იაია რჩება, პელეგრინიც
"მანჩესტერ სიტის" კი დაუგვიანდა, მაგრამ სეზონის ბოლოსთვის ისევ ფორმაში შევიდა და ჩემპიონატი მაჟორულ ნოტზე ჩაამთავრა. ეს კი ისედაც მშვიდ მანუელ პელეგრინის დამატებითი სიმშვიდის საფუძველს აძლევს და ჩილელი ირწმუნება, რომ გუნდი მას არ გაუშვებს.

"მთელი სეზონის განმავლობაში არანაირი ეჭვი არ მქონია იმის შესახებ, რომ გუნდის ხელმძღვანელობას ჩემთან თანამშრომლობა არ სურდა. მე ვიცოდი მათი აზრი, ხედვა და გეგმები და პრესაში გავრცელებულ მითქმა-მოთქმას ყურადღებას არ ვაქცევდი. ჩვენ არ ვსაუბრობთ ადამიანებზე, რომლებსაც აქვთ მიდგომა - რამე მოიგე ან წადი. ისინი აანალიზებენ სიტუაციას და ყველაფერი კარგად ესმით.

პირადად ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, თუ როგორ ვიმუშავეთ. მართალია, უფრო მეტი შეგვეძლო და გვსურდა, მაგრამ ახლა მომავალზე უნდა ვიფიქროთ და პოტენციალის გამოყენება ვცადოთ. ამ სეზონში ზედმეტად ბევრი ქულა დავკარგეთ სულელურად, მაგრამ გარწმუნებთ, რომ უფრო გაზრდილი, ჩამოყალიბებული გუნდის სახით დავბრუნდებით და მიღებულ გამოცდილებას გამოვიყენებთ. ჩვენი მთავარი მიზანი ინგლისის ჩემპიონობის დაბრუნებაა და ვფიქრობ, ეს თავისუფლად შეგვიძლია, მაგრამ სერიოზულად უნდა ვიმუშაოთ" - აღნიშნა 61 წლის სპეციალისტმა.

როგორც ჩანს, "ქალაქელთა" ბანაკში იმდენი ცვლილება, შესაძლოა, სულაც არ მოხდეს, რამდენსაც ველოდით, რადგან იაია ტურეს წასვლა, თითქოს, გადაწყვეტილი ჩანდა, მაგრამ ახლა საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ კოტდივუარელიც დარჩება.

მართალია, 32 წლის საყრდენი ნახევარმცველის აგენტი დიმიტრი სელიუკი ამბობდა, ჩემი კლიენტი 90%-ით წავაო. მსურველებიც მრავლად იყვნენ და არიან, რომელთა შორისაც მილანის "ინტერი" ფავორიტია, რადგან იქ "სიტის" ექსთავკაცი რობერტო მანჩინია, მაგრამ მანჩესტერელთა უფროსობამ იაიას განუცხადა - ზედმეტად მნიშვნელოვანი ხარ იმისთვის, რომ გაგიშვათო. ასე რომ, "სიტი" ტურეს შენარჩუნებას აპირებს.

"ეტიჰადის" ბინადრები უკვე ამერიკაში არიან ტურნეში და კოტდივუარელიც გუნდთან ერთადაა. პელეგრინის ბიჭები "ტორონტოსა" და "ჰიუსტონ დინამოს" შეხვდებიან, ხოლო ბოლოს დამეგობრებული "ნიუ იორკ სიტის" შეხვედრას დაესწრებიან.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ჯეიმს მილნერის დარჩენა-არდარჩენაა. ეს მშრომელი ნახევარმცველი გუნდის ძველი სახეა და ძალიან პროდუქტიულიც გახლავთ, მაგრამ გუნდს ახალი კონტრაქტის პირობებზე ვერ უთანხმდება და თანაც, უფრო მეტი სათამაშო დროც სურს, რის გარანტიასაც ვერ იღებს. ასე რომ, "ქალაქელებმა" იგი, შესაძლოა, სრულიად უფასოდ დაკარგონ.

"ჯეიმსი გადაწყვეტილებას რამდენიმე დღეში მიიღებს. იგი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, ყოველთვის ბევრს მუშაობს და ბოლომდე იხარჯება. მან უნდა მოიფიქროს, რა ურჩევნია და როგორ სჯობს მისი მომავლისთვის" - დასძინა პელეგრინიმ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"არსენალმა" ეკვადორელი ტყუპები შეიძინა
სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან
მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა
[VIDEO] 39 წლის ჰალკის საოცარი გოლი ბრაზილიის ჩემპიონატში
ჩაბი ალონსო: ჯერ დაკარგული არაფერი არ არის
სუპერლიგის მე-7 ტური "ბათუმმა" "რუსთავის" ძლევით დახურა
წიტაიშვილის 68 წუთი და "მეცის" ზედიზედ მესამე წაგება
კიტეიშვილის "შტურმმა" გრაცულ დერბიში გაიმარჯვა
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "ჰამბურგმა" "ვერდერს" მოუგო
"ქასიმფაშას" მწვრთნელად არველაძის ნაცვლად ემრე ბეროზოღლუ დანიშნეს
"ეს წარმოუდგენელია!" - "ზაბარნის არყოფნის მიზეზი საფონოვის თამაში იყო?" - ენრიკე ამ კითხვამ გააღიზიანა და ყველაფერი ახსნა
[VIDEO] შავდათუაშვილი და დვალაშვილი ბრინჯაოს მედლებისთვის ბრძოლაში დამარცხდნენ - ტოკიოს გრანდ სლემის მეორე დღე
[VIDEO] "ყველაფერი წინ არის, უფრო ძლიერს მელოდეთ... საქართველოს გაუმარჯოს!" - დვალიშვილმა იანთან ბრძოლის შემდეგ გავრცელებულ მიმართვაში ცრემლები ვერ შეიკავა
"ჯერ მერაბმა ბიჭები ჯაკუზიში წაიყვანოს" - იანმა დვალიშვილის დამარცხების შემდეგ შესაძლო რემატჩზე ისაუბრა
მესის მორიგი ტიტული - მაიამის "ინტერი" ისტორიაში პირველად MLS-ის ჩემპიონია
"შოუს დადგმა ვცადე" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
[VIDEO] მერაბ დვალიშვილი პიოტრ იანთან მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა
ლუის ენრიკე: კვარაცხელია განსხვავებულია, სანახაობრივია, უმაღლესი ინტელექტი აქვს
დავითაშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "სენტ-ეტიენი" "დიუნკერკთან“ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "რენთან" მატჩში?
[VIDEO] აკი ვერ თამაშობს კარგადო - ხვიჩამ დუბლი შეასრულა და კრიტიკოსებს უპასუხა
[VIDEO] "კვარამ" "რენს" თქვენი მოწონებული გაუტანა
[VIDEO] ღვინიაშვილის ბრწყინვალე დებიუტი MMA-ში - "ტაისონამ" მეტოქე 30 წამში დაანოკაუტა
პელეგრინი: "ბარსელონას" დამარცხებას ვაპირებთ
"საუკუნის ტალანტია" - პეპ გვარდიოლამ საკუთარი ფეხბურთელი გამოარჩია
გვარდიოლას სურვილით - "სიტი" პსჟ-ს გარემარბში 100 მილიონ გირვანქას იხდის
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
ჯეიმს მილნერი: იმედია, შევძლებთ "ატლეტიკო" მივაჭყლიტოთ
"ლივერპულმა" 33 წლის ჯეიმს მილნერს კონტრაქტი გაუხანგრძლივა
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
ჰენდერსონმა ფანს შესთავაზა, ლეკვს მილნერი დაარქვას
კეინი, ჰოლანი თუ ალვარესი? - "ბარსელონას" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე დიდი გეგმები აქვს
"ლა ლიგა" სამარცხვინო გათამაშებაა - მანუელ პელეგრინი
ტურე: გვარდიოლას იმდენ ფულს აძლევენ და ლიგა ვერ უნდა მოიგოს?!
"თუ "ბარსელონასთან" გაიბრწყინებს..." - იაია ტურეს ყოფილმა აგენტმა ხვიჩაზე ისაუბრა
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
"ვესტ ჰემი" შემადგენლობის გაძლიერებას და მაღალი მიზნებისთვის ბრძოლას აპირებს
"ფეხბურთელის სურვილით "რეალთან" მოლაპარაკებები შეჩერებულია - ვინისიუსმა შესაძლოა, "სამეფო კლუბი" ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზევე დატოვოს
Goal.com: გვარდიოლა ლიგიდან შამანების წყევლის გამო გავარდა [PHOTO]
ჯეკ უილშირი კვლავ ტრავმირებულია
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
ჯეიმს მილნერი კარიერას "ბრაიტონში" გააგრძელებს
"ის კაცი კი არა გველი და ეშმაკია" - იაია ტურემ პეპ გვარდიოლას შესახებ ისტორია გაიხსენა
იაია ტურე: საუკეთესო მოგონება "რეალის" სტუმრად 6:2 დამარცხებაა
ჯეიმს მილნერი: 16 წლის ასაკში პრემიერლიგაში ვთამაშობდი, თუმცა U18 გუნდის კაპიტანს ბუცებს ვუწმენდდი
"ვესტ ჰემის" მწვრთნელი მანუელ პელეგრინი გადააყენეს
ჯეიმს მილნერი: მესი გაიძულებს, სულელად წარმოჩნდე
[VIDEO] "ჩელსიმ" "ბარსელონა" გაანადგურა, "ბაიერმა" "სიტის" მოუგო - ჩემპიონთა ლიგაზე დაძაბული მატჩები გაიმართა
"უკან პასის გაკეთება რომ ავკრძალოთ, რას იტყვით?" - პელეგრინიმ ორიგინალური იდეა გააჟღერა
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
"რომ არა დებილები, თბილისის "ლოკომოტივთან" არ წავაგებდით" - ამბობს რუსი აგენტი