ევალება, დამსახურებისა და სოციალური მდგომარეობის მიუხედავად.

მსგავსი მესიჯი ვანგს 10 დეკემბერს მისვლია და ქალაქ ნონსანშიც გამოცხადებულა სამხედრო ცენტრში, ის ტელეფონიც ჩაუბარებია, მაგრამ რამდენიმე კვირაში, შემოწმებისას აღმოუჩენიათ, რისთვისაც ორკვირიანი ჰაუპტვახტი გამოუწერეს.

"კანონი ყველასათვის ერთია და ვანგისთვის გამონაკლისს ვერ დავუშვებდით, მისი სპორტული წარმატებების მიუხედავად" - განაცხადა იქაური თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა.

საახალწლოდ მსოფლიო ძიუდოში სხვაც მოხდა არასასურველი ამბები. კერძოდ, დოპინგზე ჩავარდა ორი ცნობილი სპორტსმენი - ბელგიელი ქალი, მსოფლიოსა და ოლიმპიადის ბრინჯაოსმედალოსანი ჩარლინე ვან სნიცკი (48), იანვარში კი მისი ბედი მოლდოვიდან არაბთა გაერთიანებულ საემიროებში გაქცეულმა ევროპის ვიცე-ჩემპიონმა და მსოფლიოს პრიზიორმა სერგიუ ტომამ (81). ორივე ორწლიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა.

ამათგან ჩვენთვის უფრო საყურადღებო ტომას დასჯაა - ვერ ვიტყვით, რომ ის ავთანდილ ჭრიკიშვილის ან რომელიმე ჩვენებურისთვის უხერხული მეტოქეა. ის ჭრიკიშვილს პირველხარისხოვან შეჯიბრებებზე არც შეხვედრია, სხვებთან კი 5-დან 4 შეხვედრა წაუგია, მაგრამ არც იმდენად სუსტია, სათვალავიდან საერთოდ ამოვაგდოთ.

სულაც არ ვამართლებ ქართველ სპორტსმენთა უდისციპლინობას - ეს წერილი არ იწერება მაგ განზრახვით, მაგრამ არაპროფესიონალიზმი და თავქარიანობა მარტო ჩვენებურთა ხვედრი არ ყოფილა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
საქართველოს ძიუდოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა პოდგორიცაში ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
"ჯაფარიძის განცხადებით გაოგნებულები ვართ" - გერმანიის ძიუდოს ფედერაცია
"ტოტენჰემთან" მატჩში გიორგი მამარდაშვილი სასტარტოშია
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"
"მამარდაშვილი ძალიან კარგი მეკარეა" - ირაოლამ გაამხილა ვინ ითამაშებს "ტოტენჰემთან"
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
ლუის ენრიკემ ჰაკიმის ტრავმის შესახებ გააკეთა კომენტარი
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია