მახაჭყალის "ანჟის" ყოფილი ფეხბურთელი ამჟამად "ცხინვალში" ვარჯიშობს
მახაჭყალის "ანჟიდან" სკანდალით წამოსული გია გრიგალავა თბილისშია და ფორმის შენარჩუნებას "ცხინვალში" ვარჯიშით ცდილობს.

საქართველოს ნაკრების 25 წლის მცველი უგუნდოდაა. არადა, გვქონდა ინფორმაცია, რომ რუსული პრემიერლიგის გუნდების - "ამკარის", "როსტოვისა" და "ტორპედოს" შეთავაზებები უარყო. ამას გარდა, ამტკიცებდნენ, რომ გრიგალავას კონტრაქტის გაფორმებას საბერძნეთის სუპერლიგის ერთ-ერთი გრანდი - სალონიკის პაოკ-ი, ნიუ იორკის "რედ ბული", მინსკის "დინამო", პავლოდარის (ყაზახეთი) "ირტიში", პოლონური "ლეგია" და შვეიცარიული "ბაზელი" სთავაზობდნენ.

ბევრს გაუჭირდება იმის დაჯერება, რომ ამდენი გუნდი იწვევდა, უარი თქვა და უგუნდოდ ყოფნა ამჯობინა. "ლელოს" ინფორმაციით, მიზეზი გერმანული კლუბების დაინტერესება გახდა. გრიგალავას ბუნდესლიგურ "ჰოფენჰაიმსა" და "აუგსბურგში", აგრეთვე, II ბუნდესლიგის გამარჯვებულ "ინგოლშტადტში" იწვევდნენ.

"ნიუ იორკის "რედ ბული" სერიოზულად იყო დაინტერესებული და კონტრაქტს მთავაზობდა, მაგრამ წასვლა ვერ გადავწყვიტე. ამერიკის ჩემპიონატი მაინც ვეტერანებისთვისაა. იყო სხვა საინტერესო ვარიანტებიც.

რუსულ გუნდებს ჩემი დასაწუნი არაფერი აქვთ, მაგრამ კარგი ფინანსური პირობები არ შემოუთავაზებიათ. გარდა ამისა, ძალების მოსინჯვა ამჯერად სხვა ქვეყანაში მსურს. განსაკუთრებით, გერმანული ვარიანტები მიზიდავდა - ბუნდესლიგის ორი კლუბი დამეკონტაქტა და მათ პასუხს ველოდებოდი.

ამის გამო ყველა დანარჩენი გამოვრიცხე. საკითხის გარკვევა ზაფხულამდე გადაიდო, მაგრამ იქ წასვლის იმედი მაინც მაქვს. ეს ისეთი მიწვევებია, რის გამოც ყველა დანარჩენზე უარის თქმა მიღირდა. ბუნდესლიგა მაინც სულ სხვა დონის ტურნირია. გუნდების დაკონკრეტებას მოვერიდები", - ამბობს გრიგალავა.

უკვე მეორე თვეა, რაც გრიგალავა საქართველოშია და "ცხინვალში" ვარჯიშობს:

"კახა კაჭარავასა და "ცხინვალის" ხელმძღვანელობის მადლიერი ვარ, ფორმის შენარჩუნებაში რომ მეხმარებიან. მართალია, ეროვნულ ნაკრებში მითამაშია, მაგრამ ვერ ვეხმარები - ასეთი ფეხბურთელების ვარჯიში კი ბევრ მწვრთნელს არ ეხალისება. მე კაჭარავას მიდგომებიც მომეწონა.

რუსეთში დიდ დატვირთვებს ვარ შეჩვეული და გამიკვირდა, კახასთანაც ჩვეულებრივად რომ ვიტვირთები - განსხვავება არც მიგრძვნია. რა თქმა უნდა, საუკეთესო ფორმაში ვერ ვიქნები, მაგრამ გუნდში ყოფნა მაინც ძალიან მეხმარება, ინდივიდუალურ ვარჯიშს ხომ მაინც ჯობია".

გრიგალავას ნაკრების ახალ მწვრთნელზეც ვკითხეთ:

"ცხადაძის მოსვლა ჩემ უგუნდობას დაემთხვა და მისი ხელმძღვანელობით ჯერ არ მივარჯიშია. გარედან კი მიჭირს იმის შეფასება, თუ რა შეიცვალა გუნდში. იმედია, ნაკრები ცხადაძის ხელში კარგად ათამაშდება და გულშემატკივარს გაახარებს".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კლიმენტი
მამულაშვილი ჟურნალისტია, თუ სარეკლამო აგენტი?
"ადამიანი, რომელსაც ჩემს ცხოვრებასა და კარიერაზე უდიდესი გავლენა ჰქონდა, აღარ არის" - 64 წლის ასაკში "ვალენსიას" ლეგენდარული მეკარე გარდაიცვალა
"ასე რთულია. გუნდში 9 ახალი ტვინი მყავს" - კონტემ "ნაპოლის" მარცხის მიზეზებზე ისაუბრა
"ასე არ შეიძლება" - "კაირათის" მწვრთნელი მეკარისთვის გადაცემული საჩუქრით უკმაყოფილოა
კაშიას 72 წუთი და აზაროვის სრული მატჩი. "სლოვანი" ისევ დამარცხდა - "შახტარმა" გაიმარჯვა
თორნიკე შენგელიამ შეიძლება "რეალთან" ითამაშოს
მესის მაიამის გასაღები გადასცეს
FIFA-ს მშვიდობის პრიზი - მისი პირველი მფლობელი სავარაუდოდ, დონალდ ტრამპი გახდება
მბაპეს აღარ შეეცილებიან - "რეალში" პენალტების შემსრულებელი ფრანგი იქნება
მესი 4 თვით ევროპაში დაბრუნდება? - არგენტინელის დამატება თურქულ გუნდს სურს
შესაძლოა, დარჩეს - ნეიმარის მიზანი 2026 წლის მუნდიალზე თამაშია
"ფიორენტინამ" ახალი მთავარი მწვრთნელი შეარჩია
[VIDEO] კრიშტიანოსა და მესის გარეშე - მოდრიჩმა მისთვის ყველა დროის 5 საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა
5 წლის შემდეგ - რობერტო დონადონიმ სამწვრთნელო საქმიანობა განაახლა
კარიერაში მეცხრედ - ალექსი დავითაშვილი ვეტერანთა შორის მსოფლიო ჩემპიონია!
ოსიმენის ჰეთ-თრიკი, "ბრიუგესა" და" ბარსელონას" საბრძოლო ფრე და ზარია "სან სიროზე"
პსჟ მძიმე სიტუაციაშია - კიდევ სამი წამყვანი ფეხბურთელი გამოაკლდა
[VIDEO] მიქაუტაძის 56 წუთი - "ვილიარეალი" "პაფოსთან" დამარცხდა
თბილისის "დინამოს" ახალგაზრდული გუნდი ჩემპიონთა ლიგის მესამე ეტაპზე გავიდა
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ 2026 წლის ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
გიორგი ყრუაშვილი ევროპა ლიგის მატჩს განსჯის
[საქართველოს დ. ყიფიანის სახელობის თასი] ფინალის თარიღი და ადგილი ცნობილია...
[სიმბოლური ნაკრები. ეროვნული ლიგა. XXXI ტური] საჩემპიონო რბოლის სიმძაფრე და მაგარი დაბრუნება!
რუსეთის ქალთა ნაკრები შესაძლოა, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე დაუშვან
რუსეთის ჩემპიონატში ქართველი მარტო გრიგალავა დარჩა - წავა თუ არა ისიც ამ ქვეყნიდან, რას ამბობს "ხიმკის" მწვრთნელი
"პირველივე რეისით ევროპაში მიდიან" - გრიგალავამ ქართველ ტალანტებსა და "კვარაზე" ისაუბრა
გია გრიგალავა "არსენალში" დაბრუნდა
გია გრიგალავა "ხიმკიში" ჩაირიცხა
"გრიგალავა მას უყვიროდა და უცენზურო სიტყვებით მიმართავდა" - ქართველი მცველი რუსეთში ინციდენტში გაეხვა
გრიგალავა და ჟირკოვი სეზონის განახლებისთვის ემზადებიან