შვეიცარიამ ბოლოს მაინც გატეხა ლატვია
სოჭის ოლიმპიადაზე ყველაზე საინტერესო დაიწყო - ჰოკეის ტურნირი მამაკაცებს შორის. პირველი ტურის მატჩები ჩაატარეს C ჯგუფის ბინადრებმა და პირველივე დღეს ცენტრალური შეხვედრა ვნახეთ - შვედეთი ჩეხეთის წინააღმდეგ.

ამ მატჩის ორ ნაწილად გაყოფა შეიძლება. თავიდან, პერიოდნახევარი ყინულზე შვედეთი დომინირებდა და პირველ ორ პერიოდში ორ-ორი შაიბა გაიტანა. ჩეხები ძალიან სუსტად გამოიყურებოდნენ დაცვაში, ხოლო მათი მეკარის, კოვარჟის თამაში ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა.

მესამე გაშვებული შაიბის შემდეგ მან კარის დაცვა სალაკს გადაულოცა, მაგრამ სამი წუთის თავზე ამ გოლკიპერსაც მოუწია კაპიტულირება ერის კარლსონის ძლიერი დარტყმის შემდეგ. ანგარიში გახდა 4:0 "ტრე კრუნურის" სასარგებლოდ. როგორც ჩანს, შვედებმა საქმე მოთავებულად ჩათვალეს და ინიციატივა მეტოქეს გადააბარეს. ჩეხების სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ ისინი დროზე მოვიდნენ გონს, გაცილებით აგრესიულად ათამაშდნენ და მეორე პერიოდშივე, ორი წუთის ინტერვალით ორი შაიბა გაიტანეს.

მესამე პერიოდში შვედებს, ძირითადად, თავის დაცვა უწევდათ, რადგან მათ რიგებში ბევრი იყო გაძევება. საბოლოოდ, ჩეხებმა დარტყმების რაოდენობით აჯობეს მეტოქეს, მაგრამ მესამე პერიოდში ჰენრიკ ლუნდკვისტის კარი ვერ აიღეს და 2:4 დამარცხდნენ.

რაც შეეხება 12 თებერვლის დღის მეორე მატჩს, შვეიცარია 59 წუთისა და 52 წამის განმავლობაში ვერ ახერხებდა ლატვიის ნაკრების გოლკიპერის, ედგარას მასალსკისის კარის აღებას, მაგრამ სირენამდე რვა წამით ადრე, მოზერის ზუსტი დარტყმით აიცილა თავიდან ოვერტაიმის თამაში.

კაცები. C ჯგუფი. I ტური

ჩეხეთი-შვედეთი 2:4

0:2, 2:2, 0:0

გოლები: 0:1 ალფრედსონი-1 (ეკმან-ლარსონი-1, სტინი-1), 0:2 ბერგლუნდი-1 (ეკმან-ლარსონი-1, ლუნდკვისტი-1), 0:3 ზეტერბერგი-1, 0:4 ე. კარლსონი-1 (დ. სედინი-1, ბექსტრიომი-1), 1:4 ჟიდლიცკი-1 (ელიაში-1, ზ. მიხალეკი-1), 2:4 იაგრი-1.

ლატვია-შვეიცარია 0:1

0:0, 0:0, 0:1

გოლი: 0:1 მოზერი-1.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თბილისში მატჩზე ან სპორტულ ღონისძიებაზე დასასწრებად მოგზაურობა: სად ვიქირაოთ ბინა და როგორ დავზოგოთ საცხოვრებელზე
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
"დილამ" ნიდერლანდელი გარემარბი დაიმატა
"იუვენტუსი" "ტოტენჰემისგან" მეკარეს გამოისყიდის
დავიდ სილვამ 40 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა განაახლა
ქალთა ნაკრები მოლდოვაში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
"იუვენტუსი" მზადაა თავისი ვარსკვლავი 150 მილიონად გაყიდოს
[VIDEO] ქართული ძიუდოს რეკორდი - ტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონია!
WU19 | საქართველო 1:0 ბულგარეთი
სეზონის ბოლომდე კვლავ “ლიონში”? - ენდრიკს საფრანგეთში უხმობენ
მამუკელაშვილი "ლეიკერსის" სასტარტო და ბობარდირი "გოლდენ სტეიტთან"
პსჟ "მანჩესტერ სიტის" მარცხენა გარემარბის შეძენას აპირებს
18 ქულა 18 წუთში | შერმადინის შედეგიანობით "ტენერიფემ" ვერ იხეირა
მერინო შეცვლაზე შესვლიდან გოლების გატანის დიდოსტატია
"ნაკრებიდან უნიკალური ფეხბურთელი წავიდა" - მოდრიჩი მესის არგენტინის ნაკრებში კარიერის დასასრულზე
"არა მხოლოდ არგენტინა, არამედ მთელი მსოფლიო მადლობას გიხდის" - ნეიმარი მესის სანაკრებო დასასრულზე
მერკვილაძის გამარჯვების სამქულიანი საკუთარი მოედნიდან | 16 ქულა და 9 მოხსნა
"ასეთ შემთხვევაში, ირაოლას სხვა გზა აღარ ექნება და მამარდაშვილი "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება!" - Football Insider ქართველ კიპერზე წერს
ზედიზედ ოთხი მარცხის შემდეგ - თურქებმა მონტელა დაითხოვეს
"ვინ მართავს უკრაინულ ფეხბურთს?! უსინათლოები და სულელები არიან?!" - ვორონინმა უკრაინის ნაკრების გამოსვლა უმძიმესად შეაფასა
ლუკა გაგნიძემ მოსკოვის "დინამოსთან" კონტრაქტი გაწყვიტა და თავისუფალი აგენტი გახდა
სოჭი 2014: საუკეთესოები - დომრაჩევა და ბიორნდალენი
სოჭი 2014: ვაშინგტონელ ნიკლას ბექსტრიომს ვერცხლს ართმევენ
ᓓᓦᕘᓡ ᓡᕣᓞᓔᓠᕒᕝᓒᓝᓜᕐ: ᓚᕐᓢᕕᕘᕔᓚᓘ ᓡᕙᕔᕚᓔᕢᓝᓜᕘᓡᕢᓘ ᕒᕝᓒᓝᓜᕐ ᓒᓐᓨᓘᓨᕕᓚᕓᓐ [PHOTO]
მოგვაშორეთ რუსეთი! ათი ქვეყნის ანტისადოპინგო სააგენტოს მიმართვა სოკ-ს
ამერიკელები სოჭში წარუმატებლობას ბევრ სექსს, ხინკალსა და მწვადს აბრალებენ
სოჭი 2014: ლატვია დოპინგით თამაშობდა