"ლაბორალ კუჩამ" ესპანეთის ჩემპიონატის პლეი ოფში "უნიკახასთან" მეოთხედფინალურ სერიაში ანგარიში გაათანაბრა
თორნიკე შენგელიას გუნდმა ესპანეთის ჩემპიონატის პლეი ოფის პირველ რაუნდში ანგარიში გაათანაბრა. მეოთხედფინალური სერია 2 მოგებამდე გრძელდება და შენგელიას "ლაბორალ კუჩამ", პირველი მატჩის სრუმრად წაგების შემდეგ, მეორეში იმარჯვა და საქმე გადამწყვეტ მატჩამდე მიიყვანა.

"ლაბორალ კუჩას" მეტოქე მალაგის "უნიკახაა", რომელმაც რეგულარული ჩემპიონატი მე-3 ადგილზე დაასრულა და მეოთხედფინალურ სერიაში მოედნის უპირატესობას ფლობს.

სერიის მეორე მატჩი ვიტორიაში გაიმართა და ის მასპინძლეთა უპირატესობით რომ დაიწყო, ასევე ჩამთავრდა. "ლაბორალ კუჩამ" საწყისი მეოთხედი 20:16 მოიგო, მეორეში კი ლიდერობა კიდევ უფრო გაიმყარა - 49:36. მეორე ტაიმში ვიტორიელებმა უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვეს და საბოლოოდ 10-ქულიანი გამარჯვება მოიპოვეს - 92:82.

შენგელია სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა. ქართველმა ფორვარდმა მოედანზე მთლიანობაში 15:25 წუთი გაატარა და შეტევაში შედეგიანობით გამოირჩა. თორნიკემ 8-დან 3 ორქულიანი, 2-დან 1 საჯარიმო და 1 სამქულიანი ჩააგდო. ქართველი ლეგიონერის ანგარიშზე 10 ქულა დს 4 მოხსნა დაგროვდა. შენგელიამ 2 ჯარიმა მიიღო და ბურთი ერთხელ დაკარგა.

ვიტორიელებმა გუნდურად ითამაშეს, გამარჯვებულებს განსაკუთრებულად გამორჩეული მოთამაშე არ ჰყოლიათ. ფერნანდო ან ემეტერიო 19 ქულით ბომბარდირი გახდა, თუმცა საერთო სარგებლიანობით საუკეთესო ფაბიენ კოსიე (13 ქულა, 4 პასი) იყო, შემდეგ კი 12 ქულისა და 7 მოხსნის მომგროვებელი კიმ ტილი მოდის.

"უნიკახაში" 14-14 ქულით საუკეთესონი სტეფან მარკოვიჩი და ჯაისონ გრეინჯერი იყვნენ.

სერიის მე-3, გადამწყვეტი შეხვედრა 1 ივნისს, მალაგაში გაიმართება.

ანდრონიკაშვილი ისლანდიურ გუნდში გადავიდა
შენგელიას 14 ქულა "გრან კანარიასთან" და MVP-ს ტიტული
შენგელიას 14 ქულა, 7 მოხსნა და გამარჯვება ყოფილ გუნდთან
ჩელენჯ თასი | 140 წლის "ქონოთთან" გალვეიში
[VIDEO] 39 წლის ჰალკის საოცარი გოლი ბრაზილიის ჩემპიონატში
ჩაბი ალონსო: ჯერ დაკარგული არაფერი არ არის
სუპერლიგის მე-7 ტური "ბათუმმა" "რუსთავის" ძლევით დახურა
წიტაიშვილის 68 წუთი და "მეცის" ზედიზედ მესამე წაგება
კიტეიშვილის "შტურმმა" გრაცულ დერბიში გაიმარჯვა
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "ჰამბურგმა" "ვერდერს" მოუგო
"ქასიმფაშას" მწვრთნელად არველაძის ნაცვლად ემრე ბეროზოღლუ დანიშნეს
"ეს წარმოუდგენელია!" - "ზაბარნის არყოფნის მიზეზი საფონოვის თამაში იყო?" - ენრიკე ამ კითხვამ გააღიზიანა და ყველაფერი ახსნა
[VIDEO] შავდათუაშვილი და დვალაშვილი ბრინჯაოს მედლებისთვის ბრძოლაში დამარცხდნენ - ტოკიოს გრანდ სლემის მეორე დღე
[VIDEO] "ყველაფერი წინ არის, უფრო ძლიერს მელოდეთ... საქართველოს გაუმარჯოს!" - დვალიშვილმა იანთან ბრძოლის შემდეგ გავრცელებულ მიმართვაში ცრემლები ვერ შეიკავა
"ჯერ მერაბმა ბიჭები ჯაკუზიში წაიყვანოს" - იანმა დვალიშვილის დამარცხების შემდეგ შესაძლო რემატჩზე ისაუბრა
მესის მორიგი ტიტული - მაიამის "ინტერი" ისტორიაში პირველად MLS-ის ჩემპიონია
"შოუს დადგმა ვცადე" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
[VIDEO] მერაბ დვალიშვილი პიოტრ იანთან მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა
ლუის ენრიკე: კვარაცხელია განსხვავებულია, სანახაობრივია, უმაღლესი ინტელექტი აქვს
დავითაშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "სენტ-ეტიენი" "დიუნკერკთან“ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "რენთან" მატჩში?
[VIDEO] აკი ვერ თამაშობს კარგადო - ხვიჩამ დუბლი შეასრულა და კრიტიკოსებს უპასუხა
[VIDEO] "კვარამ" "რენს" თქვენი მოწონებული გაუტანა
თორნიკე შენგელიამ თავის ყოფილ გუნდს 10 ქულა ჩაუგდო - "ბარსელონამ" გაიმარჯვა
თორნიკე შენგელიამ ესპანეთის სუპერთასზე "რეალის" ვარსკლავის რეკორდი დაამხო
თორნიკე შენგელიას 19 ქულა 20 წუთში და გამარჯვება "მონბუსთან"
Mundo Deportivo: შენგელია თბილისში მაინც გაფრინდება - ეს სამშობლოსადმი უსაზღვრო სიყვარული და ერთგულებაა
შენგელიას 14 ქულა "გრან კანარიასთან" და MVP-ს ტიტული
[VIDEO] შენგელია ნაკრებში გამარჯვებით მოდის - კაპიტანმა "ლიონს" 15 ქულა ჩაუგდო და მალე საქართველოში გამოფრინდება
[ვაჟა სიმონიშვილი ვიტორიიდან] ბასკურ-ქართული შეძახილი: "კარგია, კარგია!" [PHOTO]
შენგელიას 14 ქულა, 7 მოხსნა და გამარჯვება ყოფილ გუნდთან
თორნიკე შენგელია "ლაბორალ კუჩაში" კიდევ ერთი წლით რჩება
თორნიკე შენგელიას "პანათინაიკოსი" ეპატიჟება
ოფიციალურად: თორნიკე შენგელია მატჩის დღეს ბარსელონიდან გამოფრინდება და საქართველოს ნაკრებს დაეხმარება
"ლაბორალ კუჩას" თორნიკე შენგელიას სხვა გუნდში გაშვება არ სურს