23 სმ სიმაღლის, 18 კგ წონის მოოქროვილი და ძვირფასი თვლებით გაწყობილი თასი გერმანელმა ოქრომჭედელმა გიუნტერ შიობელმა დაამზადა
კალათბურთში ევროპის ჩემპიონისთვის განკუთვნილი თასი თბილისში ჩამოვა. ეს 18 ივლისს მოხდება, ფიბა-ევროპის მიერ წამოწყებულ სააგიტაციო აქციის ფარგლებში.

ნიკოლაი სემაშკოს სახელობის ევროპის საჩემპიონო თასმა მოგზაურობა 19 მაისს, ლატვიის დედაქალაქ რიგიდან დაიწყო და სანამ 30 აგვისტოს, გერმანიის ქალაქ კიოლნში მოგზაურობას დაასრულებდეს, სხვადასხვა ქვეყნის 24 ქალაქს მოივლის.

მთლიანობაში - რიგისა და კიოლნის ჩათვლით, ევროსაჩემპიონო თასი 26 ქალაქში "შეივლის". თბილისი მისი მე-10 გაჩერება იქნება.

სემაშკოს თასი რიგის შემდეგ ესტონეთის დედაქალაქ ტალინში იმყოფებოდა და მისი მორიგი გაჩერება ისლანდიური რეიკიავიკი იქნება, სადაც 3-4 ივნისს დარჩება და გეზს ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებისკენ აიღებს.

ევროპის საჩემპიონო თასი გარდამავალია და ეს ამ ტიტულის მეორე ორიგინალური ვერსიაა. წინა თასი, რომელიც ევროპის ჩემპიონატების დასაბამიდან თამაშდებოდა, ბოლოს 1993 წელს გერმანიის ნაკრებმა აღმართა. იქვე გადაწყდა, რომ დამზადდებოდა ახალი, უფრო ძვირფასი თასი, რომელიც კონტინენტის ჩემპიონებს გადაეცემოდათ.

თასი გერმანელმა ოქრომჭედელმა გიუნტერ შიობელმა დაამზადა, 23 სმ სიმაღლისაა და 18 კილოგრამს იწონის. ის შეიცავს მრავალ ძვირფას ლითონსა თუ ქვას. თასი მოოქროვილია, გარშემო 24 ძვირფასი თვალი აკრავს: აქატის, ამეთვისტოს, ყვითელი კვარციტის, გრანიტის, მალაქიტის...

რაც შეეხება ნიკოლაი სემაშკოს, ის ფიბა-ს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ევროპელი დიდმოხელე იყო, რომელიც ამ ორგანიზაციის დიდების დარბაზშია შესული. სემაშკო გახლდათ საბჭოთა კავშირის სპორტის სახელმწიფო კომიტეტის ხელმძღვანელი და იმავდროულად, ფიბა-ს ვიცე-პრეზიდენტი 1960-76 წლებში. იგი გახლდათ საერთაშორისო კლასის არბიტრი 1947-2007 წლებში და არის ავტორი რამდენიმე წიგნისა, რომელიც ეხება ფიზმომზადებასა და ვარჯიშების დაგეგმვას კალათბურთში.

თასი, რომელიც ევროპას შემოივლის და საქართველოში 18 ივლისს ჩამოვა, სხვადასხვა დროს აღმართული აქვთ ევროპული კალათბურთის ტიტანებს - ვლადე დივაცს, გრეგორ ფუჩკას, ალექსანდრ ჯორჯევიჩს, დეიან ბოდიროგას, შარუნას იასიკევიჩუსს, ანდრეი კირილენკოს, თეოდორას პაპალუკასს, ხუან კარლოს ნავაროს და ბორის დიოს - ესენი გახლდნენ 1995 წლიდან მოყოლებული ევროპის ჩემპიონების კაპიტნები.

თასის გზა

19 მაისი - რიგა (ლატვია)

20 მაისი - ტალინი (ესტონეთი)

3-4 ივნისი - რეიკიავიკი (ისლანდია)

7-9 ივნისი - ზაგრები (ხორვატია)

13-14 ივნისი - პარიზი (საფრანგეთი)

20 ივნისი - ბურგოსი (ესპანეთი)

23 ივნისი - კრეტა (საბერძნეთი)

26 ივნისი - ბრიუსელი (ბელგია)

4-5 ივლისი - სტამბოლი (თურქეთი)

18 ივლისი - თბილისი (საქართველო)

25 ივლისი - ბერლინი (გერმანია)

1-ლი აგვისტო - ტამპერე (ფინეთი)

4 აგვისტო - ლუბლიანა (სლოვენია)

5 აგვისტო - ვარშავა (პოლონეთი)

8 აგვისტო - ოჰრიდი (მაკედონია)

9 აგვისტო - ანტვერპენი (ბელგია)

11 აგვისტო - ბრნო (ჩეხეთი)

15 აგვისტო - კაუნასი (ლიტვა)

16 აგვისტო - ლეიდენი (ჰოლანდია)

18 აგვისტო - სარაევო (ბოსნია)

22-23 აგვისტო - ისრაელი

25-26 აგვისტო - მილანი (იტალია)

28 აგვისტო - სტრასბური (საფრანგეთი)

27 და 29 აგვისტო - ტრიესტე (იტალია)

30 აგვისტო - კიოლნი (გერმანია)

რატიშვილი პიტეშტში – რუმინეთისა და მონტენეგროს მატჩზე
კალათბურთის მაგიდის მსაჯთა კოლეგიას კახეთის რეგიონიდან 6 წევრი შეემატა
რატიშვილი საბერძნეთში, ვართანოვი – რუმინეთში | ქართველები ფიბა ევროპის მატჩებზე
რასპადორი სერია A-ში ბრუნდება - ჯაკომომ ტრანსფერზე თანხმობა განაცხადა
არაბული კლუბი სალაჰისგან პასუხს ელოდება - რას გადაწყვეტს ეგვიპტელი?
"არსენალმა" ეკვადორელი ტყუპები შეიძინა
[წინათქმა. ეროვნული ლიგა] შესაძლოა, "იბერიამ" ტიტული ცარიელი ტრიბუნების წინ იზეიმოს, "დილას" კი გამარჯვებაც არ ეყოს...
გრან პრიზე ბერულავა და მეტელკინა პირველი ადგილისთვის ბრძოლას აგრძელებენ
"ტოტენჰემის" მეკარემ შესაძლოა, კარიერა "ინტერში" გააგრძელოს
"ახლა გუნდებს სჯერათ, რომ ჩვენთან დადებითი შედეგის მიღწევა შეუძლიათ" - სლოტმა "სანდერლენდთან" მატჩი შეაფასა
"ჩემი საქციელისთვის ბოდიშს ვიხდი" - ედვარდსენმა შტილერს ცხვირზე დაცინვის გამო მოუბოდიშა
გვარდიოლას სურვილით - "სიტი" პსჟ-ს გარემარბში 100 მილიონ გირვანქას იხდის
[VIDEO] ნეიმარის ჰეთ-თრიქი 17 წუთში - "სანტოსმა" უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] ბითაძის 19 წუთი - "ორლანდო მეჯიქი" "სან ანტონიო სპურსთან" 2 ქულით დამარცხდა
მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა - "ვილიარეალმა" ქვედალიგურ გუნდს პენალტების სერიაში სძლია
[VIDEO] გოჩოლეიშვილს შეეძლო მატჩის გმირი გამხდარიყო - "ჰამბურგი" თასზე "ჰოლშტაინთან" პენალტების სერიაში დამარცხდა
კიტეიშვილის "შტურმი" სახლში დამარცხდა და ვერ გალიდერდა
[VIDEO] მბაპეს ულამაზესი გოლებით - "რეალმა" სტუმრად "ატლეტიკს" უპრობლემოდ მოუგო
შოთა არველაძე "ქასიმფაშას" აღარ გაწვრთნის
მესი იჯარით "ბარსელონაში" დაბრუნდება? - კომენტარი დეკომ გააკეთა
ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
"ბორჯღალოსნების" მეტოქეები - მსოფლიოს ჩემპიონი სამხრეთ აფრიკა, იტალია და რუმინეთი ავსტრალიის მსოფლიო თასზე
[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა
ქართული კალათბურთი ხომ იმპულსურია - ინტერვიუ ირაკლი ხოშტარიასთან
საქართველო საჩუქრის გარეშე დარჩა - ვინ მიიღო ოლიმპიადაზე გასვლის შანსი?
"პირველ რიგში, უნდა შევისწავლოთ, როგორ შევქმენით ასეთი სოლიდური ნაკრები"
ზაზა ფაჩულია: მთავარია, ევროპას ჩვენი ხასიათი კიდევ ერთხელ დავანახეთ
გიორგი ცინცაძემ ფრანგულ "გრაველინში" პირველი მატჩი ჩაატარა
მეჯიქ ჯონსონისეული! გიორგი ცინცაძის პასი ევრობასკეტის TOP10-ში მეორეა [VIDEO]