უბერებელი ტოტო ცოლის მოყვანას აპირებს
ანტონიო დი ნატალე წლებია, რაც გოლებს სტაბილურად იტანს, მაგრამ ცხოვრებაში მეტად მერყევი და არასტაბილური ადამიანია - ამას თავად ამბობს და ამაზე ისიც მოწმობს, რომ კარიერის დასრულების შესახებ სამჯერ მიიღო გადაწყვეტილება და სამჯერვე შეცვალა.

პირველად 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის შემდეგ აპირებდა ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდებას, მაგრამ მას შემდეგ სამი წელი გავიდა და თამაშს ვერ ეშვება. მიმდინარე სეზონის შუაწელს, 36 წლის ტოტომ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ზაფხულში დაასრულებდა კარიერას, მაგრამ როგორც ჩანს, ისევ გადაწყვეტილების შეცვლას აპირებს, რაზეც მისი კომენტარი მოწმობს:

"ივნისში ცოლის მოყვანას ვაპირებ, შემდეგ კი დასასვენებლად გავემგზავრები და იქ მივიღებ საბოლოო გადაწყვეტილებას. სიმართლე გითხრათ, ფეხბურთის თამაშის ხალისი დამიბრუნდა და მსურს, რომ კიდევ ერთი წელი ვითამაშო "უდინეზეს" მაისურით. მით უმეტეს, გუნდი განახლებულ სტადიონზე ითამაშებს, ბრწყინვალე ატმოსფეროში, რაც დამატებითი სტიმულია.

დღეს სწორედ ასე ვარ განწყობილი და დანარჩენი ზაფხულში გამოჩნდება. ჩემთვის ფული არაა მთავარი, კლუბის მესვეურები ყველა პირობას მიქმნიან, რომ თამაშის სურვილი მქონდეს და სწორედ ამას ვაფასებ.

კარიერის დასრულება არაერთხელ გადავწყვიტე, მაგრამ მერყევი ადამიანი ვარ და აზრს ხშირად ვიცვლი - ის, რომ დღეს ისევ ვთამაშობ, "უდინეზეს" პრეზიდენტის, ჯამპაოლო პოცოს დამსახურებაა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მილანი" მოდრიჩთან კონტრაქტის გაგრძელებას აპირებს
კონტეს "ნაპოლიდან" უშვებენ? - დღევანდელი შეხვედრის შემდეგ ბევრი რამ გადაწყდება
იურიჩს მოხსნას უპირებენ - "ატალანტას" სეზონის ძალიან ცუდი სტარტი გამოუვიდა
U21 | საბერძნეთი V საქართველო - პირველი ვარჯიში ათენში
16-წლამდელებმა ნოემბრის შეკრება გამარჯვებით დაასრულეს
ლევანდოვსკიმ შეიძლება კარიერა დაასრულოს
18 წ. | ჩეხეთისთვის 26 შეირჩა
დე ლა ფუენტეს იამალის ნაცვლად თბილისში 28 წლის თავდამსხმელი მოჰყავს
"მილანი" მოდრიჩთან კონტრაქტის გაგრძელებას აპირებს
"ბარსელონამ" მწვრთნელი გაათავისუფლა - პასკუალის დაბრუნება?
“ა” ლიგის საკვალიფიკაციო ტურნირისთვის რეგისტრაცია დაიწყო
"ჩვენ ერთად თამაშიც შეგვიძლია" - ეკიტიკემ ისაკის შესახებ ისაუბრა
"პრემიერლიგის სეზონის საუკეთესო ტრანსფერია" - უეინ რუნიმ "სანდერლენდის" ფეხბურთელი გამოარჩია
[VIDEO] ბითაძის 18 წუთი - "ორლანდო მეჯიქმა" "პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსი" დაამარცხა
კომისარ-მსაჯები განაწილდნენ: რატიშვილი სკოპიეში, თვაური და შალამბერიძე – ბაქოში
საქართველო 10:1 ესტონეთი
საქართველოს ნაკრებმა ნოემბრის მატჩებისთვის მზადება დაიწყო
[VIDEO] შეიძლებოდა, გოლი ეგოიანისთვისაც ჩაეთვალათ, მაგრამ შერჩა... საგოლე პასი
უჭირს - ფრანგული მედია ზაბარნის თამაშს უარყოფითად აფასებს
[VIDEO] აშორტიას გოლი, გაფრინდაშვილის საგოლე პასი...
"ბორჯღალოსნები" | ნამატით კანადასთან
[VIDEO] ნიკა გაგნიძე, მეორე ტაიმის ერთ-ერთი გმირი: მოპოვებული პენალტი, საგოლე პასი, დაკარგული შანსი...
პსჟ-ს აკრიტიკებენ - ლუის ენრიკე დაცვის თამაშით უკმაყოფილოა