პელეგრინის პასუხის პასუხი: მოუს აღარ ავყვები
"მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი მანუელ პელეგრინი ამბობს, რომ იგი ჟოზე მოურინიოსთან ეგრეთ წოდებულ mind games-ში ჩაბმას არ აპირებს და სიტყვიერ გადაძახილ-გადმოძახილს არ გააგრძელებს.

პრეისტორია

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელმა ჩვეულ სტილში რამდენიმე კენჭი ისროლა "ქალაქელთა" ბოსტანში - ჯერ თქვა: ჩემპიონობისთვის ბრძოლა ამ სეზონში ორი დიდი ცხენის რბოლაა, ხოლო "ჩელსი" ჯერ კვიციაო. პელეგრინიმაც სწორედ ამას უპასუხა - შესაძლოა "ჩელსი" კვიცია, მაგრამ ამავდროულად, ძალიან მდიდარი კვიციაო.

ამას მოურინიომ მოაყოლა საუბრები იმაზე, რომ "ლურჯები" ბოლო დროს უფრო უშვებენ ფეხბურთელებს, ვიდრე იმატებენ და ზამთარში ლონდონელების მიერ გამომუშავებული 23 მილიონი ფუნტი მოიყვანა მაგალითად - ამის დათვლა თუ პრობლემა გახდა, აგერ, კალკულატორი არსებობსო. ახსენა პელეგრინის გუნდის სასარგებლოდ დაშვებული მსაჯების შეცდომებიც. ასევე, "სიტის" გასაგონად ფინანსურ ფეარ-პლეიზე ალაპარაკდა.

მოგეხსენებათ, ცეცხლზე ნავთი დაასხა "სიტისა" და "ჩელსის" "ეტიჰედზე" გამართულმა შეხვედრამ, რომელშიც მოურინიომ პელეგრინის მოუგო, თან ისე, რომ "სიტის" გოლიც არ გაატანინა და "ქალაქელებს" ერთბაშად რამდენიმე ბრწყინვალე სერია შეუწყვიტა. ხოლო პელეგრინიმ, იმის მიუხედავად, რომ ამჟამად პირველ ადგილზე სწორედ "ლურჯები" არიან, აღნიშნა, "ჩელსი" მთავარ ფავორიტად არ მიმაჩნიაო.

აქედან ცოტა ხანში კი, "განსაკუთრებულმა" ასეთი რამ თქვა - ჩვენ მომავლის გუნდს ვაშენებთ, რომელიც მრავალწლიან წარმატებებზეა გათვლილი, ხოლო მანჩესტერელები მხოლოდ მყისიერ ეფექტზე ფიქრობენ და ამისთვის იხარჯებიან ასე სოლიდურადო.

ჩილელი პოლემიკას წერტილს უსვამს

"მოურინიოს მხოლოდ ერთხელ ვუპასუხე, რადგან არის რაღაცები, რაც უპასუხოდ თუ დატოვე, შესაძლოა, ხალხმა იფიქროს, რომ სიმართლეა. მერე მან დაიწყო მსაჯებსა და ფინანსებზე ლაპარაკი... არ მგონია, რომ ეს სწორი მიმართულება იყოს. ვიმეორებ, მე მას მხოლოდ ერთხელ ვუპასუხე და არ ვაპირებ, ყოველკვირეულად ვაკეთო კომენტარები იმაზე, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანი არ არის. თუმცა მოურინიო გააგრძელებს საუბარს ისეთ რაღაცებზე, რაც უშუალოდ ფეხბურთს არ უკავშირდება.

მისი ეს განცხადებები ინტელექტუალური თამაშია, რომლის მიზანიც კონკურენტებზე გავლენის მოხდენაა? არა მგონია. ჩემი აზრით, ეს გავლენას ვერცერთ მწვრთნელზე ვერ მოახდენს" - განაცხადა პელეგრინიმ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"არსენალი" დეკლან რაისს ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
პსჟ "მანჩესტერ სიტის" მარცხენა გარემარბის შეძენას აპირებს
თუ "სიტის" დააქვეითებენ - "ბაიერნი" ფოდენის შეძენას შეეცდება
საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
"დილამ" ნიდერლანდელი გარემარბი დაიმატა
"იუვენტუსი" "ტოტენჰემისგან" მეკარეს გამოისყიდის
დავიდ სილვამ 40 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა განაახლა
ქალთა ნაკრები მოლდოვაში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
"იუვენტუსი" მზადაა თავისი ვარსკვლავი 150 მილიონად გაყიდოს
[VIDEO] ქართული ძიუდოს რეკორდი - ტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონია!
WU19 | საქართველო 1:0 ბულგარეთი
სეზონის ბოლომდე კვლავ “ლიონში”? - ენდრიკს საფრანგეთში უხმობენ
მამუკელაშვილი "ლეიკერსის" სასტარტო და ბობარდირი "გოლდენ სტეიტთან"
პსჟ "მანჩესტერ სიტის" მარცხენა გარემარბის შეძენას აპირებს
18 ქულა 18 წუთში | შერმადინის შედეგიანობით "ტენერიფემ" ვერ იხეირა
მერინო შეცვლაზე შესვლიდან გოლების გატანის დიდოსტატია
"ნაკრებიდან უნიკალური ფეხბურთელი წავიდა" - მოდრიჩი მესის არგენტინის ნაკრებში კარიერის დასასრულზე
"არა მხოლოდ არგენტინა, არამედ მთელი მსოფლიო მადლობას გიხდის" - ნეიმარი მესის სანაკრებო დასასრულზე
მერკვილაძის გამარჯვების სამქულიანი საკუთარი მოედნიდან | 16 ქულა და 9 მოხსნა
"ასეთ შემთხვევაში, ირაოლას სხვა გზა აღარ ექნება და მამარდაშვილი "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება!" - Football Insider ქართველ კიპერზე წერს
ზედიზედ ოთხი მარცხის შემდეგ - თურქებმა მონტელა დაითხოვეს
"ვინ მართავს უკრაინულ ფეხბურთს?! უსინათლოები და სულელები არიან?!" - ვორონინმა უკრაინის ნაკრების გამოსვლა უმძიმესად შეაფასა
ლუკა გაგნიძემ მოსკოვის "დინამოსთან" კონტრაქტი გაწყვიტა და თავისუფალი აგენტი გახდა
პელეგრინი: "ბარსელონას" დამარცხებას ვაპირებთ
"ვესტ ჰემი" შემადგენლობის გაძლიერებას და მაღალი მიზნებისთვის ბრძოლას აპირებს
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
მოურინიომ პორტუგალიის ნაკრების ჩაბარებაზე უარი "რეალის" გამო განაცხადა
"ვესტ ჰემის" მწვრთნელი მანუელ პელეგრინი გადააყენეს
მოურინიო: რონალდომ თავისი ეგოს კონტროლი უნდა ისწავლოს
"უკან პასის გაკეთება რომ ავკრძალოთ, რას იტყვით?" - პელეგრინიმ ორიგინალური იდეა გააჟღერა
"ხალხი ქვებს იმიტომ ესვრის, რომ ნაყოფით დატვირთული ხეა" - მოურინიო ვინისიუსზე
გაბრაზებული მოურინიო დერბის წაგების შემდეგ პრესკონფერენციაზე ფოტოებით მივიდა - მას სიმეონემ უპასუხა
ჯეკ უილშირი კვლავ ტრავმირებულია
საყვედური მოურინიოსგან - ჟოზეს მბაპეს საქციელი არ მოეწონა
"ლა ლიგა" სამარცხვინო გათამაშებაა - მანუელ პელეგრინი