"დნიპროს" ქართველი ნახევარმცველის ერთი ნაბიჯი თბილისამდე და უეფას აღიარება
საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა ევროპალიგის საპასუხო ნახევარფინალური მატჩების სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. ამ ნაკრების შემადგენლობა უეფას ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

პირველი ქართველი კალაძის შემდეგ - ჯაბა კანკავა ევროპალიგის ფინალშია! [VIDEO]

"ნაპოლისთან" შეხვედრაში ("დნიპრომ" 1:0 მოიგო და ფინალში გავიდა) საქართველოს ნაკრების ლიდერის გარჯა ასე შეფასდა: "წვიმაში გამართულ მატჩში კანკავამ სრულად გამოავლინა თავისი დადებითი თვისებები. ის "ნაპოლის" შეტევებს ანეიტრალებდა, შესანიშნავად უმკლავდებოდა მოწინააღმდეგეებს", - ვკითხულობთ უეფას საიტზე.

რუსი კომენტატორი კანკავას გუნდის ფინალში გასვლამ გააცოფა

"ლელო" უკრაინაში შეეხმიანა ჯაბა კანკავას. "დნიპროს" საყრდენ ნახევარმცველს ევროპალიგის ფინალში გასვლა და უეფას სიმბოლურ ნაკრებში მოხვედრა ერთად მივულოცეთ...

- მადლობა მოლოცვისა და თბილი სიტყვებისთვის. ფინალში კი გავედით, მაგრამ მთავარი მატჩი წინაა, - გვითხრა ჯაბამ საუბრის დასაწყისში.

- შეაფასეთ "ნაპოლისთან" ორმატჩიანი დუელი. მეტოქის ვარსკვლავური შემადგენლობიდან გამომდინარე, ალბათ, ბევრი ვერ წარმოიდგენდა "დნიპროს" ფინალში გასვლას...

- პირველ შეხვედრაში გაგვიმართლა. იქ მეტოქე საგრძნობ უპირატესობას ფლობდა. რაც შეეხება საპასუხო მატჩს, ვფიქრობ, დამსახურებულად მოვიგეთ.

- ფინალში "სევილია" გელით, გუნდი, რომელსაც უკვე აქვს ამ ტურნირში გამარჯვების გამოცდილება...

- "სევილია" რომ ძალიან ძლიერი გუნდია, ეს მიმდინარე ევროპალიგის გათამაშებიდანაც ჩანს და ესპანეთის ჩემპიონატიდანაც, მაგრამ ფინალი ფინალია, ერთი თამაშია და ყველაფერია შესაძლებელი. ორივე გუნდის მოტივაცია უდიდესი იქნება...

- ერთი ნაბიჯი გრჩებათ თბილისურ სუპერთასამდე...

- მთელი გუნდი თავს დადებს იმისთვის, რომ ეს ნაბიჯი გადადგას...

- თქვენ მიერ მიღებული ყვითელი ბარათები უქმდება?

- კი, უქმდება. ასე რომ, ფინალის გამოტოვება არ მემუქრება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დათო
......აზანზარდა ჩემი ყვირილით!!!!!
დათო
ჯაბა კანკავა არის ჩამოყლიბებული პროფესიონლი ფეხბურთელი!!!! მაგალითი იმისა თუ როგორი უნდა იყო მოკვდავი ამა ქვეყნისა, ვისაც უნდა მიბაძოს არა მარტო მომავალმა თაობამ , არამედ დღეს მოქმედმა ბევრმა სპორტსმენმმა!!!! ფეხბურთელი, რომელიც არ თაკილობს უამრავ შავ სამუშაოს მოედანზე და ამავე დროს არის უნივერსალური ყველა პოზიციაზე!!!! მივდივარ ვარშავაში და ქართული დროშით ვუგულშემატკივრებ ჩვენებურს და დნეპრს!!!! P.S. 14 მაისს თამაშს ვუყურებდი ტრუსკოვეცში, სელეზნიოვმა გოლი რომ გაიტანა მთელი MIR HOTELI

ჯაბა შენ უმაღლესი დონის ფეხბურთელი ხარ მე ეს მივხვდი საფრანგეთან თამაშის დროს დინამოზე,მთავარია შენ 3- 4 წელი უმაღლესი დონის გუნდში მოხვდე ეს უნდა მოხდეს
ლევანი
ჯაბუჯა, აბა, შენ იცი! გვასახელე! ძალიან გამიხარდება შენი წარმატება! მიაწექით ბოლომდე!
gizog
გილოცავ ჯაბა, მალე ფინალის მოგებაც მოგველოცოს მთელ საქართველოს!
ლუკა გაგნიძის მეორე საგოლე პასი ესპანეთში
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ლიონთან" მატჩში?
[VIDEO] ხვიჩას პირველი გოლი მიმდინარე ჩემპიონატზე - პსჟ-მ "ლიონს" მძიმე მატჩი მოუგო
საქართველო 5:0 ესტონეთი
[VIDEO] პირველი გოლი ლიგა 1-ის ახალ სეზონში - "კვარამ" "ლიონს" გაუტანა
"ლიონთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] გიორგი მამარდაშვილმა ერლინ ჰოლანის დარტყმული პენალტი მოიგერია
14 ქულა და გამარჯვება "ბურგოსთან" | შერმადინი ახალ რეკორდს მიუახლოვდა
ერთი მწვრთნელის ხელმძღვანელობით ყველაზე მეტი გოლი - გრიზმანმა მესის გადაასწრო
დოვბიკმა შესაძლოა, იტალია დატოვოს - უკრაინელის დამატება თურქულ გუნდს სურს
დერბი ვერ მოიგო, თუმცა 1000-იანთა კლუბში შევიდა - სპალეტის მორიგი მიღწევა სამწვრთნელო კარიერაში
ალვარესი "ატლეტიკოში" მხოლოდ ორ შემთხვევაში დარჩება - ფეხბურთელმა პსჟ-ში ჩაშლილ ტრანსფერზე ისაუბრა
“მილანს” ლევანდოვსკი სურს - აგენტმა საუდის არაბეთის ვარიანტი გამორიცხა
ქოჩორაშვილი არ ათამაშეს - "სპორტინგმა" რთულ მატჩში გაიმარჯვა
მიქაუტაძის გარეშე - "ვილიარეალმა" მოიგო და მეორე ადგილზე აღზევდა
ვიქტორ სანიკიძე საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს
[VIDEO. ეროვნული ლიგა] "პოკერი", 3 პენალტი, ავტოგოლი... "ტორპედომ" ბათუმის "დინამო" გაანადგურა
[VIDEO. ეროვნული ლიგა] ორი გოლი პროტესტის ფონზე! "იბერია 1999" პირველ ადგილს ინარჩუნებს...
[VIDEO] ზივზივაძის 33 წუთი და "ჰაიდენჰაიმის" 0:6 "ბაიერთან"
[VIDEO] "ბაიერნის" 16-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყდა - "რეკორდმაისტერმა" "უნიონ ბერლინი" ვერ დაამარცხა
[VIDEO] გოლი 97-ე წუთზე - გოჩოლეიშვილის "ჰამბურგი" "დორტმუნდს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO. ეროვნული ლიგა] უცვლელი ამოცანები! "თელავს" ძალა და კლასი არ ეყო...
დღეს - პარიზელები ლიდერობის დასაბრუნებლად და "მამარდას" დიდი მატჩი
გორის "დილა" თურქულ შეკრებაზე "დნიპროსთან" დამარცხდა [VIDEO]
"ხვიჩა უნიკალურია. "ბარსელონას“ ადგილზე მესის ნაცვლად ავიყვანდი" - ამბობს რუსი კომენტატორი
სანდრო კობახიძის გუდნმა დნეპროპეტროვსკის "დნიპრომ" შესაძლოა არსებობა შეწყვიტოს
უხელფასობის გამო "დნიპროდან" მთავარი მწვრთნელი წავიდა, რას იზამს სანდრო კობახიძე?
უდიდესი აღიარება! - ცნობილმა რუსმა კომენტატორმა კვარაცხელია სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა
უკრაინაში კანკავას გმირობა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გაიმეორა - "ენა მეჭირა, ბოლო ხმაზე ვღრიალებდი..."
ხვიჩა "ბარსელონაში" - წერს რუსი კომენტატორი
ᓠᓣᕡᕔᓑᓘ ᕡᕐᓑᓐ ᓙᕕᕘ
ქეცბაია ტრიბუნაზე, ჩვეული კანკავა, ნაკლებად დასამახსოვრებელი ოქრიაშვილი - 19 წლის ბრაზილიელის ლამაზი გოლი... [VIDEO]
ჯაბა კანკავა მიდის? ნაკრების კაპიტანი კარიერის დასრულებაზე ფიქრობს
ოფიციალურად: ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
"სლოვანმა" გაიმარჯვა - კაშიამ შეუცვლელად ითამაშა
"გულშემატკივართა გარკვეული ნაწილი მიზანმიმართულად პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჩვენი გუნდისა და ზოგადად ქართული ფეხბურთის ლეგენდას, ჯაბა კანკავას" - თბილისის "დინამოს" განცხადება
სანდრო კობახიძე: "ვორსკლას" მწვრთნელმა დამარწმუნა, რომ ჩემი დიდი იმედი აქვს
თბილისის "დინამომ" სპარინგ-მატჩში უკრაინული "დნიპრო" დაამარცხა [VIDEO]
"გადავწყვიტეთ მივმართოთ ფედერაციას თხოვნით, რომ კანკავას წითელი ბარათი გაუქმდეს" - გორის "დილას" განცხადება