მარია შარაპოვას ექსბოიფრენდი "კლიპერსში" მიდის
"ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ხელმძღვანელობა ახალი გუნდის შექმნაზე ზრუნავს და თავისი ცენტრის, პაუ გასოლის "ფინიქსში" გაცვლის შესაძლებლობას განიხილავს, - წერს "ლოს ანჯელეს თაიმსი". სანაცვლოდ, კალიფორნიელები 2014 წლის დრაფტის პირველ რაუნდში არჩევანისა და ცენტრ ემეკა ოკაფორის მიღებას იმედოვნებენ.

"სანზიც" უარს არ იქნება ნიგერიელის გაშვებაზე, რომელიც წელს ერთხელაც არ გასულა მოედანზე კისრის ტრავმის გამო. რაც შეეხება გასოლს, მასაც რეგულარული პრობლემები აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. მიმდინარე სეზონში ესპანელმა 44 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ, 17.0 ქულა და 10.2 მოხსნა დააგროვა.

სლოვენიელი მცველი საშა ვუიაჩიჩი, რომელიც შეუზღუდავი თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობს, ახლოსაა "ლოს ანჯელეს კლიპერსში" ჩარიცხვასთან. მხარეებმა უკვე შეათანხმეს კონტრაქტის ყველა დეტალი. თუ ყველაფერი წარმატებით ჩაივლის, სლოვენიელის დებიუტი "კლიპერსის" შემადგენლობაში "დენვერთან" უახლოეს მატჩში შედგება.

შეგახსენებთ, რომ 2011 წელს 29 წლის კალათბურთელმა დატოვა "ნიუ ჯერსი" და ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა "ეფეს პილსენთან". ხელშეკრულება ზაფხულში ამოიწურა და კალათბურთელი თავისუფალი აგენტების ბაზარზე იყო გასული.

"ჩიკაგო ბულზის" ხელმძღვანელობა უახლოეს ხანში ორ კალათბურთელთან გამოთხოვებას აპირებს. გაცვლის მთავარი კანდიდატები არიან - მცველი კირკ ჰაინრიხი და ფორვარდი მაიკ დანლივი. ჯერჯერობით არაფერს იტყობინებიან იმის შესახებ, არსებობს თუ არა ამ კალათბურთელების მიმართ სხვა კლუბების დაინტერესება.

ამ სეზონში ჰაინრიხის სტატისტიკა 8.1 ქულას შეადგენს, დანლივისა - 11.2 ქულას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] მამუკელაშვილის 20 წუთი - სანდრომ "ლეიკერსის" მაისურით პირველად ითამაშა
"პატარა გოგოს ჰგავს" - NBA-ის ყოფილმა კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსი გააკრიტიკა
"კარიერის დასრულება?" - კარიმ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
22 წლის მცველი "ბარსელონას" დატოვებას აპირებს
"შტურმი" ქართველების გარეშე "ბორნმუთთან" დამარცხდა - ჭანტურიშვილმა "ფრაიბურგთან" შეუცვლელად ითამაშა
[VIDEO] ულაზათოდ და უმომენტოდ - "იბერია 1999" "სენტ-ტრუიდენთან" დამარცხდა
საზონოვის გარეშე - "ხეტაფე" "უნივერსიტატეას" ფრედ ეთამაშა
"სენტ-ტრუიდენთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ლაუტარო მარტინესი "ინტერს" ერთ თვეზე მეტხანს ვერ დაეხმარება
კსუ კავკასიამ ევროასპარეზზე პირველი გამარჯვება რუსთავში იზეიმა
მერკვილაძის 12 ქულა და მისი გუნდის მარცხი ბელგიელებთან
Footballer HQ: "ოქროს ბურთის" გამოკითხვაში ხვიჩა მხოლოდ ერთ ფეხბურთელს ჩამორჩება
საზონოვის კლუბი კარვახალის შემდეგ კიდევ ერთი ცნობილი ფეხბურთელის დამატებას აპირებს
დიუგარი: პსჟ ყველა მეტოქეზე ერთი თავით მაღლა დგას
"როგორ შეიძლება ასეთი რამ თქვა? ეს აღმაშფოთებელია" - რიოლომ ლუის ენრიკე გააკრიტიკა
[VIDEO] საკუთარი თავის გარდა ყველას ადანაშაულებს - ვინისიუსი მოურინიოზე გაბრაზდა
"მისი მსგავსი ფეხბურთელი აღარ დაიბადება" - კასანომ მესიზე ისაუბრა
თურქული მედია: მანუჩარ მარკოიშვილი "გალათასარაის" ჩაიბარებს
[VIDEO] გიორგი შერმადინის ბენეფისი და MVP-ს ტიტული — ტენერიფემ რომა გაანადგურა
ფუტსალი | საქართველო 2:3 კოსოვო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "მანჩესტერ სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "რეალმა" "რომას" თამაში 1:3-დან 7 წუთში შემოუტრიალა - "ასტონ ვილამ" "ფენერბაჰჩე" გააბითურა
ხვიჩა შეცვლაზე შევიდა - პსჟ-მ სტუმრად "მანჩესტერ სიტის" მოუგო
ევრობასკეტი 2017: ყველა მერვედინალისტი ცნობილია
NBA-ის, თითქმის, შემდგარი სუპერგუნდები
"შავი მამბა" კიდევ ერთხელ დააფასეს
ბაინუმი კლივლენდელია
პაუ გასოლი "ბარსელონასთან" გააფორმებს კონტრაქტს
ანდრე ბარნიანი "ნიუ იორკ ნიქსში" წავიდა
ვისურვებდი, რომ დღეს კობი და ჯიჯი აქ ყოფილიყვნენ - "ლეიკერსმა" პაუ გასოლის 16-ნომრიანი მაისური ხმარებიდან ამოიღო და "მემფისს" სძლია [VIDEO]
ვარსკვლავები პაუს კალათბურთიდან წასვლას ემოციურად ეხმაურებიან
გუშინ NBA-ში: შარაპოვას ყოფილი ბოიფრენდი ასოციაციაში ბრუნდება
თორნიკე შენგელიას დებიუტი "ჩიკაგო ბულსში" ისევ გადაიდო