მთის ველოსიპედის შვეიცარიული პოდიუმი
ევროპულ თამაშებზე მედლების პირველი კომპლექტები მთის ველოსიპედსა და ტრიატლონში გათამაშდა. ამ სახეობებში თითქმის ერთდროულად მიეცა სტარტი. და, როგორც აღმოჩნდა, აქ შვეიცარიელი სპორტსმენები კონკურენციის გარეშე იყვნენ.

ევროპული თამაშების ისტორიაში შევიდა ველომრბოლი იოლანდა ნეფი - სწორედ ის გახდა ოქროს მედლის პირველი მფლობელი. მან დაამტკიცა ფავორიტის სტატუსი, რადგან მთის ველოსიპედის კლასიფიკაციაში პირველი ნომერი გახლავთ. სხვაობამ მეორე ადგილზე გასულ თანამემამულე კატრინ შტირნემანთან ორი წუთი შეადგინა.

მთლიანად შვეიცარიული იყო მაუნტინბაიკის პოდიუმი მამაკაცებს შორის. აქ არ გამოდიოდა ლონდონის ოლიმპიადის ჩემპიონი, ჩეხი იაროსლავ კულჰავი, რომელმაც 2012 წელს, სპრინტერულ ფინიშში მოუგო შვეიცარიელ ნინო შურტერს.

ამ უკანასკნელმა კარგად ისარგებლა კონკურენტის არყოფნით და ძალიან დამაჯერებლად მოიგო ევროპული თამაშების ოქრო და შეავსო მედლების მდიდარი კოლექცია. შურტერს მსოფლიოს ჩემპიონატებზე სამი ოქრო და ორი ვერცხლი აქვს, სამჯერ დაეუფლა მსოფლიოს თასს და ოლიმპიადის ორ მედალი დაისაკუთრა - ლონდონში ვერცხლი და პეკინში (2008) - ბრინჯაო.

ბაქოში ტრიატლონის (1500 მეტრი ცურვა, 40 კილომეტრი ველომრბოლა და 10 კილომეტრი რბენა) სტარტებს ორმაგი დატვირთვა აქვს, რადგან რიო-დე-ჟანეიროს 2016 წლის ოლიმპიადის საგზურები თამაშდება. შესაბამისად, მედლებისთვის დაძაბული ბრძოლა იყო მოსალოდნელი.

თუმცა ქალების შეჯიბრში ძალიან დამაჯერებლად გაიმარჯვა შვეიცარიელმა ნიკოლა შპირიგმა. სამი წლის წინ, ლონდონის ოლიმპიადაზე მასსა და შვედ ლიზა ნორდენს შორის გამარჯვებული ფოტოფინიშმა გამოავლინა. ოლიმპიური ოქრო შპირიგს ერგო, ამჯერად კი მას სერიოზული კონკურენცია ვერ მესამე ადგილზე გასულმა ნორდენმა და ვერ ვერცხლის მფლობელმა ჰოლანდიელმა რაკელ კლამერმა გაუწიეს - შპირიგმა ამ დუეტს წუთზე მეტი მოუგო.

სამაგიეროდ, ტრიატლონში კაცებს შორის იყო დიდი ბრძოლა. ლიდერი რამდენიმეჯერ შეიცვალა: ველორბოლის შემდეგ დაწინაურდა შვეიცარიელი ანდრეა სალვისბერგი, მაგრამ უკვე რბენაში ერთი წრის შემდეგ წინ გაიჭრა ბრიტანელი გორდონ ბენსონი, რომლისთვისაც აქამდე კარიერაში საუკეთესო შედეგი იყო შარშან, მსოფლიოს 23-წლამდელთა ჩემპიონატზე მესამე ადგილი.

უშუალოდ ფინიშის წინ, ლიდერობა მოიპოვა ფავორიტმა, მსოფლიოს თასის შარშანდელი გათამაშების მეორეადგილოსანმა ჟოაო სილვამ, მაგრამ გორდონმა ბოლო მეტრებზე გაუსწრო პორტუგალიელს და ბრიტანეთს თამაშებზე პირველი ოქრო მოუტანა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
Aprilia Racing-ის ისტორიული გამარჯვება MotoGP-ს რბოლაში!
"თასიდან გამოვარდნა სერიოზული დარტყმაა" - ზაბარნიმ "პარიზთან" მარცხის შემდეგ ისაუბრა
ლუის ენრიკემ "პარიზთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
მამარდაშვილი "ბარნსლისთან" მატჩის სასტარტოშია
"რეალმა" ჩაბი ალონსო გადააყენა და მის ნაცვლად არბელოა დანიშნა
"შავი ლომი" | "მონტობანთან" ისტორიული გამარჯვების შეფასება - ილია მაისურაძე და მიხეილ ბაბუნაშვილი
ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობას საკვალიფიკაციო ეტაპიდანვე დაემშვიდობა
იუნაიტედი FA თასზე მესამე წრიდან გამოვარდა
იანისის სუპერმატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა... ლიდერების გარეშე დარჩენილმა "დენვერმა" "ბაქსი" დაამარცხა
[VIDEO] სანდროს კარგი მატჩი არ გამოუვიდა... "რეპტორსმა" 12 წამით ადრე 4 ქულა ამოიღო და ოვერტაიმში მოიგო
ნინო ბაციაშვილი სწრაფ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონი გახდა!
ზურაბ საკანდილიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ
[VIDEO] "ტაშს ნუ უკრავთ!" - მბაპეს ამ ქმედებას დიდი კრიტიკა მოჰყვა
სულშერი ფავორიტი აღარაა - "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობა მწვრთნელის პოსტზე ორ კანდიდატს განიხილავს
[VIDEO] "ელ კლასიკო" მთელი თავისი დიდებულებით - "ბარსელონამ" სუპერთასის ფინალში "რეალი" დაამარცხა
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები საბერძნეთთან დამარცხდა
[VIDEO] როგორ დაარბიეს "მგლები" "ალიანც არენაზე"...
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "მეცი" თასზე მეორელიგელთან განადგურდა
[VIDEO] რომ არა ნკუნკუ... - "მილანი" ფლორენციაში წაგებას ბოლო წუთებზე გადაურჩა
"ანთალიასპორს" ჯიქიას მოშორება უნდა
დღეს კვარაცხელია და მამარდაშვილი ერთდროულად ითამაშებენ