"თანამედროვე ტექნიკის გამოყენება აუცილებელია, მაგრამ ყველაფერს თავისი დრო და ზომა აქვს, ჯობდა მეტი დრო მინდორზე გაგვეტარებინა"
"იუვენტუსის" და იტალიის ნაკრების მცველი ლეონარდო ბონუჩი "რაი სპორტსს" ესტუმრა და ბევრ საინტერესო საკითხზე ისაუბრა.

28 წლის უკანახაზელმა "სკუადრა აძურას" ყოფილი და ამჟამინდელი მწვრთნელები შეადარა და ჩვენც, სწორედ ამ თემაზე გავამახვილებთ ყურადღებას - მით უმეტეს, სრულიად მოულოდნელად, ბონუჩიმ ჩეზარე პრანდელი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მისთვის ანტონიო კონტესთან მუშაობა უფრო კომფორტულია:

"ჩეზარე პრანდელი ძალიან კარგი ადამიანია და შესანიშნავი მწვრთნელი, მაგრამ იტალიის ნაკრებში მუშაობის ბოლო პერიოდში ბევრი შეცდომა დაუშვა.

ვფიქრობ, რომ არასწორად იყო შედგენილი 2014 წლის მუნდიალის მოსამზადებელი ციკლი და ეს ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი გახდა განცდილი წარუმატებლობისა.

დღეს უკვე აღარ არის დასამალი, რომ შეკრებებზე ძალიან ბევრ დროს ვატარებდით კომპიუტერულ-სამედიცინო ტექნიკასთან, რომლის მეშვეობითაც იკვლევდნენ, ვინ როგორ იყო მზად, რამდენი კილომეტრის გარბენა შეეძლო, იყო თუ არა ნორმაში სისხლის მიმოქცევა და ა.შ. რაც დრო გადიოდა, სულ უფრო ნაკლებ დროს ვატარებდით მინდორზე, ამან კი ის გამოიწვია, რომ ახალ ფეხბურთელებთან სრულიად შეუთამაშებელნი ვიყავით.

გასაგებია, რომ თანამედროვე ტექნიკის გამოყენება აუცილებელია, მაგრამ ყველაფერს თავისი დრო და ზომა აქვს. ვფიქრობ, უფრო მეტი დრო რომ გაგვეტარებინა მინდორზე და ნაკლები გვენერვიულა სამედიცინო ანალიზებსა თუ დასკვნებზე, ჩვენი საქმე უკეთ წავიდოდა.

ჯუზეპე როსი მხოლოდ იმიტომ დატოვეს განაცხადს მიღმა, რომ მისი ორგანიზმი დროის მოკლე მონაკვეთში 7 თამაშის ჩასატარებლად მზად არ იყო - და სულ რამდენი თამაში ჩავატარეთ მუნდიალზე როსის გარეშე?...

მოკლედ, ჩემთვის ანტონიო კონტესთან მუშაობა უფრო კომფორტულია, თუმცა პიროვნულად პრანდელის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] კონტე გააძევეს - "ნაპოლი" "ინტერთან" მარცხისგან მაკტომინეიმ დუბლით იხსნა
ზლატან იბრაჰიმოვიჩის შვილი ნიდერლანდების ჩემპიონატში გადადის
[VIDEO] "ნაპოლი" "ვერონასთან" ფრეს დასჯერდა
"თასიდან გამოვარდნა სერიოზული დარტყმაა" - ზაბარნიმ "პარიზთან" მარცხის შემდეგ ისაუბრა
ლუის ენრიკემ "პარიზთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
მამარდაშვილი "ბარნსლისთან" მატჩის სასტარტოშია
"რეალმა" ჩაბი ალონსო გადააყენა და მის ნაცვლად არბელოა დანიშნა
"შავი ლომი" | "მონტობანთან" ისტორიული გამარჯვების შეფასება - ილია მაისურაძე და მიხეილ ბაბუნაშვილი
ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობას საკვალიფიკაციო ეტაპიდანვე დაემშვიდობა
იუნაიტედი FA თასზე მესამე წრიდან გამოვარდა
იანისის სუპერმატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა... ლიდერების გარეშე დარჩენილმა "დენვერმა" "ბაქსი" დაამარცხა
[VIDEO] სანდროს კარგი მატჩი არ გამოუვიდა... "რეპტორსმა" 12 წამით ადრე 4 ქულა ამოიღო და ოვერტაიმში მოიგო
ნინო ბაციაშვილი სწრაფ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონი გახდა!
ზურაბ საკანდილიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ
[VIDEO] "ტაშს ნუ უკრავთ!" - მბაპეს ამ ქმედებას დიდი კრიტიკა მოჰყვა
სულშერი ფავორიტი აღარაა - "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობა მწვრთნელის პოსტზე ორ კანდიდატს განიხილავს
[VIDEO] "ელ კლასიკო" მთელი თავისი დიდებულებით - "ბარსელონამ" სუპერთასის ფინალში "რეალი" დაამარცხა
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები საბერძნეთთან დამარცხდა
[VIDEO] როგორ დაარბიეს "მგლები" "ალიანც არენაზე"...
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "მეცი" თასზე მეორელიგელთან განადგურდა
[VIDEO] რომ არა ნკუნკუ... - "მილანი" ფლორენციაში წაგებას ბოლო წუთებზე გადაურჩა
"ანთალიასპორს" ჯიქიას მოშორება უნდა
დღეს კვარაცხელია და მამარდაშვილი ერთდროულად ითამაშებენ
"კონტეს ხელმძღვანელობით "ნაპოლი" მინიმუმ ამას მიაღწევს" - ბონუჩიმ პროგნოზი გააკეთა
პოლონეთის ნაკრების თავკაცი შესაძლოა ცნობილი იტალიელი სპეციალისტი გახდეს
საგიჟეთი. გატუზომ ფეხბურთელს შეაგინა - იტალიელთა ორი ავტოგოლი და გამარჯვება
სპალეტი: ძლიერი ზეწოლის ქვეშ მოვექეცი და ძილი დავკარგე
"ლუკაკუ თუ ოსიმენი?" - ბონუჩიმ არჩევანი გააკეთა
"ნაპოლისთვის" კარგია, რომ ტრავმა მიიღო და ვერ ითამაშებს" - პრანდელი კვარაცხელიაზე
პაბლო ოსვალდო: გასახდელში სიგარეტს ჯანლუიჯი ბუფონთან ერთად ვეწეოდი
ლეონარდო ბონუჩი შესაძლოა, "ფენერბაჰჩეში" გადავიდეს
ნორვეგიამ იტალიას თამაში შემოუტრიალა და მუნდიალზე გავიდა
პრანდელის ჯერია - "ჯენოამ" მიმდინარე სეზონში უკვე მე-3 მწვრთნელი დანიშნა
"ღამურების" ბუდეში - რატომ წავიდა პრანდელი სინამდვილეში "ვალენსიიდან"
სპალეტის იტალიამ ბელგიას სძლია და 17 ნოემბერს საფრანგეთს უმასპინძლებს
ლეონარდო ბონუჩიმ საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ბონუჩი ბერლინის "უნიონში" გადადის
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
"ჯენოა" თასიდან მესამე ლიგის გუნდმა გამოაგდო და მისი მწვრთნელი იურიჩი მოხსნეს
გატუზო: ჭრილობებს ვიშუშებთ, ბოდიშს ვიხდით
ბონუჩი, რომელიც მიმდინარე სეზონის ბოლოს კარიერის დასრულებას აპირებდა, შესაძლოა, 6-თვიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ