ამბიციური "ინტერი" და ოპტიმისტი რობერტო მანჩინი
სერია A-ს 35-ე ტურის ცენტრალური მატჩი "სტადიო ოლიმპიკოზე" გაიმართა, სადაც "ლაციომ" "ინტერს" უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა - 1:2. მოგება ორივე გუნდს ჰაერივით სჭირდებოდა, რადგან რომაელები ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვიან, ხოლო მილანელები - ევროპალიგაზე მოსახვედრად.

მეტად უცნაური მატჩი გამოვიდა, რადგან ბოლო ნახევარი საათი "ლაციომ" ცხრა ფეხბურთელით ითამაშა. ჯერ კიდევ 24-ე წუთზე არბიტრმა მაურისიო გააძევა მინდვრიდან, 61-ე წუთზე კი იგივე ბედი ფედერიკო მარკეტიმ გაიზიარა - ორივე შემთხვევაში, ბოლო იმედის ჯარიმასთან გვქონდა საქმე, თუმცა სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ მაურისიოსთვის ყვითელი ბარათის მიცემაც თავისუფლად შეიძლებოდა.

აქვე ვთქვათ, რომ მარკეტის გაძევებას "ლაციოს" კარში თერთმეტმეტრიანის დანიშვნა მოჰყვა, თუმცა სათადარიგო მეკარე ეტრიტ ბერიშამ პენალტი მოიგერია, ეს ყველაფერი კი მაშინ მოხდა, როდესაც ანგარიში 1:1 იყო. მოკლედ, "ლაციოს" 9 ფეხბურთელით უნდა გაეძლო დარჩენილი ნახევარი საათი და მედგრადაც იცავდა თავს, მაგრამ 84-ე წუთზე ერნანესისგან მეორე გოლი მიიღო და მატჩის საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა. "ლაციოს" პირველი გოლიც ერნანესმა გაუტანა, ანგარიში კი მასპინძლებმა გახსნეს, როდესაც ეფექტური კომბინაცია ანტონიო კანდრევამ დააგვირგვინა.

საგულისხმოა, "ლაციოს" გატანის შანსი მაშინაც ჰქონდა, როდესაც ორი კაცი ჰყავდა გაგდებული, კერძოდ კი, დასარტყმელ პოზიციაზე მიროსლავ კლოზე გავიდა და სულ ცოტა დააკლდა მიზნის მისაღწევად. მთლიანობაში, "ბიანკოჩელესტემ" კარგი შთაბეჭდილება დატოვა და მიუხედავად მარცხისა, 60 ათასამდე გულშემატკივრისგან მხურვალე ოვაციები დაიმსახურა.

"ლაციომ" კარგი შანსი გაუშვა ხელიდან, რომ "რომასთვის" გადაესწრო და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე მოკალათებულიყო. რაც შეეხება "ინტერს", რობერტო მანჩინის გუნდის მიზანი საუკეთესო ექვსეულში მოხვედრაა და ამის შანსი ერთობ მაღალია.

სტეფანო პიოლი ("ლაციოს" მწვრთნელი): "სეზონის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, თუ სატურნირო ცხრილში ასე მაღლა ვიქნებოდით და ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ვიბრძოლებდით. დასანანია, რომ კონკურენტის წაფორხილებით ვერ ვისარგებლეთ და მეორე ადგილზე ვერ ავინაცვლეთ. მიუხედავად ამისა, ძალიან კმაყოფილი ვარ შეგირდთა გარჯით და ვფიქრობ, რომ მათ მაქსიმუმი გაიღეს.

მაშინაც გვქონდა გატანის შანსი, როდესაც ცხრა ფეხბურთელით ვთამაშობდით, ქულის ასაღებად კი სულ ცოტა დაგვაკლდა. მხოლოდ ერთი ფეხბურთელი რომ გაეძევებინა არბიტრს, ამ თამაშს არ წავაგებდით, მაგრამ ორი მეტისმეტი იყო. ვაგრძელებთ ბრძოლას და ჩვენი მიზანი დარჩენილ სამ თამაშში ქულათა მაქსიმუმის მოპოვებაა".

რობერტო მანჩინი ("ინტერის" მწვრთნელი): "რთული მატჩი იყო, რომელიც საბედნიეროდ, ჩვენი გამარჯვებით დასრულდა. ნათლად დავინახე, თუ რატომ არის "ლაციო" სამეულში და რატომ იბრძვის ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის. ბუნებრივია, შედეგზე გავლენა მსაჯის გადაწყვეტილებებმა იქონია, მაგრამ ვფიქრობ, რომ ორივე გაძევება ლოგიკური იყო. მთლიანობაში, კმაყოფილი ვარ და ვფიქრობ, რომ სწორი გზით მივდივართ, მაგრამ არც იმას ვმალავ, რომ სამუშაო ჯერ კიდევ ბევრია".

რას გადაწყვეტს ჰანდანოვიჩი?

რომაული მატჩის შემდეგ "ინტერის" მწვრთნელ რობერტო მანჩინის სამირ ჰანდანოვიჩის გუნდიდან შესაძლო აბარგების შესახებ ჰკითხეს, რომელსაც ჩემპიონთა ლიგაზე სურს თამაში და მინიმუმ ერთი წელი "ნერაძურიში" ამას ვერ ეღირსება. ცნობისთვის, ჰანდანოვიჩმა "ლაციოსთან" შესანიშნავად ითამაშა, მანჩინიმ კი მისი შესაძლო წასვლა ვერ უარყო:

"სამირს ჩემპიონთა ლიგაზე სურს თამაში და ამიტომ წასვლაზე სერიოზულად ფიქრობს. დიდი იმედი მაქვს, რომ დარჩენას გადაწყვეტს და კარიერას ჩვენთან გააგრძელებს. მან გარანტია მთხოვა, რომ მომდევნო სეზონში მაინც მოვხვდებით სამეულში, მე კი ეს არასწორი მიდგომა მგონია - ჩვენ ყველანი ერთად უნდა ვიყოთ იმის გარანტი, რომ ჩემპიონთა ლიგის საგზურს მოვიპოვებთ, ერთმანეთის დავალდებულება კი არაა მართებული. სამირს ბოლომდე ვენდობი და იმედი მაქვს, რომ ის კიდევ დიდხანს იქნება "ინტერის" მეკარე".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კონტეს "ნაპოლიდან" უშვებენ? - დღევანდელი შეხვედრის შემდეგ ბევრი რამ გადაწყდება
იურიჩს მოხსნას უპირებენ - "ატალანტას" სეზონის ძალიან ცუდი სტარტი გამოუვიდა
[VIDEO] "ნაპოლის" მესამე უგოლო მატჩი და მარცხი "ბოლონიასთან"
კომისარ-მსაჯები განაწილდნენ: რატიშვილი სკოპიეში, თვაური და შალამბერიძე – ბაქოში
საქართველო 10:1 ესტონეთი
"ბორჯღალოსნები" | ნამატით კანადასთან
[VIDEO] ...ასე გამოუვიდა კიტეიშვილს საგოლე პასი
"ვან დეიკის გოლი უნდა ჩათვლილიყო" - რუნი მსაჯების გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
მეორე ვადით - "ბენფიკას" პრეზიდენტად კვლავ რუი კოშტა აირჩიეს
"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლეს - შენგელიას გუნდი "ზენიტის" ყოფილ თავკაცს დაუკავშირდა
იურიჩს მოხსნას უპირებენ - "ატალანტას" სეზონის ძალიან ცუდი სტარტი გამოუვიდა
[VIDEO] ასეთ რამეს ხშირად ვერ ნახავ - თოვლით დაფარულ მოედანზე ულამაზესი გოლი გავიდა
"სევილია" შესაძლოა, მალე გაიყიდოს - ახალ მფლობელებს კლუბში დიდი ვალი დახვდებათ
ტენ ჰაგი პრემიერ ლიგაში არ დაბრუნდება - ვულვზმა მწვრთნელად სხვა დამრიგებელი აირჩია
[VIDEO] ბითაძის 3 დაფარება 14 წუთში - "ორლანდო მეჯიქი" "ბოსტონ სელტიქსთან" დამარცხდა
[VIDEO] ლუკა გაგნიძის მეორე საგოლე პასი ესპანეთში
საქართველო 5:0 ესტონეთი
ბურჯანაძის "გრანადამ" ლიდერი "ვალენსია" დაამარცხა, შენგელიას "ბარსა" კი "ხირონასთან" დამარცხდა
[VIDEO] პირველი გოლი ლიგა 1-ის ახალ სეზონში - "კვარამ" "ლიონს" გაუტანა
კიტეიშვილის მაღალი შეფასებები და "შტურმის" ფრე "ზალცბურგთან"
"ლიონთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "მეცმა" ზედიზედ მესამე გამარჯვება იზეიმა
პენალტის მოგერიება არ დაუფასდა - როგორი შეფასებები მიიღო გიორგი მამარდაშვილმა "მანჩესტერ სიტისთან" მატჩში?
ქართული ბანერი იტალიურ დერბიში - ინტერვიუ "ინტერის" ქართული აკადემიის დირექტორთან
მილანის "ინტერი" საქართველოში - ექსკლუზიური ინტერვიუ იტალიელ მწვრთნელთან
"ინტერმა" "რომას" კუთხურიდან გაუტანა - მოურინიო ისევ ბრაზობს
"იუვენტუსმა" "ლაციოსთან" მოგება ხელიდან 95-ე წუთზე გაუშვა [VIDEO]
ომის დასასრული თუ დროებითი ზავი: იკარდი გუნდს უბრუნდება
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
სატრანსფერო ციებ-ცხელება
ცეცხლი "ოლიმპიკოზე" - ჩხუბი, ტირილი, ბარათების წვიმა და გოლები [VIDEO]
"სკუდეტოს მოგება რეალურია" - ლაუტარო "ინტერის" შანსებზე
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
"მილანს" ზინჩენკოს დამატება სურს - "არსენალმა" ფასი დაასახელა
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
"ჩელსი" რეგულონისთვის იბრძოლებს
8 გოლი, 3 წითელი ბარათი და ნამდვილი დრამა "სტადიო ოლიმპიკოზე" [VIDEO]
"Ciao Bella"-ს სიმღერის გამო "ლაციოს" ფანები ახალწვეულს დაუპირისპირდნენ [VIDEO]
"ინტერის" მეკარე მწყობრში ჩადგა და "ნაპოლისთან" სათამაშოდ მზადაა
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
ჰანდანოვიჩი: ყველა ფეხბურთელი ოცნებობს "ინტერში" თამაშზე
ჰანდანოვიჩი "მილანთან" თითმოტეხილი ითამაშებს
"ინტერმა" "იუვენტუსთან" სასურველ ყაიმს მიაღწია [VIDEO]
დე ბური: "ინტერის" ლიდერი ჰანდანოვიჩია და არა იკარდი, ის კაპიტანი არ უნდა იყოს
"გეტყვით, რატომ მოუგო პსჟ-მ "ინტერს" დიდი ანგარიშით" - რობერტო დე ძერბი