ჯოკოვიჩი და ნადალი ერთმანეთისკენ მიიწევენ
როლან გაროსის მესამე დღეს პირველი რაუნდი დასრულდა. გუშინ, ორი მთავარი ფავორიტი ვიხილეთ საქმეში - ნოვაკ ჯოკოვიჩი და რაფაელ ნადალი. შეგახსენებთ, რომ წილისყრის შედეგად მამაკაცთა ბადე ისე დაკომპლექტდა, რომ ამ ჩოგბურთელთა დაპირისპირება მეოთხედფინალურ ეტაპზე უნდა შედგეს.

პირველ რაუნდში ორივემ სამ სეტში შეძლო მოგება. ჯოკოვიჩმა თავისი მოგებათა სერია 23 მატჩამდე აიყვანა მას შემდეგ, რაც 6:2, 7:5, 6:2 სძლია ფინელ ვეტერანს იარკო ნიემინენს. ამისთვის მსოფლიოს პირველ ჩოგანს 2 საათი და 4 წუთი დასჭირდა.

სკანდინავიელის სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ მან მეორე სეტში სერიოზული ბრძოლა გაუმართა სერბს და ძალიან ახლოს იყო პარტიის მოგებასთან - 5:2 დაწინაურდა და ორ გეიმში ორი ქულა აკლდა სეტის აღებამდე. მაგრამ 2:5-დან მოყოლებული, ჯოკოვიჩმა 25 გათამაშებიდან 20 ქულა აიღო და 7:5 მოიგო სეტი.

რაც შეეხება რაფაელ ნადალს, მან 68-ე მატჩი ჩაატარა როლან გაროსზე და 67-ე გამარჯვებას მიაღწია. ესპანელი "დიდი სლემის" ტურნირების დებიუტანტს, 18 წლის ფრანგ კუენტინ ალისს ხვდებოდა, რომელიც 296-ე ნომერია კლასიფიკაციაში.

შეხვედრა საათი და 50 წუთი გაგრძელდა. ფრანგმა პირველ სეტში ერთადერთი ბრეიკის შესრულება შეძლო, მაგრამ სამჯერ დათმო საკუთარი მოწოდება. მეორე და მესამე სეტებში ესპანელს აღარ წაუგია საკუთარი გეიმები, თითო ბრეიკი შეასრულა და მატჩის შემდეგ კმაყოფილება გამოთქვა თავისი თამაშის დონით.

მეორე წრეში რაფას მეტოქე თანამემამულე ნიკოლას ალმაგრო იქნება, რომელსაც ურთიერთშეხვედრებში 12:1-ს უგებს.

ფავორიტებზე უფრო დამაჯერებელი იყო გუშინ დავიდ ფერერი. ესპანელს ერთგვარი იუბილე ჰქონდა - ნადალის შემდეგ ის მეორე მოქმედი ჩოგბურთელი გახდა, ვისაც კარიერაში გრუნტზე 300 მოგება დაუგროვდა.

საიუბილეო მატჩი ესპანელმა ძალიან იოლად მოიგო - სლოვაკ ლუკაშ ლაჩკოს წინააღმდეგ 32 "ვინერსი" და რვა ეისი ჰქონდა, აგრეთვე ცხრიდან შვიდი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა და 6:1, 6:3, 6:1 დააფიქსირა.

მამაკაცთა ტურნირზე მესამე დღეს მოხდა პირველი სენსაცია. ზედიზედ მეორედ გამოეთიშა როლან გაროსს პირველი წრიდან ბულგარელი გრიგორ დიმიტროვი. შარშან მან ივო კარლოვიჩთან წააგო, ამჯერად კი ვერაფერი მოუხერხა 22 წლის ამერიკელ ჯეკ სოკს. მსოფლიოს მეათე ჩოგანმა ერთი სეტის აღებაც ვერ შეძლო - 6:7(7), 2:6, 3:6.

სოკმა პირველი მოწოდებით ქულების 81 პროცენტი აიღო და 30 "ვინერსით" დაასრულა მატჩი. ეს მისი მე-16 მოგება იყო სეზონში და მეორე გამარჯვება ტოპ-ათეულის მოთამაშეების წინააღმდეგ - შარშან, შანხაის "მასტერსზე" კეი ნიშიკორის დამარცხება მოახერხა.

კაცები

I წრე

ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 1)-იარკო ნიემინენი (ფინ) 6:2, 7:5, 6:2; ჟილ მიულერი (ლუქ)-პაოლო ლორენცი (იტა) 4:6, 4:6, 7:6(1), 7:6(5); შეწყდა; რიშარ გასკე (საფ, 20)-ჟერმენ ჟიგუნონი (ბელ) 6:3, 6:4, 6:0; კარლო ბერლოკი (არგ)-ილია მარჩენკო (უკრ) 4:6, 3:6, 6:3, 7:5, 6:2; იენ-ჰსუნ ლუ (ტაივ)-ბლაჟ კავჩიჩი (სლოვენ) 6:7(4), 6:1, 6:1, 7:5; კევინ ანდერსონი (ს. აფრ, 15)-ტიმ შმიჩეკი (აშშ) 6:4, 6:4, 6:2; ჯეკ სოკი (აშშ)-გრიგორ დიმიტროვი (ბულ, 10) 7:6(7), 6:2, 6:3; პაბლო კარენო ბუსტა (ესპ)-ვიქტორ ესტრელია ბურგოსი (დომ) 6:3, 6:1, 6:0; ნიკოლას ალმაგრო (ესპ)-ალექსანდრ დოლგოპოლოვი (უკრ) 6:3, 2:6, 6:4, 7:6(6); რაფაელ ნადალი (ესპ, 6)-კუენტინ ალისი (საფ) 6:3, 6:3, 6:4; ჟოაო სოუზა (პორ)-ვასეკ პოსპიშილი (კან) 6:3, 7:6(5), 6:1; ჟერემი შარდი (საფ)-მიხაელ ბერერი (გერ) 4:6, 6:3, 6:4, 6:4; ჯონ ისნერი (აშშ, 16)-ანდრეას სეპი (იტა) 7:5, 6:2, 6:3; მარინ ჩილიჩი (ხორ, 9)-რობინ ჰაასე (ჰოლ) 6:2, 6:4, 6:2; ანდრეა არნაბოლდი (იტა)-ჯეიმს დაკუორტი (ავსტრა) 4:6, 6:7(5), 7:6(4), 7:6(2), 6:0; იერჟი იანოვიჩი (პოლ)-მაქსიმ ჰამუ (საფ) 6:7(4), 6:3, 6:4, 6:4; ლეონარდო მაიერი (არგ, 23)-ირჟი ვესელი (ჩეხ) 3:6, 7:6(6), 6:3, 5:7, 6:2; დანიელ ხიმენო-ტრავერი (ესპ)-ჟოაო სოუზა (ბრა) 7:6(5), 6:4, 6:4; დავიდ ფერერი (ესპ) 7)-ლუკაშ ლაჩკო (სლოვაკ) 6:1, 6:3, 6:1.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"შავი ლომი" ირლანდიაში 0:52 დამარცხდა
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
[VIDEO] მაგიური დუელი ტურინში - სინერმა ალკარასი დაამარცხა
რუსთავში რეგიონთა ნაკრებების ტურნირის ფინალური ეტაპი გაიმართა
პირველად პრემიერ ლიგის ისტორიაში - "ბორნმუთმა" "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ რეკორდი დაამყარა
კლუბს ეს უკვე აცნობა - ადეიემის ცოლის გამო "დორტმუნდის" დატოვება სურს
სეზონში უკვე მეორე მწვრთნელის შესაძლო გაშვება - "ფიორენტინა" კვლავ დიდ პრობლემებშია
"რეალის" ყოფილი მცველი მესისთან ერთად "ინტერ მაიამიში" ითამაშებს
სირილ ედუძიმ გორის "დილა" დატოვა
41 წლის ტიაგო სილვა ევროპაში აპირებს დაბრუნებას
ყველას დონკიხოტობას ვერ მოსთხოვ!
საბო: "ჯანდაბაზე" ტატუებს იხატავენ - მუდრიკს რძე არ შეშრობია პირზე და მილიონერი გახდა
"ბოლო თვეებში მე გავხდი მძიმე და სრულიად მიუღებელი ზეწოლის ობიექტი" - ილია თოფურიამ განცხადება გააკეთა
"უპამეკანოსთან კონტრაქტის გახანგრძლივებას ვცდილობთ" - "ბაიერნის" სპორტული დირექტორი
სალაჰს სემენიო შეცვლის? "ლივერპული" "ბორნმუთის" შემტევთან მოლაპარაკებებს აწარმოებს
"ერთიანობა წარმატების საფუძველია" - ჩაბი ალონსოს კომენტარი "ალავესთან" გამარჯვების შემდეგ
სუპერლიგის VIII ტური | თსუ-ს, ორბის და კსუ-კავკასიის გამარჯვებები
ამორიმი: ჩემს საქმეს საკმარისად კარგად ვერ ვაკეთებ
"მინდა ჩემი ჰონორარის ნაწილი გიგას ორგანიზაციას გადავურიცხო" - ვალეხოსის მოულოდნელი განცხადება ჭიკაძესთან გამარჯვების შემდეგ
[VIDEO] კარის 48 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა - "გოლდენ სტეიტი" "პორტლენდთან" დამარცხდა
[VIDEO] ოგბაიძემ "კარლ ცაისს" "ცხრიანში" გაუტანა!
[VIDEO] ლუკა ხორხელის პირველი გოლი სლოვაკეთის მთავარ ლიგაში!
რიჩარდ ქოქრილმა ბორჯღალოსნებისა და "შავი ლომის" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა - ვინ შეცვლის ინგლისელს?
"ბოლოს და ბოლოს, უნდა გაიგოს "რეალი" რას ნიშნავს" - რაფაელ ნადალმა ვინისიუს ჟუნიორს მიმართა
"ბატონო ნადალ, ფოტო შეიძლება?!" - ფედერერმა გულშემატკივრებთან საუბარში სასაცილო ისტორია გაიხსენა
"კილიანი მსოფლიოში საუკეთესო გახდება, მას ზურგს შესანიშნავი გუნდი უმაგრებს" - რაფა ნადალმა ფრანგზე ისაუბრა
მაგიური ჯოკოვიჩი - ნოვაკი 2028 წლის ოლიმპიადაზე თამაშს გეგმავს
ნადალი: "რეალის" ფანი ვარ, მაგრამ მესი რონალდოზე უკეთესია [VIDEO]
ფედერერის შემდეგ ნადალიც - ჩოგბურთიდან რაფაც მიდის