ულამაზესი სტადიონის ცხოვრების პირველი დეკადა
ზუსტად 10 წელია "ალიანც არენა" მიუნხენის "ბაიერნის" სახლია. ამ თარიღთან დაკავშირებით რეკორდმაისტერის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაიხსენა - ვინ გაიტანა ამ არენაზე პირველი გოლი, ვის ეკუთვნის ყველაზე სწრაფი გოლი, როგორი იყო ყველაზე დიდი ანგარიშით მოგება, რამდენი მაყურებელი სტუმრობდა ტრიბუნებს...

- მიუნხენელებისთვის პირველი გოლი "ალიანც არენაზე" სებასტიან დაისლერმა გაიტანა, როცა "ბაიერნი" სტადიონის გახსნის მატჩში გერმანიის ნაკრებს ხვდებოდა (4:2).

- მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის რანგში "ალიანც არენაზე" ექვსი შეხვედრა გაიმართა, მათ შორის მუნდიალის გახსნის მატჩი გერმანიასა და კოსტა რიკას ნაკრებებს (4:2) შორის, აგრეთვე პორტუგალიისა და საფრანგეთის ნახევარფინალი (0:1).

- "ბაიერნის" გამარჯვება "ჰამბურგზე" 8:0 (2015 წლის თებერვალი) დღეისთვის ყველაზე დიდი ანგარიშია "ალიანც არენას" ისტორიაში.

- 2013 წლის მარტში, იმავე "ჰამბურგთან" შეხვედრაში "ბაიერნმა" საკუთარ მოედანზე გოლების სარეკორდო რაოდენობა გაიტანა. ანგარიში - 9:2.

- 10,12 წამი. სწორედ ამდენი დასჭირდა როი მაკაის იმისთვის, რომ 2007 წლის 7 მარტს, "რეალის" წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი მერვედფინალში გაეხსნა ანგარიში. ეს ყველაზე სწრაფი გოლია, რომელიც "ბაიერნმა" "ალიანც არენაზე" და ჩემპიონთა ლიგაზე გაიტანა.

- "ბაიერნის" მხოლოდ 11 მატჩი დასრულდა ნულოვანი ფრით. "ალიანც არენაზე" გოლები პრაქტიკულად გარანტირებულია.

- მოგებათა საუკეთესო ბალანსი "ვოლფსბურგთან" არის მიღწეული. საშინაო ოფიციალურ მატჩებში მიუნხენელებმა ზედიზედ 12-ჯერ დაამარცხეს ჩრდილოელები.

- "არენას" ისტორიაში მაყურებელი 18 ავტოგოლის მოწმე გახდა. აქედან 11 მასპინძლების ანგარიშზე მოდის.

- ფრანკ რიბერიმ მშობლიური სტადიონის მინდორზე 52 საგოლე პასი შეასრულა. ეს საუკეთესო შედეგია კლუბის ყველა ფეხბურთელს შორის.

- ფორვარდ მარიო გომესს 66 გოლი აქვს გატანილი "ალიანც-არენაზე" ჩატარებულ ოფიციალურ მატჩებში. "ბაიერნისთვის" ეს რეკორდია. შემდეგ მოდიან არიენ რობენი (63) და ფრანკ რიბერი (58).

- ანთებული "ალიანც-არენას" შემჩნევა უღრუბლო ღამეში 75 კილომეტრიდან არის შესაძლებელი.

- ფილიპ ლამმა "არენაზე" 206 მატჩი ჩაატარა, რაც აბსოლუტური რეკორდია. აქედან კაპიტანმა 151 შეხვედრაში გაიმარჯვა. მეორე და მესამე ადგილებზე არიან - ბასტიან შვაინშტაიგერი (194 მატჩი, 143 მოგება) და ფრანკ რიბერი (148/115).

- სულ "ბაიერნმა" "ალიანც-არენაზე" 249 ოფიციალური მატჩი ჩაატარა: 188 მოგება, 37 ფრე და 24 წაგება.

- ათწლიან ისტორიაში სტადიონზე 471 მატჩი გაიმართა, მათ შორის, "მიუნხენ 1860"-ის შეხვედრები და მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის თამაშები.

- საშინაო არენაზე რეკორდმაისტერმა 640 გოლი გაიტანა და მხოლოდ 185 გაუშვა.

- სულ "ალიანც-არენაზე" 1318 გოლი გაიტანეს.

- 2760 რომბისებრი ბალიშით არის დაფარული "არენას" ფასადი. მათგან 1056 ბალიში ღამით სამ ფერს იღებს იმის მიხედვით, რომელი გუნდი თამაშობს - წითელი ("ბაიერნი"), ცისფერი ("მიუნხენ 1860") და თეთრი (გერმანიის ნაკრები). წმინდა პატრიკის დღეს "არენა" მწვანე ფერისაა.

- სტადიონის სტუმრებს სთავაზობენ 9800 საპარკინგე ადგილს ოთხ დონეზე. ეს არის ევროპაში ყველაზე მსხვილი პარკინგი!

- 2013 წლის 29 ივნისს 46 104 მაყურებელი დაესწრო ქალთა ნაკრებების მატჩს. ეს არის ევროპის რეკორდი ქალთა გუნდების მატჩებზე დასწრების მხრივ.

- დაახლოებით 500 ათასი ადამიანი ესტუმრა 2012 წელს გახსნილ "ბაიერნის" მუზეომს - Erlebniswelt-ს.

- ყოველწლიურად "არენას" 4 მილიონი ადამიანი სტუმრობს, რაც თითქმის სამჯერ მეტია ბავარიის მთავარი ღირსშესანიშნაობის - ნოიშვანშტაინის ციხე-სიმაგრის მნახველების რიცხვზე (1.4 მილიონი).

- 2005 წლიდან სტადიონის სტუმრებმა 6 მილიონი შემწვარი სოსისი, 800 ათასი პორცია კარტოფილი-ფრი, 600 ათასი ფუნთუშა, 500 ათასი ნაჭერი პიცა და 400 ათასი სენდვიჩი მირთვეს.

- 11 მილიონი ნახევარლიტრიანი ბოთლი ლუდი გაიყიდა "ალიანც არენაზე" 10 წლის განმავლობაში. ამას ემატება 5 მილიონი ბოთლი უალკოჰოლო სასმელი (2.5 მილიონი "კოკა კოლაზე" მოდის).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კოღო
კარგი სტატიაა,სხვა სტადიონებსაც მიუძღვენით მსგავსი სტატიები
giorgi
რაღა ეს და რაღა ჩვენი "არენა"
"ბაიერნის" პრეზიდენტმა ჰარი კეინის მომავალზე ისაუბრა
ტერ შტეგენმა ვარჯიში დაიწყო - გერმანელი შესაძლოა, ზამთარში "ბარსელონადან" წავიდეს
გირასი წასვლაზე თანახმაა - ფეხბურთელი ევროპის ტოპ კლუბებს სურთ
"მეცი" - პსჟ. სასტარტოში მხოლოდ ერთი ქართველია
"ჰაიდენჰაიმი" ტრავმირებული ზივზივაძის გარეშე "სანკტ-პაულისთან" დამარცხდა
გოჩოლეიშვილი ერთი ტაიმი ათამაშეს - "ჰამბურგი" "ჰოფენჰაიმთან" განადგურდა
გოჩოლეიშვილი სასტარტოშია - მამარდაშვილი და ჩაკვეტაძე სათადარიგოთა შორის არიან
რუი პატრისიომ საფეხბურთო კარიერა დაასრულა
"ბარსელონა" ლევანდოვსკის შემცვლელად 17 წლის ეგვიპტელ ფორვარდს განიხილავს
სეზონის ბოლომდე საფრანგეთში - ენდრიკი "ლიონში" გადავა
"რეალის" შესახებ საუბარი არ მსურს" - ფლიკი ლა ლიგაში საჩემპიონო რბოლაზე
"არ მინდა, რომ წავიდეს" - სლოტმა სალაჰის გარშემო შექმნილ სიტუაციაზე ისაუბრა
მიმდინარე სეზონში მეორედ - ალეგრი სერია A-ს ნოემბრის თვეში საუკეთესოდ ცნეს
რა შემთხვევაში შევლენ "მეცთან" კვარაცხელია და ბარკოლა შეცვლაზე - Le Parisien-ი განმარტავს
ბრაზილიის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს ჯანმრთელობის პრობლების გამო კარიერის დასრულება მოუწევს
"დინამო თბილისი" 19-წლამდელთა ლიგის გამარჯვებულია
რა ხდება აზაროვთან დაკავშირებით - კონფერენს ლიგაზე შესანიშნავად ასპარეზობს, უკრაინის ჩემპიონატზე კი არ ათამაშებენ
ჩელენჯ თასი | "ქონოთისთვის" სამი შეიცვალა
რატომ არის სმარტ საათი სპორტსმენის საუკეთესო მეგობარი
იქნება კვარაცხელია შემტევ სამეულში? - წლის ბოლო ტური და სხვა მატჩები
მის სკანდალებს ბოლო არ უჩანს - მუდრიკს საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმიანობის შესრულება დაეკისრა
"მას პირველივე რაუნდში დავაფინიშებ" - ჭიკაძემ ვალეხოსთან ბრძოლამდე პრესკონფერენცია გამართა
"უბრალოდ თქვა, რომ თამაში უნდა, ასე როგორ გაანადგურეთ?" - მერსონმა სალაჰი დაიცვა
ესპანეთმა გერმანიას დამატებით დროში მოუგო და 1/2-ფინალში გავიდა [VIDEO]
[VIDEO] ბოლდუინის პირველი სასტარტო "ბაიერნში" - გერმანულმა გუნდმა "მილანი" დაამარცხა
"ლივერპული", "ბაიერნი" და მადრიდის "რეალი" "კრისტალ პალასის" მცველისთვის იბრძვიან
მანუელ ნოიერმა სანაკრებო კარიერა დაასრულა
შეჩერებული მატჩი, არჩათვლილი გოლი და პენალტი - გერმანიამ დანიას სძლია [VIDEO]
ჰარი კეინმა ბუნდესლიგის ყველა დროის რეკორდი დაამყარა
იულიან ნაგელსმანი: წარმოუდგენელია - საქართველოს ნაკრები სულ უფრო და უფრო უკეთესი ხდება
"კეინის "ტოტენჰემში" დაბრუნება?" - "დეზების" მწვრთნელი ამ აზრს მიესალმება
ესპანეთთან მატჩის გადათამაშებას 300 000-ზე მეტი გერმანელი ფანი ითხოვს
ტერ შტეგენი შეიძლება თურქულ კლუბში გადავიდეს
[VIDEO] "ბაიერნის" 16-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყდა - "რეკორდმაისტერმა" "უნიონ ბერლინი" ვერ დაამარცხა
"უნდა ვაღიაროთ, რომ "ბაიერნი" ევროპაში საუკეთესო კლუბია