მშვენიერი შანსი გვეძლევა, რომ აზერბაიჯანულ კლუბთან რევანში ავიღოთ და ეს თბილისის "დინამომ" უნდა გააკეთოს
ბოლო წლებში უკვე ტრადიციასავით იქცა ევროტურნირებზე ქართული და აზერბაიჯანული გუნდების დაპირისპირებები; თუმცა, ჩვენდა სამწუხაროდ, უკანასკნელ ორ შემთხვევაში მომდევნო ეტაპზე ჩვენი მეზობლები გადიოდნენ: აზერბაიჯანის ყველაზე ტიტულიანმა გუნდმა "ნეფთჩიმ" ჯერ "ზესტაფონი" ჩამოიცილა გზიდან, მერე - "ჩიხურა".

და აი, ახლა მშვენიერი შანსი გვეძლევა, რომ აზერბაიჯანულ კლუბთან რევანში ავიღოთ: ამჯერად უკვე საქართველოს ყველაზე ტიტულიანი გუნდი, თბილისის "დინამო" დაუპირისპირდება არცთუ მდიდარი წარსულის მქონე, მაგრამ იმავდროულად, აზერბაიჯანის ყველაზე მდიდარ გუნდს, "გაბალას".

გაბალა (გაბალა, აზერბაიჯანი)

დაარსდა 2005 წელს

სტადიონი: შეჰერი (5 000)

ერთი შეხედვით, ამ წყვილის ფავორიტად "დინამო" უნდა მივიჩნიოთ, მით უფრო, რომ "გაბალა" მხოლოდ 9 წელიწადია, რაც აზერბაიჯანულ პრემიერლიგაში ასპარეზობს და ევროტურნირებზეც მხოლოდ შარშან ჰქონდა დებიუტი.

დღესდღეობით, "გაბალას" მართლაც მშვენიერი შემადგენლობა ჰყავს და საკმაოდ კვალიფიციური უკრაინელი სპეციალისტი რომან გრიგორჩუკი წვრთნის, თუმცა ამაზე ოდნავ ქვემოთ. მანამდე კი ევროპალიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრის წინ არსებული ის "სასტარტო პოზიცია" უნდა ვახსენოთ, რის მიხედვითაც, თბილისის "დინამოს" სავარაუდო მეტოქეები "გაბალას" გარდა იყვნენ: "რენოვა" (მაკედონია), "ლუზიტანსი" (ანდორა), "ნიუთაუნი" (უელსი) და "ოლიმპიკი" (ბოსნია).

ამათში ყველაზე არასასურველი, რაღა თქმა უნდა, "გაბალა" იყო, თუმცა აზერბაიჯანის ყველაზე მდიდარი კლუბის ძლევა ნამდვილად არ უნდა მიეკუთვნებოდეს სენსაციას, მით უფრო, თბილისის "დინამოსათვის", ამ ევროტურნირებზე ერთადერთი განთესილი ქართული გუნდისათვის...

...სოლიდურზე-სოლიდური ბიუჯეტის მიუხედავად, შარშანდლამდე "გაბალა" ვერაფრით ახერხებდა ევროტურნირების საგზურის მოპოვებას; არადა, კლუბის ხელმძღვანელობა თანხებს არ იშურებდა მაღალანაზღაურებადი მწვრთნელებისა (ტონი ადამსი, ფათიხ კავლაკი, ლუის არაგონი, დორინელ მუნტეანუ) თუ ფეხბურთელების (დეონ ბარტონი, მარატ იზმაილოვი, ლორენცო ებესილიო, იანიკ კანამანი) მოსაყვანად, მაგრამ პირველი წარმატება მხოლოდ მაშინ მოვიდა, როცა "გაბალას" მთავარ მწვრთნელად ცნობილი რუსი სპეციალისტი იური სიომინი დაინიშნა.

სიომინის ხელმძღვანელობით, "დინამოს" მომავალმა მეტოქემ 2013/14 წლების სეზონში აზერბაიჯანულ პრემიერლიგაში III ადგილი დაიკავა, თასის ფინალშიც გავიდა და, რაც მთავარია, კლუბის ისტორიაში პირველად მოიპოვა ევროტურნირების საგზური.

თუმცა, ევროტურნირებზე დებიუტი წარუმატებელი აღმოჩნდა: სიომინმა ისევ რუსეთში ამჯობინა კარიერის გაგრძელება, რუმინელი დორინელ მუნტეანუს ხელმძღვანელობით კი, "გაბალამ" პირველსავე ეტაპზე მარცხი იწვნია ბოსნიურ "შიროკი ბრეგთან".

მუნტეანუს გარკვეული პერიოდი კიდევ აცალეს, ამ დროს კი სოლიდურბიუჯეტიანი "გაბალა" აუტსაიდერთა შორის აღმოჩნდა და ზამთრის პაუზის მერე გუნდის გაძღოლა ოდესის "ჩერნომორეცის" ყოფილ თავკაცს, რომან გრიგორჩუკს მიანდეს.

ფოტოზე: რომან გრიგორჩუკს "ჩერნომორეცში" თორნიკე ოქრიაშვილთანაც უმუშავია

ეს გადაწყვეტილება აშკარად ეფექტიანი გამოდგა: მეორე ეტაპზე "გაბალა" ჩინებულად ათამაშდა და საბოლოოდ მხოლოდ "ყარაბაღსა" და ბაქოს "ინტერს" ჩამორჩა. გაამართლეს გრიგორჩუკის მიერ უკრაინიდან ჩამოყვანილმა ფეხბურთელებმაც: დმიტრო ბეზოტოსნიმ და ოლექსეი გაიმ, რომლებმაც გუნდის სხვა ლეგიონერებთან (ეხიკო ეხიოუსუნი, ვიქტორ მენდი, დოდო) ერთად დიდი წვლილი შეიტანეს იმაში, "გაბალამ" ზედიზედ მეორედ რომ შეძლო აზერბაიჯანულ პრემიერლიგაში მესამე ადგილის დაკავება.

ახალი სეზონის დაწყების წინ "გაბალა" კიდევ უფრო გაძლიერდა, თუმცა დაწვრილებით ამ საკითხზე მომავალ კვირაში ვისაუბრებთ, როცა ეს აზერბაიჯანული კლუბი ევროპალიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩის ჩასატარებლად თბილისში უნდა გვესტუმროს.

აქვე, იმასაც ვიტყვით, რომ "დინამო"-"გაბალას" შორის გამარჯვებულს არანაირი პრობლემა არ უნდა ჰქონდეს ევროპალიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე სლოვენიურ "დომჟალესთან" თუ სერბულ "ჩუკარიჩკისთან"...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ისევ და ისევ ქართული მატრაკვეცობა. დავით არმაშენებელი, 13 მაისი და ა.შ. ქვეყანა რომელიც ფეხბურთზე დასასწრებ ბილეთებს ვერ ყიდის უფრო მეტზე ამბიციაც არ უნდა ჰქონდეს. გადააშენეთ ეს ფედერაცია და იქნებ მერე მაინც გაგვიჩნდეს შანსი თუნდაც აზერებს მოვუგოთ.
thomas
ადრე ვინ რა იყო არაფერს ნიშნავს, ახლა რა შეგვიძლია ამაზე ვიფიქროთ, ტრაბახს მოვეშვათ, გათავებელ კვადრატის თამაშს თავი დავანებოთ, პასის დროს ვიაზროვნოთ, ძალები გადავანაწილოთ და ეგებ რამე გვეშველოს.
chero
დინამოს თამაში ვნახე სლოვენიაში რომ იყო.პირველ ტაიმში სერიოზულად გააგორეს ბურთი.ეს გუნდი პრობლემა არ უნდა გახდეს.
qartuli fexburti
Am statiam cota ar iyos shemashina
გენო
მე პირადად მინდა რომ სამივე ქართული გუნდის (რა თქმა უნდა ევროპის ლიგაზე) თამაშის რეპორტაჟი იყოს რისი რესურსიც არსებობს საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს სამი არხი რა თქმა აჭარის ტელევიზიით ბათუმის დინამოს თამაში აჩვენონ დინამო და ცხინვალი კი პირველ დამეორე არხზე გადაანაწილონ!!!!!!!!!
რეზო
ერთი ზუსტად ვიცი, მაგ დღეს აუცილებლად ვიქნები მოედანზე და ჩვენ საყვარელ გუნდს ვუქომაგებ.
leo
100 პროცენტი გავალთ თან დიდი ანგირიშით დავამარცხებთ
fui
დღეს გაბალა უფრო ძლიერია.
ევრო 2026 | საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან მატჩისთვის ემზადება
ევრო 2026 | ლატვია - საქართველო | ევროპის ჩემპიონატის პირველი მატჩი რიგაში
ევრო 2026 | ფუტსალის ნაკრებმა თბილისური შეკრება დაასრულა
სუპერლიგის ოლ სტარისთვის სასტარტო ხუთეულები შეირჩა | მწვრთნელები სათადარიგოებს დაასახელებენ
ევრო 2026 | საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან მატჩისთვის ემზადება
გოჩოლეიშვილი არ ათამაშეს - "ჰამბურგმა" "სანკტ-პაულისთან" ქულები გაიყო
ლუის ენრიკემ "ოსერთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
"რეალიდან" წადი - არბელოამ ალექსანდერ-არნოლდს რჩევა მისცა
ზივზივაძე "ლაიფციგთანაც" ვერ ითამაშებს
ოფიციალურად: ედინ ჯეკო "შალკეს" ფეხბურთელია
პალმერი კიდევ ერთ მანჩესტერულ გუნდში? - მოულოდნელი შესაძლო ტრანსფერის დეტალები
უკან ინგლისში - ხულიან ალვარესის შეძენით ლონდონური გუნდები ინტერესდებიან
მუშაობით კმაყოფილები არიან - ანჩელოტი ბრაზილიის ნაკრებში კიდევ დიდი ხნით დარჩება
პსჟ მორიგი სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება? - პარიზელები შეტევით ხაზში გაძლიერებას გეგმავენ
ეს მართლაც შესაძლებელია? - საუდის არაბეთის კლუბმა ვინისიუსს გიჟური კონტრაქტი შესთავაზა
"შტურმი" და კიდევ ხუთი გუნდი ევროპა ლიგის გათამაშებას გამოეთიშნენ
ქალთა ნაკრებმა C ლიგის მატჩებისთვის მზადება დაიწყო
ხვიჩა სასტარტოში, სამი ქულისთვის ოსერში და ფიქრით "ნიუკასლთან"
თბილისის "დინამომ" "პორტუს" გარემარბი დაიმატა
კიტეიშვილი უკეთეს გუნდში თამაშს იმსახურებს - "შტურმი" როტერდამშიც დამარცხდა
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები საფრანგეთთან დამარცხდა და მეათე ადგილი დაიკავა
პსჟ-ის აუტსაიდერთან სტუმრობის დღე - "ნიუკასლის" წინ
ალონსო თუ გლასნერი? - "ტოტენჰემი" ფრანკის გათავისუფლებისთვის ემზადება
წიტაიშვილის საკითხი 10 იანვარს გადაწყდება - "ჩერნომორეცის" მწვრთნელად გრიგორჩუკი დანიშნეს
ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების მეტოქის მწვრთნელს გადაყენებას უპირებენ
დავით ვოლკოვი გუნდს იცვლის, ქართველს ახალი ვარიანტი აქვს
სიომინი: ხვიჩა "ნაპოლიში" მარადონაზე ნაკლებად არ თამაშობდა - "ოქროს ბურთი" შეიძლებოდა მიეცათ
თბილისის "დინამოს" ყოფილი მწვრთნელი უკრაინული გუნდიდან დაითხოვეს
"იმსახურებდა თუ არა "ოქროს ბურთის" სიაში მე-12 ადგილზე გასვლას?" - სიომინმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
სიომინი: ხვიჩა თავის უმაღლეს დონეს ინარჩუნებს
წიტაიშვილი დაიტოვეს - დიდი წმენდა "ჩერნომორეცში"
"დინამო თბილისი" 8 ფეხბურთელს დაემშვიდობა
ნიკა კვეკვესკირი: კიდევ არის გზა გასავლელი, კიდევ ბევრი შრომაა საჭირო...
"დინამო თბილისი" 19-წლამდელთა ლიგის გამარჯვებულია
პსჟ თბილისში ჩამოვიდოდა - რა შანსი გაუშვეს ხელიდან
სიომინმა კვარაცხელიას "ოქროს ბურთის" მოგების შესაძლებლობა შეაფასა
სიომინი: კვარაცხელია "ოქროს ბურთის" პრეტენდენტია, პსჟ გვარდიოლას "ბარსელონაზე" უკეთესია, საფონოვი...
"იცით, ხვიჩა რომ "ლოკომოტივიდან" გაუშვეს, რა დამემართა?" - იური სიომინი
ლეონარდუ სანტუში თბილისის "დინამოში" ჩაირიცხა
შენგელიას ორი ულამაზესი გოლი და კარიკარის ყუმბარისებური - "დინამომ" "გაბალა" გაანადგურა [VIDEO]
Associated Press თბილისის "დინამოს" შესახებ ლოზანის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წერს
"გაბალას" ტრავმირებულ ფეხბურთელს ოპერაცია გაუკეთეს [VIDEO]
კახა ცხადაძე მალე "გაბალას" მწვრთნელად დაინიშნება
"აზერბაიჯანულ მედიაში არ შემხვედრია სტატია, სადაც "დინამოს" მიმართ დამაკნინებელი სიტყვები ეწერა"
თბილისის "დინამომ" "პორტუს" გარემარბი დაიმატა
დავით ვოლკოვმა 1 წუთში 2 გოლი გაიტანა და "გაბალა" თასის 1/2-ფინალში გაიყვანა [VIDEO]
17 წლის ხარებაშვილი "აიაქსს" დაუკავშირეს - რას წერს ნიდერლანდური გამოცემა ქართველზე?