ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• UFC
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• ლელო

გიორგი გეთიაშვილი: დარწმუნებული ვარ, "ვიტ ჯორჯიას" მომავალი აქვს

გიორგი გეთიაშვილი: დარწმუნებული ვარ, "ვიტ ჯორჯიას" მომავალი აქვს

"ვიტ ჯორჯიას" კაპიტანი გიორგი გეთიაშვილი საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო მცველია
"ვიტ ჯორჯიას" კაპიტანი გიორგი გეთიაშვილი საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო მცველია. თბილისის "დინამოს" აღზრდილს უთამაშია საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებშიც.

25 წლის გეთიაშვილი ვიტელთა დაცვის ბურჯია. მან შესანიშნავად ითამაშა ფოთის "კოლხეთთან" შეხვედრაში და დიდი წვლილი შეიტანა იმაში, რომ მასპინძლებმა გოლი არ გაუშვეს. "ლელო" გიორგის დაუკავშირდა და ინტერვიუ სთხოვა:

- გიორგი, გაიხსენეთ თქვენი პირველი ნაბიჯები ფეხბურთში....

- ფეხბურთზე "შევარდენის" სკოლაში მივედი. 6 წელი იქ ვვარჯიშობდი, ჩემი პირველი მწვრთნელი კი რეზო წერეთელი გახლდათ. მერე შერჩევა გავიარე და ოთხ თანაგუნდელთან ერთად მივედი თბილისის "დინამოში". "დინამოს" ყველა ასაკობრივი გუნდი გავიარე. აკადემიიდან დუბლებში დავწინაურდი. ძირითად შემადგენლობაში კი ოთხჯერ ვითამაშე "დინამოში" - მაშინ გუნდის მთავარი მწვრთნელი კახა კაჭარავა გახლდათ.

- "ვიტ ჯორჯიას" ჯერაც არ გადაუჭრია უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნების პრობლემა. ელოდით ასეთ შედეგს?

- დასაწყისი ისეთი იყო, რომ მეგონა, სულ მცირე, პირველ ექვსეულში მოვხვდებოდით, მაგრამ ასე არ მოხდა. რამდენიმე მიზეზია - ჯერ ერთი, შეკრება ვერ გავიარეთ ნორმალურად. მერე იყო გამოუცდელობა... დარწმუნებული ვარ, ჩვენს გუნდს მომავალი აქვს. თქვენც დამეთანხმებით, "ვიტ ჯორჯიას" საშუალო ასაკი ძალიან დაბალია. მომავალ სეზონში გუნდი სულ სხვა მიზნებს დაისახავს.

- პლეი ოფში მოხვედრის შანსზე რას იტყვით?

- ჩემი აზრით, ჩვენი შანსი სოლიდურია. საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. რაც შეეხება პლეი ოფში ჩვენს შესაძლო მოწინააღმდეგეს, არ მინდა, რომელიმე გუნდი დავაკნინო, მაგრამ ჩემი აზრით, უპირატესობა ჩვენ გვექნება ამ შეხვედრაში.

- "კოლხეთთან" შეხვედრაში გუნდი განსაკუთრებულად იყო მოტივირებული...

- სხვანაირად ვერც იქნებოდა, რადგან ჩვენ ხომ უმაღლეს ლიგაში დასარჩენად ბოლო შანსს ვეჭიდებოდით. მეტოქემ ძალიან დიდი ბრძოლა გაგვიმართა. ვფიქრობ, კარგი თამაში გამოვიდა.

- შესანიშნავად ხართ შეთამაშებული "ვიტ ჯორჯიას" მეორე ცენტრალურ მცველთან, გიორგი კალანდიასთან. ბავშვობაშიც ერთად ხომ არ თამაშობდით?

- არა. ისე, სწორად კი შეგინიშნავთ, ჩვენ მართლაც ძალიან კარგად გვესმის ერთმანეთის. ბავშვობიდან ბევრი მეწყვილე მყოლია ცენტრალური მცველის პოზიციაზე, მაგრამ ასე კომფორტულად თავი არავისთან მიგრძნია. ერთი სიამოვნებაა, როცა მინდორზე ისეთი პარტნიორი გყავს, როგორიც გიორგი კალანდიაა. საერთოდ, "ვიტ ჯორჯიაში" ყველას ერთმანეთი ბოლომდე გაგვყავს.

- მინდვრის გარეთ თუ მეგობრობთ კალანდიასთან?

- კი, უახლოესი მეგობრები ვართ. შეიძლება, კარგად რომ გვესმის მინდორზე ერთმანეთის, ამის "ბრალიცაა".

- როგორი გუნდია "ვიტ ჯორჯია" მინდვრის გარეთ, გასახდელსა და ცხოვრებაში?

- მოკლედ გეტყვით: ოპტიმიზმით სავსე გუნდია! ჩვენ ყველაფერი გვინახავს, მატერიალური შეჭირვებაც, სხვა რამეებიც... ბოლო ათი ტურია, უკანასკნელ შანსს ვეჭიდებით უმაღლეს ლიგაში დასარჩენად და ახლა ეს შანსი რეალობად ვაქციეთ, ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული.

- რომელია თქვენი საოცნებო გუნდი?

- თუ თბილისის "დინამო" ითამაშებდა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, თუ ექნებოდა ამ გუნდს რეალური ამბიცია, მაშინ ეს იქნებოდა ჩემი ოცნების გუნდი. არ გამოვეკიდები ევროპული კლუბების მჭექარე სახელებს. "მანჩესტერი", "რეალი", "ბარსელონა"... ყველა მაგარია. ერთი ამოჩემებული კლუბი არ მყავს.

- საფეხბურთო ოცნება თუ გაქვთ?

- მაქვს. საქართველოს ეროვნული ნაკრების წარმატება! უბედნიერესი ადამიანი ვიქნები, თუ ამაში უშუალოდ შევიტან ჩემს წვლილს, თუ არა და, ისედაც - ნაკრების წარმატება ყველა ქართველისთვის დიდი ბედნიერებაა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"იბერია 1999"-მა ბათუმში მოიგო

"დილამ" "ტორპედოს" ანდრონიკაშვილის გოლით მოუგო

"დინამო თბილისისა" და "გარეჯის" მოგებები, "სამგურალი"-"გაგრას" ფრე

U21 | საბერძნეთი V საქართველო - პირველი ვარჯიში ათენში

16-წლამდელებმა ნოემბრის შეკრება გამარჯვებით დაასრულეს

ლევანდოვსკიმ შეიძლება კარიერა დაასრულოს

18 წ. | ჩეხეთისთვის 26 შეირჩა

დე ლა ფუენტეს იამალის ნაცვლად თბილისში 28 წლის თავდამსხმელი მოჰყავს

"მილანი" მოდრიჩთან კონტრაქტის გაგრძელებას აპირებს

ოფიციალურად: იამალი საქართველოსთან მატჩს გამოტოვებს

"ბარსელონამ" მწვრთნელი გაათავისუფლა - პასკუალის დაბრუნება?

“ა” ლიგის საკვალიფიკაციო ტურნირისთვის რეგისტრაცია დაიწყო

"ჩვენ ერთად თამაშიც შეგვიძლია" - ეკიტიკემ ისაკის შესახებ ისაუბრა

[VIDEO] გამარჯვების მომტანი ორქულიანი 00.4 წამში - "მაიამი ჰიტმა" ოვერტაიმში გაიმარჯვა

"პრემიერლიგის სეზონის საუკეთესო ტრანსფერია" - უეინ რუნიმ "სანდერლენდის" ფეხბურთელი გამოარჩია

ნამდვილად დე ლაურენტისია? - "ნაპოლის" პრეზიდენტმა მოულოდნელი განცხადება გააკეთა

[VIDEO] ბითაძის 18 წუთი - "ორლანდო მეჯიქმა" "პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსი" დაამარცხა

[ეროვნული ლიგა] საჩემპიონო დავა და მოვლენათა განვითარების შესაძლო სცენარი

კომისარ-მსაჯები განაწილდნენ: რატიშვილი სკოპიეში, თვაური და შალამბერიძე – ბაქოში

საქართველო 10:1 ესტონეთი

საქართველოს ნაკრებმა ნოემბრის მატჩებისთვის მზადება დაიწყო

[VIDEO] შეიძლებოდა, გოლი ეგოიანისთვისაც ჩაეთვალათ, მაგრამ შერჩა... საგოლე პასი

უჭირს - ფრანგული მედია ზაბარნის თამაშს უარყოფითად აფასებს

ვლადიმერ ხაჩიძე "ვიტ ჯორჯიას" მომავალზე: ჯერ არაფერია გადაწყვეტილი

"ერთი სული გვქონდა, როდის დასრულდებოდა ეს ყველაფერი" - ექსკლუზიური ინტერვიუ მატჩების გარიგებაში ბრალდებულ ფეხბურთელთან

ოდესის "ჩერნომორეცმა" სინჯებზე მყოფი გიორგი რობაქიძე გუნდში დაიტოვა

გიორგი გეთიაშვილი: ჩემ მიმართ გადაწყვეტილება სამართლიანია, მაგრამ ღუდუშაურსა და კიკნაველიძეს ბრალი არ მიუძღვით

გიორგი გეთიაშვილი გარიგებულ მატჩებზე: ეს "ვერგაკეთებული თამაშის ვალი" იყო - ფული არ აგვიღია

პაატა ღუდუშაურის დედა: ჩემი შვილი თანაგუნდელების, გეთიაშვილისა და მაისურაძის მხრიდან ზეწოლის მსხვერპლია

კუთხურიდან ჩახვეული ბურთი, წითელი ბარათები, პენალტები - ე-ლიგა 2-ის პლეი-აუტები დაძაბულად დასრულდა [VIDEO]

"თავს ვალდებულად ვთვლი, ე.წ. გარიგებული მატჩების საქმეზე გავაკეთო განცხადება და პირველ რიგში..."

ქართველი ფეხბურთელი სინჯებზე "ჩერნომორეცში" იმყოფება

51..9% ხელფასებში - რაში დაიხარჯა 2019 წელს ფეხბურთის განვითარების ფონდის ფული?

სატრანსფერო კარუსელები - რა შეიცვალა ეროვნულ ლიგა 2-ში?

გარიგებული მატჩების საქმეზე ბრალდებული 11 ფეხბურთელის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება