კახა კაჭარავას შეგირდები 31 იანვრიდან ანტალიაში, კერძოდ, ქალაქ ლარაში ემზადებიან
ცხინვალის "სპარტაკი" 31 იანვრიდან ანტალიაში, კერძოდ, ქალაქ ლარაში ემზადება და თურქული შეკრების პირველი 4 დღის განმავლობაში გუნდის მთავარი მწვრთნელი კახა კაჭარავა დღეში ორჯერ ავარჯიშებდა თავის შეგირდებს.

4 თებერვალს კი "სპარტაკმა" თურქულ შეკრებაზე პირველი საკონტროლო მატჩიც ჩაატარა რუმინეთის უმაღლესი ლიგის წარმომადგენელ ბრაშოვის "კორონასთან" და 0:1 დამარცხდა.

რუმინელები ოპტიმალური შემადგენლობით ასპარეზობდნენ, "სპარტაკს" კი ტრავმირებული მეკარე სოსლან ნანიევი და გუნდის ახალწვეული ვაკო ტყემალაძე აკლდა.

პირველი ტაიმი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა: თავდაპირველად რუმინელები უფრო უკეთ გამოიყურებოდნენ, მერე კი "სპარტაკი" გააქტიურდა და თორნიკე თუხარელს, ირაკლი ეხვაიასა და გიორგი თექთურმანიძეს გოლის გატანის შანსიც ჰქონდათ.

მეორე ტაიმის დასაწყისში "კორონამ" სტანდარტული მდგომარეობის შესრულებისას ანგარიში გახსნა და როგორც მერე გაირკვა, ეს გოლი ამ მატჩში უკანასკნელი ყოფილა. არადა, "სპარტაკს" რამდენიმეჯერ შეეძლო, ანგარიში შეეცვალა, თუმცა ლაშა ჩაფიძემ და ნიკა მგელაძემ თავიანთი მომენტებით ვერ ისარგებლეს.

შეხვედრის მიწურულს კი "სპარტაკმა" გოლის გატანის ჩინებული შანსი გაუშვა ხელიდან: დუბლშემადგენლობიდან დაწინაურებული ჭაბუკი ფეხბურთელი, 17 წლის ბაჩანა მოსაშვილი რუმინელებმა საკუთარ საჯარიმოში წესების დარღვევით შეაჩერეს, თუმცა ზვიად მეტრეველის დარტყმული პენალტი "კორონას" გამოცდილმა მეკარემ, ტრაიან მარსმა მოიგერია, ხოლო თამაზ მაქაცარიას "დამატებაზე" დარტყმული ბურთი კი მიზანს მცირედით ასცდა.

"კორონასთან" საკონტროლო მატჩში "სპარტაკმა" ასეთი შემადგენლობით ითამაშა: ნადირაძე-ჭაფოძე, კაკუბავა, მგელაძე, იოსელიანი-შონია, პარუნაშვილი-ჩაფიძე, თექთურმანიძე, თუხარელი-ეხვაია. მეორე ტაიმში შეცვლაზე შევიდნენ: კ. ხიზანეიშვილი, ქურდაძე, მაისაშვილი, გაგნიძე, მოსაშვილი, ბურძენაძე, ცერცვაძე, კემუხტაშვილი, მეტრეველი.

მომდევნო საკონტროლო მატჩს "სპარტაკი" 6 თებერვალს ჩაატარებს და თუ რაიმე არ შეიცვალა, სერბულ სუპერლიგაში მოასპარეზე "რადნიჩკის" წაესპარინგება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლევან კორღალიძემ "დილა" დატოვა
ქეცბაიას პირველი ტრანსფერი - თბილისის "დინამომ" ფრანგი შემტევი დაიმატა
ბათუმის "დინამომ" ბულგარეთის ნაკრების მცველი დაიმატა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - შოტლანდია
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ფიჯი
"შავი ლომი" | შეცვლილი შემადგენლობით "სუზუკი გრიქასთან"
კაზემირო და მესი ერთად - ბრაზილიელი მაიამის "ინტერში" გადადის
3 წელი საუდის არაბეთში ყოფნის შემდეგ - კესი სავარაუდოდ, იტალიაში დაბრუნდება
კიდევ 1 სეზონი დარჩა - ჟირუ მომავალ სეზონშიც "ლილში" ითამაშებს
თოფურია "რეალის" მწვრთნელად მოურინიოს დანიშვნას მოუთმენლად ელის
შეთანხმება აქედანვე სურთ - "ბარსელონაში" მომავალ მწვრთნელად ფაბრეგასის ხილვა უნდათ
U21 | მოლდოვა V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ბუდაპეშტში
ქართველი მსაჯები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევის მატჩს განსჯიან
საქართველო - საბერძნეთი | მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევის დასკვნითი მატჩი
20 წ. | "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" მსოფლიოსთვის დასკვნითი შეკრება დაიწყეს
Aprilia Tuareg 660-ის გამარჯვება Bajas European Championship-ზე
ახალი კონტრაქტი პაჩოს - ეკვადორელი პსჟ-ში რჩება
“ნაპოლი” “ბენფიკას” ნახევარმცველის ტრანსფერით ინტერესდება
კუკურელიას "ბარსელონაში" დაბრუნება სურს
კვლავ მოკვეთილები არიან - რუსები ევროსარბიელზე არც მომდევნო სეზონში იქნებიან
გადავლენ პსჟ-ს ვარსკვლავები "რეალში"? - რომანომ სიტუაცია განმარტა
რას აპირებს შევალიე - პსჟ-ის მეკარის მომავალზე ახალი ინფორმაცია ვრცელდება
"ვინც დაგვცინოდით, ახლა სად ხართ?" - ვილიამ სალიბა
"დილა" "შირაქთან" მატჩის ბილეთებიდან შემოსული თანხის ნაწილს გიორგი თექთურმანიძეს გადაურიცხავს
დავეხმაროთ ჩიორას! "დილას" ფეხბურთელის დასახმარებლად ბანკში ანგარიში გაიხსნა
ბოლნისის "სიონი: ახალგაზრდებიც და გამოცდილებიც
კახა კაჭარავა "ოდიში 1919"-ის სათავეშია - ახალი ამბიციების და გამარჯვებების დრო!
კახა კაჭარავა: ყველას გვინდა, რომ შვეიცარიასა და ხორვატიას მოვუგოთ, მაგრამ...
კახა კაჭარავამ და მისმა თანაშემწეებმა "სამტრედია" დატოვეს
ავტოავარიაში მოყოლილი გიორგი თექთურმანიძის მდგომარეობა გაუმჯობესდა
კახა კაჭარავა: "სპარტაკში" ის მოთამაშეები შეიკრიბნენ, რომელთაც ფეხბურთი სწყურიათ!
ცხინვალის "სპარტაკიდან" წასული მერაბ გიგაური: წინადადებები არის, მაგრამ ბიუჯეტი...
უჩა სოსიაშვილი: უკვე ვიცით, როგორი მონახაზით უნდა ვითამაშოთ "შირაქთან"
ცხინვალი-რაბოტნიჩკი 1:0 - მესამე და სამართალი!
"ლეო, "ბარსელონაში" დაბრუნება მინდა" - ნეიმარი - 13 ნოემბრის დაიჯესტი
ბესიკ შეროზია პირობას დებს: იქნება უშეღავათო ბრძოლა!
ძალიან გახდა - ანი ღონღაძე გიორგი თექთურმანიძის მდგომარეობის შესახებ ჰყვება
ბესიკ შეროზია: ჩვენს ფეხბურთელებს თამაშის ხარისხს ვერც ამჯერად დავუწუნებ
"ცხინვალი": შეკრება სიდეში და სპარინგები ევროპულ გუნდებთან
გიორგი თექთურმანიძე: დღეს ქართულ საკლუბო ფეხბურთს ლიდერი არ ჰყავს
მოშუშდით, ბიჭებო! - ნიკა ჭანტურია შტუტგარტში, ირაკლი ძარია მალე მოედანზე
კახა კაჭარავა: ჩემპიონატის განახლებას ვემხრობი, რადგან ევროტურნირებს ქართული გუნდები კარგ ფორმაში უნდა შეხვდნენ
უმაღლესი ლიგის XXIX ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
"სპარტაკის" ნაცვლად "ცხინვალი" - ახალი სახელწოდება, ლოგო და ფეხბურთელები
[წარდგენა] ბიჭები ძმობისა და მეგობრობის ქალაქიდან...
ცხინვალის "სპარტაკი": ახალწვეულთა მოლოდინი და დაგეგმილი შეკრება
გიორგი თექთურმანიძე: ის საშინელი მომენტი და კიდევ დიდი პერიოდი საერთოდ არ მახსოვს